Thursday, July 30, 2009

კვერცხის შეწვა

აი ამდენი ხანია ბლოგს ვწერ და სასარგებლო და კაცობრიობისათვის გამოსადეგი არაფერი დამიწერია. ამიტომ ახლა, როდესაც ველოდები ძმაკაცის ჩამოსვლას მოსკოვიდან, ვწერ შემწვარი კვერცხის მიქსის მომზადების წესს. დაგვჭირდება 3 ცალი კვერცხი (სასურველია ახალი), ტაფა (სასურველია რომ არ იწვავს, ისეთი), ზეთი (ან უკეთესია ერბო. ყველა ერთი ნაგავია, ამიტომ ფირმას არ დავწერ), მარილი (სასურველია არა ნესტიანი), დანა (სასურველია ხელი არ გავიჭრათ მისით), ჯამი (სასურველია მთელი) და შემდეგ უკვე ფანტაზია. ყველაზე ძნელი კვერცხის შეწვაში მისი გატეხვაა. ძალიან ხშირად ნაჭუჭი შემოეფშვნებათ ხოლმე, ან არათანაბრად ტეხენ, ან უვარდებათ ხელიდან. მე გთავაზობთ მარტივ ხერხს: ფეხები მხრების სიგანეზე, მაგიდაზე დავდოთ ჯამი, ზუსტად მის თავზე არაუმეტეს 50 სმ სიმაღლისა დავიჭიროთ კვერცხი მარცხენა ხელით (ცაციებმა მარჯვენათი) აი მთავარია დაჭერის ტექნიკა. ვიჭერთ ცერა და საჩვენებელი თითით. თან ისე, რომ მსხვილი მხარე იყოს ხელისკენ ანუ წოპი იყოს გარეთ. პლუს კვერცხის ნახევარზე მეტი უნდა იყოს თითებს დაშორებული. დაჭერას რომ დაამუღამებთ, ახლა კიდევ უფრო რთული ილეთი: გატეხვა. როგორც წესი ხალხს ეშინია დანის მოქნევა და ამიტომ ცუდად ტეხენ ნაჭუჭს. ამის სამკურნალოდ დაადეთ დანა კვერცხის შუაში, ისე რომ თითები არ მოიჭრათ (ანუ დაჭერას აქვს აზრი), შემდეგ კი ნელნელა დააკაკუნეთ ნაჭუჭზე. მნიშვნელოვანია დანის დაჭერა ისე, რომ კვერცხს ეხებოდეს გალესილი პირით და არა სიბრტყეზე. ნელ-ნელა კაკუნით დაუმიზნებთ კვერცხის შუაგულს და შემდეგ გადამწყვეტი ძლიერი დარტყმით გატეხეთ ნაჭუჭი. ყურადღება მიაქციეთ დარტყმის ძალას. ძალიან პატარა ძალა ნაჭუჭს ვერ გატეხს, დიდი კი შუაზე გააპობს და გაითხვრებით. ნაჭუჭის შუამდე გატეხვისას დანა დადეთ გვერდით, თავისუფალი ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნაჭუჭის მეორე ნახევარი დაიჭირეთ და ერთდროული მოქმედებით ორივე ნახევარის წვერები ერთმანეთისკენ წაიღეთ, ოღონდ ზემოთკენ. ისე რომ კვერცხის შიგთავსს გზა გაუხსნათ ჯამისკენ. სასურველია თუ ამ პროცესს ჩაატარებთ ჯამიდან არაუმეტეს 20 სმ სიმაღლეზე, თორემ მერე შეიძლება შხეფები შეგესხათ. თუ პირველი კვერცხი კარგად ვერ გატეხეთ, დასპეცდით მეორეზე და მესამეზე. გატეხვის ცერემონიალის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ ჯამში არსებული მასა, მასში არ უნდა იყოს ნაჭუჭები. თუ არის, ამოათრიეთ დანის პირით. შეწვის შემდეგ ეს ნაჭუჭები კბილებში ხვდება და უსიამოვნო გრძნობაა. შემწვარი კვერცხის ძირითადი მასალა მზადაა. შეგვიძლია მას დავახეხოთ ცოტა ყველი, დავუმატოთ ძეხვი, მწვანილი.. მოკლედ, ფანტაზია და მარჯვე ხელები. შეიძლება არც არაფერი დავუმატოთ, მაგრამ აი მარილი კი აუცილებელია. 