Wednesday, July 29, 2009

სფერული ელვის ფენომენი, ნიკოლა ტესლა და პოლიტიკური სიტუაცია

ტელევიზიორში ვნახე რომ 4 დღის შუალედით საქართველოში დაფიქსირდა სფერული ელვა.. და გამახსენდა ნიკოლა ტესლა. ნიკოლაი ტესლა. ძალიან, ძალიან, ძალიან [უცენზურო სიტყვა] გამომგონებელი, რომელმაც შექმენა იმდენი რამე, რომ დაეწია ლეონარდო და ვინჩის. ვინ ჩემი ფეხია აინშტაინი მასთან შედარებით. ეგაა ალბერტას მეტი პიარი აქვს გაკეთებული და ამიტომ იცის მსოფლიომ, თორემ ტესლაზე დიდი გამომგონებელი არ ყოლია კაცობრიობას დავინჩის დროიდან. ელექტროობის ჯადოქარზე ინფორმაცია ინგლისურ ვიკიპედიაზე შეგიძლიათ ნახოთ აგერ. ასევე ლინკი ფორუმ.გე-ზე. ასევე ნახეთ მაივიდეოზე დადებული დოკუმენტური ფილმი ტესლაზე 4 ნაწილად რუსულად: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. იუტუბზე დადებული ინგლისურ ენოვანი ვიდიუ კი იხილეთ სულ ბოლოს. თემა კი იმიტომ გავხსენი რომ ამ რუსეთთან არსებული გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, ვინც ნახავს მაივიდეოს ლინკებს, აი რაღაცით ეჭვი მაქვს რა.. რა ვიცი, შეიძლება და ღმერთმა ქნას რომ ვაჩმახებდე, მარა 4 დღიანი შუალედით ასეთი იშვიათი ფენომენი, სფერული ელვა, ძნელი დასაჯერებელია. თან პლუს ეს წვიმა და უბედური ამინდები.. მოკლედ, მასობრივი განადგურების იარაღები მაგრად ევასება ჩვენს მეზობელს და 1908 წელს რომ ტუნგუსკში ელექტრო განმუხტვა მოხდა (ან რა მოხდა ახლაც არ იციან. აგერ ზოგი ტესლას აბრალებს მაგას), იმან რამდენიმე კილომეტრზე ტყეს დედა უტირა, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე სახლებს დედა უტირა და რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ფანჯრებს უტირა დედა. თან ისე, რომ ხალხს დიდი ზიანი არ მიადგა. მაშინ ისე არ იყო ელ ტექნიკა მასობრივად და აი ახლა რომ მოხდეს ასეთი განმუხტვა, მერე ნახეთ თქვენ გაფუჭებული კომპები. :გოიმის სმაილიკი: კაროჩე, ნახეთ ვიდეო და გშურდეთ ტესლასი.

2 comments:

Anonymous said...

მაგარი რამეა! ამაზე ვაპირებდი მეც დაწერას, იმ დღეს კომპიუტერში რაღაც წიგნივით ვიპოვე, ტესლაზეა ზუსტად. საიდან გაჩნდა არ ვიცი, მაგრამ მაგარი რამეები წერია. სფერულ ელვაზეცაა, მაგრამ მაქამდე არ ჩავსულვარ ჯერ :D

Unknown said...

ნიკოლა ტესლამ შეძლო ელ.ენერგიის უსადენოდ გადაცემა. მის მრავალ გამოგონებათა შორის მთავარი არის ასე ვთქვათ მოწყობილობა, რომელიც ეთერიდან იღებდა მარაგს (ეს ულევი მარაგია) და გამოყოფდა ენერგიას, რომელსაც შეეძლო ქალაქების უფასო უზრუნველყოფა ელ. ენერგიით, გათბობთ. ფაქტიურად მან შექმნა ძრავი, რომელსაც საწვავი არ სჭირდებოდა. მას ეს გამოგონება არ დაუპატენტეს, დღესაც თაროზე დევს. რატომ? შეიკრიბნენ ნავთობ-მაგნატი ბიძები: ფორდები, მორგანები, როტშილდები და თქვეს: ეს რომ დავუშვათო, მაშინ ჩვენ ფულს ვინღა მოგვცემსო... :-) არის ვერსია და ალბათ სამართლიანიც, რომ აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ გამოგონების გადასაფარად შექმნეს, ანუ ეს შეკვეთილი თეორიაა. ამიტომაც არის ალბერტა ასე გაპიარებული. ცოტა მოგვიანებით, აინშტაინის თეირემა ყირაზე დააყენა დანიელმა მეცნიერმა ნილს ბორმა, რომელმაც კვანტურ მექანიკას ჩაუყარა საფუძველი. პ.ს. სულ მაინტერესებდა, რატომ ააქ ალბერტას მის ცნობილ ფოტოზე ენა გადმოგდებული? ალბათ მისი სახით ნავთობ ბიძები დაგვცინიან.