ჩემს კომპს აქვს თერმომეტრი, რომელიც აჩვენებს კომპში არსებულ ტემპერატურას. როდესაც ვრთავ ხოლმე მას, წერია 10 გრადუსი. დასკვნა: ცივა. ანომალია: მე არ მცივა. მიზეზი: გამიარა. მკურნალობის გზა: ნაკლები ჩავიცვა. :)
მქონდა პრეზენტაცია თემაზე "PCB-ის კონკურენტუნარიანობა და მისი გაძლიერებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები". ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა ქვემოთ მოყვანილი შედეგები. (უპირატესობას ანიჭებს იმას ნიშნავს, რომ თუ წავიდოდა ბანკში, რომელ ბანკს მიანიჭებდა უპირატესობას)
თუმცა ჩვენთვის სასირცხვილოდ უნდა ითქვას, რომ ძაალიან ცოტას თუ მოწონს პროკრედიტის რეკლამა. სიმართლე გითხრათ არც მე მომწონს პირადად, როგორც ერთ დროს სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე ადამიანს. მაგრამ როგორც გაირკვა, მოთხოვნა ყოფილა ძააალიან ზემოდან, რომ ასეთი რეკლამა უნდა იყოსო. ასე რომ ხალხო, მოგვიტევეთ. ჩვენი ბრალი არა ყოფილა. :)
დღეს ჩვენმა მენეჯერმა მითხრა, რომ ბრუსლი შანსი არაა ჩაკ ნორისს მოერიოსო, რამაც დამაფიქრა ამ სამი დიდი ადამიანის რაობაზე. :)
ვაკანსიის შედეგად შტატში ავიყვანეთ რამოდენიმე თანამშრომელი, აქედან ორი უკვე მოვიდა და ფრიად სასიამოვნო გარეგნობის გოგოები არიან. თუმცა დღეს იყო მოსული "ბანკი რესპუბლიკა" -ს (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი) თანამშრომელი, რომელმაც თითქმის ყველას, კლიენტ-თანამშრომლიანა, გული/თვალი/ფიქრი წაიყოლა თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით. :) მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ არსებობს და ალამაზებს ჩვენს პატარა ქალაქს.
ჩემს ძმაკაცს, რომელიც ამჟამად დიდი რუსეთის პატარა ქალაქ მოსკოვში ცხოვრობს, შეეძინა გოგო. უცუღლუტია რაღა. :) ვულოცავთ შვილის შეძენას და ვამშვიდებთ - "ვაჟკაც ხალხს პირველი გოგო უჩნდება"
ხოო.. მთავარი მოვლენა, რაც ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში, ისაა, რომ აგერ, მოვრჩი სტალკერის თარგმნას და მივყევ ხელი ტექსტების რედაქტირებას. ანუ შეცდომების გასწორებას და რამე. ესაა ბეტა სატესტო ვერსიის დასაქაჩი ლინკი. ვმუშაობ ალფა სატესტოზე. მარა კაცი შვილი არაა პატრონი. :)
და კიდე რა, აგერ დოქტორი მჟავა (გამქართულებელთა ლიდერი) დავიმატე სკაიპში და გვაქვს ორი საკაიფო ინფორმაცია გეიმერებისათვის. დაქაჩეთ და ითამაშეთ პორტალზე არანაკლებ ორიგინალური და მუხტით სავსე თამაში "Tag - ფერების ძალა" და პლუს ამას იხილეთ მაქს პეინ 2 ის გაქართულების დამადასტურებელი ფოტო მასალა.
2 comments:
რომელ რეკლამაზე ამბობ, ხალხი რომ გამოდის და ჩვენი ბიზნესპარტნიორიაო?..
მე ეგ რეკლამა უკვე ამომივიდა ყელში.. :(
და რესპუბლიკის თანამშრომელი თქვენი აგენტია?.. :დ
:)
გააგრძელე ამ თამაშების თარგმნა, მე კი არაფერი მესმის, მაგრამ მაინც.. :)
ჰო თამო, ეგ რეკლამაა. ამოვიდა ყელში კი არა, ერთმა გამოკითხულმა ასე გვითხრა, ასეთი ზომბები ცხოვრებაში არ მინახიაო. :( რესპუბლიკას თანამშრომელი რაც არ უდან საინტერესო იყოს, ჩვენი კლიენტია. :D
Post a Comment