Sunday, November 29, 2009

ლილო (აქეთ) - მიქსი

დღეს ლილოში ვიყავი, ჩემი M4 ისათვის შტურმის სამიზნე მინდოდა მენახა... ასე თქვეს, არისო მანდო სათამაშოების რიგშიო. სამწუხაროდ შტურმისა ვერ ვნახე, მარტო სნაიპერული ქონდათ.

სამაგიეროდ გასვლის წინ ჩავწერე ვიდეო, რომელზეც ასახულია კლიენტების მომზიდავი მძღოლები. საინტერესოდ მეჩვენა, გადავიღე, აუდიო ამოვიღე ცალკე, ერთი ჩემი 4 თუ 5 წლის წინ დაწერილი მუსიკა დავადე და გამოვიდა კომპოზიცია

ლილო


პ.ს. აქვე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება აუდიო ჩაისვას ბლოგში? აი, თავისი პლეერით რომ იყოს.

Saturday, November 28, 2009

გავლის მეთოდები

გამიარა. :)

ხომ ვთქვი გამივლის თქო. ხოდა გამიარა. კი, დღეს დილით ჰამბურგერზე ან მისავით გორაკებზე მინდოდა რამის დაწერა, მაგრამ ჯერ ერთი რომ ძუძუზე ჯერ ლექსი არავის დაუწერია, რამდენადაც ვიცი. მერე კიდე მაგარი პახაბნობა (ანუ ქართული ანალოგი - უტიფრობა) გამოვიდოდა. მთავრი კი ისაა, რომ გამიარა.

და იმის გამო, რომ ყველას მოშნად (ძრიელ) ჰკიდია გამიარა თუ არა, გთავაზობთ გავლისათვის რეკომენდირებული მეთოდებს.

მეთოდი პირველი - გავლა პირველი ნახვით შეყვარებისას

საერთოდ ადამიანები აზრზე არა ვართ არაფრის. დღეს რომ ერთი რამე მიგვაჩნია სწორად, ხვალ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ. ცნობილი ფაქტია - ერთი ნახვით ის ადამიანი კი არ გვიყვარდება ვინც "შეგვიყვარდა", არამედ ჩვენ თავში წარმოდგენილი არარსებული, ვირტუალური პიროვნება. ამის საწინააღმდეგო აპრობირებული და მუდამ მოქმედი მეთოდია - მეორედ გაცილებით ყურადღებით შეხედვა. ავადმყოფობა ჩანასახშივე უნდა მოიკლას. ასე რომ გაამახვილეთ ყურადღება მის ცუდ კანზე, ქერტლიან თავზე, გაუპარსავ.. ნუ რაცაა გაუპარსავი. :) ხოდა გაგივლით.


მეთოდი მეორე - გავლა დეპრესიისაგან

დეპრესია ესაა სულის მდგომარეობა, როდესაც მას გასაკეთებელი არაფერი აქვს. ჩვენ - როგორც ცნობილია ნიჭიერი (ანუ დიდი სულს მქონე) მაგრამ ზარმაცი (ანუ ზარმაცი) ერი ვართ. სული კი, როგორც აკადემიკოსმა ნოდარ დუმბაძემ დაადგინა, მძიმეა. წარმოიდგინეთ ახლა დიდი, მძიმე და ხშირად ყურადღება მიუქცეველი საგნის ტარება როგორი ძნელია, მით უმეტეს თუ ზარმაცი ხარ. ამიტომ გთავაზობთ გამოსავალს - დეპრესიის დროს
ა) მოიკალით თავი. ასე შრომა და სულის ტარება აღარ მოგიწევთ
ბ) ატარეთ სული სხვებთან ერთად. ანუ წადით თქვენი მარკისა და მოდელის მეგობრებთან.
გ) მიყიდეთ სული ვინმეს. ეს არაპოპულარული მეთოდია, იმის გამო რომ შემდეგ დიდი პროცენტებია სახდელი.
დ) აჩუქეთ სული ვინმეს. ფრიად გავრცელებული მეთოდია და ხშირად აქეთკენ აპირებენ ხოლმე განვითარებას ხელმოცარული მავანები, თუმცა ასევე ხშირად ვერ ახერხებენ.
ე) დაივიწყეთ სული. ანუ დალიეთ ალკოჰოლო. ამას ორი გაგრძელება ექნება. ან ა) ვარიანტი ან მკურნალობა შედეგს არ მოგვცემს.
ვ) ავარჯიშეთ სული. საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ არაა მოწონებული საზოგადო წრეებში დიდი დროის ხარჯისა და ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობის გამო.


მეთოდი სამი - გავლა უპონტობისაგან

ამ მდგომარეობას სამეცნიერო წრეებში ეძახიან "უსაქმურანთინო გართობუნდანტო". საერთოდ უპონტობა გამოწვეულია ორი ფაქტორით: შიდა და გარე. შიდა ფაქტორებია: დეპრესია, შიმშილი, მცირე ფანტაზიიანობა და მისთანები. გარე ფაქტორებია: არაგუნდური კოლექტივი, უფრო მცირე განათლების მქონე კოლექტივი, აგრესიული კოლექტივი და მისთანები. უპონტობისაგან გავლის შემდეგი მეთოდებია ცნობილი:
ა) "აფრენინტო" - რამოდენიმე ერთნაირი მისწრაფების ადამიანი შეიკრიბება და აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს სინქრონში. ხტუნაობენ, მღერიან, პურმარილობენ.. ნუ, იმასაც აკეთებენ, აი ახლა რომ გაიფიქრე. :)
ბ) "ექსტრემილტო" - მძაფრი გრძნობების გამოწვევა სხვადასხვა მეთოდებით. იქნება ეს ადრენელინის მატება, ტესტოსტერონის მატება თუ ოპიატების მატება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ჰორმონების გადაჭარბებული რაოდენობის გამოწვევა რაიმე მეთოდით: მაღლიდან ხტომით, დიდი სიჩქარის განვითარებით, სტრიპტიზის ან მსგავსი ღონისძიებებით, ნარკოტიკების მიღებით.
გ) "ჭორნაბუირერო" - ძირითადად გავრცელებულია და ჩანს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფალი კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე. დიდი ხნის აპრობირებულია და კარგად მოქმედებს მდედრების ფსიქიკაზე. სამაგიეროდ ანგრევს მამრების ფსიქიკას. ამიტომ რეკომენდირებულია სხვადასხვა ფსიქოლოგიური სქესის ინდივიდებმა ცალ-ცალკე განახორციელონ აღნიშნული მკურნალობა.

დღეისათვის სულ ესაა. შემდეგ ნახავთ ჩემს პირველ ვიდეო პოსტს.. როცა ჩავწერ, რა თქმა უნდა. :)

Friday, November 27, 2009

თაგვი

უბრალოდ ისტორიისათვის

აგერ ვზივარ, სასმელს ვინელებ, იუყუბზე ვიდიუებს ვუყურებ და უცებ მარცხენა ფეხზე ვგძნობ რომ რაღაცა ამაძვრა. რა პონტში უნდა აძვრეს რაღცა დიდი და ფუმფულა შენი შარვლის შიგნით ფეხზე, ა?

ხოდა დავავლე ხელი ამ რაღაცას და გადმოვაგდე გარეთ. წრუწუნა. საცოდავი, შესცივდა ალბათ და ჩემი ფეხი ეთბილა და ალბათ დაიძინებდა კიდეც ჩემს წვივზე. მე კიდევ დავავლე ხელი და გამოვაგდე. აბა.. ესაა რა..

ეს პაწუა და საცოდავი წრუწუნა გაცუნცულდა სადღაც მარა მე მერე დავფიქრდი რა მოხდა და ორი გრძნობა მაქვს: მეცოდება და გული მომდის. რა პონტია, მეგონა თაგვები გავაწყვე თქო ჩემი ოთახიდან. აჰა, დგას და წრუწუნებს ახლა. იწრუწუნოს. ფეხზე მაინც არ დავაძინებ!

************

ბლინ, 20 წუთი გაძლო და ისევ შემოძვრა. წავედი დავიძინო მე. იმედია საწოლზე არ ამომიძვრება მაინც. თორემ ახლა კი არ გავაგდებ, მოვკიდებ ხლეს კუდში და გავქნევ ფანჯრიდან, ნახ!

Thursday, November 26, 2009

გამივლის

გამივლის

არაყი დავლიე.. ორნახადი.. ჩემი საკუთარი.. 6 ჭიქა. ხოდა ტრიალებს.. ვერ ვიტან როცა ტრიალებს. არადა ტრიალებს. თავიდან მწარე იყო. მერე არა. ახლა ტრიალებს.

გამივლის.

თვალები?. თვალებმა მემგონი გამიარა. არადა ნახევარი საოპერაციო იმას ჩალიჩობს, რომ ამ თვალების პატრონს დავუახლოვდე. რა საშინელი ადამიანი ვარ. ხალხს ჩემი იმედი აქვს, მე კი ვამბობ რომ გამიარა.

გამივლის

არა, ახლაც მაგ თვალები მიდგას თვალწინ. და დახვეწილი სახეც. მაგრამ მგონია რომ გავლის პროცესი დაიწყო. ახლა ძჳლზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე თვალებზე. ხო, ხვალე ისევ ვნახავ, მარა ალბათ

გამივლის

გამივლის, აბა სულ ხომ არ იტრიალებს. არადა ახლა ტრიალებს. რტიალებს და მუზებიც ასე მახვევია თავზე. ერთი 6 ცალი იქნება. რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენი.. ხოდა ვერ ამირჩევია, რა მიმართულებით გავუშვა ეს მუზები. არადა ტრიალებს. ალბათ ესეც

გამივლის.

კი, გამივლის. ტრიალი მორჩევა, მერე თვალებზე ფიქრიც მორჩება, მერე წავა სიზმრები.. სხვათა შორის 2 ის ნახევარზე მაგარი სიზმრებია ხოლმე, თუ 12 ზე დაიძინე. ხოდა ამ სიზმრებს ვუყურებ.  მერე გავისეირბენ ჩემი ტვინის მიხეულ-მოხვეულ ნაოჭებში, ვიტრიალებ, ვიტრიალებ, თვალების დავიწყებას შევეცდები, არ გამომივა, ისევ ვიხეტიალებ, მერე მაღვიძარა დარეკავს და ძილიც

გამივლის

მერე წავალ ისევ, თალებს დავინახავ, ისევ ისეთი სულელური იდეები მომაწვება, ეს ორი დღეა რომ დამდევს, მერე ისევ თავს დავტუქსავ, რომ რატომ არაფერი ვთქვი, რატომ ვიმეორებ იგივეს, რატომ არ ვიყენებ ამ ოხერა შანსს.. ასეთ თვალებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს ვერავინ. მე კი აგერ ვზივარ და ვფიქრობ რომ

გამივლის

სახურავი მაქვს გამოსაცვლელი, თვალების დროა ამ შუა ზამთარში? გამოვცვლი ამ ზაფხულს სახურავს, შევაკეთებ წყალს შემოდგომაზე, იქით წელს ვიყიდი მანქანას, გაველსავ სახლს, მერე იმის კიდე იქით წელს მოვაწყობ ინტერიერს, იმის კიდე იქით წელს რაღაცა გამოიჩხრიკება კიდე და ეს თვალები მე თუ  არა თვითომ მათ მაინც

გაუვლით.

ეგრეა რა! მერე მეფესავით ლოთაობას და იმის დარდს დავიწყებ, ეს ოხერი, ამხელა სახლი მაქვს და მარტო რატომ ვარო, მერე ამასაც დავიკიდებ, მექნება დიდი ღიპი, არ მეცოდინება ცეკვა, სამაგიეროდ მეცოდინება დიდი სადღეგრძელოები, პარკურის სწავლა ჩემი აუხდენელი ოცნებად დარჩება, დავიკიდებ მუსიკის შეთხვზას, ფლეშ ანიმაციებს, პროგრამირებას, გაქართულებას.. მოკლედ ყველაფერს, რაც მე სხვებისაგან გამომარჩევს და ერთი რიგითი ნაგავი ქართველი გავხდები, სამშობლო რომ სუფრაზე უყვარს მარტო.. არა, რატომ სუფრაზე მარტო, სისუფთავეზე უარს ვერასოდეს ვიტყვი და ყველას გიომს დავუძახებ, ვინც ნაგავს შუა ქუჩაში დაყრის. ამის გამო ერთხელაც ვიღაც ვაშლის გაყიდვით გაქსუებული სოფლელის ბიჭთან მომიხდება ცხოვრებაში პირველი ჩხუბი, სადაც რა თქმა უნდა ეს სოფლელი დანას დამარტყავს და ეს ჩემი უაზრო ცხოვრებაც

გამივლის.

ერთი შანსი

შიდა ვაკანსია გამოცხადდა აიტიზე.

არა სირბილი, არა უსიამოვნო კლიენტები, არა გაუგებარი ხალხი. შენი ფილიალის ღმერთი იქნები, რასაც შენ იტყვი, ისე იქნება. უფასო ინტერნეტი და კარგი ანაზღაურება.

ცხოვრება ასეთ შანსს ერთხელ გაძლევს.

ვიცი.

და მე ამ შანსზე უარს ვამბობ.

დიახ. გაცნობიერებულად.

ორი მიზეზია: მე მიყვარს ჩემი ქალაქი და არ მინდა თბილისში გადასვლა. მეორე კი.. რიჟრაჟისფერი თვალები.

არ ვიცი რა მემართება. არასოდეს მომწონდა ლურჯი თვალები, შოკოლადისფერი კანი, ქერა თმა, თითქმის ჩემი სიმაღლის გოგოები.. რაღაცა ხდება.. იქნებ ესეც ერთი შანსია? იქნებ ის რაღაცა, რომელიც არსებობს, არჩევანს მთავაზობს?

და მე ვირჩევ თვალებს.

მიუხედავად იმისა, რომ თვალებმა არც ჰო იციან და არც არა.

იმედი ღუპავს კაცობრიობას, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.

ახლა ხინკალზე და ჩემს ორნახად არაყზე მივდივართ ბიჭები. წვიმიანი ამინდია. ალბათ საკაიფოდ გამოვთვრები. მერე თუ გვიანი არ იქნება, მოვალ და დავწერ კიდევ ერთ უნიჭო ლექსს შოკოლადისფერ კანზე.

გამივლის.

ვიცი.

მარა რაღაც ძალიან აგვიანებს. იქნებ არ მინდა რომ გამოაროს?

მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე,
როცა არ ჭირდება სიტყვებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია.

Wednesday, November 25, 2009

გრეათ ჯობ, მარქდ ვან!

კარგი, ჰო! გავიცინეთ - გვეყოფა! ახლა საქმეზე გადავიდეთ.

ჩემს კომპს აქვს თერმომეტრი, რომელიც აჩვენებს კომპში არსებულ ტემპერატურას. როდესაც ვრთავ ხოლმე მას, წერია 10 გრადუსი. დასკვნა: ცივა. ანომალია: მე არ მცივა. მიზეზი: გამიარა. მკურნალობის გზა: ნაკლები ჩავიცვა. :)

მქონდა პრეზენტაცია თემაზე "PCB-ის კონკურენტუნარიანობა და მისი გაძლიერებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები". ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა ქვემოთ მოყვანილი შედეგები. (უპირატესობას ანიჭებს იმას ნიშნავს, რომ თუ წავიდოდა ბანკში, რომელ ბანკს მიანიჭებდა უპირატესობას)



თუმცა ჩვენთვის სასირცხვილოდ უნდა ითქვას, რომ ძაალიან ცოტას თუ მოწონს პროკრედიტის რეკლამა. სიმართლე გითხრათ არც მე მომწონს პირადად, როგორც ერთ დროს სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე ადამიანს. მაგრამ როგორც გაირკვა, მოთხოვნა ყოფილა ძააალიან ზემოდან, რომ ასეთი რეკლამა უნდა იყოსო. ასე რომ ხალხო, მოგვიტევეთ. ჩვენი ბრალი არა ყოფილა. :)

დღეს ჩვენმა მენეჯერმა მითხრა, რომ ბრუსლი შანსი არაა ჩაკ ნორისს მოერიოსო, რამაც დამაფიქრა ამ სამი დიდი ადამიანის რაობაზე. :)

ვაკანსიის შედეგად შტატში ავიყვანეთ რამოდენიმე თანამშრომელი, აქედან ორი უკვე მოვიდა და ფრიად სასიამოვნო გარეგნობის გოგოები არიან. თუმცა დღეს იყო მოსული "ბანკი რესპუბლიკა" -ს (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი) თანამშრომელი, რომელმაც თითქმის ყველას, კლიენტ-თანამშრომლიანა, გული/თვალი/ფიქრი წაიყოლა თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით. :) მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ არსებობს და ალამაზებს ჩვენს პატარა ქალაქს.

