Tuesday, December 31, 2013

ჩემი 2013

რამდენიმე ათეული წუთი რჩება და კალენდარული 2013 წელი ისტორიას ჩაბარდება. ვზივარ ჩემს დიიდ ოთახში, წინ მიდგას უგემრიელესი ნამცხვარი.. მმ.. მართლა კარგია. და შესანიშნავ განწყობაზე ვარ დილის 7 საათზე ადგომის, ჯამში 3 საათი გზის და 5 ის მაგივრად ისევ 7 ზე დამთავრებული შრომის მიუხედავად. ასე, რომ Let's Roll და გადავავლოთ თვალი 2013 წელს.



2013 წელი იყო ყველაზე დატვირთული, პროდუქტიული, ემოციური და შემომტანი წელი ჩემს ცხოვრებაში. ახალ თანამდებობაზე წინა წელს გადავედი და 2013 ში საშუალება მქონდა აიტის მთელი მშვენიერება და უპირატესობები შემეგრძნო. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ნოკია N82 ის ნაცვლად Samsung Galaxy s Duos მაქვს, რაც რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია და მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეს მიმწარებს ეს ტელეფონი, უკვე მიძნელდება მის გარეშე.


Thursday, December 5, 2013

დაწყნარდი, ცუნცულ..

თავიდანვე გაფრთხილებთ, ლემურზე არ იქნება პოსტი. დიდი ხანია პირადი გრძნობების, რომელთა გარეშეც არ მაცოცხლოს ღმერთმა, შესახებ არ დამიწერია. ხოდა აი, დღეს სწორედ მასეთი დღეა. Today is a good day to write.


მსოფლიოში კრიზისია. ფინანსური. რის გამო იცით? რამდენიმე ღორი და ეგოისტი სირის გამო მთელი მსოფლიო კრიზისშია. ხალხი ქუჩაშია და იმის მაგივრად, რომ ფულის ნაკადების მოძრაობა დარეგულირდეს, ის რამდენიმე სირი, რომელსაც ასევე სირი მეგობრები ყავს საპასუხისმგებლო ადგილებზე, უფრო მეტ ფულს ხვეტენ. რა მინდა ახლა, რატომ ვღელავ: ჩვენს ქვეყანას, მიშას თქმისა არ იყოს, არ აქვს ნავთობი რომ სტაბილურად ფული შემოვიდეს. ძალიან ვართ დამოკიდებული გარედან გამომეტებულ ფინანსებზე. ვიცი რომ პუჭურა ქვეყანა გვაქვს, მარა ეს ერთი გვაქვს და იმასაც გვართმევენ. ხოდა აგერ კურსი გარბის ზემოთ ზემოთ, რა ვიცი, რას გაიგებ, რეზერვებიო, დარეგულირდებაო, სეზონურიო.. შარშან არ იყო სეზონური? რას გაიგებ, ხადური მრგვალია, საითაც უნდა იქით გაუკეთებს ყურს. დაზარალებული კი ჩვეულებრივი მოკვდავი ხალხია, რომელსაც სამუშაოზე ეუბნებიან: Get the fuck out-ო. რას იზავ, უჭირს ყველას და იძულებულია გასავალი შეამციროს.

ეს ღვდელი შემოწირულობებს აგროვებდა ბანკის წინ

იმას ვამბობდი, რომ ისედაც გაიგებთ და ჯობია შინაურისგან იცოდეთ, ჩემს კანტორაში და-Zip-ვის ტალღა იყო ამ ორშაბათს. ყველა ელოდებოდა 2 დეკემბერს, ტიპა ვის არ შეეხება ოპტიმიზაციის ცელიო. ხოდა ჩემ თავზე ყველაზე ნაკლებად მეგონა, მარა მაინც ნერვიულობ კაცი. არ გამოვხატავ ხოლმე, მაგრამ მაინც ნერვიულობ ადამიანი. ჩატარდა შეხვედრა და მთელი საღამო და მეორე დღე პასუხებამდე ჩემს თავს ვუმეორებდი: დაზღნარდი.. დაზღნარდი.. და ასე წყნარად მეძინა, მეღვიძა, მემუშავებოდა და აღმოჩნდა რომ ისევ ვაგრძელებ აეს-ის განხორციელებას და ისევ ვივლი გორი-თბილისის მარშუტზე. მაგრამ ძალიან გულის დასაწყვეტია გარშემო შემოცლილი შენი მეგობრები, ფაქტიურად ოჯახის წევრები.. ამის გამო ისტრესები. და ისტრესები იმის გამო, რომ გულის კუნჭულში გრძნობ - გიხარია რომ ისინი, და არა შენ. და ეს სიმდაბლეა. მარა მაინც გიხარია. რას იზავ, უნდა დავზღნარდეთ.


მერე ისე აღმოჩნდა, რომ ბუნებამ გადაწყვიტა დღეს კარგი დღეა რომ მოვთოვო, ქარი დავუბერო და გავყინოვო. მე წინასწარვე მოვემზადე და რეზინის საბურავებზე გადავედი, მაგრამ მოყინულ გზაზე სიარულის გამოცდილება არ მქონდა. კიდევ კარგი ალექსა მიჯდა გვერდით და ასე, ზღნარ ზღნარად, 30-40 კილომეტრ საათით მოვდიოდით. სურათზე არ ჩანს კარგად, მაგრამ თოვლი მოდის ისეთი, მარტო ლამპიონებს ხედავ და მარცხნივ ბორდიულს. სულ ოდნავ მკვეთრი საჭის მოტრიალება შესამჩნევად აცურებს მანქანას. ამას ემატება ძალიან ძლიერი გვერდითა ქარი. მე კი ჩართული მაქვს გათბობა და ჩემს თავს ვუმეორებ: დაზღნარდი, დაზღნარდი..


და აი, ისაა ვიფიქრე, იგოეთს გამოვცდი და ახლა მაინც გამოსწორდება პირობები თქო რომ ბრახ და შუქი გამოირთო. დაახლოებით ისეთი გრძნობა მქონდა, თვალდახუჭული რომ დადიხარ და ეძებ საგანს ორი ოთახის იქით. შორ განათებას ჩართავ და თოვლი ხომ მოდის და ამ თოვლს ანათებს - არაფერი ჩანს. ახლოზე ჩართავ და 2 მეტრის იქით არაფერი ჩანს. ასე რომ ზღნარად, ზღნარად 20 კმ/სთ სიჩქარით ვიარეთ სულ იგოეთიდან გორამდე. გზაში შეგვხვდა ისეთი ავარია, რომ ორი მანქანა იყო აქეთ-იქით, შუაში პატრულის მანქანა მოყოლილი, ორი ჯიპი ბორდიულზე შეჯახებული, მარშუტკა და მესამე ჯიპი ვაფშე დატრიალებულები და პირით თბილისისკენ, ერთი კუკუშკა მანქანა კი ზედ ბენზინის ჩასასხმელთან შეჭეჭყილი. გავუარეთ ამ საშინელებას 10 კმ/სთ სიჩქარით და ვიმეორებდი: დაზღნარდი, ნელა.. ქარი ისევ ათამაშებს მანქანას..


გორის შემოსასვლელი გზა 360 გრადუსიან ბრუნს აკეთებს. აქ ისე ნელა ჩამოვედი, ბათუმში არ მივლია ასეთი სიფრთხილით. ზღნარად.. ზღნარად.. დიდი ავტობუსები, ტრაილერები, ევაკუატორები დაგვხდნენ გორის შესასვლელთან ჩათოვლილები და გაჩერებულები. რიკოთი დაკეტილია და არავის უშვებდნენ. თვითონ გორის გზებიც მოყინული იყო. შუა გზაში მანქანები იყო ავარიული ფარებით და დედა არ აიყვანდა შვილს, ისეთი მდგომარეობა დაგვხვდა. თან პლუს ქარი.. გამგეობის წინ ისეთი კორიანტელი იდგა, ქუჩის მეორე ბოლო არ ჩანდა. მაგრამ ეგ არაფერი, ბაზრის უკან რომ შემოვედი წრეზე, მანქანა მოცურდა. აშკარად 11 კმ/სთ წავედი 10-ის ნაცვლად. ხოდა გამახსენდა ნასწავლი მანევრები, ზღნაა აა აარად მივატრიალე საჭე მოცურების მხარეს და საკუთრი თავით ძალიან კმაყოფილი დავრჩი კონტროლი რომ აღდგა. ასეთი კმაყოფილი მარტო მაშინ ვიყავი, ფილოსოფიის გამოცდა რომ ჩავაბარე და 4 იანის ნაცვლად 5 იანი დავაწერინე ლექტორს.


ასეთმა დაწყნარებულმა სახლში მოსვლის მერე აღელების განსაქარვებლად ლუდი ჩავცალე მუცელში და ცოტა გამიარა. მაგრამ დილით 6:45 ზე ამდგარმა აღმოვაჩინე, რომ დენია გათიშული და ბნელი და ტკბილი 90 იანები შევიგრძენი.. საბედნიეროდ სრულიად ვერა, იმიტომ რომ გაზი მაინც იყო და ჩაის გაცხელება შევძელი. ამ დღეს შემიყვარდა ჩემი ტელეფონი, იმიტომ რომ მისი განათების გარეშე ტანსაცმელსაც ვერ ჩავიცმევდი. თან საინტერესო ისაა, რომ გარეთ ქუჩის განათება ჩართული დამხვდა, სახლში კი დენი არ მქონდა. ეგ არაფერი, მთავარია წყნარად ვიყოთ. მერე რა, რომ დენი გათიშულია და ვიღაც დასაუთავებელი საროჩკით წავა, ვიღაც საჭმელს ვერ ჭამს, ვიღაც ვერ გათბება. მერე რა, რომ ყველამ იცოდა ზამთარი მოდისო და მარილის დაყრა გზებზე გვიან გაახსენდათ. მერე რა, რომ ვიღაც ერთი გამოსლევებულის გამო 9 მანქანა დაიმტვრა და პატრულიც ზედ მიყვა. მერე რა, რომ როდესაც შენ 40 კმ/სთ-ით მიღოღავ ხალხით სავსე ავტობუსი 60-70-ით გისწრებს. მერე რა, რომ როდესაც საჭიროა, სწორედ მაშინაა გამორთული განათება გზაზე. მერე რა, რომ დილით ძლივს რომ ხედავ კავკასიონს, მაშინ თიშავენ განათებას ქალაქში.. მერე რა, თუ კურსი ზემოთ მიდის. მერე რა, თუ შემცირებებია.. მთავარია ასეთ დროს არ აღელდე და შენს თავს შთააგონო: დაწყნარდი, ცუნცულ, ყველაფერი კარგადაა, დაწყნარდი..

Saturday, November 9, 2013

ორმხრივი მოძრაობის უპირატესობები

ავტომანქანა რომ გამოვიდა ასპარეზზე და გაექანა და ვიღაც ლორდის ცხენს ხია, რის შედეგადაც მსოფლიოში პირველი ავტოავარია დაფიქსირდა, ჭკვიანი ხალხი დაჯდა და მოიფიქრეს ავტომობილით მოძრაობის წესები. მერე ჩვენ, ქართველები, ისე რომ არც დავმჯდარვართ, მივედით დასკვნამდე, რომ წესები იმის გამო არსებობს, რომ ისინი დაირღვეს. მერე მოვიდა მიშა და სთქვა - იქნას პატრული. და იქმნა პატრული. შეხედა მიშამ და ნახა, რომ კარგი იყო. მეორე დღეს სთქვა: იქმნას ავტოსტრადა გორი-თბილისი. და ასრულდა. ნახეს ეს ავტოსტრადა ინვესტორებმა, განიხარეს ფრიად და აავსეს იგი სხვადასხვა ტრაილერებით და მანქანებით. მერე მოვიდა ჩამკითხველი კაცი, რომელმაც სთქვა, დაე განახლდეს მცხეთა-საგურამოს მონაკვეთიო. შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ორზოლიან ცალმხრივი მოძრაობის მონაკვეთზე ერთი ზოლი თბილისისკენ მიდის, მეორე - გორისკენ.