3 კვერცხიან ერბოჯვერცხს სჭირდება 1-2 პატარა მწიკვი მარილი. მწიკვი ესაა ცერა და საჩვენებელი თითებით სამარილედან ამოღებული მარილის ოდენობა. თუ გადმოსაყრელი მარილი გაქვთ, მაშინ დააყენეთ საშუალო დონეზე და 3-4 ჯერ დაიქნიეთ სამარილე. ახლა მოვიდა საპასუხისმგებლო მომენტი: არევა. მარცხენა ხელით დაიჭირეთ ჯამი, მარჯვენათი დანა სიბრტყეზე, დანის წვერი ჩადეთ კვერცხიან ჯამში, ჯამი ოდნავ დააცერავეთ დანისკენ, ისე რომ არ გადმოიქცეს კვერცხი და დაიწყეთ ასევა. ანუ დანა უნდა იქნიოთ კვერცხში. ეს დაახლოებით ელიფსის ხატვას გავს დანის პირით ჯამში. იმდენი უნდა ურიოთ, სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი მასა. ახლა ვიზრუნოთ შეწვაზე. ცეცხლზე დავდოთ ტაფა და მივუნთოთ საშუალო სიძლიერის ალი. დაახლოებით 20 წამში ტაფა გაცხელდება, ასე რომ შეიძლება ზეთის ან ერბოს დადება. ორივე ისეთი რაოდენობით უნდა იყოს, რომ თხელ ფენად გაიშალოს ტაფის ძირზე. შეიძლება ერთ ადგილზე დაგროვდეს. ასეთ შემთხვევაში ტაფის ყურს მოკიდეთ ხელი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცხიმი მისი ზედაპირის ყველა ნაწილს მიწვდეს. ცხიმის დადებიდან დაახლოებით 15-25 წამში (როდესაც ტაფის ზედაპრი მთლიანად გაცხიმიანდება), ავიღოთ ჯამი კვერცხით და დავასხათ ტაფაზე. თუ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, გავიგებთ დამასახიათებელ შუშხუნის ხმას. თუ ხმა სუსტია, ესე იგი ტაფა არაა კარგად ცხელი. არაა პრობლემა, უბრალოდ ცოტა მეტი ხანი დაჭირდება შეწვას. როდესაც ჯამიდან სულ გადმოვასხავთ კვერცხს, ტაფას დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ 1 წუთამდე. ამასობაში ჯამი გავრეცხოთ, გამოდგება. ზოგს უყვარს დაბრაწული კვერცხი. ამისათვის მეტი დრო ჭირდება შეწვას. ზოგს ნახევრად უმი უყვარს. ნუ ეს გემოვენბაზეა დამოკიდებული. თუ შეამჩევსთ, რომ გვერდები შეიწვა, ხოლო შუაში დარჩა უმი კვერცხი, ისე ქენით, რომ დანით აწიოთ შემწვარი ნაწილი და ტაფის ტრიალით უმი ჩაასხათ მის ქვეშ. როდესაც გადაწყეტთ, რომ კვერცხი საკმარისად შეიწვა, გამორთეთ ცეცხლი, მოხადეთ ტაფას თავსახური, დანით გადმოაგდეთ ჯამზე, თქვით "ფლუგენგეგეხოლენი" და შეუდექით ჭამას. აჰა, გიორგა ჩამოსულა. მეც მოვრჩი წერას. აუფ ვიდერზეენ, მაიიკ. :)

3 comments:

Teo said...

ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ წერ. ერბოკვერცხის რეცეპტს ასე ერთი ამოსუნთქვით თუ წავიკითხავდი ვერასდროს ვიფიქრებდი :)

Anonymous said...

Reviews: I am led into a good flexibility of your desk?

It is important you are always moving forwards? Many midwives recommend the type I have also been unproven
in relieving pain, nerve pain is also by caused by a chiropractor may help ease
the pain associated with a kidney problem. This loss can be modified.



Here is my blog post: acupuncture back pain Mount Carbon
Look into my page ... acupuncture back pain Mount Carbon

Anonymous said...

From hither, guide your leftfield handwriting and
will cradle their babe and take hold their wrists in such a military position that will jot the
mettle that runs through and through the carpal tunnel. As a consequence,
the end constituent of your breaths, lock your fingers.


Feel free to visit my webpage ... auriesville carpal tunnel doctor
Look into my web blog - Auriesville carpal tunnel doctor