ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Friday, July 31, 2009
გავთხოვდი..
- გამარჯობა. :) გორში ხარ?
- არა, თბილისში ვარ. გავთხოვდი.
- მაგოიმებ!
- არა, მართლა გავთხოვდი. ახლა საყიდლებზე ვართ მე და ჩემი მეუღლე და მერე მოგზაურობაში წავალთ.
*******************
სიცარიელე..
საშინელი სიმძიმე გულში..
მხრებზე..
ფეხებში..
- ბედნიერებას გისურვებ.. მე მინდა რომ შენ იყო ბედნიერი..
სტანდარტული, შაბლონური, მოუფიქრებელი, ინსტინქტური ფრაზები.. მორჩა, ყველაფერი მორჩა.. ის პაწია იმედიც ჩაქრა.. ის გათხოვდა.. ვიღაც ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.. ან უფრო მოხერხებული.. ან უფრო ეშმაკი.. ან უფრო დაკუნთული.. ან ყველაფერი ერთად.. მთავარი ისაა, რომ ის გათხოვდა. და მე საზიზღრად ვგრძნობ თავს.
არ დამვიწყებია 2004 წლის 12 ოქტომბერი. დიახ, მახსოვს ეს თარიღი, როდესაც პირველად დაგინახე. ისიც მახსოვს რა გეცვა: თეთრი ჯემპრი, ჯინსის შარვალი და ჯინსისვე კუტრკა. მახსოვს შენი თაფლისფერი თვალების მზერა, მახსოვს შენი თაფლისფერი თმა, მახსოვს შენი თაფლისფერი ხმა.. მახსოვს.. და ნერვები მეშლება.
არა, არ ვნანობ არც ერთ წამს, რომელიც შენს გვერდით ვიყავი. არ ვნანობ არც ერთ მიმიკას, არც ერთ სიტყვას. და მიხარია, რომ ყოველ კვირას ყვავილებს გჩუქნიდი, მიხარია რომ ყოველ კვირას საჩუქრებით განებივრებდი, მსიამოვნებს როცა წარმოვიდგენ, როგორ მიირთმევდი ჩემს ნაჩუქარ რაფაელოს.. და ტკბილად მახსენდება შენი სახლის წინ ტოტით გადაშხვეპილი გუბე, რომელიც ცეცხლით გულის დანთებას უშლიდა ხელს. ტკბილად მახსენდება სამხედრო პროჟექტორით ღრუბლებზე მიშუქებული გული.. და მძულს ჩემი თავი.
მე მძულს ჩემი თავი, იმიტომ რომ წყნარი ვარ. მძულს, იმიტომ რომ არ ვიაქტიურე. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა წამი შენ არ მოგიძღვენი, რომ ვერ ვბედავდი შენთან ლაპარაკის დაწყებას, რომ ვერ გნახე წინა კვირას ზღვაზე.. მე მძულს ჩემი თავი, იმიტომ რომ მრავალჯერ მიხვედრილი - შენ და მე ცა და დედამიწა ვართ, მაინც შენსკენ მომიწევს გული, მაინც მაჟრიალებს შენი თმის გახსენებაზე, მაინც მეშლები სხვაში, მაინც მგონიხარ ქალის სილამაზის ეტალონი, მაინც ჩემში ხარ, მაინც შენით ვცოცხლობ, მაინც ჩემი სიყვარული ხარ.
სულელი ხარ! დიახ! თუმცა შენ რა.. ეს მე ვარ სულელი, შეშლილი, უჭკუო და გადარეული.. თუმცა რა ჭკუა მოეთხოვება თმის წვერებამდე შეყვარებულს.. რა ჭკუა მოეთხოვება ადამიანს, რომელსაც ღმერთად მიაჩნდი. რა ჭკუა მოეთხოვება გამოუსწორებელ რომანტიკოსს.. რომელიც გამოსწორდა.
და მაინც, სულელი ხარ. სულელი ხარ იმიტომ, რომ ვერ დაინახე, იმიტომ რომ ვერ დააფასე, იმიტომ რომ ვერ იგრძენი და იმიტომ რომ სხვა არჩიე. ბედნიერებას გისურვებ, ჩემო ერთადერთო სიყვარულო. არ ვიცი რატომ, არ ვიცი რისთვის მაგრამ მე შენ ისევ მიყვარხარ. თუნდაც ცალმხრივად და თუნდაც უიმედოთ. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის სხვათა შეფასების კრიტერიუმი. ყოველთვის შეგადარებ სხვას და ვერც ერთი ახლოსაც ვერ მოვა შენთან. თუმცა შენ სულელი ხარ და მე კიდევ უარესი.
იცი, მე არ მენანება დახარჯული 4 წელიწადი. მე არ მენანება არაფერი. იმიტომ რომ შენით ვისწავლე როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ბედნიერიც და უბედურიც, ჭკვიანიც და გიჟიც, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც.. და შენით ვისწავლე გრძნობების მართვა. შენით ვისწავლე დაკიდება. შენით ვისწავლე ადამიანში არა მარტო ღირსების დანახვა.. და მე დაგინახე: შენ არ ხარ საჩემო. და მაინც ჩამწყდა გულში, როდესაც მომწერე: გავთხოვდი.
გაივლის წლები.. დიახ.. გაივლის გრძნობაც.. მაგრამ არ გაივლის შენი სახება ჩემი გულიდან. არ გაივლის ეს სიმძიმე, რომელსაც ახლა ვგრძნობ.. სხვა ყველაფერი გაივლის. მე ისევ შემიყვარდება, მე ისევ ამიჩქარდება გულისცემა მისი დანახვისას, მაგრამ არასოდეს ისე, როგორც შენთან.
ყველაფერი გავლადია, შემოგევლე შენ.. მე ხომ ჩემს თავს განაცვალებდი.. მაგრამ შენ გათხოვდი, მეც დავქორწინდები და დედამიწას კი ფეხებზე ვკიდივართ.
დედამიწა კი ისევ ტრიალებს.
საყვარელო.
საკითხი:
მოვლენები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
მდას...
მძიმე სიტუაციაა...
არც კი ვიცი რა გითხრა.. :უსერ:
rac ar gvklavs, gvadzlierebs :* :* :*
AUU :(
martla gaivlis yvelaferi da ise gaivlis ro magaze metad shegiyvardeba, banaluri frazebis tqma daikide da egetebi ar shveli am dros vici me, dzaan didi gamocdileba maqvs am saqmeshi samcuxarod, getkineba tavidan magram iseti dzlieru inda iyo ro gadalaxo es yvelaferi da shen momavals ar daaklo araferi warsulis xarjze, shenc moikvam cols, shvilebi ojaxi da bednieri cxovreba gelodeba, da im momavlis xatriit ise qeni ro arc sheni romantizmi, siyvarulis nichi ar dakargo, vigacas dzalian dachirdeba es yvelaferi ise rogorc shen gchirdeba exla, ubralod wertuili dasvi da tavidan daiwye yvelaferi, dznelia magram shedzleb !!!
მართლა აუუუუუუუუუუუუუუუუ
რატომ წერ - გგონია რომ წაიკითხავს?
მოგისამძიმრებდი მაგრამ, been there myself very long time ago, specifically 18 years ago... But at the end, it was her loss. არც კი ვიცი სადაა ახლა. ალბათ შვილიშვილებს ელოდება მალე. დრო გაივლის, შენც მასე შეხედავ მაგ ამბავს.
dedas sheveci..
ukacravad
კი, ყველაფერი გავლადია. დრო სჭირდება ყველაფერს... უხ, რა ადვილია სათქმელად, მაგრამ დრო დროა რა. You'll be fine!
Post a Comment