მართლა ვერ მოვიფიქრე სხვა სათაური.. ვინც საქმეში ჩაუხედავია, ახლავე აგიხსნით რა ხდება. მოკლედ, მე ვარ გორელი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ ეს ჩემი პუჭურა ქალაქი და განსაკუთრებით მასში მცხოვრები "გმირი" მოსახლეობა მივაჩვიო ან დავაწყებინო მაინც მიჩვენა სისუფთავე და წესრიგისკენ. ადრე კარგი, ხელს ჩაიქნევდი, არაა ნაგვის ურნები და ნაგავი სად დავყაროთო. ახლა ხომ არის? ნუ, ჯანდაბას, ესეც გავატარეთ. მარა კედლებზე ჯღაბვნა უკვე მეტისმეტია. მიაქციეთ ყურადღება ნაწერის არა შინაარსს, არამედ სიმაღლეს. ასოების ყველაზე მაღლა ნაწილები 1,5 მეტრზე მაღლაც კი არაა. ფსიქოლოგიურად ადამიანი წერს თავისი თვალის სიმაღლეზე. ანუ ამის დამწერს უნდოდა დიდი ასოების გამოსვლა და შესაბამისად, თავის თვალის სიმაღლეს ააცილა მაღლაც და დაბლაც. საშუალოდ 1.2 მეტრი სიმაღლის ადამიანი გამოდის. კაი, ჯანდაბას, დადიან გორშიც ასეთი "კარლიკი" ხალხი, მარა რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ ბავშვებზე მოახდინა ზეგავლენა და ეჭვი მაქვს ეს გორელმა არა ქნა. ხოდა აი აქ ივსება ჩემი მოთმინების ფიალა: რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიღაცა სირისტიანმა და ეჭვი მაქვს, გორში საერთოდ 5 ჯერ ნამყოფმა სუბიექტმა რა უნდა მედგას მე, ჩემს ქალაქში, ცენტრში, მიპასუხეთ აბა? გაუსწორდება მაგას რომ ეზოს შუაში რომ ონკანი უდგას, ეგ რომ გარაჟში გადავუტანო? კი, ძალიან მაგარია, რაზეა ბაზარი, მოაძრეთ ეგ ძეგლი და დადგის მაგის ადგილზე დიდი ყლინჯიღეჭიას (კოპირაით - ბაზილიო) ძეგლი, მაგრამ იქნება მოისხას იმ სირისტიანმა მადლი და ჩვენ გვკითხოს რა გვინდა იყოს ჩვენი ქალაქის ჩვენს ცენტრში. ძალიან, ძალიან, ძალიან აღშფოთებული ვარ ჯერ ერთი იმით, რომ ამ ახლად შეღებილ და შელამაზებული ბინას სულ დედა უტირეს ამ წარწერით. მერე იმით, რომ ეს წარწერა პულველიწატორითაა საგულდაგულოდ დაწერილი, ისე რომ ასოების სიმაღლეც კი ერთ სტილშია და ქალაქის ცენტრში წარწერის წაშლა რომ მოგინდეს, იოლად ვერ წაშლი. და ყველაზე მეტად მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ბავშვის ხელით დაწერა თავისი აზრი და მერე იტყვიან, არა ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ გორელებს უნდა ასეო. ხო, მაგრად გვინდა და ღამეები არა გვძინავს, ნეტავ ნაძვები რომ იდგა და მოჭრეს, მაგას მიწაც მიეყოლებინათ, ეს ძეგლი საერთოდ მოაძრონ და შადრევნები დააყენონ მანდო. იფ, იფ, როგორ გვინდა, ჩვენ მივალთ და ჩვენ თვითონ ვიზავთ მაგ საქმეს, პურის ჭამაც კი არ გვინდა. ისტორიაში შესვლა მოგინდათ? ჯერ ლტოლვილი ხალხი დააბრუნეთ უკან და ის დაკარგული ტერიტორიები შემოიერთეთ და ამ ძეგლს ჩემი ხელით მოვხსნი. ადვილია ძეგლის მოხსნა, ხო? და ამით გინდათ მოიგოთ ვიღაცეების გული, ხო? მსოფლიოს გინდათ უჩვენოთ რომ აი ნახეთ, კომუნიზმი საბოლოოდ დავამარცხეთო, ხო? ის ხომ კარგი იყო, ვერცხლისფერი ნაძვის თითო სანტიმეტრში 15 დოლარი რომ მოგცეს? ხო, კაი, 10 იყოს. ამორტიზირებული ნაძვები იყო თურმე ეგენი და მაგიტომ მოიჭრიათ. ახლები რატომ არ დადგეს, ქალაქის ლანდშაფტს აფუჭებდა ალბათ, არა? ხე რომ არ დარჩა ქალაქში, ამას მიხედეთ ჯერ და ძეგლამდე კიდევ იმდენი საქმე რომაა გასაკეთებელი, იმას მიხედეთ. ნუ, ახლა ვიღაც სირისტიანები რომ ძეგლის გადატანისას ფული რომ გამოიყოფა და იმ ფულის მოტეხვას რომ ვერ შეელევიან, ეს მაპატიეთ და ღორობაა. ვსო, წავედი მე. მე გორელი ვარ და ჩემი აზრი გამოვხატე. დიახ, არის გორელებში სხვადასხვა აზრი. დიახ, უნდა ზოგს ამ ძეგლის გადატანა. დიახ, ვიკამათეთ მე და ჩორტა-თეომ დღეს ამ თემაზე. მაგრამ ვიღაცა მოვიდეს და ქალაქის დაუკითხავად რაღაცა რაღაცა ისტორიული ცვლილებები განახორციელოს, ეს რბილად რომ ვთქვა, ნაგლობაა. p.s. ისტორიიდან. ასეთი იყო ასე მოჭრეს
დაბოლოს, იუმორი:
სტალინი - მუზეუმში
ქალი - ქუხნაში!
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
No comments:
Post a Comment