ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Saturday, August 8, 2009
LG - Life's Good
– რა კარგია ცხოვრება, ამი დედა ვატირე – თქვა ბურნუთამ კინოდან "სიყვარული ყველას უნდა" და მე აღმოვაჩინე, რომ გამიარა. კიდევ ის აღმოვაჩინე, რომ დიდი ხანია გამიარა. ისე დიდი ხანია გამიარა, რომ დაჟე არც კი მქონია. :) დავიწყოთ თავიდან.
ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჩემი დის ნოუთბუქით ვარ და რამდენიმე სასვენ ნიშანს რატომღაც ქართული ასოებით წერს. ასე რომ თუ თქვენთანაც ასეა, არ გაგივლით. :)
კაროჩე, როცა მშივდებოდა ხოლმე, დაგრუზულ ხასიათზე ვდგებოდი, თავის მოკვლები და მამაძაღლობები მინდებოდა, ცხოვრება მეზარებოდა, მააგრი ცუდად ვიყავი. ამხანაგმა ჯანგველაანთ თამრომ დეპრესიონერა მიწოდა. ეს იყო ერთ–ერთი იმ 5 სიტყვათაგან, რომლებითაც აღმწერა. და დანარჩენი 4 იყო: სიმპატიური, მხიარული, მომთმენი, დასაქმებული. ხოდა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ჩემ თავზე, მშიერიც არ ვარ დეპრესიაში, რაც ძალიან ძალიან მიხარია.
მეორე ამბავი ის არის, რომ მთლა მთავარი კონვეირები ჩამოვიდნენ გოროდიდან. ხოდა იმის გამო რომ 7 წლის გავხდით (მადლობა, მადლობა) წავედით და გადავიხადეთ. ერთ–ერთი კონვეირთაგანი უაღრესად შხვართი გოგოა. და გადავწყვიტე აუცილებლად უნდა მეცეკვებინა. ის კი არა და პირველს მე უნდა გამეყვანა საცეკვაოდ. :) მოგეხსენებათ არ ვარ ძალიან გაბედული, მაგრამ როდესაც დავინახე, როგორ მოკიდა ხელი ერთმა ჩემმა თანამშრომელმა და საცეკვაოდ გაიყვანა.. აი მულტფილმებში რომაა, ფონად რომ ცეცხლი აუვარდებათ ხოლმე, მასე მომივიდა. :) და აქ მოხდა ჩემთვის ახლაც გაუგებარი: ამ ბიჭმა ეს გოგო ცეკვის დაწყებამდე ფაქტიურად მარტო დატოვა და თვითონ სუფრას დაუბრუნდა. უცებ ორივე მხარზე გამიჩნდნენ რომ ჩნდებიან ხოლმე და ბოლო ხმით ჩამყვირეს ყურში: წადი ნახ! და ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რას ვაკეთებდი, რომ უცებ მასთან ავღმოჩნდი, ყოველგვარი შესავალის გარეშე დავავლე ხელი და ახლაც არ მახსოვს რა ილეთებით ვაცეკვე. :) ის მახსოვს, უკანა გზაზე მთელი სუფრა რომ ტაშს მიკრავდა და მეორე დღეს რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ, ნახე გურამამ რა ქნაო. :ამაყ:
ხო, კიდე წყნეთში წავედი ირინასთან და მინდა გითხრათ კარგი დროც ვატარე. ირინას შოკოლადი უნდოდა და.. აუ, ამას ცალკე დავწერ, ბაზილიომ მითხრა, კარგი გამოგივაო. ამიტომ ავდგები და დავწერ.
სთეი ინფორმეიშენ, ფიფლ! ვაპატიო არა, ცელი! ყველაფერი გავლადია. ცხოვრება მშვენიერია, მთავარია გაბედო და დაინახო!
საკითხი:
კი არა და..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment