Saturday, December 31, 2011

წლის შეჯამება

მაშ ასე, სინდისმა შემაწუხა და თან საქმე არაფერი მაქვს და სანამ გავალ და ისევ ტელევიზორს ვუყურებ და ცალი ყურით დედაჩემის "მოიყვანე ცოლი, ხომ მომეხმარებოდა ახლა"-ს მოვისმენ, მინდა შევაჯამო გავლილი 2011 წელი..


1. რაღაცნაირად გამორთული რომ ვარ ეს ბოლო თვეები და სავარაუდოდ გადაღლას რომ ვაბრალებ, მიხვდებოდით პოსტების სიხშირის მკვეთრი დაცემით. ასე რომ მივაღწიე შესაძლებლობის მაქსიმუმს. სულ უფრო და უფრო ხშირად მინთებს ტაბლო წარწერით "OverTired" - "გადაღლილობა" - მაგრამ ჩვენ გვკიდია, ჰკიდია მენეჯმენტსაც.
2. წელიწადის თითქმის ყველა დღეს, შუადღის 13:10 დან 13:30 მდე პერიოდში ვიღებდი სურათს ჩემი ოთახის ფანჯრიდან. "One Year Project" - დღეს ბოლო სურათი გადავიღე და შეძლებისდაგვარად იქნება ვიდეოც: მაქსიმუმ 365 კადრისგან შემდგარი კლიპი რომელიც ასევე მაქსიმუმ 5 წუთი გაგრძელდეს.
3. წელს მოვახერხე ვარიანში ველოსიპედით ასვლა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კასპის მერე არსად არ გავსულვარ. არადა ვარიანი აქვეა, 20 კილომეტრიც არაა.. შემდეგ წელს ჩავალ მცხეთაში და შეძლებისდაგვარად ჩამოვალ ბორჯომიდან.
4. რა თქმა უნდა ვერ ვიყიდე მანქანა. სამაგიეროდ მამაჩემის ავტომობილის აბგრეიდი მოხდა და ახლა მას 20 ლარის საწვავით შეუძლია ქობულეთამდე ჩავიდეს, მაშინ როცა ადრე 50 ლარი არ ყოფნიდა. მამა მაინც წუწუნებს - ცოტა მრჩებაო მუშაობიდანო.
5. დიდი არაფერი, მარა შევიძინე სამხედრო ჩექმები - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
6. და იგივე თემა რომ გავაგრძელოთ, მოვახერხე მხედველობის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე არ ვიცი, თვალის ოპერაცია გავიკეთო, სახურავი შევცვალო სახლზე თუ მანქანა ვიყიდო.
7. ისევ წინა თემიდან გამომდინარე, არ მყავს მეგობარი გოგო.. ვერ მყავს.. ალბათ..
8. კარგია, რომ დაბრუდნენ გოგონა ჩრდილომეზობლური სახელით და მწვანეთვალება გოგო. ბალანსისათვის - არ ვიცი რა დაეტაკა თავადის ქალს, კარგად გამომლანძღა და წავიდა.. ნე ფიგა სებე?!..
9. უკვე მეორე წელია ვცდილობ და ბოლო-ბოლო გავსინჯე მარიხუანა, ე.წ. პლანი. ეფექტი ნული. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ენერგომედეგი ვარ, რედ-ბული, კოცნა და კანაფი ჩემზე არ მოქმედებს. მოქმედებს ადრენალინი. ასე რომ დავეძალოთ ექსტრიმს.
10. შევიყვანე სილკ-ტივი. შემიძლია დისქავერს ვუყურო ხოლმე. :)
11. ნუ, არაფრის სათარგმნი დრო არ მქონია.. მით უმეტეს ხალისი ვაფშე არ მქონია, ასე რომ მეტრო 2033-ს თარგმნა შეწყდა. გზისპირა პიკნიკის თარგმნა იდეაში ტრიალებს. სტალკერის გახმოვანება ფეხს ითრევს.. და საერთოდ, მაგარი ნაკლებადშემოქმედებითი წელი იყო.
12. ზატო "ყიფიანის ეკიპაჟმა" ძალიან ბევრი ადგილი მოვიარეთ და ყველა ეს ადგილი და წუთი ძალიან ტკბილად მახსენდება. აი, ძალიან ძალიან.. კაი იყო მეფობაი..
13. ცოტა შემოქმედებითობა გამოჩნდა "მზეო ამოდი"-ს კლიპის ზაფხულის კარდების გადაღების დროს. იმედი მაქვს ამ შვებულების პერიოდში მოვახერხებ ზამთრის კარდების გადაღებასაც.
14. მოხდა ჩემი პირველი შეხება პატრულთან. მმმაგარი იყო!!!


რაღაცეები არ მახსენდება.. რომ გამახსენდება, მივაწერ. მანამ კი მრავალ ახალ წელს დავესწროთ ერთად, მშვიდობით, ჯანმრთელობით, წარმატებებით და მეტი და მეტი ადრენალინით. ვაშა, ამხანაგებო!!!

Friday, December 23, 2011

პატრულმა გამაჩერა

ავოიეეეეეე! რა მაგარი იყოოოოოოოოოო! კაროჩე ჩემები წამოვიყვანე და სადღაც 1 საათია რა ღამის და მოვდივარ და ბრახ, პატრულმა გადააყენეო. გადავაყენე, მოვიდა ძია პატრული, მეუბენება - საბუთებიო. ვაჰ, შენ გაიხარე პატრულო ძია თქო, პირველად მაჩერებს პატრული თქო და აჰა შენ  საბუთები თქო. პატრულმა ჯერ მე შემხედა, მერე პირადობას, მერე პრავას, მერე ტექ-პასპორტს და მეუბნება, ბატონო გურამო (ეგრე მითხრა! კლიენტებიც კი მეუბნებიან დღეში 100 ჯერ ბატონო გურამო, მარა პატრული რომ გეტყვის, სხვაა) აი ეს ალკო-ტესტია და აბა აქ ჩაბერეო. ჩავისუნთქე კარგა ღრმად და ჩავბერეეე.. იმ ოხერმა კიდე სულ მწვანე ანთო და იწიწინა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გურამო (მეორეთი მითხრა ბატონო გურამო, მაშ!). წავიდა მერე ძია პატრული, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მე კიდე ემოციების ქვეშ ვიყავი. რა მაგარია ძია პატრული რომ დადის ღამის ქუჩებში და სიმშვიდეს იცავს. ისეთი გახარებული ვიყავი, ფარების ანთება დამავიწყდა და კიდევ კარგი პავაროტნიკი არ დამავიწყდა და ვაფშეტა, ღვედიც შეკრული მქონდა და პრავაც მეორე ცდაზე ავიღე, ვოტ. პყღღღღ! ბეემჭე თუ ბეემვე თუ რაც ხარ - გადააყენე!


პ.ს. ეს ისეთი ფაქტია, რომ არ დამეწერა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. და კიდე გული მაგრად დამწყდა, რომ პატრულთან ჩემი პირველი შეხება ვერ ავღბეჭდე სურათით.. ტეხამს.. :(

Saturday, November 26, 2011

როგორ მოვიგოთ ჯეკ-პოტი?

საქართველოს ლატარიის კომპანიას შესანიშნავი პროდუქტი აქვს: ლოტო. ამ მომენტისათვის მისი ჯეკპოტი შეადგენს 2 180 000 ლარს, რაც საშემოსავლოს 20% დაქვითვის მერე დარჩება 1 744 000. ამას პლუს ზემოდან დავალებული რაღაცეები, ნუ დავუშვათ 500 000 ლარი ჯამში და მილიონ ლარზე მეტი ადამიანს რჩება ხელში. არ დავიწყებ ლატარიის კომპანიის თანხების გადანაწილების პოლიტიკის გაკრიტიკებას, ბოლო-ბოლო ჯეკპოტს ყოველ დღე ვერ მოიგებს ადამიანი და შესაბამისად - თანხის გაცემაც არ მოუწევთ. და დაჟე 5 ციფრიც კი რომ გაარტყა, 2000 ლარის მოგებაც არ მოგიწევს. მე, როგორც მომხმარებელს მიმაჩნია, რომ ჯობია ჯეკპოტი მილიონი იყოს და დანარჩენი მილიონი გადანაწილდეს სხვა კატეგორიებზე, რომ მუღამი ქონდეს მოგებას. თუმცა ამ მდგომარეობაში ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: როგორ მოვიგოთ ჯეკ-პოტი?


ლოტოს პრინციპია "გამოიცანი 6 ციფრი 36 იდან". მოდი ახლა მარტივად მივყვეთ და დავითვალოთ უფრო მცირე რაოდენობებზე. მაგალითად, გამოიცანი 1 ციფრი 36 დან. როგორც ხედავთ, მოგების შანსი 1 / 36 ია, ანუ როგორც ალბათობის თეორია წერს ხოლმე, 2,78 პროცენტი.


ალბათობის თეორიაზე გამახსენდა: რამდენადაც მახსოვს ამ თეორიიდან, ვთქვათ თუ მოვიდა ციფრი 9, მეორე ჯერზე მისი მოსვლის ალბათობა ნაკლებია 1 / 36-ით. ანუ ალბათობის თეორიის მიხედვით, თუ გამოვრიცხავთ "9"-ის ხელმეორედ მოსვლის ალბათობას, შემდეგ ჯერზე თქვენი შანსი იქნება 1 / 35 ანუ - 2,86 %. მეორე მოსული ციფრი თუ "15"-ია. თქვენი შანსი ამით აღარ იზრდება, რამეთუ 15-ის მოსვლის ალბათობა კი იკლებს, მარა სამაგიეროდ "9"-ის ისევ იმატებს. რასაც მოწმობს ბოლო გათამაშების შედეგები: "7"-იანი სამივეშია.


ჰო, კიდევ ერთი - ლოტოს ციფრების მოსვლას აბსოლუტურად არანაირი ლოგიკა არ აქვს, განსხვავებით მაგალითად რულეტკისაგან. ასე რომ ალბათობის თეორია მხოლოდ თეორიის დონეზე უშვებს ამა თუ იმ ციფრის მოსვლას. ჩვენ კი გავაგრძელოთ გამოთვლები: უნდა გამოვიცნოთ 2 ციფრი 36 დან. რამდენი კომბინაციაა თქვენი აზრით? 18? რატო, რახან 2 ციფრია, ამით ორჯერ მცირდება კომბინაციები? სინამდვილეში პირიქითაა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ "1"-იანი და "2"-იანი. იგივე წარმატებით "1"-იანი და "3"-იანი.. და ასეთი წყვილები იქნება 36 x 35 = 1260, ხოლო თქვენი წყვილის მოსვლის ალბათობა შესაბამისად - 0,19 %


სხვათა შორის ლატარიის კომპანიის საიტზე არის სტატისტიკის ჩანართი, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომელი ციფრები მოდის უფრო ხშირად. ვერ გეტყვით, რომ ეს ჯეკ-პოტის მოგების რეალური გზაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნება საცდელად.. ერთი ისაა, რომ ყველაზე მეტჯერ: 27 - 30 ჯერ მოსული ციფრებია 4, 7, 11, 13, 16,17, 18, 19, 25, 28 - ანუ 10 ციფრი. ამათგან გამოდის 25 კომბინაცია (6 ციფრი x 4 დამატებით ვარიანტზე + 1 საწყისი). თითო კომბინაცია ჯდება 2 ლარი, ანუ 50 ლარად თქვენ გექნებათ რაღაცის მოგების შანსი, თუნდაც ყველაზე დაბალი კატეგორიის - 29 ლარის.. ან არაფრის. :)


მოდი ახლა ბოლოში გავიდეთ და გამოვთვალოთ 36 სხვადასხვა ციფრისგან რამდენი 6 ციფრიანი მასივი გამოვა. მააშ ასე, 36 x 35 x 34 x 33 x 32 x 31 = 1 402 410 240 - როგორც ხედავთ, ეს არა მარტო ჯეკ-პოტის რაოდენობას აჭარბებს, არამედ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასაც, ინგლისის მოსახლეობასაც, აშშ-ს მოსახლეობასაც და რუსეთისასაც.. რაც შეეხება თქვენს შანსს ჯეკ-პოტის გარტყმაზე, ის უდრის 0.000000043 % -ს და მერე არ დაიწყოთ, ჩაწყობილია ან დადგმულიაო. 


მე რომ მკითხოთ, ჯეკ-პოტის მოგების რაიმე გონივრული გზა არ არსებობს - ყოველ შემდეგ ტირაჟზე წინა ციფრების მოსვლის ალბათობა იმდენით მცირდება, როგორც გათბება შავი ზღვის წყალი, თუ მასში ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს ჩავასხავთ. ჩემი აზრით ყველაზე ლოგიკური, თუმცა საერთოდ არაპრაქტიკულია ე.წ. "ნოსტრადამუსის რულეტკის" თამაში - ერთი და იგივე კომბინაცია გაიმეოროთ ყოველ ტირაჟზე. მართალია ასე იმდენად ბევრ ფულს დახარჯავთ, რომ ყველანაირი გონივრულობის საზღვრებს გაცდება, მაგრამ რა იცი და იღბალი გწყალობთ და მეასე ტირაჟის მერე თუ არა, მეათასეს დროს მაინც მოვა თქვენი კომბინაცია.

Saturday, November 19, 2011

უ_იმედ_ო "ფლეშმობი" იმედზე

მე ძალიან არ გამომდის ხოლმე კრიტიკული პოსტები, ბუნებით ვარ ისეთი, რომ ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო. იმედის ეთერში შაბათობით გამავალი ფლეშმობებიც მომწონს ხოლმე - არის მომენტებში ელემენტები, რომლებიც დასაფასებელია და ხანდახან მართლა კარგი და მართლა მაგარი რამეც გამოდით ხოლმე.


მაგრამ! ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ერთი ჩვეულებრივი გადარეული სამუშაო საღამო მქონდა ჩემს სამუშაოზე, ჩემს არსებაში მოულოდნელად შემოიჭრა მუსიკის ჰანგები და მასთან ერთად შიშიც - ვაითუ კიდევ კონცერტია გარეთ თქო. კონცერტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ ბოლომდე აწეული ბასები პირდაპირ ტვინში გიკაკუნებენ და შენ კიდევ როგორმე საქმეზე კონცენტრაცია უნდა მოახდინო. გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე..


ისრით მითითებულ ადგილზე დგანან "ფლეშმობელები", ხოლო ქალაქის გამგეობასთან მიყენებული ამწე თურმე "ფლეშმობის" შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ახლა რაშია საქმე: ფლეშმობი არის ერთხელ და არა ოთხჯერ ჩატარებული მრავალი ადამიანის ერთობლივი ქმედება, რომლის დროსაც მაქსიმალურად არის შენიღბული ვიდეოკამერები და უბრალო გამვლელს "ბუნებრივი" ჰგონია ეს ღონისძიება. აქ კი არა მარტო ორი ამწე დგას (ჯანდაბას, დავხუჭავ თვალს და არ დავინახავ მეორეს), არამედ ცეკვას იმეორებენ ბევრჯერ, "ფლეშმობის" ობიექტი, რომლიც წინა ამწეზე მდგარი ბიჭის შეყვარებული ყოფილა, აბსოლუტურად ინფორმირებული იყო, რომ ეს ხდება (ორი კამერა დადიოდა გამგეობაში შიგნით) და ამ ყველაფერს ასდიოდა საზიზღარი არაბუნებრივობის სუნი.


და კიდევ ერთი დესინქრონიზაცია: გივი ჩაკ-ნორის სიხარულიძე, რომელიც მთელი ორი წინა "ფლეშმობის" დროს იყო გორის უნივერსიტეტთან, ახლა შეიცვალა ნანკა კალატოზიშვილით. მიუხედავად იმისა, რომ ნანკა ძალიან მომწონს, მე მაინც გივი ჩაკ-ნორის სიხარულიძე მერჩივნა რომ დამენახა. ყველაფერმა ამან ისედაც უიმედო გორის უნივერსიტეტის გუნდი (რომელიც შემდეგ ტურებში იმიტომ კი არ გადადიოდა, რომ კარგი წარმოდგენა დადგეს, არამედ იმიტომ, რომ სხვამ გააკეთა მათზე ცუდი) საერთოდ გამოეთიშა ფლეშ-მობ შოუს.


სურათების გადასაღებად გადარბენილს გზაში იმედის ვიღაც შემხვდა და მკითხა როგორ მოგწონს ჩვენი პროექტიო. მე კი ფლეშმობის კონცეფციის ფესვიანად მოშლით გაბრაზებულმა მივუგდე სიტყვა "ფარჩაკია" და სურათების გადაღება დავიწყე. ეს პოსტი იწერებოდა 4 დღე. ჩასწორდა გრამატიკული შეცდომები. ქვემოთ კი იხილეთ რა არის ფლეშმობი სინამდვილეში.

Thursday, November 10, 2011

რატომ არ გვიღებენ "ნატოში"?

ჰაიუშკი! იყო ერთი დრო, როდესაც ძალიან ძალიან მიმზიდველი გოგო ჩვეულებრივ ნაცნობზე ახლო ურთიერთობაში იყო ჩემთან. ვისარგებლებ უპირატესობით და დავარქვათ ამ გოგოს ნატო. მე მომწონდა, ვატყობდი რომ ისიც არ იყო გულგრილი, მაგრამ ჩემთან ყოფნას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. პირველ რიგში - მანძილი. მეორე რიგში კი - ჩემი რიგი თვისებები. ამიტომ ნატომ შეიმუშავა რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნების სია, რომლებიც უნდა დამეკმაყოფილებინა, რათა ვყოფილიყავით სულ ერთად.

1. - უნდა მყოლოდა როგორც მინიმუმ იმდენივე ბიჭი მეგობარი, რამდენიც გოგო მყავდა იმ დროისთვის
2. - უნდა ამ ბიჭებთან გაცილებით მეტი დრო მეტარებინა, ვიდრე ამ გოგოებთან.
3. - უნდა გავსულიყავი და ერთხელ მაინც მეჩხუბა, რათა აღარასოდეს მეთქვა, ცხოვრებაში არ მიჩხუბიაო.
4. - უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი.
5. - უნდა მყოლოდა მანქანა და უფრო ხშირად უნდა მენახა ხოლმე ნატო
6. - ასე ხშირად არ უნდა მეთქვა კომპლიმენტები, რატა ყელში არ ამოსვლოდა.

ცოტა თუ ბევრი ჩალიჩის მერე დავუახლოვდი და გავიცანი ბიჭები, მათთან ერთად ყოველ საღამოს თუ არა ორ დღეში ეერთხელ მაინც ვქეიფობდით ხოლმე, მერე ერთხელ ჩხუბიც მოგვიხდა რესტორანში. მერე ამ ბიჭებმა ერთად გავაკეთეთ ფოტომასალების ბიზნესი, მერე მე ფული დავაგროვე და ეს ბიზნესი გამოვისყიდე. მერე შემოსული ფულით და ცოტა კრედიტით ავტომობილი ვიყიდე, ნატოსთან ჩავედი და აღმოჩნდა რომ გათხოვილა.

რატომ გათხოვილა? უბრალოდ, ბანალურად აღარ ვევასებოდი. როდესაც ჩემთან ურთიერთობა უნდოდა, თურმე მაშინ კრიზისი ქონდა, წინა ლოვემ მიატოვა და ახლა თავშესაფარს ეძებდა.. ხოდა რა შუაშია ახლა ეს ისტორია საქართველოს "ნატო"-ში მიღებასთან: "ნატო" ჩვენც გვავალებს რაღაცეების შესრულებას, ამის გამო ქვეყანა ვითარდება, ისევე როგორც მე - მაგრამ საბოლოოდ შეიძლება უარი გთხლიშონ იმის გამო, რომ ბანალურად
ა. სად ჩვენ და სად ჩრდილო ატლანტიკა
ბ. მეტად პატარები ვართ სამხედრო ალიანსისთვის და ჩვენი თრევა არავის უნდა.
გ. საფრთხე მეზობლად გვყავს და არავის უნდა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, თუ ამ საფთხის მატარებელს თავში რამე ორიგინალური მოუვა.
დ. ამდენი ხანია შევდივართ და ვერ შევედით - რა არის, რა ნელა ვითვისებთ..
ე. ჩემზე ჭკვიანები ზიან ზემოთ და მოიფიქრებენ  - როგორც იტყვიან თუ გული საჩხუბრად გერჩის მიზეზი რა მოსატანიაო - იგივეა პირიქითაც.

არ მინდა სრული პესიმისტი გამოვიდე, მარა ამდენი ხნის მერე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაპრიზიანი ქალბატონი რაღაცას გვეთამაშება და საბოლოოდ ისე ვერ ვიხილავთ მასში შესვლას, როგორც საკუთარ ყურებს. აი ეს იყო ჩემი კომენტარი.

Monday, November 7, 2011

მარია კიური

მევასება ეს ქალი!
:)
არა, ესა არაა ფოტომოდელი, მსახიობი, პოლიტიკოსი ან მომღერალი. ესაა რადიაციის პიონერი მკვლევარი. დღეს მისი დაბადების დღეა. ხოდა გუგლმაც არ დააყოვნა და იმსაათში დადო ბანერზე.
:)
ინფორმაცი იხილეთ აგერ.

Sunday, October 30, 2011

ველქამ 2 სტეფანწმინდა, სოლჯერ!

ჰაიუშკი! როგორც არ მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს გახლდით სტეფანწმინდაში, რომელ არს იგივე ყაზბეგი. ჰოდა იმის გამო, რომ საერთოდ არ მაქვს აღარაფრის შემქნის დრო და ნერვები, აქამდე ვერ მოვახერხე დაწერა. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპარში.

დარიალისკენ მიმავალი გზა არის უმშვენიერეს მდგომარეობაში, ასე რომ ველოსიპედითაც კი არ შეგექმნებათ პრობლემა ზედ მოძრაობისას. სხვა საკითხია რა დრო დაგჭირდებათ.. ყველა შემთხვევაში, სექტემბრის დასაწყისში საერთოდ არ ცივა და როგორც ბოროტმა უძლეველმა ხმებმა მითხრეს, იმდენი თბილი ტანსაცმელი არ დამჭირვებია.



Saturday, October 8, 2011

გასეირნება სიონის წყალსაცავზე

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი დამიგროვდა დასაწერი თქო. ასე რომ აპრობირებული მეთოდით ვხსნი სურათებით სავსე საქაღალდეს, მივყვები სურათეს და ვიხსენებ სიონის წყალსაცავზე გატარებული დროს, რომელიც იყო ამა წლის 30 ივლისს.


მაშ ასე: სიონის წყალსაცავი არის არმისული თუშეთში, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში. მისკენ გზა მიდის როგორც სტეფანწმინიდს მხრიდან, ისე თბილისის გავლით გლდანიდან. მაგრამ საბანაო ადგილები არისო გლდანიდაო, ასე რომ.. თუმცა მივყვეთ რიგის მიხედვით.


ეს არის ჩვენი აღჭურვილობა. გარდა ორი კარავისა და სამი საძილე ტომრისა, აქ არის ორი საცურაო კამერა, მზისგან დამცავი ქოლგა, რამდენიმე ქვეშსაგები, პლედი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები, შეშა, შამფური და რაც მთავარია - ანკესი! დიახ, სიონის წყალსაცავზე იმდენი თევზია, შეიძლება შემოეჭამო რომელიმეს.


თუ გლდანის "ბღატისლავა"-ს არ მივიღებთ მხედველობაში  - გზა მოჭარბებულ სიმწვანეში გავიარეთ. ფრაზა "ვაიმე, რა მაგარია!" უძაანესად შემოგვაცვდა - უფრო უკეთესი აღფრთოვანების გამომხატველიც რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ.. არადა გარემო მართლა ლამაზია.

Sunday, October 2, 2011

რაღაცნაირი ტესტები

თანამშრომელმა გამომიგზავნა ეს ტესტები და გადავწყვიტე აქაც დამედო. პირველი ყველაზე საინტერესოა, მეორე ყველაზე უაზრო, მესამე ყველაზე პიზდეცინტელექტუალური. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით:

ტესტი N 1


ეს ტესტი მაქსიმუმ 10 წამში უნდა გააკეთო და შემდეგ ქვემოთ ნახე შედეგები...

 დათვალე რამდენი “F”-ია შემდეგ ტექსტში:

+++++++++++++++++++++++++++
FINISHED FILES ARE THE RE-
SULT OF YEARS OF SCIENTIF-
IC STUDY COMBINED WITH THE
EXPERIENCE OF YEARS
+++++++++++++++++++++++++++

მზადაა! კარგად დათვალე?! ოკ! რამდენია? სამი?

შეცდომაა. 

არის ექვსი „F” ? ეს არაა ხუმრობა...
დათვალე კიდევ ერთხელ თუ არ გჯერა...
ახსნას ახლავე მოგართმევ... ჩვენი ტვინი სიტყვას „OF” ვერ აღიქვავს სინამდვილეში...
გასაკვირია არა? ვინც პირველივე დათვლაზე თქვა, რომ ექვსი „F”-ია, ის გენიოსია, ვინც თქვა 4 ან 5 ის განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინც 3–იაო ის სავსებით ნორმალურია, ვინც ნაკლები დათვალა, აჯობებს სათვალე იყიდოს!


ტესტი N 2

ოდესმე გიფიქრია შენი გონებრივი შესაძლებლობები საშუალოა თუ განსაკუთრებული?
თუ ამ ტესტს ნორმალურად გააკეთებ, გექნება ამაზე პასუხი...
არაფერი ჩაინიშნო და შემდეგზე არ გადახვიდე სანამ წინას არ გააკეთებ.

15+6

3+56

89+2

12+53

75+26

25+52

63+32

ახლა ჩაიფიქრე ერთი რომელიმე ნივთი და ერთი რომელიმე ფერი!

ახლა კი წაიკითხე დაბლა....

წითელი ჩაქუჩი ჩაიფიქრე არა??????????

თუ არა, ეკუთვნი იმ 2%–ს რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ....
  
98% ფიქრობენ წითელ ჩაქუჩზე....


ტესტი N 3

აიღე ერთი სუფთა ფურცელი და დახატე ღორი...
სანამ ღორს არ დახატავ არ წაიკითხო ქვემოთ ეს ტესტი.... არ მოიტყუო!!! მზადააა? დარწმუნებული ხარ? ეს ღორი არის შენი ფსიქიკის ანარეკლი...








თუ ეს ღორი შენ, ფურცლის ზედა ნაწილში დახატე... –ოპტიმისტი ხარ.
თუ ეს ღორი შენ, ფურცლის შუა ნაწილში დახატე  ... – რეალისტი ხარ.
თუ ეს ღორი შენ, ფურცლის ქვემო ნაწილში დახატე... – პესიმისტი ხარ.


თუ ღორი მარცხენა მხარეს იყურება– შენ გჯერა ტრადიციების, მეგობრული ხარ და ყველას დაბადების თარიღები გახსოვს.

თუ ღორი მარჯვენა მხარეს იყურება– აქტივისტი ხარ, მაგრამ ოჯახზე არ ხარ მაინც და მაინც მიბმული, და გგონია რომ დაბადების დღეები და იუბილეები არც ისე მნიშვნელოვანია

თუ ღორი პირდაპირ შენ გიყურებს,–შენ იძახი იმას რასაც ფიქრობ და არ გეშინია ჩხუბის

თუ შენ ღორს 4 ფეხზე ნაკლები  დაუხატე ეჭვებში ხარ და ცხოვრებაში რაღაც გარდატეხას ელოდები

თუ 4 ფეხი დაუხატე, მაშინ თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ

თუ ღორს დიდი ყურები დაუხატე, მაშინ მზად ხარ სხვებს მოუსმინო და დაეხმარო, რაც დიდია ყურები მით უკეთესი...

თუ შენ ღორს 4 ფეხზე მეტი დაუხატე– იდიოტი ხარ!


Saturday, October 1, 2011

მამას სიხარულები


მეგობარირომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათშეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე,რამდენიმე ჭიქაც გადაჰკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.

ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეამუშაობა დაიწყო ერთ-ერთწარმატებულ კომპანიაშისწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებასსამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტიაისეთი მდიდარი გახდარომ დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”



მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგიჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეამუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყოშემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობსისეთი მდიდარიარომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”



მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულიასაუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდაშემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნაამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”



სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულებირომ ასეთი წარმატებული დაკარგი ბიჭები ჰყავდათმეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილიახლა ეს მილოცვები?” ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავსშენ ბიჭზე რასგვეტყვი?” მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.




სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..” მეოთხემ კი თქვა: არამე არ მრცხვენიაის ჩემი შვილია და მიყვარსამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭიამისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლისაჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღოეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა.

Friday, September 30, 2011

ზღვა - 2011

იმდენი დამიგროვდა დასაწერი, იმდენი მაქვს სათქმელი, იმდენია ჩანიშნული თემები მობილურში, რომ უკვე თავგზა მებნევა. ხოდა გადავწყვიტე სექტემბრის ამ უკანასკნელ დღეს ზაფხულის შვებულების პირველი კვირა გავიხსენო და ცოტა ხნით მაინც დავბრუნდე "იიფ, კაია მეფობაი"-სიტუაციაში. გავხსნათ ზღვის სურათების საქაღალდე და წავიდა მემუარები..


სიმართლე გითხრათ, ზღვაზე მარტო მშობლებთან ერთად ვიყავი ნამყოფი და ფრიად "პენსიონრული" დასვენება გამოდიოდა ხოლმე. სახლი - ზღვა.. ძალიან მოსაბეზრებელია როდესაც შენთან ერთად კი არ არის ხალხი, არამდე გაკვირდება. ხოდა ძალიან ეჭვი მეპარებოდა, როგორ შეიძლება 8 დღე გავძლო ადამიანმა ქობულეთში თქო. მე მთა უფრო მომწონდა.. მაგრამ ზღვიდან ჩამოსულმა.. თუმცა ამაზე მერე. მოკლედ, ყიფიანის ეკიპაჟი ჩავლაგდით ყიფიანისვე მანქანაში და გავუყევით ჯერ კიდევ მძინარე გორის ქუჩებს.

Tuesday, September 20, 2011

ხართ თუ არა სერიული მკვლელი?

ყველაზე უაზროდ აზრიანი ტესტი იმაზე, რა გაქვთ დალექილი ქვეცნობიერების ბნელ კუნჭულში. ტესტი არის უმარტივესი, უბრალოდ უნდა უპასუხოთ ერთ კითხვას. მაშ ასე, ამოცანა გვეკითხება:
ერთხელ ერთმა გოგომ დედის დასაფლავებაზე ერთი სიმპატიური ბიჭი შენიშნა. მას ეს ბიჭი ძალიან მოეწონა, ისე რომ ფიქრობდა, რომ ეს კაცი მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გამხდარიყო და რომ ის იყო მისი ოცნების მამაკაცი. რამდენიმე დღის შემდეგ გოგომ საკუთარი და მოკლა.
კითხვა: რატომ მოკლა მან საკუთარი და? [იფიქრეთ პასუხზე 30 წამი და მერე ჩადით დაბლა პასუხის სანახავად]


პასუხი კი ასეთია: მას იმედი ქონდა, რომ დის დაკრძალვაზე იმ ბიჭს ნახავდა..

თუ ასეთივე პასუხი გაეცით, თქვენი ფსიქიკა ვერაა წესრიგში. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვანაირად პასუხობს. მხოლოდ სერიულმა მკვლელებმა შეძლეს სწორი პასუხის თქმა. თუ შენმა მეგობარმა ღმერთმა არა ქნას და სწორი პასუხი გასცა, ჯობია იფიქრო მასთან დაშორებაზე.

რევიც, ასე გვეუბნება ერთი სირისტიანი ამერიკელი ფსიქოლოგი.

Wednesday, September 14, 2011

ნათარგმნები - Sam Brown - Stop

დიდი ხანია მინდოდა ამ "სტრიპტიზის საცეკვაოდ განკუთვნილი" სიმღერის თარგმნა. და აი, მოვიდა დრო. წავიდა ვიდიუ.


რამე თუ მაქვს მხოლოდ რაც შენ მომეცი
ნუთუ არა წუხარ რომ შენ გაძლევ ჩემს სულს
რაც მქონდა გრძნობა ხომ სულ შენ მოგეცი
თურმე მომატყუე და არ სწამს ეს ჩემს გულს

მასთან მიკრულს დაგინახავ ქუჩაში
კითხვა გამიჩნდება: თუ იცის რომ არ უყვარხარ
შენ ტრფობის გწამს და არც იცი რა არის
როცა მიხვდები რომ ერთად-ერთი არ ხარ

ოჰ, შეჩერდით, სტოპ! სანამ მიმატოვებთ კრულს
ჯობია სტოპ! სანამ წახვალთ - გამიტეხავთ გულს
უუჰ, შეჩერდით - სტოპ!

ხანდახან ვცდილობ რომ ჩემით წავიდე
გახლეჩილი სულით ეს არ არის ადვილი
ყოველდღე ცდაში წლები გავიდნენ
ახლა გთხოვ შენ მომაცილე მახვილი

სტოპ! თუ გიყვარვარ
(თუკი გახსოვს)
ახლა მიტევების დროა
(ის დღე გახსოვს)
მე არ მწამს რომ ჩემთან მოხვალ ისევ

[ბლინ, მაგარი ფარჩაკი თარგმანია, ზედმეტად კარგი სიმღერაა ჩემი დონის მთარგმნელისათვის. 4/10 -დან თარგმანში. ქულები მიიღო რითმების იდენტური გადმოცემისათვის, გარითმვისათვის და თარგმანში დახარჯული დროისათვის. ქულები  დააკლდა რამდენიმე საკვანძო სიტყვის არასწორი თარგმანისათვის, ემოციის ვერმოტანისათვის, ტაქტის არევისათვის]

Sunday, September 4, 2011

ნათარგმნები - Stevie Wonder - Part Time Lover

ჩემი ტელეფონის ზარის სიმღერა უნდა ვთარგმნოთ დღეს. ეს კლიპი მე რომ დავიბადე, მაგ წელს არის გაკეთებული და ამიტომ მომწონს ასე ნეტა? წავიდა ვიდიუ!



დარეკავ ერთს - გათიშავ თან
ვხდები რომ რეკავ სახლიდან
ეს არ გეშლება
შენს დროებით კუროსთან
თუ არ მყავს აქ, აგინთობ შუქს
დაგპირდები ამ ღამეს მუქს
დარჩები სულ
შენს დროებით კუროსთან

****
ჩვენ ხომ სურვილების მალვით ვირთობთ თავს
მზეს ფარავს ჩვენი ვნების ზღვა..
დღე არ გიცნობ ჩემო სიყვარულო ღამის
ვაკეთებთ ცუდს თუმც გრძნობა ღირს ამის
***

თუ ბიჭებთან შემხვდები გზად
ჩუმად გაივლი - ხარ შენ მზად
გაგთქვავს სიტყვის თქმაც
შენს დროებით კუროსთან
და თუ ძალიან გაჭირდა
და ჩემი თავი დაგჭირდა
ჩემს ძმაბიჭს დააბარე
შენს დროებით კუროსთან

-----

რაღაცის თქმას არ ვატან ქარს:
წუხელ ვიღაცა რეკდა ზარს
ის შენ არ იყავი
შენს დროებით კუროსთან
კაცმა თქვა "გადაცვლას ველი"
და არ თქვა თავის სახელი
მგონი ორნი ვთამაშობთ
დროებით კუროობანას

მე და შენ (დროებით კუროობანას)
ის და იგი (დროებით კუროობანას)

პარაშუტით გაფრენა

ესაა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ჩემი ძალიან მაგარი კამერის საშუალებით ქობულეთში და რომელზეც ასახულია პარაშუტით გაფრენა. ხალხს ეშინია ამ ატრაქციონით გართობა, ამიტომ კაცნობრიობის გულისათვის ვქენი ეს საქმე და აჰა, იხილეთ ვიდიუ ესე. პ.ს საშიში არაა, დაჟე მოსაბეზრებელიც კია ჰაერში რომ კიდიხარ და მიყევხარ კატერს. ასწორებს მარტო აფრენის მომენტი და დაფრენისა ხომ ვაფშე გლიჯავს.



ხარისხზე უნდა მაპატიოთ, კამერა რა ფორმატშიც იღებს, იმ ფორმატს რედაქტირების პროგრამა ვერ კითხულობს, ეგ ერთი კონვერტაცია. მერე თვითონ ეგ პროგრამა აკონვერტირებს, მერე გამოდის დიდი და რომ დავაპატარავო, კიდევ ერთხელ ვაკონვერტირებ. შედარებისათვის: 944 მეგაბაიტი საწყისი ვიდეოდან 30 მეგაბაიტი ასატვირთი მასალა გამოვიდა. :)

Saturday, September 3, 2011

ნათარგმნები - Nightwish "Sleepwalker"

აბა, კაი ხანია ამის თარგმნა მინდოდა, ამიტომ უცებ წავიდა ვიდიუ!



დახუჭავ თვალს
გრძნობ ოკეანეს სურვილით მთვრალს
ნელა იგრძნობა
შენი სუსტი დაცულობა

ძილს და ღვიძილს შორის ქრები უბიწო,
და რჩება ნიღბები. ეს არის ადგილი
სადაც გელოდები შენ.

გყავდე ახლოს
შენს სულს ხელი ვახლო
ცქერა და ნდობა
ოცნების განდობა


ძილს და ღვიძილს შორის ქრები უბიწო,
და რჩება ნიღბები. ეს არის ადგილი
სადაც გელოდები შენ

მთვარეულო - მეძახი
გავბედე ვიგრძნო შენი ექსტაზი
მძინარე დიდხანს დარჩები და
ჩემს ოცნებებში ჩარჩები


მთვარეულო


მთვარეულო - მეძახი
გავბედე ვიგრძნო შენი ექსტაზი
მძინარე დიდხანს დარჩები
ჩემს ოცნებებში ჩარჩები

Thursday, September 1, 2011

Bazzilio გათხოვდა!

ხოოოდა..


ეს არის მარცხენა ხელის მტევანი. არათითზე არის ბეჭედი, ოქრო, მაღალი სინჯის, 5-10 გრამი, ხელი ეკუთვნის ნინო ჭონიშვილს და მთელი ეს ფაქტორები ნიშნავს:
1. ბაზილიო გათხოვდა
2. მისი ბლოგი შეიძლება გულისტკივილით წავშალო, რამეთუ ცუდ ხასიათზე (შესაბამისად წერის ხასიათზე) აღარ იქნება
3. ეს ამბავი ფეისბუქიდან გავიგე, შესაბამისად სულ გამოკომპიუტერდა ხალხი (იხ. მ/ფ: "სუროგატები"
4. კიდევ მინიმუმ ერთი ხუჭუჭა დაემატება საქართველოს
5. მისალოცი ამბავია.
გილოცავ ამხანაგო! მე, ცხოვრების ბოლო მოვლენების გამო, აღარაფერი მიკვირს და შესაბამისად მარტო აღფრთოვანებული გილოცავ. ნუ წიპა, ამ პოსტს თუ წაიკითხავ იცოდე რომ ფაქტიურად შენი საქმე გავაკეთე და დავბლოგე და როგორც ჩემი ერთ თორტიზელი ჯგუფელი იტყოდა ხოლმე "დღეის ამაი იქითა ჩემი ფეხი არ იქნებაი აქა" - ანუ შენზე აღარ დავწერ თქო. ვოტ. წავედი მე..