მოკლედ, პოემა იქნება.. რაზე იქნება პოემიდან გაიგებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ პოემა იქნება უზარმაზარი (ანუ ბლოგის ზომებისათვის) და სახალისო და დამაფიქრებელი (იმედია). ხოლო რადგან გული მიგრძნობს რომ რაღაც დრო დრაფტებში მოუწევს ყოფნა, დაე ასეც იყოს. მთავარი ისაა, რომ ერთხელაც იქნება და დავამთავრებ.
შესავალი
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა ღვთისნიერითა
და მისცა კაცთა გონება სამყაროსითა ჭერითა,
მან მისცა მათსვე გრძნობანიც, ალაგს მდგომელნი ვერითა,
თუმცა არ მისცა სწავლება მათის ხმარების ხელითა.
ესრეთა ძნელი ამბავი, თავისა გადამრჩენელი,
არც მტრისთვის, არც მოყვარისთვის ადგილის დამარჩენელი,
ერთისა ფიქრით მალულით ნერვის არ გადამრჩენელი,
ხამს არავისთქვის ნათქვამი, შენშია ჩამარჩენელი.
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა
ასრეთ მიჯნურს მოცლილობა, მარჯვე ფლირტი, ტრაკის ქნევა,
თუცა იყვნეს მიჯნურობა საქმე რთული, ანდა ჩვევა,
ოდეს გული გამიჯნურდეს ძნელი არის გადაჩვევა.
ცხოვრება ესე ნამდვილი, რომანტიზმს მოკლებულია,
არც ასე რბილად სავალი, არც კარნი გაღებულია,
გრძნობით ნამართი ცხოვრება ნგრევისთვის განწირულია,
უგრძნოდ ნამართი ცხოვრება - უფერო, ჩაკირულია.
რა მიჯნური გამიჯნურდეს, ახლა უნდა დიდი გული,
ზოგმა სახლი შეამოწმოს, ზოგმა შეამოწმოს მული,
ზოგმა თვალნი გააღმერთოს, მიჯნურს მისცეს თვისი სული,
მძულს უფერო სიყვარული, დომინირებს როცა ფული.
თუცაღა ფიქრი ნაფიქრი ორ ზღვასა დაიპარება,
გრძნობა თუ აზრი? რომელი? რომელი აიპარება?
ოდეს შიმშილი კარიდან დიდებით შაიპარება,
მაშინ ფერადი გრძნობები ფანჯრიდან გაიპარება!
ამბავი ავთანდილისა
იყო არაბეთს ავთანდილ, ყმაწვილი ლურჯ-თვალიანი,
მაღალი, ჩუმი, ნასწავლი, ტურების მომგებიანი,
ქუჩის ამბავთა არ მცოდნი, ფრთხილი და ზრდილობიანი,
თვით რომანტიკი უზადო, კვლა მოუბარი წყლიანი.
მშობელნი ყავდეს მომკაცრო, თავისა სტილზე გამზრდელნი,
ავთანდილ დაუჯერებდეს რასაც ეტყოდის აღმზდელნი,
არა იცოდის გარშემო სხვაც არის ჯიშის ნაზრდელნი,
მისი ცხოვრება ვიდოდა ვით გალიაში გაზრდელნის.
მისი დღეი დაგეგმილი იყო როგორც საათია,
დროის ფასი მან იცოდა, ზოგჯერ ღამეც გაათია,
არ ადარდებს ავთანდილსა არცა ქეთი, არცა თია,
"ქალი კაცის მტერი არის". ძაან კი შეღავათია!
ოდეს იყო ბავშვი ჩვენი ავთანდილი, ავთო, თომა,
თვითონ ნახა მისი საქმე: სწავლა, სწავლა, სულ წინ დგომა,
მაგრამ ბევრი ხალხისაცა არა ქონდა თანადგომა,
და ავთოსა არც უყვარდა ხალხის წინა გადმოდგომა.
ავთანდილს უყვარს წესრიგი, კარგი საჭმელის გემოი,
თუმცა არ იცის ჩაცმაი, რაღაც ვერ არის ემოი,
თანსაცმელს ვერ აარჩევდის, მისი გმირია ნემოი,
რაც ხელში მოხვდის - ჩაიცმის, როგორც მჭედელი თემოი.
ამიტომაც გარეთ გასვლა მისი თავის ტკივილია,
გარეთ გამო - ეძახიან - ავთოც გვინდა, ჩივილია,
სახლში ყოფნა რა პონტია?! ავთოსთვის კი კ ვ ლია,
დაჯდის, წიგნი წაიკითხოს, დუმბაძეი ან ილია..
ავთოს ცხოვრება წიკწიკით ყოველთვის არ მიდიოდა,
ყველაფერს ხომ ვერ დაგეგმავ?! ზოგჯერ ცრემლიცა სდიოდა,
არ უყვარს დალევ-მოწევა, სტუმრად არ ხშირად დიოდა,
ზოგჯერ რობოტსაც მაგონებს - სულ ყველა ამას ჩიოდა.
ჩატერობა
ავთანდილ იყოს ყმაწვილი, ქოდეს კომპი და მობილი,
ხალხს ჩატით გაიცნობოდეს, იქ გახდებოდეს ძმობილი,
რეალში ყოფნა უჭირდეს, არ ყავდეს ლოვე, დობილი,
გუგლის ერსითა იცოდეს მეხიკოც და ჩერნობილი.
ავთანდილის გატაცება F.P.S.-ი თამაშია,
ქვაკი, ქონტერ, სტალკერ, კრიზის.. მადა მოდის ჭამაშია.
გარნა ჰქოდეს ინტერნეტი, ჩატში ყოფნაც ძალაშია,
არცა დიდი კუნთი უნდა, არცა ტვინი მალაშია.
თუცა უძახდნეს რობოტსა, ავთანდილიცა მზეობდეს,
ამბობდეს "ქალი რა არის, კაცისა ზედა ღრეობდეს"
მაინც გვამითა მისითა არ რობოტობდეს, ძეობდეს,
ქალნიც აინტერესებდის, კარგ ტიპობასაც მეობდეს.
ხოდა დაჯდის ავთანდილი, ჩატსა შიგან შევიდესა,
ზოგსა "ასტრონავტი ვარო", ზოგსა "ტანი მიგავს კლდესა"
ბევრჯერ ქალნი გაიცინნონ, ზოგჯერ დაუჯერებდესა.
მაგრა მისი იდეალი სადღაც ძაან შორსა ჯდესა..
ბევრსა ქალსა მოხიბლავდეს თავის წესიერებითა,
ზრდილობითა, ცოდნისითა, მუდამ გამოცდილობითა,
"ყველაფერი გამომდისა" - ავთო იტყვის მუნ რიხითა,
მაგრამ იყო ჩაკეტილი, სიახლეს იღებს შიშითა.
ამბავი ავთანდილის გამიჯნურებისა
ერთსა დღესა ჩვეულებით ავთო იყო სამსახურსა,
ჟამი იყო შემოდგომის, ქვევრი ითხოვს თავსახურსა,
როცა არცა ძლიერ გრილა, როცა არცა ძლიერ ხურსა,
სჯობს ნაკლები წაიკითხო და არ იჯდე სადმე ჭურსა.
უეცრად გოგო მოვიდა, ავთოსა წინ გაიარა,
თმა-დალალ-უღრან-ჩანჩქერმა, მზის სხივმა ვერ გაირა,
პირ-სახე, მთვარე, ვარსკვლავმა, ნახო - მოგირჩეს იარა,
ტანი ლერწამი წყაროსა. არ დადგა, მუნ ჩაიარა.
ლალის ფერისა ბაგენი ავთოსა თვალს აუბნევსა,
წარბ-წამწამ ცისარტყელანი ყოველსა აზრს დაუბნევსა,
თვალნი სიტკბოის მფრქვეველნი ავთოს მედგრობას უბნევსა,
ჰა, ვნახე ღმერთი ხორცადა, არ ვწამო სხვის ნაუბნევსა.
მისი ხმაი ზეციური.. ავთო წინ და უკან დგება,
ქალის მკერდი თამამურნი.. ავთო აღარ გამოდგება,
თვალნი ვეღარ აარიდნოს. ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება?
ასრე იცის ჩატში ჯდომამ, ოდეს ქალი არა გხვდება.
ავთოს ფიქრები წაიღოს, ქალი წავიდეს გზისითა,
ავთანდილ უჭირს საქმეი, აბა დაიწყოს რისითა,
თვალნიცა დაუბნელდების. არ ღამე, დღისით-მზისითა,
მხოლოდ მას ხედავს ბეჩავი, ისევ დამწვარი მისითა.
დასაწევად გამბედობა არა ეყო, შეეშინდა,
ხამს თავსაცა შეუძახა ხან კრეტინი, ხანაც გნიდა,
მაგრა ფეხნი მიეყინნოს, ვერ გადადგას სადაც გინდა,
არცა მის სახელი იცის, არცა კვალი, არცა წინდა..
ამბავი ავთანდილისა, ოდეს მიჯნური იპოვა
ოდეს ნახოს ავთომ ქალი, ფიქრით ძილი დაკარგოსა
აღარც ჭამა, არც დალევა, არც ლობიო არ დარგოსა,
მანქანა კი არა ყავდეს, ფულს კი უხდის კანარგოსა,
სხვა არა აქვს მას წამალი, მისმა ნახვამ თუ არგოსა.
ავთო გადაწყვეტს იპოვოს ვინ გული მისი აიღო,
ვინაც მის თვალ წინ დამდგარა, მისი ფიქრები წაიღო,
არადა ვერც ვის შეჰკითხავს, კარები არსიდ გაიღო,
სჯობს თავიდანვე ეზრუნა, ჰა, ახლა ბევრი გაიღო.
ერთსა დღესა.. თუ ღამესა, ავთო იჯდა ჩატსა შინა,
მოძებნიდა თვის მიჯნურსა, კითხვით ყველა შეაშინა,
თქვა თუ: "ასე მოვძებნიდე. ისევ ჯობდეს ვიყო შინა"
არ ივიწყოს მისი სახე ვინც ასე აშალაშინა.
ჩატშია ავთოს იცნობდნენ როგორც მხიარულ კაცსაო.
ახლა კი ძრიელ უკვირდათ, იქნება გავდეს სხვასაო..
სჯობს დაივიწყო ყოველი, ნუღარ იტანჯავ თავსაო.
სხვა ხომ ბრძენია სხვის ომში. ასეთი არის მასაო.
ერთსა ჩატელს ავთო ხედავს აგერ უკვე თვეა სამი,
თუმც სურათი არ ქონია, დაუდია არცა წამი,
ახლა ნახა ავთანდილმა, ქალი არის - დილის ნამი,
ხამს მოწყინდა უსურათოდ და გამოჩნდა დო და გამი.
ხოლო ავთანდილს ნახვითა თვალები გაუდიდია,
ფეხზე წამოხტა დაბნევით, გახელდა, არა მშვიდია,
და დაიყვირა "ვიპოვე!", არც მეზობლების რიდია,
ხამს თუ საწადელს მიაღწევ, მერე ხომ უკვე გკიდია..
გოგოს სახელი თინათინ, ქალი - მზე, ქალი - ფერია.
ავთო მივარდა, მესიჯს წერს. ღელავს, შუქნიშნის ფერია,
ვაჟის ფიქრებში ეს ქალი იდეალს შეეფერია,
ვიზეც ოცნებობს ყოველი, ბერი.. ან მთელი ერია.
არ ქონია ავთოს სიბრძნე ქალებთანა საუბრისა,
ან თუ სად რა უმჯობია, ანდა მოერიდოს რისა,
"მე მიყვარხართ თქვენ, გოგონი" - პირველ მესიჯადა წრისა,
ჰოი, ავთო, რომ იცოდე შენი ქარი საით ქრისა.
ამბავი თინათინისა
ხამს მოგიყვეთ ისტორია დასაჯერად ძნელი გვარი
განა იყოს გაბერილი, არცა რამე ბოდვა არი,
ხოლო სოდა აბუშტდების თუ დაასხი ზედა ძმარი,
ასრე მხიარული იყო.. იყოვო რა, ისევ არი.
თინათინ, ქალი შახისა, ქალი - ბგერ აღუწერელი,
შახმა მოიხმო სწავლულნი მის ქალ-სახ-დაუწერელი,
ბრძენნი დაიბნენ, ვერ ნახეს სიტყვაი ვერცა ვერელი,
თქვეს თუ, ასეთი ლამაზი არს ერთი მუნ იმერელი.
იმერელზე შახი გაწყრა, ბრძენნი დილეგს ჩაამწყვრია,
მაგრამ წარსდგა თინათინი, მამის გული გააცია,
ბრძენნი ისევ გამოუშვა, არც აცხელა, არც აცია.
თავის ფლობა ვინც არ იცის აბა იგი რა კაცია.
თინათინ იყო ამაყი, ქალი თავისა მფასია,
არცა შეზღუდვის მქონელი, დახარჯოს ოქრო ასია,
შახის ასულის მთხოვნელთა თინათინს ქონდა ცხრა სია,
მაგრამ ქალმა ხომ იცოდა თავისი თავის ფასია.
თუცა გარეთ მხიარულსა გულსა ქონდა მაინც დარდი,
ერთი ბიჭი შეუყვარდა, მისი სიტკბო, მისი ვარდი,
მაგრამ ბიჭმა არც შეხედა. ხან სასწრაფო, ხანაც არდი,
თიკო თავის თავს ეტყოდა "ვაჟო, რატომ შემიყვარდი"
თიკოს ყავდა მეგობრები, ცოტა გოგო, მეტი ბიჭი,
ერთად იყვნენ, დაგიჟობდნენ, დისკოტეკა, ღიჭი-ღიჭი,
გოგო ბიჭს გაამწარებდა, ეს მისდევდა, ვერ დაიჭი,
როგორც დასო მიყურებენ.. რაღა გინდა მეტი ნიჭი.
ცეკვავდა ბალეტს თინიკო, ტან-ფაქიზ, როგორც გედია,
მის გვერდით ჩაქრეს ყოველი, მირანდუხტი და მედია,
ცეკვის სანახად უცხონი ბევრნი მოვიდეს მედია,
"პრიმ-ბალერინა გამოვა, გოგმანობს როგორც მტრედია"
თინათინს მალე მობეზრდა ცეკვაც და პოპულარობა,
ჩარჩო არა აქვს, არც ვალი, არ აქვს ზრუნვა და მთავრობა,
ქვეყნების უყვარს მონახვა, ახალი გრძნობა-მგზავრობა,
ხან თუ ჩატშიაც შეივლის, იქაც ხომ უნდა მაგრობა.
ორი დევი
იყო ჟამი ავთანდილის, ოდეს გულსა ქონდა ძგერა,
ოდეს ფიქრნი არეულნი გონებასა დააძგერა,
ოდეს თვალნი აცდუნებდა, საროს ტანი ანდა ბგერა,
ჰა, თინიკოს გამოჩენით დაიწყო ახალი ერა.
პირველსა ჯერსა თინათინ ავთოი გაუკვირია,
უცხო სიყვარულს აუხსნის - არც რასმე დააკვირია,
როს იყო სუსტი, მკითხავმა უთხრა - იყავი გმირია,
თიკომდე დრო გაატარა და მერე გადაირია.
თინათინს ესრე ამბავი უჩნს ვითა მღერა ქნარისა,
ახალი პაკლო გავჩითე - დაქალს ეტყოდეს ნარისა -
ვუყვარვარ საწყალს გულწრფელად, იმედი ქონდეს ან რისა,
ჩემი მისდამი გრძნობები - მოტანილ არის ქარისა.
ხოლო-კაი ავთანდილი ძალას, ფულსა არა ზოგავს,
ხამს აჩუქოს ფუმფულინი, საყვარლობა, რამეს რომ გავს,
რაცა ხელფასს აიღებდის თიკოს უძღვნის, სრულად მოგავს,
თუცა ვერა გამოსტყუოს სითბოება ქალს, მსავსს-ხო-ავს.
ვაჟმა ესე განიზრახა, რადაც უნდა დაუჯდესა,
თინათინი მისი გახდეს, შეიყვაროს, თან უჯდესა,
თუცა ეტყვის გონებაი: ავთო, ნუთუ გიღირს ესა?
ქალი ტურფა რად გარგია, რომელ ომში გამოდგესა..
თინათინ შორით მოუვლის, თან გულცივობა სჩვევია,
ხამს მისთვის ვაჟის გრძნობანი ალბათ მორიგი კევია,
ავთო მიენდო გულის თქმას, გულს გრძნობა ვერ დასტევია,
აზრით თუ გულის ძახილით?! ორი უკვდავი დევია..
აქა ამბავი ავთანდილის თინათინთან პაემანზე წასვლისა
გამოხდა ხანი მრავალი, ნეტავი რამდენ თვიანი,
ავთოს და თიკოს კავშირი.. კავშირი? მსგავსი რი-ანი?
გოგო ასეთი თამამი, ბიჭი ასეთი ჭკვიანი.
თუკი ერთხელ ღრმად შეტოპავ მერე იქნება გვიანი.
ხამს ავთანდილ თიკოსაგან შორს ცხოვრობს და მისტიროდეს,
არცა ტრანსპორტ რამე ყავდეს, ან იყიდოს ნეტავ ოდეს?
გოგო ეტყვის - მე არ მინდა ჩემს სიყვარულს ვერ ვნახოდე,
ანდა თვეში ერთხელ ვნახო, მერე კი მას ვინატროდე.
ქალაქი ესე თიკოსი ორას ოთხმოც ვერსსა ძევსა,
გადივლიდე ხიდსა მრავალს, პერევალსა - ესრე ხევსა,
სანამ გზაში მიდიოდე დაღეჭავდე ასსა კევსა,
თუცა გზაი კარგი არის, არ უჭირავს არც ერთს დევსა.
თინათინ ქალი შაჰისა.. ავთანდილს უნდა გმირობა,
მუნ კი არ უნდა გამოსვლა, ქალაქსა სადღაც გზირობა,
მაგრამ თინიკოს თვალები.. ავთოს გაუჩნდა ცილობა:
წასვლა თუ ოდენ არ წასვლა? შეექმნა დაღრეჯილობა.
ბოლო სწასვლა გადაწყვიტა სიცოცხლეში მან პირველად,
არცა ვინმეს სახლში უთხრა.. ესეც ისევ ხამს პირველად,
თიკოს გუშინ შეუთანხმის - მანდ მოვდივარ ჩემო ელად,
შენ სიყვარულ გულისათვის აჰა, გავედ ტყედ და ველად.
თიკოს გულში რაღაც გრძნობა.. არა არ სიყვარულია,
ალბათ უფრო თავის ქება, სიამაყე - ხამს გულია,
ნახე - ფიქრობს - ჩემს გულისთვის საიდანა სად უვლია,
რა მაგარი ვიღაცა ვარ. ყველამ მომცეს თვის სულია.
ხოლო ვაჟის გონებანი სულ სხვადასხვა აზრსა წერსა,
აი, ჩავალ, თიკოს ვნახავ, გავახარებ ერსა, ბერსა.
და აქ გაწყდა ავთოს ფიქრი.. აზრი გახდა განაჯერსა.
მერე რა ქნას აღარ იცის, მეტი ფიქრი ვეღარ ჟღერსა.
დილით წამოხტა ავთანდილი, თუმცაღა უყვარს ძილია,
ახალი ზმანი ჩაიცვა, გამოიხეხა კბილია,
ხამს ავტოსაგურს გავარდა, "მარშუტკას" მიასწრილია,
მეტი ადგილი არა მაქვს - ეტყოდა მძღოლი ილია.
ოჰო, ავთოს ჩანაფიქრი, გეგმა, ნგრევას აპირებსა,
ძიაკაცო, თუ არ ჩავალ სახლი თავზე დამენგრესა..
ვა, სად დაგსვა, გიჟი ხვარ ხარ - მძღოლმა უთხრა ავთოს ესა
- აგერ ტაბურეტკა მქონდეს, აქ დაჯექი თუ გინდესა.
პაემანი
ავთო მიდის თინათინთან, გული მეტად ბაგუნობსა.
თინათინს კი სძინავს მშვიდად, არცა რასმე ხამს უბნობსა,
მგონი სულაც დაივიწყა ვაჟი. გუშინ საუბრობსა -
რა გიჟების მაგნიტი ვარ. ჭკვიანს ჭკუას ჩავუქრობ-სა.
ვაჟი გზიდან გამოვიდა, დაურეკა - არ იღებსა,
ეს რა ტენდენცია არის, მობილს სადღაც შორსა დებსა,
ხამს ეს ხალხი საოცარნი, მობილ აქვს, არ იხმარებსა,
ხან-ცა სადმე ოთახს დარჩეს, ხან წყალში ჩაუვარდებსა.
მეხუთე რეკვამ ზარისამ გამოაღვიძა. ჩაიყო..
დახედა - აუ, გიჟია, რა დროის წამოსვლა იყო,
ალო, სადა ხარ, მოდიხარ? - აზრები ორად გაიყო,
გავიდეს? თან ეზარება. თან უნდა ნახოს რა იყო.
ვაჟი მიდის სიხარულით, თავის ოცნების ქალს ხვდება,
თან-ცა ფიქრობს ოცნებებში, ნეტავ მერე რა მოხდება,
არ გათიშოს ტელეფონი, აღარ უნდა ჯიბეს გდება.
ოდეს მიჯნურს ატყუებდე ადრე, მალე ვერ მიხვდება.
ქალმა ჩაიცვა შარვალი, არა მოტკეცილ, დიდია,
ხამს შარფი შემოიხვია. მზე არის, მაგრამ ჰკიდია,
თავს დაიფარა კენგოლი, თითქოს თმის ქონდეს რიდია,
და ზღვისა რასმე ფლოსტებით მუნ გაიარა ხიდია.
ვაჟსა უთხრა - დამელოდე, როგორც კი შევძლებ, მოვიდე.
ჯერ უნდა ერთგან მივიდე და მერე მანდ გამოვიდე,
ავთოი უცხო ქალაქში არ იცის სად გამოვიდეს,
იქნებ არც ღირდა ჩამოსვლა - ასეთი ფიქრიც მოვიდეს.
გავიდა ერთი საათი, ვაჟს ეწურება ფიალა,
მას ხომ გათვლილი ქონოდა რომელ წუთს თუ სად იარა,
თავის ქმედების სისწორე თავიდან დაატრიალა,
აჰა, ჩავიდა, მაგრამა ქალმა დამართა იარა.
აგერ მოდის ვიღაც გოგო.. არა, თიკო ეს არ არის,
იქნება ის.. იქნებ იგი? რა პონტია ე, სად არის?
კი, მე ვიცი პაემანზე გვიანობა მოდად არის
მაგრამ დროის გაფლანგება რატომ არის ასე ქარის?
ბოლოს მოვიდა თინიკო, გულ-ცივი, არ ღიმილითა,
- დილიდან რაღაც ცუდად ვარ თავისა მუნ ტკივილითა.
ვაჟი ეცადა გართობას თავისის სიტყვა-ტკბილითა,
ზის თინათინი კლდე-ქალად, არა-მზე არის დილითა.
ავთო მოყვეს ანეგდოტნი, თინათინ არ იღიმისა,
სადღაც შორეთს იყურების, ფიქრი არის სხვაგან მისა,
ერთხელაც კი არ შეხედა როგორც შეეფერებისა
ვაჟსა, რწმენა დაკარგულსა, როგორც წყალი არის ისა.
უეცრად ადგა თინიკო: სახლში-ცა მაგვიანდება,
კარგ იყო შენი დანახვა.. ეგრეცა დამიამდება.
ისემც რა გითხარ ქალაო, რაც არა გაგვიანდება,
მაგრამა თავის ფასილი მოდაა, არ უღამდება.
ავთო ასე გულნაკლული პაემნიდან წამოვიდა,
ქალი-ღმერთი, ქალი-ფიქრი, ქალი-დარდი, ქალი - გნიდა!
აჰა! - ეტყვის გონებაი - გაფრთხილებდი? ესე გინდა!
აყოლილხარ გულის თქმასა. შენი საქმე არის წინდა!
შენ რაღა იცი?! - გულ ეტყვის - ნეტარ არს სხვისი მგოსანი,
დღეს არა? ხვალ შეგიყვარებს! ხვალე გახდები ფრთოსანი.
ვაჟი დაიბნა, არ იცის. ამ დარგში არს ოროსანი,
გრძნობა-გონების კამათში გახდების გულდარდოსანი.
ნიჭიერი და ზარმაცი.
კაროჩე, როგორც ვიცით ქართველები ნიჭიერი და ზარმაცი ერი ვართ.
ხოდა ამის დასტურია ის, რომ ამდენი წერის მერე, დღეს, 1 ნოემბერს, დამეზარა რა ამ პოენის გაგრძელება, გადავწყვიტე შემდეგი თავების მოკლე შინაარსი გითხრათ.
მოკლედ, ეს ჩვენი საწყალი ავთო წამოვა უკან, იფიქრებს, იფიქრებს, მერე გადაწყეტავს რომ მისი ოცნების ქალი თუ ასეთი ცუდია, სხვები რაღა იქნებიანო, წავა, დადგება ხიდზე და გადახტება წყალში. ხოდა ცურვა კი არ იცის. ვერ მოიცალა ახლა ცურვის სასწავლად. :) ხოდა გადახტება ასე წყალში, მდინარეში ჩავარდება სადღაც. ჩავარდება და ესე იგი, ეს მდინარის ცივი წყალი თავის ცხელ გრძნობებს და ფიქრებს ისა გაუგრილებს, თქვენი მოწონებული. მარა გაუგრილებს კარგია, ახლა სადღც ჭიჭინაში მიაქანებს ეს ოხერა მდინარე. ამან კი ცურვა არ იცის.
ხოოდა როგორც იქნა მოიფიქრა რომ ღმერთმა თქვა, გაანძრიე ხელი და გეშველებაო და გაანძირა ამანაც და უცებ ისწავლა ცურვა. ისწავლა რა, როგორღაც კი გამოვიდა ნაპირზე თულ დალურჯებული ამ ქვებზე მიხეთქებისაგან და შეცივნული და კაროჩე, მაგარი გაკვეთილი ისწავლა რა. თიკოს დედაცო - ცხოვრებაში რომ არ შეუგინია, ახლა თქვა ავთომ - რამის მართლა არ მოვიკალი თავი ვიღაცა სწერვას გულიზაო?
ასეთი პათოსით წამოვიდა სახლში. მერე იყო მთელი რაზბორკები, აბა რატომ გაქვს ეს სინიაკებიო და კაროჩე, ტვინის ბურღვები რა. მერე რომალური ცხოვრებაც თითქოს ისევ თავიდან დაიწყო, მარა ერთ დღესაც გავიხედოთ და თიკო უმესიჯებს როგორ ხარო. ხოდა გონებამ ისევ უკან გადაიწია, მოეძალა გრძნობები. კაროჩე, ეს ბიჭი მაგარი არამდგრადი ვიღაცა გამოდგა რა. ვერ ისწავლა ეტყობა ის ცივი წყლის ეფექტი. ვერ ისწავლა და დაადო თავი და წავიდა ისევ თიკოსთან.
წავიდა ესე იგი თიკოსთან, იმან გაუღიმა.. არ ვიცი რატომ, მარ გაუღიმა. ეგ კი არა და დაელაპარაკა კიდეც და ავთოს გულის გასახარად, სადღაც პარკშიც წავიდნენ ერთად და ნაყინიც კი მიირთვეს და ავთოს მეტი რაღა უნდოდა, ადუღდა და გადმოვიდა. :) საწყალი ბიჭი რა! რა ტყუილად ეუბნება გონება, გაანებე მაგ გოგოს თავი, კაის არაფერს მოგიტანოსო. მარა არაა! მადა ჭამაში მოდისო და მეორე დღესაც წავიდა და ნახა.
წავიდა კაია, როგორც ვთქვით, კაი შორს ცხოვრობდა თიკო და ამ ოხერა ავთოს მანქანა არა ყავს. ხოდა წავიდა ესე იგი და ამ ჯერზე ისევ სალი კლდესავით დახვდა თიკო.. მოკლედ, იგივე ზღაპარი რა. ტრალაი-ლალაი, ცივ-წყალ გადასხმული ავთო ახლა თავის მოკვლის უფრო დახვეწილ მეთოდებზე გადადის. შტერია რა ფაქტიურად, მარა რაც არის არის, ავია თუ კაია, ჩვენია. :)
მოკლედ, როგორც ვიცით ვსეზნაიკაა ავთო და საიდანღც გაჩითავს.. გაჩითავს.. ციანიდი ჯობია თუ დარიშხანი? კაროჩე, დარიშხანს. ესაა თეთრი რაღაცა, რომელსაც თუ შაქარს შევურევთ, ემმგონი არც შეემჩნევა. ხოდა ასე, შეურევს შაქარს, უფრო ზუსტად შაქრის ფხვნილს და ჰაიდაა, წავიდა ცეცხლი-პურიჭამა! დამიჯერეთ, ცურვა რომც იცოდე, დარიშხანის ჭამის მერე ნაპირზე ვერ გამოაღწევ. ხოდა ამანაც ვერ გამოაღწია. ჯერ გაცივდა, მერე დასცხა, მერე გულისრევები და ჭირი და დოზანები დაემართა.. რათა შვილო, აი რათა ჰა? ვისი გულისთვინა, თორემ კი.
ხოდა ასე მოიკლა თავიი.. მერე იტყვიან რათაო. კარგი სამუშაო ქონდაო, კარგი ოჯახიო, სახლიო და გარემოვო.. აბა ასეთი ჭკვიანი ბიჭი როგორ იზავდაო. ენდე თუ არა! არადა დაეჯერებინა რა გონებისათვის, დაეჯერებინა! ბლიინ! აი ეგ არის რა, რაც გიწერია, არ აგცდება. გიჟი იყო და გიჟად დარჩა. ვსო, წავედი მე.
ა, ხო, მართლა. სურათები, რომლებითაც გაფორმებულია ეს პოსტი, ეკუთვნის ერთ მოდელს, რომლის სახელის ბოლო ექვს ასოს არ ვასახელებთ. :) და აქვე - ახლა მომივიდა კაკრას კარგი რითმები და ერთ საფინალო სტროფსაც დავწერ:
რატომ გადაადნე, რომელ გორისა ხარ,
ჩემი გრძნობები ნახმარი ფისივით?
სადღაც ყოფნას და არ ყოფნას შორისა ვარ
საფლავს მიწერილი წლების დეფისივით.
1 comment:
გურამ, დაგთაგე და მოდი, მოხდე საქმეს.. :))
http://tamok-vasasi.blogspot.com/2009/11/zeitgeist.html
Post a Comment