თვალნო სათვალნო, მისათვალნო, ორო ვარსკვლავო,
მზერავ სამზერო, განამზერო, შემხედე კვლავო,
შენით გავთბები გაყინული.. ამებნა თვლავო
ნატვრაში შენდა. შემომხედე, მზეო, ნუ მკლავო..
თმანო ტალღანო, ზღვისა სიოვ, წყალნო ჩარჩქერო,
თქვენ ოცნებანო, სიცოცხლენო, პურო და ქერო..
გონება თქვენდა ამაცოცხლებს, გულის გახდის ჩქერო,
ჟამნი გავლიან, ვერ გივიწყებთ მოკვდური, ვერო..
ტანო საქებო, სარ-შუშანო, ალვა, ლერწამო,
ტანო საშურო, შესაშურო, მისთვის ვეწამო,
ტანო ციურო, ზეციერო.. შესდექ, შენ, წამო!
შენზე ფიქრები დამეღალოს, ვიქცე მე ამო..
მონა ვარ შენი, შენი ტყვე ვარ, შენი ვასალი,
გული აღარ მაქვს, შემოგწირე, დამედო ვალი,
ერთი ღიმილი მიმოწყალე, ნუ ხარ კლდე სალი,
ჩემი ოცნების დედოფალი, ფერია, ალი..
უშენოდ ყოფნამ დამამსგავსა უმზეო მზერას,
უფრთო პეპელას, უფარფატოს, უთვალო ძერას,
უდენთო ტყვიას, განქარვებულს, უცეცხლო კერას,
უმამლო სოფელს, უღვთო ტაძარს, უხალხო ერას..
და შენ გელოდი, მონატრებით მომსვლია ბნედაც,
ასე უშენოდ რაღად მინდა მიწა და ზეცაც.
ჩემსავით ვინმეს ვყვარებოდი? სულს მივცემ ჩემსაც
შენ ვერ გამიგე! ერთ რამეს გეტყვი: შენ, შენი დედაც!
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
1 comment:
ravari gulidan camosuli sityvebia gmerto chemo :) exla sheguebis periodi dagecyeba da mere gagivlis ;)
Post a Comment