ჩემს ძმაკაცს, რომელიც ამჟამად დიდი რუსეთის პატარა ქალაქ მოსკოვში ცხოვრობს, შეეძინა გოგო. უცუღლუტია რაღა. :) ვულოცავთ შვილის შეძენას და ვამშვიდებთ - "ვაჟკაც ხალხს პირველი გოგო უჩნდება"

ხოო.. მთავარი მოვლენა, რაც ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში, ისაა, რომ აგერ, მოვრჩი სტალკერის თარგმნას და მივყევ ხელი ტექსტების რედაქტირებას. ანუ შეცდომების გასწორებას და რამე. ესაა ბეტა სატესტო ვერსიის დასაქაჩი ლინკი. ვმუშაობ ალფა სატესტოზე. მარა კაცი შვილი არაა პატრონი. :)



და კიდე რა, აგერ დოქტორი მჟავა (გამქართულებელთა ლიდერი) დავიმატე სკაიპში და გვაქვს ორი საკაიფო ინფორმაცია გეიმერებისათვის. დაქაჩეთ და ითამაშეთ პორტალზე არანაკლებ ორიგინალური და მუხტით სავსე თამაში "Tag - ფერების ძალა" და პლუს ამას იხილეთ მაქს პეინ 2 ის გაქართულების დამადასტურებელი ფოტო მასალა.

ცისფერი თვალები

გინახავთ ოდესმე ცისფერი თვალები
ისეთი, როგორიც რიჟრაჟის ფერია?
ოდეს უყურებ, ფიქრობ: რას დამაკლებს
მე 37-ში ციმბირი, ბერია..

ცისფერი თვალები, მორცხვი და მეტყველი,
საყურის ფერთან ნაჩურჩულები.
სიტყვები რაა? ოჰ, ეს თვალები..
და ერთად ძგერენ ჩვენი გულები.

ვიცი არა აქვს აზრი ამ გრძნობას:
მაინც გამივლის ცისკრის თვალები.
მაინც მინდა რომ გავხდე მოვალე,
და სულის სარკის მედოს ვალები..

Sunday, November 22, 2009

Crazy Assassin

ნახეთ რა ჯიგრობა ვიდეოა. :D საღოლ რა! მაგრად ვიცინე. :)

Saturday, November 21, 2009

ქართული პარკური

ვა.. არ ვყოფილვართ ახლა ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა კაცო. :) აი ნახეთ, პარკური მიდის საკაიფო შუა თბილისში. და ამ ახალგაზრდების მსგავსი კიდევ რამდენი იქნება ვინ იცის. :) მოკლედ, ბიჭებო, თუ კითხულობთ ამ ბლოგს, ჯიგრები ხართ, მევასებით და მეც მინდა პარკური. :)


ცივა

ცივა ბლიაააააააააააა!


გავთბები და მავწერ რამეს

Friday, November 13, 2009

ცოხე - 2

ჩემი ძველი ველიკი - "ცოხე" - იმის გამო რომ არაფრის დიდებით არ გაიყიდა (აქაო და სეზონი გავიდაო), მივეცი ჩემს ბიძაშვილს (აი, გიტარაზე რომ უკვრავს) 5 თვე ინტერნეტის გადახდის სანაცვლოდ.

ახლა ვარ ველიკის გარეშე

შევიძენ "ცოხე-2"-ს, სასურველია 26 ან 28 იანი დისკებით ნორმალურ მდგომარეობაში.

Saturday, November 7, 2009

ლექსებით აგიხსნი სიყვარულს

თუ ვინმე იყო არტ-გენზე, 2007 წელს (მემგონი) უფლისციხეში და ბიჭი გადაიღო, ფანდურით რომ მღეროდა ამ სიმღერას, თუ ვინმეს აქვს ეს სიმღერა უფლისციხის ვარიანტი, დიდი თხოვნა იქნება რამენაირად მომაწოდოს.




ლექსებით აგიხსნი სიყვარულს,
იცოდე - მე ჩემსას გავიტან!
ჩამოვალ და სადმე მოგძებნი
და მერე ხევსურეთს წაგიყვან.

მთიულეთს პატარძალს მეძახდნენ,
მაყრები წამოვა რამდენი..
იცოდე მე ვერას დამაკლებს
ქალაო ეგ შენი თვალები.

რა გახდა ეგ შენი დანახვა?!
შენს ნახვას მე ვეღარ ვესწრები,
ყინულზე ცივი ხომ არა ხარ?
ვერ გავდგი შენს გულში ფესვები!

რამდენჯერ არაყით დავთვრალვარ,
რამდენჯერ ბარბაცით ვიარე,
რამდენჯერ ქალასთან ვწოლილვარ -
მაინც ვერ ვუშველე იარებს!

ქვემოთ მოყვანილია ვიდეო, რომელიც თითქოს და კარგია იდეაში, მაგრამ ის ბიჭი რომ მღეროდა ტყუილია. იქ მყოფ ყველა გოგოს შეუყვარდა მემგონი.. :)

Friday, November 6, 2009

ანკეტა

კაროჩე, დოდკა მაგარი ვინმეა. განა მარტო იმიტომ რომ საერთოდ მაგარი ვინმეა, პროსტა მოიფიქრა რომ ვიღაცა რომ დათაგო და რაღაცა დაავალო, ეს სახალისოა და ჰაი და ჰუი. მაგრამ აქვე გაჩნდა გურჯისტანული ხასიათი და ჩემი ვეება იმედისადა მიუხედავად (რაც კიდევ ერთხელ ამართლებს ფრაზას "ნეტარ არს იგი, ვისაც არაფრის იმედი აქვს, რამეთუ არ გაუცრუვდება") გაჩნდნენ ჯერ ბავშვობის ოცნება მანიები, მერე ანკეტო მანიები, სულ ბოლოს ლიტერატურა მანიები.. თუ კაცი ხართ, რა! თემები შემოგელიათ ხომ?

უფრო იმაზე ვარ გულმოკლული, რომ ვწერე ამხელა რაღაცა, დავდე და კაცი შვილმა არ დააკომენტა. ეს იმის გამო რომ გურჯისტანული სიზარმაცე შემოგვაწვა და ბოლომდე არ ჩავიკითხეთ? იმის გამო რომ ჩვენი აზრების გადმოფრქვევა დაგვეზარა? იმის გამო რომ რითმები და ტაქტის გრძნობა დავკარგეთ? თუ იმის გამო რომ თურმე ლექსების დადება ბლოგზე აზრდაკარგულია და ეს მოსაზრება ჩვენც უნდა გავიზიაროთ?

ენივეი, ვასასიმ დამთაგა და ახლა უნდა დავწერო ანკეტა. ანკეტა ლათინური სიტყვაა და ქართულად ტვინის შემჭმელ კითხვებზე პასუხის გაცემას ნიშნავს. აქვე გეტყვით, თაგომანიას შეეშვით, უკვე მარაზმში გადადის.

მიყვარს - ძილი და ჭამა. სამწუხაროდ ვერც ერთს გულიანად ვერ ვახერხებ.

ვოცნებობ - ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავისვენო.. მემგონი ცხოვრების მერე მომიწევს.

ვფიქრობ - რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი რაღაცა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს.

მძულს - უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში.

ვნანობ - რომ თავის დროზე არ მივაქციე ყურადღება სპორტს, რომ თავ-პირი გავუერთიანო ზოგიერთ სუბიექტს.

კმაყოფილი ვარ - რომ მყავს უსაყვარლესი და უტკბილესი ოჯახი, მაქვს სახლი და მაქვს სამუშაო.

მენატრება - ბავშვობა.. :(

მსურს - სახელი დავტოვო კარგი ადამიანის და კარგი პატრიოტის. ან რამე..

მაღიზიანებს - ყველაფერი გარშემო. მაგრამ ვიცი რომ ეს ნორმალურია და რა ვქნა, ვეგუები.

ვგრძნობ - რომ ახლა ამ პოსტის დაწერას ჯობდა წავსულიყავი და მეჭამა და დამეძინა..

მეშინია - ფიზიკურად არაფრის. ამ თამაშების გადამკიდე შიშის გრძნობა თითქმის აღარ მაქვს. სამაგიეროდ მეშინია ჩემი მეორე ნახევრის არასწორად არჩევის. :( ა, სიმაღლის მეშინია კიდე პირველი 15 წამი.

ვიცი - სამწუხაროდ ხშირად მეტი, ვიდრე გარშემომყოფებს აქვთ აღთქმის უნარი. ხოდა ვვარდები სულელურ სიტუაციაში.

არ ვიცი - რა იქნება ხვალ. ხვალ ალბათ წვიიიმააა მოოოვააა. :)

შემიძლია - ბევრი შემიძლია, შემიძლია ხალხოოო! @ რადიო105

არ შემიძლია - ყვირილი და აშკარა აგრესია. მეტისმეტად მშვიდი ვარ.. მაგრამ კურო ვარ ზოდიაქოთი და .. რევიც.. :)

ვმეგობრობ - ძირითადად კომპიტაურთან. მაგრამ დებილი მეგობარია ნამეტანი. მეგობარიც არაა - მონაა. :(

ვაპატიებ - სავალალოდ ბევრ რამეს ბევრ ვინმეს. თუმცა არ დავივიწყებ.

ვტირი - გულის ამაჩუყებელ ხელოვნების ნიმუშებზე და პატრიოტულ გამონათებებზე.

ვიცინი - ყველაზე და ყველაფერზე. ისე მებრალება ეს საცოდავი სამყარო, ისე დავცინი და ვამასხარავებ ამ არალოგიკური და ქაოტურ გარემოს, რომ დანა პირს არ მიხსნის. :(

ვეძებ - მეორე ნახევარს. :)

ღირსი ვარ - იმისა, რაც მაქვს. რამეთუ თუ რამე არ გაქვს, ღირსი ხარ! გაანძრიე ხელი და გექნება.

ვკარგავ - თმებს. მაგრამ მკიდია. გადავიპარსავ თავს და მექნება სექსუალური თავი ნახ!

მშურს - თეთრი შურით იმათი, ვისაც შეუძლია ისე ლაპარაკი, რომ ადამიანს რაღაცა სისულელე დააჯერონ. ყოველთვის ვაფასებდი აფერისტების ტალანტს.

ვემალები - არავის. მოვიდნენ - აქა ვარ.

ვემტერები - არავის. მე მემტერონ თუ კარგია. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.

მაინტერესებს - ტესლა რომ ცოცხალი იყოს.. ან საერთოდ, ვინმე ცნობილი ადამინიანის რამდენიმე წუთით ან საათით დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, როგორი იქნებოდა სამყარო..

არ მაინტერესებს - რუსთავი2. ბლინ, რაც მაგათ ომის დროს იბაზრეს, იმის მერე დავიჯერე რომ ეგ ტელევიზია, უფრო ზუსტად, საინფორმაციო, ვერ არის თავის მატორზე.

მახსოვს - ბევრი რამე. იმდენად ბევრი რამე, რომ ძველები მავიწყდება. :)

მრცხვენია - ასეთი გაუბედავი რომ ვიყავი, როდესაც გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო.

ვუარყოფ - რომ სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანით ძალიან დიდი შეღავათი მიეცემა ჩემს საცოდავ ქვეყანას.

ვავადმყოფობ - ძირითადად სულიერი ავადმყოფობებით. :)

ვმალავ - იმას, რასაც თუ დავწერ, დამალული აღარ იქნება.

ვინახავ - ვასასისა არ იყოს და ყველანაირ ნაგავს.

მწამს - რომ რაღაცა არსებობს და ამ რაღაცას რატომღაც მოვწონვარ.

მიკვირს - რამდენი #$ე დადის. :(

მიხარია - რომ ყველა ჩემიანი ჯანმრთელადაა და არავინ მათხოვრობს.

ვჭორაობ - არა, ცელი! ვერ ვიტან!

ვდარდობ - მემგონი ამაზე დავწერე უკვე. თუ არა? ვდარდობ.. ხანდახან.

ვამაყობ - რომ ვარ ქართველი და ჩემი საკუთარი ანბანი მაქვს და ეს ანბანი ყველას ფეხებზე კიდია, ჩვენი ჩინოსნების ჩათვლით.

ვეფერები - კლავიატურას. მარა მაინც ჭუჭყიანია.

მსიამოვნებს - როცა სხვას ვასიამოვნებ. ამისათვის დიდი სისულელეების გაკეთებაც შემიძლია. :)

მესიზმრება - რომ მივდივარ, გადმოხტება მონსტრი, მე დავაძრობ ავტომატს, მივაბრიდავ, ვაგრძელებ გზას.

ვეხმარები - ვისაც შევძლებ. ფაქტიურად ჰელფ-დესკი ვარ. :)

ვეწევი - ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუ კომპთან ჯდომა ამაში შედის. :)

მწყინს - რომ ადამიანები ასეთი არალოგიკურები არიან.

ვხარჯავ - ეკომონიურად. ყოველთვის შეიძლება გამოხტეს დაუგეგმავი ხარჯი.

ვღალატობ - ვირტუალურად. :)

ვკამათობ - იშვიათად.

ვუხეშობ - უფრო იშვიათად

ვუსმენ - ყველაფერს. იმის გამო რომ მხედველობა არ მაქვს გადასარევი, სმენა მაქვს უკეთესი. მაგრამ არა ლაპარაკის დიაპაზონში. ადამინის ლაპარაკს ვერ ვისმენ კარგად. :პ

ვყოყმანობ - დი. აწი უფრო სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს და უფრო გულმოდგინედ ვიკიდებ როცა საჭიროა.

ვკითხულობ - ბლოგებს და მიკვირს.

ვამზადებ - საჭმელებს. ვფიქრობ არც თუ ურიგოდ. სამწუხაროდ ვერ ვამზადებ საკმარისი რაოდენობით. :(

ვუყურებ - მზეს და ცას და მიხარია, რომ ასეთი ლამაზია.

ვკლავ - ცხოველურ ინსტინქტებს. მაგრამ დაბეჯითებით მოიწევენ უფრო და უფრო მეტი.

ვცხოვრობ - ყველაზე უსაფრთხო ადგილზე ქალაქში.

ვცემ - ბოლთას. თორემ ისე ცხოვრებაში არ მიჩხუბია. :)

ვყვირი - არასოდეს. ანუ აგრესიით ყვირილით. თორემ თუ ვინმესთვის ხმის მიწვდენა მინდა - იცოცხლე. :)

ვმღერი - არა, მარა ვღიღინებ ყველაფერს. სასიმღერო ხმა არ მაქვს.

ვასრულებ - როგორც იქნა ამ ანკეტის წერას.

ვმკურნალობ - კბილებს. ეჰ.. რას ვიზავთ..

ვერიდები - კონფლიქტებს. უკეთეს ფიზიკურ ფორმაში რომ ვიყო, არ მოვერიდებოდი.

ვთამაშობ - ყველა ჟანრის თამაშებს გარდა გონკებისა. :)

ვიტყუები - რომ კარგად ვარ.

ვეთაყვანები - ბუნებას და მწვანე ფერს.

ვგიჟდები - სუფთა ჰაერზე მიწაზე მწვანე ბალახზე წამოწოლაზე და მთელი სხეულით ენერგიის შერუტვაზე. სამწუხაროდ ეს იშვიათი პრეცედენტია.

ვაგროვებ - დისკებს. ადრე ვაგროვებდი დაცლილ სიგარეტის კოლოფებს. 30 ის მოგროვების მერე დედამ მოხვია და გადაყარა. :( ჰო, ვაგროვებ ფულს კიდევ ანაბარზე. დააგროვეთ ჩვენთან ერთად. პროკრედიტბანკი. :)

ვეჭვიანობ - ჩუმად. მაგრამ ვეჭვიანობ.

"ვკაიფობ" - პაცნების ლაპარაკზე და ვითომ კაი ბიჭობაზე. :)

ვიზიდავ - კოღოებს! მომკლეს, აღარ შემიძლია, დაწყდით ერთ დღეს!

ვალამაზებ - დესკტოპს და ჩემს სამუშაო ადგილს. :)

ახლა კი მე მივთაგავ

გზაზე რომ ერთი კაცი მიდიოდა - ყველა ბლოგში ზის და აქაც იყოს.

საინტერესო ბლოგი ქართულ მწერლობაზე - ზოგჯერ სასარგებლო ბლოგსაც ნახავს კაცი

იდეინი ბლოგი - ჩემი აწ უკვე ფავორიტი ბლოგი.

პ.ს. ეს თაგომანია იმიტომ მოიგონა დოდკამ, რომ უცნობი ბლოგები გამოჩენილიყო და ერთმანეთთან კავშირი მომხდარიყო.

Sunday, November 1, 2009

გულდარდოსანი

დღეს (14 ოქტომბერს) სპეციალურად ავდექი 11 საათზე (ანუ 1-ზე არ ავდექი) რომ დამეწერა ეს პოემა, რომელიც აგერ რამდენი ხანია მიტრიალებს თავში. მაგრამ როგორც ხედავთ 7:40 ია და მე კი არ ვიცი დავიწყო თუ არა..

მოკლედ, პოემა იქნება.. რაზე იქნება პოემიდან გაიგებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ პოემა იქნება უზარმაზარი (ანუ ბლოგის ზომებისათვის) და სახალისო და დამაფიქრებელი (იმედია). ხოლო რადგან გული მიგრძნობს რომ რაღაც დრო დრაფტებში მოუწევს ყოფნა, დაე ასეც იყოს. მთავარი ისაა, რომ ერთხელაც იქნება და დავამთავრებ.












შესავალი

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა ღვთისნიერითა
და მისცა კაცთა გონება სამყაროსითა ჭერითა,
მან მისცა მათსვე გრძნობანიც, ალაგს მდგომელნი ვერითა,
თუმცა არ მისცა სწავლება მათის ხმარების ხელითა.

ესრეთა ძნელი ამბავი, თავისა გადამრჩენელი,
არც მტრისთვის, არც მოყვარისთვის ადგილის დამარჩენელი,
ერთისა ფიქრით მალულით ნერვის არ გადამრჩენელი,
ხამს არავისთქვის ნათქვამი, შენშია ჩამარჩენელი.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა
ასრეთ მიჯნურს მოცლილობა, მარჯვე ფლირტი, ტრაკის ქნევა,
თუცა იყვნეს მიჯნურობა საქმე რთული, ანდა ჩვევა,
ოდეს გული გამიჯნურდეს ძნელი არის გადაჩვევა.

ცხოვრება ესე ნამდვილი, რომანტიზმს მოკლებულია,
არც ასე რბილად სავალი, არც კარნი გაღებულია,
გრძნობით ნამართი ცხოვრება ნგრევისთვის განწირულია,
უგრძნოდ ნამართი ცხოვრება - უფერო, ჩაკირულია.

რა მიჯნური გამიჯნურდეს, ახლა უნდა დიდი გული,
ზოგმა სახლი შეამოწმოს, ზოგმა შეამოწმოს მული,
ზოგმა თვალნი გააღმერთოს, მიჯნურს მისცეს თვისი სული,
მძულს უფერო სიყვარული, დომინირებს როცა ფული.

თუცაღა ფიქრი ნაფიქრი ორ ზღვასა დაიპარება,
გრძნობა თუ აზრი? რომელი? რომელი აიპარება?
ოდეს შიმშილი კარიდან დიდებით შაიპარება,
მაშინ ფერადი გრძნობები ფანჯრიდან გაიპარება!



ამბავი ავთანდილისა

იყო არაბეთს ავთანდილ, ყმაწვილი ლურჯ-თვალიანი,
მაღალი, ჩუმი, ნასწავლი, ტურების მომგებიანი,
ქუჩის ამბავთა არ მცოდნი, ფრთხილი და ზრდილობიანი,
თვით რომანტიკი უზადო, კვლა მოუბარი წყლიანი.

მშობელნი ყავდეს მომკაცრო, თავისა სტილზე გამზრდელნი,
ავთანდილ დაუჯერებდეს რასაც ეტყოდის აღმზდელნი,
არა იცოდის გარშემო სხვაც არის ჯიშის ნაზრდელნი,
მისი ცხოვრება ვიდოდა ვით გალიაში გაზრდელნის.

მისი დღეი დაგეგმილი იყო როგორც საათია,
დროის ფასი მან იცოდა, ზოგჯერ ღამეც გაათია,
არ ადარდებს ავთანდილსა არცა ქეთი, არცა თია,
"ქალი კაცის მტერი არის". ძაან კი შეღავათია!

ოდეს იყო ბავშვი ჩვენი ავთანდილი, ავთო, თომა,
თვითონ ნახა მისი საქმე: სწავლა, სწავლა, სულ წინ დგომა,
მაგრამ ბევრი ხალხისაცა არა ქონდა თანადგომა,
და ავთოსა არც უყვარდა ხალხის წინა გადმოდგომა.

ავთანდილს უყვარს წესრიგი, კარგი საჭმელის გემოი,
თუმცა არ იცის ჩაცმაი, რაღაც ვერ არის ემოი,
თანსაცმელს ვერ აარჩევდის, მისი გმირია ნემოი,
რაც ხელში მოხვდის - ჩაიცმის, როგორც მჭედელი თემოი.

ამიტომაც გარეთ გასვლა მისი თავის ტკივილია,
გარეთ გამო - ეძახიან - ავთოც გვინდა, ჩივილია,
სახლში ყოფნა რა პონტია?! ავთოსთვის კი კ ვ ლია,
დაჯდის, წიგნი წაიკითხოს, დუმბაძეი ან ილია..

ავთოს ცხოვრება წიკწიკით ყოველთვის არ მიდიოდა,
ყველაფერს ხომ ვერ დაგეგმავ?! ზოგჯერ ცრემლიცა სდიოდა,
არ უყვარს დალევ-მოწევა, სტუმრად არ ხშირად დიოდა,
ზოგჯერ რობოტსაც მაგონებს - სულ ყველა ამას ჩიოდა.




ჩატერობა

ავთანდილ იყოს ყმაწვილი, ქოდეს კომპი და მობილი,
ხალხს ჩატით გაიცნობოდეს, იქ გახდებოდეს ძმობილი,
რეალში ყოფნა უჭირდეს, არ ყავდეს ლოვე, დობილი,
გუგლის ერსითა იცოდეს მეხიკოც და ჩერნობილი.

ავთანდილის გატაცება F.P.S.-ი თამაშია,
ქვაკი, ქონტერ, სტალკერ, კრიზის.. მადა მოდის ჭამაშია.
გარნა ჰქოდეს ინტერნეტი, ჩატში ყოფნაც ძალაშია,
არცა დიდი კუნთი უნდა, არცა ტვინი მალაშია.

თუცა უძახდნეს რობოტსა, ავთანდილიცა მზეობდეს,
ამბობდეს "ქალი რა არის, კაცისა ზედა ღრეობდეს"
მაინც გვამითა მისითა არ რობოტობდეს, ძეობდეს,
ქალნიც აინტერესებდის, კარგ ტიპობასაც მეობდეს.

ხოდა დაჯდის ავთანდილი, ჩატსა შიგან შევიდესა,
ზოგსა "ასტრონავტი ვარო", ზოგსა "ტანი მიგავს კლდესა"
ბევრჯერ ქალნი გაიცინნონ, ზოგჯერ დაუჯერებდესა.
მაგრა მისი იდეალი სადღაც ძაან შორსა ჯდესა..

ბევრსა ქალსა მოხიბლავდეს თავის წესიერებითა,
ზრდილობითა, ცოდნისითა, მუდამ გამოცდილობითა,
"ყველაფერი გამომდისა" - ავთო იტყვის მუნ რიხითა,
მაგრამ იყო ჩაკეტილი, სიახლეს იღებს შიშითა.




ამბავი ავთანდილის გამიჯნურებისა

ერთსა დღესა ჩვეულებით ავთო იყო სამსახურსა,
ჟამი იყო შემოდგომის, ქვევრი ითხოვს თავსახურსა,
როცა არცა ძლიერ გრილა, როცა არცა ძლიერ ხურსა,
სჯობს ნაკლები წაიკითხო და არ იჯდე სადმე ჭურსა.

უეცრად გოგო მოვიდა, ავთოსა წინ გაიარა,
თმა-დალალ-უღრან-ჩანჩქერმა, მზის სხივმა ვერ გაირა,
პირ-სახე, მთვარე, ვარსკვლავმა, ნახო - მოგირჩეს იარა,
ტანი ლერწამი წყაროსა. არ დადგა, მუნ ჩაიარა.

ლალის ფერისა ბაგენი ავთოსა თვალს აუბნევსა,
წარბ-წამწამ ცისარტყელანი ყოველსა აზრს დაუბნევსა,
თვალნი სიტკბოის მფრქვეველნი ავთოს მედგრობას უბნევსა,
ჰა, ვნახე ღმერთი ხორცადა, არ ვწამო სხვის ნაუბნევსა.

მისი ხმაი ზეციური.. ავთო წინ და უკან დგება,
ქალის მკერდი თამამურნი.. ავთო აღარ გამოდგება,
თვალნი ვეღარ აარიდნოს. ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება?
ასრე იცის ჩატში ჯდომამ, ოდეს ქალი არა გხვდება.

ავთოს ფიქრები წაიღოს, ქალი წავიდეს გზისითა,
ავთანდილ უჭირს საქმეი, აბა დაიწყოს რისითა,
თვალნიცა დაუბნელდების. არ ღამე, დღისით-მზისითა,
მხოლოდ მას ხედავს ბეჩავი, ისევ დამწვარი მისითა.

დასაწევად გამბედობა არა ეყო, შეეშინდა,
ხამს თავსაცა შეუძახა ხან კრეტინი, ხანაც გნიდა,
მაგრა ფეხნი მიეყინნოს, ვერ გადადგას სადაც გინდა,
არცა მის სახელი იცის, არცა კვალი, არცა წინდა..



ამბავი ავთანდილისა, ოდეს მიჯნური იპოვა

ოდეს ნახოს ავთომ ქალი, ფიქრით ძილი დაკარგოსა
აღარც ჭამა, არც დალევა, არც ლობიო არ დარგოსა,
მანქანა კი არა ყავდეს, ფულს კი უხდის კანარგოსა,
სხვა არა აქვს მას წამალი, მისმა ნახვამ თუ არგოსა.

ავთო გადაწყვეტს იპოვოს ვინ გული მისი აიღო,
ვინაც მის თვალ წინ დამდგარა, მისი ფიქრები წაიღო,
არადა ვერც ვის შეჰკითხავს, კარები არსიდ გაიღო,
სჯობს თავიდანვე ეზრუნა, ჰა, ახლა ბევრი გაიღო.

ერთსა დღესა.. თუ ღამესა, ავთო იჯდა ჩატსა შინა,
მოძებნიდა თვის მიჯნურსა, კითხვით ყველა შეაშინა,
თქვა თუ: "ასე მოვძებნიდე. ისევ ჯობდეს ვიყო შინა"
არ ივიწყოს მისი სახე ვინც ასე აშალაშინა.

ჩატშია ავთოს იცნობდნენ როგორც მხიარულ კაცსაო.
ახლა კი ძრიელ უკვირდათ, იქნება გავდეს სხვასაო..
სჯობს დაივიწყო ყოველი, ნუღარ იტანჯავ თავსაო.
სხვა ხომ ბრძენია სხვის ომში. ასეთი არის მასაო.

ერთსა ჩატელს ავთო ხედავს აგერ უკვე თვეა სამი,
თუმც სურათი არ ქონია, დაუდია არცა წამი,
ახლა ნახა ავთანდილმა, ქალი არის - დილის ნამი,
ხამს მოწყინდა უსურათოდ და გამოჩნდა დო და გამი.

ხოლო ავთანდილს ნახვითა თვალები გაუდიდია,
ფეხზე წამოხტა დაბნევით, გახელდა, არა მშვიდია,
და დაიყვირა "ვიპოვე!", არც მეზობლების რიდია,
ხამს თუ საწადელს მიაღწევ, მერე ხომ უკვე გკიდია..

გოგოს სახელი თინათინ, ქალი - მზე, ქალი - ფერია.
ავთო მივარდა, მესიჯს წერს. ღელავს, შუქნიშნის ფერია,
ვაჟის ფიქრებში ეს ქალი იდეალს შეეფერია,
ვიზეც ოცნებობს ყოველი, ბერი.. ან მთელი ერია.

არ ქონია ავთოს სიბრძნე ქალებთანა საუბრისა,
ან თუ სად რა უმჯობია, ანდა მოერიდოს რისა,
"მე მიყვარხართ თქვენ, გოგონი" - პირველ მესიჯადა წრისა,
ჰოი, ავთო, რომ იცოდე შენი ქარი საით ქრისა.




ამბავი თინათინისა

ხამს მოგიყვეთ ისტორია დასაჯერად ძნელი გვარი
განა იყოს გაბერილი, არცა რამე ბოდვა არი,
ხოლო სოდა აბუშტდების თუ დაასხი ზედა ძმარი,
ასრე მხიარული იყო.. იყოვო რა, ისევ არი.

თინათინ, ქალი შახისა, ქალი - ბგერ აღუწერელი,
შახმა მოიხმო სწავლულნი მის ქალ-სახ-დაუწერელი,
ბრძენნი დაიბნენ, ვერ ნახეს სიტყვაი ვერცა ვერელი,
თქვეს თუ, ასეთი ლამაზი არს ერთი მუნ იმერელი.

იმერელზე შახი გაწყრა, ბრძენნი დილეგს ჩაამწყვრია,
მაგრამ წარსდგა თინათინი, მამის გული გააცია,
ბრძენნი ისევ გამოუშვა, არც აცხელა, არც აცია.
თავის ფლობა ვინც არ იცის აბა იგი რა კაცია.

თინათინ იყო ამაყი, ქალი თავისა მფასია,
არცა შეზღუდვის მქონელი, დახარჯოს ოქრო ასია,
შახის ასულის მთხოვნელთა თინათინს ქონდა ცხრა სია,
მაგრამ ქალმა ხომ იცოდა თავისი თავის ფასია.

თუცა გარეთ მხიარულსა გულსა ქონდა მაინც დარდი,
ერთი ბიჭი შეუყვარდა, მისი სიტკბო, მისი ვარდი,
მაგრამ ბიჭმა არც შეხედა. ხან სასწრაფო, ხანაც არდი,
თიკო თავის თავს ეტყოდა "ვაჟო, რატომ შემიყვარდი"

თიკოს ყავდა მეგობრები, ცოტა გოგო, მეტი ბიჭი,
ერთად იყვნენ, დაგიჟობდნენ, დისკოტეკა, ღიჭი-ღიჭი,
გოგო ბიჭს გაამწარებდა, ეს მისდევდა, ვერ დაიჭი,
როგორც დასო მიყურებენ.. რაღა გინდა მეტი ნიჭი.

ცეკვავდა ბალეტს თინიკო, ტან-ფაქიზ, როგორც გედია,
მის გვერდით ჩაქრეს ყოველი, მირანდუხტი და მედია,
ცეკვის სანახად უცხონი ბევრნი მოვიდეს მედია,
"პრიმ-ბალერინა გამოვა, გოგმანობს როგორც მტრედია"

თინათინს მალე მობეზრდა ცეკვაც და პოპულარობა,
ჩარჩო არა აქვს, არც ვალი, არ აქვს ზრუნვა და მთავრობა,
ქვეყნების უყვარს მონახვა, ახალი გრძნობა-მგზავრობა,
ხან თუ ჩატშიაც შეივლის, იქაც ხომ უნდა მაგრობა.



ორი დევი

იყო ჟამი ავთანდილის, ოდეს გულსა ქონდა ძგერა,
ოდეს ფიქრნი არეულნი გონებასა დააძგერა,
ოდეს თვალნი აცდუნებდა, საროს ტანი ანდა ბგერა,
ჰა, თინიკოს გამოჩენით დაიწყო ახალი ერა.

პირველსა ჯერსა თინათინ ავთოი გაუკვირია,
უცხო სიყვარულს აუხსნის - არც რასმე დააკვირია,
როს იყო სუსტი, მკითხავმა უთხრა - იყავი გმირია,
თიკომდე დრო გაატარა და მერე გადაირია.

თინათინს ესრე ამბავი უჩნს ვითა მღერა ქნარისა,
ახალი პაკლო გავჩითე - დაქალს ეტყოდეს ნარისა -
ვუყვარვარ საწყალს გულწრფელად, იმედი ქონდეს ან რისა,
ჩემი მისდამი გრძნობები - მოტანილ არის ქარისა.

ხოლო-კაი ავთანდილი ძალას, ფულსა არა ზოგავს,
ხამს აჩუქოს ფუმფულინი, საყვარლობა, რამეს რომ გავს,
რაცა ხელფასს აიღებდის თიკოს უძღვნის, სრულად მოგავს,
თუცა ვერა გამოსტყუოს სითბოება ქალს, მსავსს-ხო-ავს.

ვაჟმა ესე განიზრახა, რადაც უნდა დაუჯდესა,
თინათინი მისი გახდეს, შეიყვაროს, თან უჯდესა,
თუცა ეტყვის გონებაი: ავთო, ნუთუ გიღირს ესა?
ქალი ტურფა რად გარგია, რომელ ომში გამოდგესა..

თინათინ შორით მოუვლის, თან გულცივობა სჩვევია,
ხამს მისთვის ვაჟის გრძნობანი ალბათ მორიგი კევია,
ავთო მიენდო გულის თქმას, გულს გრძნობა ვერ დასტევია,
აზრით თუ გულის ძახილით?! ორი უკვდავი დევია..



აქა ამბავი ავთანდილის თინათინთან პაემანზე წასვლისა

გამოხდა ხანი მრავალი, ნეტავი რამდენ თვიანი,
ავთოს და თიკოს კავშირი.. კავშირი? მსგავსი რი-ანი?
გოგო ასეთი თამამი, ბიჭი ასეთი ჭკვიანი.
თუკი ერთხელ ღრმად შეტოპავ მერე იქნება გვიანი.

ხამს ავთანდილ თიკოსაგან შორს ცხოვრობს და მისტიროდეს,
არცა ტრანსპორტ რამე ყავდეს, ან იყიდოს ნეტავ ოდეს?
გოგო ეტყვის - მე არ მინდა ჩემს სიყვარულს ვერ ვნახოდე,
ანდა თვეში ერთხელ ვნახო, მერე კი მას ვინატროდე.

ქალაქი ესე თიკოსი ორას ოთხმოც ვერსსა ძევსა,
გადივლიდე ხიდსა მრავალს, პერევალსა - ესრე ხევსა,
სანამ გზაში მიდიოდე დაღეჭავდე ასსა კევსა,
თუცა გზაი კარგი არის, არ უჭირავს არც ერთს დევსა.

თინათინ ქალი შაჰისა.. ავთანდილს უნდა გმირობა,
მუნ კი არ უნდა გამოსვლა, ქალაქსა სადღაც გზირობა,
მაგრამ თინიკოს თვალები.. ავთოს გაუჩნდა ცილობა:
წასვლა თუ ოდენ არ წასვლა? შეექმნა დაღრეჯილობა.

ბოლო სწასვლა გადაწყვიტა სიცოცხლეში მან პირველად,
არცა ვინმეს სახლში უთხრა.. ესეც ისევ ხამს პირველად,
თიკოს გუშინ შეუთანხმის - მანდ მოვდივარ ჩემო ელად,
შენ სიყვარულ გულისათვის აჰა, გავედ ტყედ და ველად.

თიკოს გულში რაღაც გრძნობა.. არა არ სიყვარულია,
ალბათ უფრო თავის ქება, სიამაყე - ხამს გულია,
ნახე - ფიქრობს - ჩემს გულისთვის საიდანა სად უვლია,
რა მაგარი ვიღაცა ვარ. ყველამ მომცეს თვის სულია.

ხოლო ვაჟის გონებანი სულ სხვადასხვა აზრსა წერსა,
აი, ჩავალ, თიკოს ვნახავ, გავახარებ ერსა, ბერსა.
და აქ გაწყდა ავთოს ფიქრი.. აზრი გახდა განაჯერსა.
მერე რა ქნას აღარ იცის, მეტი ფიქრი ვეღარ ჟღერსა.

დილით წამოხტა ავთანდილი, თუმცაღა უყვარს ძილია,
ახალი ზმანი ჩაიცვა, გამოიხეხა კბილია,
ხამს ავტოსაგურს გავარდა, "მარშუტკას" მიასწრილია,
მეტი ადგილი არა მაქვს - ეტყოდა მძღოლი ილია.

ოჰო, ავთოს ჩანაფიქრი, გეგმა, ნგრევას აპირებსა,
ძიაკაცო, თუ არ ჩავალ სახლი თავზე დამენგრესა..
ვა, სად დაგსვა, გიჟი ხვარ ხარ - მძღოლმა უთხრა ავთოს ესა
- აგერ ტაბურეტკა მქონდეს, აქ დაჯექი თუ გინდესა.



პაემანი

ავთო მიდის თინათინთან, გული მეტად ბაგუნობსა.
თინათინს კი სძინავს მშვიდად, არცა რასმე ხამს უბნობსა,
მგონი სულაც დაივიწყა ვაჟი. გუშინ საუბრობსა -
რა გიჟების მაგნიტი ვარ. ჭკვიანს ჭკუას ჩავუქრობ-სა.

ვაჟი გზიდან გამოვიდა, დაურეკა - არ იღებსა,
ეს რა ტენდენცია არის, მობილს სადღაც შორსა დებსა,
ხამს ეს ხალხი საოცარნი, მობილ აქვს, არ იხმარებსა,
ხან-ცა სადმე ოთახს დარჩეს, ხან წყალში ჩაუვარდებსა.

მეხუთე რეკვამ ზარისამ გამოაღვიძა. ჩაიყო..
დახედა - აუ, გიჟია, რა დროის წამოსვლა იყო,
ალო, სადა ხარ, მოდიხარ? - აზრები ორად გაიყო,
გავიდეს? თან ეზარება. თან უნდა ნახოს რა იყო.

ვაჟი მიდის სიხარულით, თავის ოცნების ქალს ხვდება,
თან-ცა ფიქრობს ოცნებებში, ნეტავ მერე რა მოხდება,
არ გათიშოს ტელეფონი, აღარ უნდა ჯიბეს გდება.
ოდეს მიჯნურს ატყუებდე ადრე, მალე ვერ მიხვდება.

ქალმა ჩაიცვა შარვალი, არა მოტკეცილ, დიდია,
ხამს შარფი შემოიხვია. მზე არის, მაგრამ ჰკიდია,
თავს დაიფარა კენგოლი, თითქოს თმის ქონდეს რიდია,
და ზღვისა რასმე ფლოსტებით მუნ გაიარა ხიდია.

ვაჟსა უთხრა - დამელოდე, როგორც კი შევძლებ, მოვიდე.
ჯერ უნდა ერთგან მივიდე და მერე მანდ გამოვიდე,
ავთოი უცხო ქალაქში არ იცის სად გამოვიდეს,
იქნებ არც ღირდა ჩამოსვლა - ასეთი ფიქრიც მოვიდეს.

გავიდა ერთი საათი, ვაჟს ეწურება ფიალა,
მას ხომ გათვლილი ქონოდა რომელ წუთს თუ სად იარა,
თავის ქმედების სისწორე თავიდან დაატრიალა,
აჰა, ჩავიდა, მაგრამა ქალმა დამართა იარა.

აგერ მოდის ვიღაც გოგო.. არა, თიკო ეს არ არის,
იქნება ის.. იქნებ იგი? რა პონტია ე, სად არის?
კი, მე ვიცი პაემანზე გვიანობა მოდად არის
მაგრამ დროის გაფლანგება რატომ არის ასე ქარის?

ბოლოს მოვიდა თინიკო, გულ-ცივი, არ ღიმილითა,
- დილიდან რაღაც ცუდად ვარ თავისა მუნ ტკივილითა.
ვაჟი ეცადა გართობას თავისის სიტყვა-ტკბილითა,
ზის თინათინი კლდე-ქალად, არა-მზე არის დილითა.

ავთო მოყვეს ანეგდოტნი, თინათინ არ იღიმისა,
სადღაც შორეთს იყურების, ფიქრი არის სხვაგან მისა,
ერთხელაც კი არ შეხედა როგორც შეეფერებისა
ვაჟსა, რწმენა დაკარგულსა, როგორც წყალი არის ისა.

უეცრად ადგა თინიკო: სახლში-ცა მაგვიანდება,
კარგ იყო შენი დანახვა.. ეგრეცა დამიამდება.
ისემც რა გითხარ ქალაო, რაც არა გაგვიანდება,
მაგრამა თავის ფასილი მოდაა, არ უღამდება.

ავთო ასე გულნაკლული პაემნიდან წამოვიდა,
ქალი-ღმერთი, ქალი-ფიქრი, ქალი-დარდი, ქალი - გნიდა!
აჰა! - ეტყვის გონებაი - გაფრთხილებდი? ესე გინდა!
აყოლილხარ გულის თქმასა. შენი საქმე არის წინდა!

შენ რაღა იცი?! - გულ ეტყვის - ნეტარ არს სხვისი მგოსანი,
დღეს არა? ხვალ შეგიყვარებს! ხვალე გახდები ფრთოსანი.
ვაჟი დაიბნა, არ იცის. ამ დარგში არს ოროსანი,
გრძნობა-გონების კამათში გახდების გულდარდოსანი.

.

ნიჭიერი და ზარმაცი.

კაროჩე, როგორც ვიცით ქართველები ნიჭიერი და ზარმაცი ერი ვართ.

ხოდა ამის დასტურია ის, რომ ამდენი წერის მერე, დღეს, 1 ნოემბერს, დამეზარა რა ამ პოენის გაგრძელება, გადავწყვიტე შემდეგი თავების მოკლე შინაარსი გითხრათ.

მოკლედ, ეს ჩვენი საწყალი ავთო წამოვა უკან, იფიქრებს, იფიქრებს, მერე გადაწყეტავს რომ მისი ოცნების ქალი თუ ასეთი ცუდია, სხვები რაღა იქნებიანო, წავა, დადგება ხიდზე და გადახტება წყალში. ხოდა ცურვა კი არ იცის. ვერ მოიცალა ახლა ცურვის სასწავლად. :) ხოდა გადახტება ასე წყალში, მდინარეში ჩავარდება სადღაც. ჩავარდება და ესე იგი, ეს მდინარის ცივი წყალი თავის ცხელ გრძნობებს და ფიქრებს ისა გაუგრილებს, თქვენი მოწონებული. მარა გაუგრილებს კარგია, ახლა სადღც ჭიჭინაში მიაქანებს ეს ოხერა მდინარე. ამან კი ცურვა არ იცის.



ხოოდა როგორც იქნა მოიფიქრა რომ ღმერთმა თქვა, გაანძრიე ხელი და გეშველებაო და გაანძირა ამანაც და უცებ ისწავლა ცურვა. ისწავლა რა, როგორღაც კი გამოვიდა ნაპირზე თულ დალურჯებული ამ ქვებზე მიხეთქებისაგან და შეცივნული და კაროჩე, მაგარი გაკვეთილი ისწავლა რა. თიკოს დედაცო - ცხოვრებაში რომ არ შეუგინია, ახლა თქვა ავთომ - რამის მართლა არ მოვიკალი თავი ვიღაცა სწერვას გულიზაო?

ასეთი პათოსით წამოვიდა სახლში. მერე იყო მთელი რაზბორკები, აბა რატომ გაქვს ეს სინიაკებიო და კაროჩე, ტვინის ბურღვები რა. მერე რომალური ცხოვრებაც თითქოს ისევ თავიდან დაიწყო, მარა ერთ დღესაც გავიხედოთ და თიკო უმესიჯებს როგორ ხარო. ხოდა გონებამ ისევ უკან გადაიწია, მოეძალა გრძნობები. კაროჩე, ეს ბიჭი მაგარი არამდგრადი ვიღაცა გამოდგა რა. ვერ ისწავლა ეტყობა ის ცივი წყლის ეფექტი. ვერ ისწავლა და დაადო თავი და წავიდა ისევ თიკოსთან.




წავიდა ესე იგი თიკოსთან, იმან გაუღიმა.. არ ვიცი რატომ, მარ გაუღიმა. ეგ კი არა და დაელაპარაკა კიდეც და ავთოს გულის გასახარად, სადღაც პარკშიც წავიდნენ ერთად და ნაყინიც კი მიირთვეს და ავთოს მეტი რაღა უნდოდა, ადუღდა და გადმოვიდა. :) საწყალი ბიჭი რა! რა ტყუილად ეუბნება გონება, გაანებე მაგ გოგოს თავი, კაის არაფერს მოგიტანოსო. მარა არაა! მადა ჭამაში მოდისო და მეორე დღესაც წავიდა და ნახა.

წავიდა კაია, როგორც ვთქვით, კაი შორს ცხოვრობდა თიკო და ამ ოხერა ავთოს მანქანა არა ყავს. ხოდა წავიდა ესე იგი და ამ ჯერზე ისევ სალი კლდესავით დახვდა თიკო.. მოკლედ, იგივე ზღაპარი რა. ტრალაი-ლალაი, ცივ-წყალ გადასხმული ავთო ახლა თავის მოკვლის უფრო დახვეწილ მეთოდებზე გადადის. შტერია რა ფაქტიურად, მარა რაც არის არის, ავია თუ კაია, ჩვენია. :)




მოკლედ, როგორც ვიცით ვსეზნაიკაა ავთო და საიდანღც გაჩითავს.. გაჩითავს.. ციანიდი ჯობია თუ დარიშხანი? კაროჩე, დარიშხანს. ესაა თეთრი რაღაცა, რომელსაც თუ შაქარს შევურევთ, ემმგონი არც შეემჩნევა. ხოდა ასე, შეურევს შაქარს, უფრო ზუსტად შაქრის ფხვნილს და ჰაიდაა, წავიდა ცეცხლი-პურიჭამა! დამიჯერეთ, ცურვა რომც იცოდე, დარიშხანის ჭამის მერე ნაპირზე ვერ გამოაღწევ. ხოდა ამანაც ვერ გამოაღწია. ჯერ გაცივდა, მერე დასცხა, მერე გულისრევები და ჭირი და დოზანები დაემართა.. რათა შვილო, აი რათა ჰა? ვისი გულისთვინა, თორემ კი.

ხოდა ასე მოიკლა თავიი.. მერე იტყვიან რათაო. კარგი სამუშაო ქონდაო, კარგი ოჯახიო, სახლიო და გარემოვო.. აბა ასეთი ჭკვიანი ბიჭი როგორ იზავდაო. ენდე თუ არა! არადა დაეჯერებინა რა გონებისათვის, დაეჯერებინა! ბლიინ! აი ეგ არის რა, რაც გიწერია, არ აგცდება. გიჟი იყო და გიჟად დარჩა. ვსო, წავედი მე.

 

ა, ხო, მართლა. სურათები, რომლებითაც გაფორმებულია ეს პოსტი, ეკუთვნის ერთ მოდელს, რომლის სახელის ბოლო ექვს ასოს არ ვასახელებთ. :) და აქვე - ახლა მომივიდა კაკრას კარგი რითმები და ერთ საფინალო სტროფსაც დავწერ:

რატომ გადაადნე, რომელ გორისა ხარ,
ჩემი გრძნობები ნახმარი ფისივით?
სადღაც ყოფნას და არ ყოფნას შორისა ვარ
საფლავს მიწერილი წლების დეფისივით.