Thursday, November 26, 2009

ერთი შანსი

შიდა ვაკანსია გამოცხადდა აიტიზე.

არა სირბილი, არა უსიამოვნო კლიენტები, არა გაუგებარი ხალხი. შენი ფილიალის ღმერთი იქნები, რასაც შენ იტყვი, ისე იქნება. უფასო ინტერნეტი და კარგი ანაზღაურება.

ცხოვრება ასეთ შანსს ერთხელ გაძლევს.

ვიცი.

და მე ამ შანსზე უარს ვამბობ.

დიახ. გაცნობიერებულად.

ორი მიზეზია: მე მიყვარს ჩემი ქალაქი და არ მინდა თბილისში გადასვლა. მეორე კი.. რიჟრაჟისფერი თვალები.

არ ვიცი რა მემართება. არასოდეს მომწონდა ლურჯი თვალები, შოკოლადისფერი კანი, ქერა თმა, თითქმის ჩემი სიმაღლის გოგოები.. რაღაცა ხდება.. იქნებ ესეც ერთი შანსია? იქნებ ის რაღაცა, რომელიც არსებობს, არჩევანს მთავაზობს?

და მე ვირჩევ თვალებს.

მიუხედავად იმისა, რომ თვალებმა არც ჰო იციან და არც არა.

იმედი ღუპავს კაცობრიობას, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.

ახლა ხინკალზე და ჩემს ორნახად არაყზე მივდივართ ბიჭები. წვიმიანი ამინდია. ალბათ საკაიფოდ გამოვთვრები. მერე თუ გვიანი არ იქნება, მოვალ და დავწერ კიდევ ერთ უნიჭო ლექსს შოკოლადისფერ კანზე.

გამივლის.

ვიცი.

მარა რაღაც ძალიან აგვიანებს. იქნებ არ მინდა რომ გამოაროს?

მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე,
როცა არ ჭირდება სიტყვებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია.

1 comment:

vasasi said...

გურამ, ერთი მისამართი მომეცი და რეკომენდაცია გამიწიე..

მე მივხედავ აქ საქმეებს, შენ არ ინერვიულო.. :))