Friday, August 21, 2009

კი არა და 2

გუშინდელივით აღშფოთებული ფოსტი არ გამომივა, რომლის მიზეზი იხილეთ ბოლოს, მარა მაინც.. მოკლედ, დღეს დილით გავიხედოთ და
ალბათ გუშინდელი წარწერის ავტორებმა "იყოჩაღეს" და თავის ჭკუაში ძალიან პატრიოტული საქმე ჩაიდინეს: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდგარ ძეგლს წითელი საღებავები ესროლეს.
რათქმა უნდა შემეძლო ჩემი კანტორის დაცვის კამერებით მენახა ვინ იყო ეს "პატრიოტი" და ვინ გამოხატა თავისი ან უფრო სხვის აზრი ამ ფორმით, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, გორელებს და ჩვენ კანტორას კერძოდ არ გვაქვს იმის დრო, რომ ვიღაცას ნერვები ვუშალოთ, რაღაც გავაფუჭოთ და რაღაც დავანაგვიანოთ. ჩვენ ვმუშაობთ. საბედნიეროდ მუშაობს ჩვენი გამგეობაც.
ძეგლი ჯერ საგულდაგულოდ გაწმინდეს, მერე ასევე საგულდაგულოდ გააპრიალეს და ბოლოს ჩემდა მოულოდნებლად, საგულდაგულოდ გარეცხეს.
იყო მოსული ადგილობრივი ტელევიზიაც, რომლის ჟურვალისტმა როგორც იქნა მესამე დუბლზე ჩაწერა ფრაზა "გუშინდელი განცხადების უცნობმა ავტორებმა დღეს სტალინის ძეგლს საღებავი ესროლეს" ნება მომეცით ვიკითხო, რატომ აცხადებთ ტელევიზიით რომ ეს იმენა გუშინდელი წარწერის ავტორები არიან?
უფრო დიდი შეკითხვა მაქვს ამ აქტების სულის ჩამდგმელთან: თქვენ ახლახანს დაამახინჯეთ ქალაქის ცენტრი. რას გრძნობთ?
კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა მას მერე, რაც შემთქვევით შემხვდნენ გზაში დედა და მისი სამიოდე წლის ბავშვი, როდესაც ძეგლს წმენდნენ. არასოდეს დამავიწყდება ბავშვის აღფრთოვანებული ხმა: "დედა, ძეგლი უნდა გადაიტანონ?" შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ 3 წლის ბავშვი დააავადეთ პოლიტიკით. რას გრძნობთ?

4 comments:

Unknown said...

სტალინს სისხლს წმენდენ:)
სასწრაფოდ სანაგვეზე ერის სირცხვილი. რახან გორელი იყო მილიონობითადამიანის სიკვდილი არ ეპეტიება ჩემო ძმაო. დიახაც სამი წლის ბავშვმა კი არა ჩვილმაც კი უნდა იცოდეს რა ჩაიდინა ამ ვაჟბატონმა და რამხელა სირცხვილია რომ ის ქართველი იყო. გერმანელებს ცხვენიათ ჰიტლერი და თქვენ რატომ გეამაყევბათ სტალინი 10 განსხვავება მაინც დამისახელე ამ ორ დიქტატორს შორის

გურამი said...

აქ ლაპარაკი სტალინის პიროვნებაზე კი არა, ქალაქის ცენტრის დამახინჯებაზეა. 10 განსხვავებას რაც შეეხება, დაბადების ადგილიდან დავიწყო თუ ულვაშების სტილით? :)

Unknown said...

მართალი ხარ განსხვავება სწორედ ულვაშებშია:) რაც შეეხება ქალაქის ცენტრის დამახინჯებას მუზეუმში რომ გადაიტანონ ეგ ძეგლი ან მუზეუმთან მაინც მანდ ბევრად უფრო ლამაზი ძეგლი დაიდგმევა იმ ბიჭების მოსაგონებლად შარშან ზაფხულში საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე რომ გაწირეს

გურამი said...

გორელი ხარ პიკასო? მემგონი არა ხარ გორელი ხო? მე გორელი ვარ და არ მინდა ცენტრში ისეთი ძეგლი მედგას, რომელიც ჩვენს ჩაჯმულობას გამახსენებს ყოველ დღე. რაც შეეხება გმირების მემორიალს, ასეთი უკვე გვაქვს გორის ციხესთან.