ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Monday, August 17, 2009
Still Alive, Marked One?
კი, რა თქმა უნდა ცოცხალი ვარ. ის კი არა და ბიცოცხალი ვარ. ასე იწერება ჩემი მეილი. ორმაგად ცოცხალი. ხოდა თავის ქებას რომ შევეშვათ, გეტყვით, რომ მეზარება წერა. თან საწერიც არაფერია. ერთი ისაა, რომ Tomb Raider - Underworld ი დავხურეთ მე და ჩემი პატარა ბიძაშვილიც გვერდით მეჯდა.
კიდე გორის ახალი მეგზურის შედგენა დავიწყე.. დიდი ხანია ეს იდეა თავში მიტრილაებს, პირველი ვერსიის შექმნიდან იმდენმა წყალმა ჩაიარა, რომ სულ გადარეცხა ის საწყალი. ასე რომ გუშინ ვიყავი მუღამზე, დავჯექი და Google Earth-იდან 180 სურათი გადავუღე გორს 1800 ფუტი სიმაღლიდან. ახლა ამ სურათებს უნდა გაერთიანება, მერე ქუჩების დახაზვა, მერე საძებნი ძრავის დაპროგრამება.. აუუ, საქმეა ყელამდე და იმის იქითაც, მარა რადგან დავიწყე, ეს იქნება. არავინ ნაჩქარებს, არავინ მაძალებს. მივყვები ნელა-ნელა.
ხოდა ისა.. ბორჯომში ვეგდე ღამით და ღამის ბორჯომი ვიღე ჩემი ფოტოაპარატით. ამ უკანასკნელმა ჩაიჯვა რბილად რომ ვთქვათ. ღამე სურათების გადაღება ამის საქმე არა ყოფილა. კიდე რა.. ნუ, პრინციპში ეგა რა.. ა, ჰო, ადნაკლასნიკებში "გორი და გორელების" კომოდი ვარ და წესები შევიმუშავე და მოკლედ ჭკუაზე არა ვარ.
გამივლის.
მარა სანამ გამივლის, კაია. :)
აბა ჰე.
საკითხი:
მოვლენები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment