გამივლის
არაყი დავლიე.. ორნახადი.. ჩემი საკუთარი.. 6 ჭიქა. ხოდა ტრიალებს.. ვერ ვიტან როცა ტრიალებს. არადა ტრიალებს. თავიდან მწარე იყო. მერე არა. ახლა ტრიალებს.
გამივლის.
თვალები?. თვალებმა მემგონი გამიარა. არადა ნახევარი საოპერაციო იმას ჩალიჩობს, რომ ამ თვალების პატრონს დავუახლოვდე. რა საშინელი ადამიანი ვარ. ხალხს ჩემი იმედი აქვს, მე კი ვამბობ რომ გამიარა.
გამივლის
არა, ახლაც მაგ თვალები მიდგას თვალწინ. და დახვეწილი სახეც. მაგრამ მგონია რომ გავლის პროცესი დაიწყო. ახლა ძჳლზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე თვალებზე. ხო, ხვალე ისევ ვნახავ, მარა ალბათ
გამივლის
გამივლის, აბა სულ ხომ არ იტრიალებს. არადა ახლა ტრიალებს. რტიალებს და მუზებიც ასე მახვევია თავზე. ერთი 6 ცალი იქნება. რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენი.. ხოდა ვერ ამირჩევია, რა მიმართულებით გავუშვა ეს მუზები. არადა ტრიალებს. ალბათ ესეც
გამივლის.
კი, გამივლის. ტრიალი მორჩევა, მერე თვალებზე ფიქრიც მორჩება, მერე წავა სიზმრები.. სხვათა შორის 2 ის ნახევარზე მაგარი სიზმრებია ხოლმე, თუ 12 ზე დაიძინე. ხოდა ამ სიზმრებს ვუყურებ. მერე გავისეირბენ ჩემი ტვინის მიხეულ-მოხვეულ ნაოჭებში, ვიტრიალებ, ვიტრიალებ, თვალების დავიწყებას შევეცდები, არ გამომივა, ისევ ვიხეტიალებ, მერე მაღვიძარა დარეკავს და ძილიც
გამივლის
მერე წავალ ისევ, თალებს დავინახავ, ისევ ისეთი სულელური იდეები მომაწვება, ეს ორი დღეა რომ დამდევს, მერე ისევ თავს დავტუქსავ, რომ რატომ არაფერი ვთქვი, რატომ ვიმეორებ იგივეს, რატომ არ ვიყენებ ამ ოხერა შანსს.. ასეთ თვალებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს ვერავინ. მე კი აგერ ვზივარ და ვფიქრობ რომ
გამივლის
სახურავი მაქვს გამოსაცვლელი, თვალების დროა ამ შუა ზამთარში? გამოვცვლი ამ ზაფხულს სახურავს, შევაკეთებ წყალს შემოდგომაზე, იქით წელს ვიყიდი მანქანას, გაველსავ სახლს, მერე იმის კიდე იქით წელს მოვაწყობ ინტერიერს, იმის კიდე იქით წელს რაღაცა გამოიჩხრიკება კიდე და ეს თვალები მე თუ არა თვითომ მათ მაინც
გაუვლით.
ეგრეა რა! მერე მეფესავით ლოთაობას და იმის დარდს დავიწყებ, ეს ოხერი, ამხელა სახლი მაქვს და მარტო რატომ ვარო, მერე ამასაც დავიკიდებ, მექნება დიდი ღიპი, არ მეცოდინება ცეკვა, სამაგიეროდ მეცოდინება დიდი სადღეგრძელოები, პარკურის სწავლა ჩემი აუხდენელი ოცნებად დარჩება, დავიკიდებ მუსიკის შეთხვზას, ფლეშ ანიმაციებს, პროგრამირებას, გაქართულებას.. მოკლედ ყველაფერს, რაც მე სხვებისაგან გამომარჩევს და ერთი რიგითი ნაგავი ქართველი გავხდები, სამშობლო რომ სუფრაზე უყვარს მარტო.. არა, რატომ სუფრაზე მარტო, სისუფთავეზე უარს ვერასოდეს ვიტყვი და ყველას გიომს დავუძახებ, ვინც ნაგავს შუა ქუჩაში დაყრის. ამის გამო ერთხელაც ვიღაც ვაშლის გაყიდვით გაქსუებული სოფლელის ბიჭთან მომიხდება ცხოვრებაში პირველი ჩხუბი, სადაც რა თქმა უნდა ეს სოფლელი დანას დამარტყავს და ეს ჩემი უაზრო ცხოვრებაც
გამივლის.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
No comments:
Post a Comment