ეს "ცოხე" ა (ასე ქვია ჩემს ველოსიპედს)
ეს კი გორი-ურბნისის მარშუტის თანამგზავრული ფოტოა (მარჯვნივ გადატრიალება მომიხდა რომ ბლოგზე ჩატეულიყო. ანუ ჩრდილოეთი არის მარჯვნივ ამ სურათზე).
ქვემოთ კი მოგიყვებით როგორ შევასრულე ამ დროისათვის სარეკორდო მარშუტი სიგრძით და სირთულით.
ტექნიკური მონაცემები:
მანძილი: მარშუტის ბოლომდე - 15-20 კმ.
გზის საფარი: ავტოსტრადა
რელიეფი: ძლიერ აღმართ-დაღმართით და მცირე სწორი გზით.
დამატებითი ეკიპირება: ლიტრანახევარი წყალი.
დილით ძალიან ტკბილ ძილში მყოფი ჩემთვის თითქმის უცნობმა ადამიანმა გამაღვიძა მობილურზე ზარით და აბსურდული თხოვნით მისთვის ბალის ჩართვასთან დაკავშირებით კინაღამ დავთრები ამირია. საბედნიეროდ აბსურდული თხოვნა ასეთადვე დარჩა და დავთრები ისე ისე დაწკრიალებულ დალაგებულია ჩემს თავში, როგორც ამ 10 წლის წინ იყო. ხოდა იმას ვამბობდი, რომ დიდი ხანია მქონდა რუისამდე ჩასვლის ოცნება და გადავწყვიტე ეს ოცნება ამეხდინა.
აქვე რატომ რუისამდე. არ ვიცი, უბრალოდ ეგ ადგილი გადავწყვიტე. სინამდვილეშჳ ჩემი მარშუტის ბოლო სარფია, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის რუისიც საკმარისია მემგონი.
ხოდა ავდექი, ვსჭამე პური, ჩემი დის სკოლის ჩანთა მოვძებნე, ლიტრანახევარი კოლას ბოთლი წყლით ავავსე და გავუდექ გზასა. მეზობლებმაც კი ვერ მიცნეს ერთი შეხედვით ამ კეპკაში, ზურგჩანთაში და ველოსიპედზე. :) ხოლო ჩემი კანტორის ხალხი საერთოდ გამოქლიავდა. საქმე იმაშია, რომ კანტორის წინ გავიარე და მასე წავედი.
გორიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე 4 გზა ადის: ტინისხიდიდან, ორთაშენიდან, წმინდაწყლიდან და ვერხვებიდან. ტინისხიდის გზა ავირჩიე არა იმიტომ რომ ასე ყველაზე მოკლეა ან რამე, არამედ იმიტომ, რომ ასე ყველაზე დიდი აღმართებია გასავლელი. ორთაშენის გზა ძირითადად გამოიყენება გორში შემოსასვლელად ხოლო დანარჩენი 2 გზა იძულებულს მხდიდა ახალ აშენებულ ხიდზე გადავსულიყავი, რაც დიდი პრობლემაა ველოსოპედისათვის, მანქანები ძლივს ეტევიან.
ხოდა ტინისხიდიდან ტრასაზე ასვლის გამოცდილება უკვე მქონდა. აგერ ეს გვირაბთან გადაღებული სურათი. მანქანით რომ მიდიხარ სხვა შთაბეჭდილებები გრჩება, მარა ველოსიპედით, როდესაც 10 კილომდე ველიკს 35 გრადუსიან აღმართზე მიატარებ და ოფლი მოგდის, სხვა გრძნობა გრჩება. სამაგიეროდ მერე ამ აღმართიდან ჩამოსვლაა ერთი სიამოვნება. აქვე პატარა რჩევა დამწყებ ველოსიპედისტებს: თუ მაგალითად და აღმართი ისეთია, რომ გიჭირთ უკვე პედლების ტრიალი, არაა სირცხვილი თუ ჩამოქვეითდებით და ხელით წაიყვანთ ტრანპორტს. ასე ჯერ ერთი ენერგიას დაზოგავთ, მერე დროს მოიგებთ.
ხოდა ასე, მოვაღწიე ამ ნიშნულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ გორს გავცდი უკვე საკმაოდ. აქედან უკვე ტრასა იწყება. ანუ იწყება გიჟივით მოძრავი მანქანები, ტრაილერები, მარშუტკები და ათასი ჭირი და ოხრობა. საერთოდ წესებში წერია, რომ ველოსიპედის ტარება ნებადართულია გზის მარჯვენა ზოლზე ან ტროტუარზე, თუ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას ქვეითებს. მარჯვენა ზოლი კაია, ადგილებში ეს ზოლი 10 სანტიმეტრიც კი არ იყო.
თან რაღაცნაირი გრძნობაა, როდესაც მიდიხარ, სულ პედლებს ატრიალებ და უკან არ იცი რა ხდება, რა გეწევა, რა შეიძლება დაგეჯახოს და ამ დროს გვერდით, სულ 15 სანტიმეტრში რაღაც ვეება მანქანა ჩაგიშხუილებს და თუ თავს არ შეიმაგრებ, შეიძლება გადაგაგდოს კიდეც ჰაერის ტალღამ. :)
უი, კინაღამ დამავიწყდა. სტადიონთან არის მაღაზიები. ხოდა ამის მერე უკვე კომბინატის ხიდი მოდის, საიდანაც უკვე გადიხარ ქალაქიდან ფაქტიურად. ხიდი კი შემაღლებულზეა, ანუ სიჩქარე უნდა ამეკრიფა რომ ავსულიყავი. ამ სიჩქარის აკრეფის პროცესში ვარ, ჩავუარე მაღაზიებს და მოულოდნელად ვიღაცა ბიჭი არ გამოვიდა გარეთ?! გამოვიდა კაია, მოდის და არ იყურება. მე კი სიგნალი არა მაქვს. და სულ ბოლო მომენტში შემამჩნია და გვერძე კი არ გაიწია, ფეხები გაშალა. მე კი ორივე მუხრუჭს დავაწექი და ასე გაცურებული გავეკვეხე ამ ბიჭს ფეხებს შუა. :) :) :) ძალიან რთული შემთხვევა იყო. ჩემი პირველი ავარია. :) ზარი უნდა დავუყენო ცოხეს, სხვა გზა არაა. :)
ხოდა ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მივედი გორი-ქარელის რაიონების საზღვარზე. :) მივედი, მივედი, გადავაბიჯე ან უფრო ზუსტად, გადავალაჯე ამ საზღვარზე და გავაგრძელე გზა. არადა არ მახსოვდა ამდენი აღმართი და სულ აღმართი და აღმართი. 3 აღმართი ავიარე რა. ერთი მორჩებოდა, დავჯდებოდი ველიკზე, გავივლი ცოტას, კიდე აღმართი. კიდე ჩამოვალ, გავატარებ ფეხით, მორჩება აღმართი, დავჯდები, ახლა კიდე..
გზაში ხედებით დავტკბი. :) ასევე დავტკბი როგორც იქნა მოსული დაღმართით და სულ ჩამიშხამა როდესაც ასე გაქანებულს რაღაცა ტრაილერმა ისეთი დამისიგნალა, რამის ტრასიდან გადამაგდო. :) არადა არ მინდა რომ ასფალტის გვერდით რომ ხრეში ყრია ბორდიულზე, იმაზე სწრაფად ვიარო, რა იცი რა ხდება, ვერც დაატორმუზებ ზედ. აი ახალი ავტომაგისტრალი კარგია, იმხელა გვერდები აქვს ველოსიპედისათვის სავალი, 2 ველიკი გაივლის მამენტ. :)
ხოდა ესე, მაინც მოვედი. :) თან ისე მოვედი, რომ ძლივს გავჩერდი. დაღმართიდან აკრეფილი ძვირფასი სიჩქარე მოვაშთე რომ ეს სურათი გადამეღო. ახლა უკვე სწორი გზა მიდის და მეც გაჩერება არ მინდოდა. ასეც მოვიქეცი, დავჯექი ცოხეზე და წავიდაა.. კიდევ კარგი წყალი წავიღე, ამდენს კი ვერ გავქაჩავდი უწყლოდ. ხოდა მივდივარ მივდივარ და გამახსენდა: კაი, აქედან დაღმართია და იქედან რომ წამოვალ, მერე რა მეშველება თქო?
ხოდა აგერ ურბნისთან დავკრუგე და წამოვედი უკან. :) გზაში დედაჩემი მირეკავს, დროზე მოდი, სახლის გასაღები არა მაქვსო. კი, მალე მოვალ, ჩას ჩერეზ დვა თქო. :) მორალი ისაა, რომ სახლის გასაღები ყველას უნდა ქონდეს. :)
3 comments:
xox, kargad givlia shen :)
I fancy ცოხე!
Stretch for the best nerve pain relief! This movement, and finally manipulation of the feet and walk around.
A doctor should be fitted carefully to your butt as your body can grow worse over
time. I have labelled as elongated and weak abdominal muscles
to relatively casual events. And who is not actually
swollen.
Feel free to surf to my page - Back pain clinic Jefferson Valley
Also visit my web site ; back pain clinic Jefferson Valley
Post a Comment