ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Sunday, August 9, 2009
ფსიქოლოგიური
აქ დავწერ ახლა, რა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური. ანუ ამ სიტყვას ვიხმარებ ვირტუალურის მსგავსად. ანუ თუ ვერ გაიგეთ, დაიკიდეთ.
ფსიქოლოგიური არაყი - ეს ყველაზე გავრცელებული ტერმინია, ამიტომ ამით დავიწყებ. მახსოვს ერთხელ პატაპუტამ მითხრა ეს ფრაზა და იქვე ამიხსნა: დალიე წყალი და წარმოიდგინე რომ არაყიაო. ხოდა დათვრებიო. რაღაცა არსებობს. :)
ფსიქოლოგიური წამალი - პიკოლინა საუბრობდა ამაზე ამას წინათ. პლაცებო იგივე. ანუ რაღაც ტრუხა წამალს დაალევინებ პაციენტს და ეტყვი, ეს ისეთი მაგარი წამალია, მთელი მსოფლიო ამან განკურნაო, ჰაი-ჰუი და იმასაც სჯერავს და იკურნება. აბა რაღაცა არ არსებობს? :)
ფსიქოლოგიური პლანი - ერთხელ გამხმარი ბალახი მოვკრიბეთ, "შევაკეთეთ" და ერთ როჟას მივეცით - ესაო გალიდან ჩამოგვიტანა ერთმა მასტმა, ძალიან სერიოზული პლანიაო, ორმა მოვწიეთ, რამის დავხოცაო და ასეთები. არადა ბალახია ჩვეულებრივი. მოწია იმანაც და დაბოლდა. ჰმ.. რაღაცა არსებობს. :)
ფსიქოლოგიური გათბობა - ერთ დროს ძალიან აქტუალური იყო ეს მომენტი. სკოლაში რომ დავდიოდით და მამენტ შეშა აღარ გვქონდა, ასე ვუყურებდით ღუმელს, ვფიქრობდით რომ ცხელი იყო და ჩვენც აღარ გვციოდა. არ შეიძლება ამდენი რამის არსებობა. :)
ფსიქოლოგიური დავასება - ეს ფენომენი გაუგებარია მარა ფაქტია. მოკლედ, ადამიანს არ იცნობ, საერთოდ არ შეხვედრიხარ და მისი ხასიათი, მოქმედებები იცი მარტო აღწერებით. ვიღაცა ამბობს რომ ასეთი და ასეთი კარგი როჟაა და მოკლედ მაგარს აქებს. და ამას აკეთებს ბევრი და ბევრჯერ. საბოლოოდ კი ის უცნობი ადამინი ნაცნობი ხდება და გევასება. ამ ტექნიკას ძალიან ფართოდ იყენებენ საინფორმაციო საშუალებები როგორც ვინმეს დასავასებლად, ისე უარყოფითი აზრის შესაქმნელად. მდაა.. არსებობს. :)
ფსიქოლოგიური ბედნიერება - ეჭვი მაქვს ახლა ამ სტადიაზე ვარ. ანუ ბედნიერი კი არ ხარ, გგონია რომ ხარ და შენც გჯერავს და მართლაც ბედნიერი ხდები. დაახლოებით წამლის ვარიანტია, ოღონდ ეს ფსიქიკის სამკურნალოდ. იოგა და მისთანები, თვითდარწმუნების ტექნიკა. რას გაიგებ, რაღაცა ხომ არსებობს და.. :)
ფსიქოლოგიური სიყვარული - მე თვითონ სიყვარულის მცნების მაინცდამაინც არ მჯერავს. ჩემი აზრით ესაა რამდენიმე უფრო მატერიალური გრძნობის სინთეზი. მაგრამ აი ადამიანი გინდა რომ გიყვარდეს და მართლაც გიყვარს. ცოტა რთული ტექნიკაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არსებობს. :)
ფსიქოლოგიური უნარები - ძალიან ფართოდ გავრცელებული სინდრომია განსაკუთრებით თინეიჯერებში. მაგრამ ზრდასრულებიც იყენებენ ამ ფრაზას: გამომივა, ყველაფერი გამომივა. ანუ რაღაცა არ შეგიძლია, მაგრამ თავს აჯერებ რომ გამოგივა და უმრავლეს შემთხვევაში გამოდის. იმიტომ გამოდის რომ ადამიანი ყველანაირად შეიძლება გადაეწყოს, ყველაფერს მოერგოს და რაც მთავარია, ის რაღაცა არსებობს. :)
მოხარული ვიქნები, თუ თქვენც დაამატებთ რამე ასეთ და ამგვარ სახალისო მოვლენებს, რომ კიდევ ერთხელ ვაღიაროთ: რაღაცა არსებობს. :)
საკითხი:
გართობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment