Tuesday, February 2, 2010

ზაფხულია?

მდაა.. 25 გრადუსი იყო სითბო შუადღისას ჩემს თერმომეტრში... და ეს 2 თებერვალს.

არა, ძალიან არასოდეს ციოდა გორში. ის კი არა და დიდი თოვლი სულ 4 ჯერ თუ 5 ჯერ მახსოვს. ისიც ძალიან ბავშვობაში. მაგრამ თოვლი მომნატრებოდეს - წელს პირველად მოხდა. ეს ბაკურიანის ფულიც არ დამრჩა.. :(

ჯანდაბას ამის თავი, მამაჩემს უხარია კიდეც - თბილი ზამთარიაო. მარა ზამთარი უნდა გავდეს ზამთარს, ისევე როგორც ქალი ქალს. ზამთარს უხდება თოვლი, სიცივე, ბავშვების ჟრიამული, ბუნდების წვიმა, "თუკი ახალ წელს დიდთოვლობისას აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას.." სადღაა დიდთოვლობა. დიდთოვლობა კი არა ფანტელი არ დამინახია საერთოდ. როგორ გავიგო ახლა "დღეები ყმაწვილობისა წარსულ დროებად ჩავთვალო უნდა" თუ არა?

ა, დღეს მერიმ წაიკითხა ჩემი ბლოგი. ხოდა მირჩია ჟურნალისტად გადადიო. იმას ეტყობა სოფის, დოინჯის, ვასასის ან ბოლო-ბოლო ყვავას ბლოგები არ წაუკითხავს. :) და კიდევ ერთი, აგერ მირჩია ანონიმმა გადადი თბილისში, როდემდე უნდა გააგიჟო გორელებიო. :) მადლობა რჩევისათვის, მაგრამ თბილისში ცხოვრებას მირჩევნია აქ ვიარსებო. მაინც რეგიონული სიგოიმე თავისას შვრება რა. :)

პ.ს. მწვანეთვალებავ - გაგივლის თქო, რამდენჯერ უნდა გითხრა? მოთმინება იქონიე.

4 comments:

vasasi said...

gitxari meshen, me mival shens magivrad im samsaxurshi da patiosnad gagiyof xelfass.. :D

nino said...

:) :) :) au gushin sport kafeshi rogor chame kartoshka? 1 kviraa uars meubnebian, gazi ara gvaqvs da sachmels ver vaketebto :D

გურამი said...

რა ვიცი მე.. ისე ნახევარი საათი კი ველოდეთ. :) და მარტო მე და ჩემი კლასელი ვიყავით მთელ კაფეში. :D

ვასასი, მე მცხელა, მუშაობა კი არ მეზარება. :P

Anonymous said...

მოერიე მერე რეგიონალურ სიგოიმეს და წადი რამე გააკეთე დამოუკიდებლად. აღარ მოგიწევს არც შლიაპით სირბილი და არც აღარც მშობლების ჭკუის სწავლების მოსმენა. თქვენ ბანკს უნდა ჰქონდეს თბილისში ცენტრალური ოფისი - უთხარი გადაგიყვანონ იქით.