ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Monday, August 17, 2009
იავნანამ რა ჰქმნა?!
სრულიად შემთხვევით პატაპუტას ბლოგერების სიაში მოვკარი ამ სათაურს თვალი და ჩემი და გამახსენდა. ჩემი და, მზიკვარდ ხვიჩოვნა ვანიშვილაოღლი თავის დროზე ძალიან კარგად წერდა ხოლმე ჩანახატებს. მაგრამ მისი რიმეიკი "იავნანამ რა ჰქმნა?!" ჩანახატი კი არა კომედიაა უკვე. მოკლედ, მე მოვრჩი, უსმინეთ ჩემ დას.. უფრო ზუსტად, ჯერ უნდა ვიპოვო სადაა ეს ფაილები.. ვორდშია დაწერილი.. ჰმ.. 10 თუ არა გატყუებთ.. ესე იგი 1999 წელი.. ანუ 9-11 წლის ბალღის შემოქმედებაა.
ვაშააა, ვიპოვე. თან ყველა მისი ნაწერი. აბა ქოფიიი..
იავნანამ რა ჰქმნა?!
-მე რას მეკითხები, მე რა ვიცი აბა?! ვინც დაწერა იმას შეეკითხე! მე კი მოგიყვები იმ ამბავს რომელიც ერთ, მსოფლიოში ცნობილ განგსტერს ქეთ-ლადენს შეეხება.
ქეთ-ლადენის ნამდვილი სახელი ქეთოა. ალბათ გაგონილი გექნებათ ეშმაკი “ცივი” და თუ მაინცდამაინც არ გაგიგიათ მოგახსენებთ რომ ის დედამიწაზე ყველაზე ბოროტი ეშმაკია, მასზე დადიოდა ისეთი ლეგენდები, რომელიც ამირანსა თუ ჰერაკლეს შეშურდებოდა; მაგალითს გეტყვით: ერთხელ ცივს მოუნდა რომ კავკასიონზე ასულიყო და იქიდან ზვავი ერთი შვიდი-რვა კამაზით წამოეღო და აშშ-ში გაეყიდა კილო ათი შაურად.
მოგეხსენებათ კახეთში იმ დროს თავადი ბარამიძე სპეც ოპერაციებს ატარებდა განუბაჟებელი საქონელის დაკავებაზე, კერძოთ კავკასინის თოვლისა. ცივმა ბევრი იწვალა რომ ბარამიძესთვის თავი აერიდებინა მაგრამ, თავადი რის თავადი იქნებოდა, (თანაც პოლიციელი) რომ ის უბედური ცივი ვერ დაეკავებინა, ცივი დააკავა მაგრამ ეს დაკავება მერე ძალიან ინანა: დააკავა თუ არა ეშმაკმა ცივმა ვუდუს ლოცვები წაიკითხა და ბარამიძეს ეშმაკების მბრძანებლის “ქუიმნდისისიონისისი”ს წყევლა გაუგზავნა. წყევლის შედეგად ბარამიძემ იქვე მყოფი თავად-აზნაურები დახოცა და თავიც მოიკლა. ეშმაკზე მეტს აღარ გავაგრძელებ და იმედია მიხვდით რა ყოფილა ცივი.
ცივს, შთამომავლებმა მთა დაუდგეს. (ძეგლი დაუდგეს პონტში - გურო) რაღა თქმა უნდა ის მთა ცივის სახელობისა იყო. სწორდ იმ მთის უკან ცხოვრობდა ზემოთ ნახსენები ქეთო. ისე ცნობისთვის გეტყვით ქეთო ცივის გაზრდილი იყო. ქეთო ძალიან კარგი ბავშვი იყო თუ არ ჩავთვლით მის ბოროტ გულს, საზიზღარ შესახედაობას და მშობლებთან მის დამოკიდებულებას.
შესახედაობით ქეთო ძალიან კარგი ბავშვი იყო: ის სახეს არასდროს იბანდა, არასდროს არ იჭრიდა ფრჩხილებს და არასდროს არ იცვლიდა ტანსაცმელს სანამ სულ არ შემოეხეოდა იგი. მის სილამაზეს ხაზს უსვამდა სახეზე ნაიარევი. მის გემოვნებას რაც შეეხება ის ძალიან კარგი გურმანი იყო: ძალიამ უყვარდა შებრაწული მინდვრის თაგვი ღამურის სისხლის საწებლით. გიჟდებოდა და შეეძლო დაელია ათი ათასი ლიტრა ძაღლის რძე გაზავებული მელიის შარდით. საათობით იჯდა ჭაობის პირას და ტკბებოდა გომბეშოების ყიყინით, თან ამ პეიზაჟთან ერთად მის გულს ახარებდა კატის ქონში ჩაშუშული წურბელები.
რაც შეეხება ქეთოს მშობლებს დჯ.ნინას და ზურას ისინი იმდენად იყვნენ ჩართული თავის საქმეში რომ შვილი სულ დავიწყბული ყავდათ. ქეთოს ძალიან უყვარდა მიზანში სროლა, ამისთვის მამამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი უყოდა და დაარიგა ვინც გაგაბრაზოს შვილო თავში სტხლიშე კი არ ესროლოო.
ერთხელ ქეთო მიზანის გასასწორებლად ქათმებზე ვარჯიშობდა სულ მარტო თხუთმეტიამდე ქათამი ექნებოდა დახოცილი, რომ მის შეუმჩნევლად მის ეზოს ორი გამოთაყვანებული ბავშვის ქურდი მოადგა, ისინი შიმშილისგან იმდენად გალეულები და გასაცოდავებულები იყვნენ რომ ქეთომ ვერც კი გაიგო რომ მას ქურდები უახლოვდებოდნენ და არა ქათმები. ერთი კი ძალიან გაუკვირდა ქათმებს მისალმება როგორ შეუძლიათო და ამ დროს ყაჩაღემა ხელიც სტაცეს და გატაცება უნდოდათ მაგრამ სადღაც ოთხმოცდავიდმეტამდე კილო ბავშვს ოცდათოთხმეტი კილო კაცევი მოერეოდნენ? ქეთომ გადაწყვიტა ისინი რომ მოეკლა და მოკლა კიდეც.
ქეთოს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სანამ ქეთო არ გათხოვდებოდა მას დაჭკვიანება არ ეწერა და გაათხოვეს კიდეც ზურას ძმაკაცის ნათლულზე: ეშმაკი ცივის მამიდაშვილის ქმრის ალალი ბიძაშვილის მეჯვარის მეზობლის დედამთილის პაპიდაშვილზე ტარკან ბოევიკისშვილისძეზე. ქეთო თავიდან უბედნიერესი იყო რადგან, მის ქმარს თოფების კოლექცია ქონდა და ქათმებიც თავზე საყრელი ყავდა. მაგრამ, მან მალე ვერ გასძლო თავისი უსაყვარლესი გომბეშოებისა და წურბელების გარეშე.
შვილი დაქორწილებიდან ხუთი თვის მერე გაუჩნდა. ბავშვი დღენაკლული და უდღეური აღმოჩნდა, დაიბადა თუ არა ჩაიცვა კომანდოს ბატალიონის ფორმა, გადაიკიდა უშველებელი ვინჩესტერი, პატარა მუხა და გაუდგა გზას. იმის მერე არავის არ უნახია მისი კვალი, ამბობენ გმირულად დაიღუპაო. ქეთომ მალე გადაიყვარა ქმარი და ქათმების გზას გაუყენა. მალე თვითონაც მოსწყინდა კაიქალობა და ისიც კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცი გახდა.
მან იმდენი დამსახურება მოიპოვა სროლაში რომ სნაიპერად დანიშნეს. შემდეგ დაელამდა და თავისი თვითმფრინავი ჩამოაგდო ციდან; ამის გამო ის სამუდამოდ დააპატიმრეს. აი ასე დასრულდა მისი გაუხარელი და ამავდროულად ბედნიერი (ქათმების ხოცვით) ცხოვრება.
P.S ერთს გეტყვით: დედაც ჯეკ!!!
საკითხი:
გართობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment