ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Saturday, July 4, 2009
ტარიანი
გორში იყო ასეთი ჯგუფი, ერქვა "ედგარ პო". ედგარ ალან პოსაგან განსხვავებით, არ ქონდათ საშიში და გულის გამხეთქავი სომღერები.. სიმღერები რა, ერთი სიმღერა ვიცი მარტო მაგათი - "ტარიანი". დიდი კი არაფერი სიმღერაა რომ დაფიქრდე, რამდენიმე დაბოლილი მღერის აბრაკადაბრას. მაგრამ ისეთი გარითმული ტექსტია, თან ისეთი ფრაზებია, ცხოვრებაში რომ ხშირად იყენებ კაცი და მამენტ შეიძლება ამ სიმღერიდან მიურითმო ერთი სტიქონი მაინც. ახლა შევეცდები ტექსტი გავიხსენო, მანამ კი შევეცდები ვიპოვო ის დისკი, სადაც შეიძლება იყოს ეს სიმღერა. :)
**********
Updated
მართალია სიმღერა ვერ ვიპოვე, მაგრამ ტექსტი ზეპირად მახსოვს ასე რომ..
თავიდან მიდის რომლიღაც ტიბეტურ ინსტრუმენტზე ტვინითან კონტაქტი. მერე მიდის ბარაბნები: დამ, ტარამ ტარამ.. მერე კი წავიდა ტექსტი დისკოს სტილში მაგრამ რეპერულად ნამღერი.
დღეს
თუ მე არ ვიცი ხვალ
მოგკრავ თვალს
არ მოხვალ
და ჩემი ოცნებების ლურჯი გზები
ისევ იღიმები
შავი
თმები ქრები იბერები
თეთრი
გვირილები გავა წლები დაბერდები
და ჩემი და შენი ამისი და სხვისი გული
სიყვარული სული დატანჯული როგორც ტარანტული
ბორბალი ტრიალებს
მოკლე კაბა გიფრიალებს
[აქ გაუგებარი ტექსტია]
დაგადგი თვალი
მალე დაგედება ვალი
ატროფირდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი
არაფრის მომტანია
სადაზღვევო კომპანია
კიმ ბესინჯერი, ტომი-ჯერი, პეიჯერი
დამეკარგა სახის ფერი
ეეეეეე
[მისამღერი]
სად არის ლარიანი?
ჩემი ლარიანი..
მომეცი ლარიანი - შევაკეთო ტარიანი.
სად არის ლარიანი?
მომე ლარიანი
დამიბრუნე ლარიანი -შევაკეთო ტარიანი
.....
ჯანდაბა, ამის მერე როგორაა დამავიწყდა. ერთი ეს ფრაზა მახსოვს:
გაყინულ ლოგინზე ნებივრობ შიშველი
მკერდითა და ლამაზი ფეხებით შენ ვეღარ მიშველი
******
აი ასეთი სიმღერაა. და ბოლოში რომ რჩება, ეტყობა იშოვეს ის ლარიანი და მოწევის ხმებია.
აუუ, მაგრა დაგვაბოლაა.. გიო, ნუ ღორობ შენა ბიჯო..
საკითხი:
გართობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment