დიდი ხანია ჩემი კანტორის თანამშრომელი ვარ. გუშინწინდელივით მახსოვს ჩემი პირველი გასაუბრება, სათაოდან ჩამოსული გოგოები, ჩვენი მმართველის სახე, მოცემული დავალება და ჩემს მიერ წამოყენებული პროექტი.. არადა ეს ყველაფერი 3 წელზე მეტი ხნის წინ იყო.
მახსოვს "დედაჩემი" ნინო და "მამაჩემი" - ტოტო როსტომი. ზარმაცი მამის საქმეს მე ვაკეთებდი და ასე მივიღე პირველი ნათლობა - გურამი კარგი ადმინისტრაოტრია. და მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო კვირა ნინოს გარეშე, პირველი დალაგებულ-აკინძული საქმე ნინოს გარეშე, პირველი მსხვილი კრედიტი ნინოს გარეშე გაცემული და მაშინდელი ემოციები..
ვინ წარმოიდგენდა 3 წელზე მეტი ხნის წინ, თუ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1 კვირის მერე საკმაოდ პრესტიჟულ სამუშაოზე დავიწყებდი სამსახურს. ვის კი არა, მეც არ წარმომედგინა. რა მინდოდა პროგრამისტს ბანკში? მაგრამ ჩემზე ჭკვიანები ზიან კადრებში და სულ სხვა პოტენციალი დაინახეს ჩემში..
მე ძალიან ბევრი შესანიშნავი წუთი და საათი მახსოვს ჩემი კანტორის ხალხთან ერთად გატარებული. და ეს მეტსახელი, კანტორაც, ძალიან ახლოსაა ჩემთან. ჩემი პირველი ადმინისტრატორული ნათლობა და "ცეხი".. მერე "სათაო" და "ცეხი", სირისტიანები და ცეხავიკები..
და აი, 3 წელი და 3 თვეა გასული და ახალი გასაუბრება მოგვადგა კარზე. ამჯერად არა მისაღები, არამედ დამხვეწავი. ძალიან მაინტერესებდა რა იყო ჩემი მინუსები, რას ხედავდნენ ჩემში დასახვეწს, გასაუმჯობესებელს. და მზად ვიყავი დამეტოვებინა ჩემი მეორე სახლი, თუკი მის იმიჯზე და მის სახეზე ცუდად ვმოქმედებდი.
დიახ! რამეთუ თუ არ გიყვარს შენი სამუშაო, თუ არ გაქვს შესისხლხორცებული მისი ღირებულებები, არ გიყვარს კლიენტი, არ გიყვარს შენი საქმე.. მაშინ არაა შენი საქმე ჩვენთან.
და დღეს, უფრო ზუსტად, ღამეს, სულ 1 საათიც არ იქნება, რაც მმართველმა და საკრედიტო მენეჯერმა შემიყვანეს ოთახში. ჩემს თხოვნაზე პირველად ჩემი მინუსებით დაეწყოთ, მმართველმა ჩაიღიმა და მენეჯერმა მითხრა:
მინუსები არ გაქვს, გურამ!
შოკი!
მომესმა? მე არ ვარ იდეალური, მე ვგრძნობ რომ დახვეწა მაკლია. ნუთუ ასე კარგად ვართმევ სამუშაოს თავს.. ფიქრის დრო არ იყო. მმართველმა ჩემი მიღწევების ჩამოთვლა დაიწყო:
ადამიანი - აღმოჩენა (შოკი!)
ადამიანი - ღიმილი (ორმაგი შოკი!)
ადამიანი - კრეატორი
პუნქტუალური
მოწესრიგებული
კომუნიკაბელური
პასუხისმგებლიანი
ორგანიზებული ნიჭით (შოკი!)
გუნდური
მასთან მუშობა სასიამოვნოა
ყველას უყვარს დამლაგებლიან მმართველიანად
სანდო, საიმედო
მაღალი პროფესიული სტანდარტებით
ცოტა უცნაური (აიტის ხასიათით)
ყურებში შხულიმა გადაფარა მიღწევების ჩამოთვლა.. არ მახსოვს იყო თუ არა ადამიანი-ჯექსონი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს მმართელის კმაყოფილი სახე, მენეჯერის ღიმილი, მადლობა შესანიშნავი მუშაობისათვის და დაპირება - მუდამ უმაღლესი ხელფასი გექნებაო..
მერე ადრენალინი ნორმას ასცდა, მერე სისხლის წნევა გაიზარდა, მერე პირი ყურებამდე გაიხა ღიმილით, მერე.. მერე გამოწვდილი ხელი შევამჩნიე, ასე გააგრძელე გურამ, კარგი კაცი ხარო.. და მორჩა გასაუბრება.
და დარჩა სიცარიელე.. საშინელებაა ეს სიცარიელე. ასეთი გრძნობა მაქვს ხოლმე როდესაც რამე ოცნება ამიხდება. სიცარიელე და სიმარტოვე.. სიმარტოვე იმიტომ, რომ მარტო მე მქონდა ასეთი უმაღლესი შეფასება. და მერე წამოვედი სახლში.. და მერე დედაჩემს მოვუყევი. დედა გადაირია სიხარულით, რაც მე ვერ გავიზიარე. და დავიგრუზე.. და შემოვედი ბლოგზე და დავწერე ეს პოსტი.
რანაირი ადამიანი ვარ? რატომ მაქვს ასეთი უცნაური გრძნობათა თამაში?
ვინა ვარ მე?
3 comments:
და ის არ გითხრეს, ისეთი კარგი ხარ, რომ გიყურებთ სულ გვინდა ორი იყოო?.. :როლლ:
პ.ს. ისე, ვერ ვიტან რომ მაქებენ, სულ მგონია, მეპათხალიმებიან და ასეთ რაღცებს ვერ ვიტან... :D
vin xar da genoiso batono guram geniosii !!! :))
ra magariaaa maseti ragac raa :(( ro vkitxulobdi mec mominda, tan banki rogor miyvars, ise minda bankshi mushaoba,albat arc gamoval ikidan :mo:
ise eg bunebriviaa ai shen aset ragac gkonda ro unda gixarodes da ragac ver, me manqana ise mindoda game mesizmreboda bolo xanebi, mteli dgeebi vatvalierebdi da vikide da vsee, ar gamxarebia ise rogorc megona, ragac gulic damwyda kidevac uemociod ro var exla, magram es gadacharbebuli sixarulis braliaa :)
ase rom magari xar :)
ამას გვიმალავდი? ოქრო ყოფილხარ :D :D
Post a Comment