აი, სქემაზე როგორცაა, ზემოთ თბილისესკენაა და მარჯვნიდან უნდა გადახვიდე მარცხენა ხაზში და ბორდიულის მხარეს უნდა გაყვე ადამიანი. შეზღუდვაა თან ბევრგან, რომ გასწრება არ შეიძლება და სიჩქარე 50 ზე მეტი არ გინდათ, შარიაო. მარა რად გინდა, დადიან ზოგიერთი იმდენად ამბიციურები, რომ ამ ორმხრივ მოძრაობაში, რომელიც ჰა და ჰა 2-3 კილომეტრი გრძელდება, გადადიან საწინააღმდეგო ხაზში (რომელიც მისთვის კი დაღმართია, მარა თბილისიდან ვინც მოდის, იმისთვის აღმართია) და ცდილობენ ერთ მანქანას მაინც გაუსწრონ. ვთქვათ გაუსწრო იმ ერთ მანქანას, ხომ ძალიან წინ წავიდა, ბებია უცხონდა, მარა კაი, ჯანდაბას, ვთქვათ გაუსწრო. ეხლა ხომ უნდა დაბრუნდეს ზოლში, თორემ შემხვედრი დაეჯახება. ხოდა აქაა ყველაზე მურტალი მომენტი: იმის გამო, რომ ეს ზოლში უნდა ჩააყენონ, ვისაც გაუსწრო, ის სიჩქარეს ანელებს, შესაბამისად მის მაგალითს ბაძავენ უკან მომავალებიც და შედეგად ვიღებთ ერთი სირის გამო გაჩერებულ მთელ კოლონას.


 თან ჩვენს ერს ხომ აქვს გენეტიკური მოთხოვნილება, პირველი წავიდეს ყველგან, გარდა სადაც საჭიროა (ნუ, დვანზე მაქვს ძირითადად გართულება). ხოდა აი ზედა სურათზე შევეცადე გადამეღო მარა მთლად კარგი არ გამოვიდა, ამიტომ ავხსნი. თბილისიდან მივდივარ გორისკენ. მივდივარ ასფალტზე, ჩემს მარჯვნივ არის ხრეშიანი ბორდიული და უფრო მარჯვნივ - კლდე ადის. ხოდა მარშუტკას მივდევ როგორც ხედავთ. ამ დროს გამოვარდა მერსედესი, გავარდა ბორდიულზე და აღმოჩნდა,რომ ხიდია იქ და ვერ წავა მეტს. რა მივიღეთ? მერსედესი გაჩერდა და ცდილობს ჩაეკვეხოს სადმე. ამის გამო როგორც ზემოთ ავღნიშნე, კოლონა ფერხდება. თან მარტო ეს ერთი მერსედესი კი არაა, მისნაირი კიდე 20 მანქანაა ბორდიულზე და ყველას ჩაკვეხება უნდა. ეგ კი არა და რომელიღაც კუანა მანქანა, ოპელ კორსას ბიძაშვილი, იმ კლდეზე ავარდა, ტოჟე მნე პრინც პერსიი, უკან ჩამოვარდა და ახლა უკვე ორნი ეჩხირებიან კოლონაში.


 
არადა ხომ შეიძლება ელემენტარული ურთიერთპატივისცემით მთელმა კოლონამ უწყვეტად იმოძრაოს? იმ 3 კილომეტრს ხომ მოუნდები გაწელე-გამოწელე 5 წუთი? რომ იჩხირები სადღაც, ძალიან წინ წახვალ და რამეს მოიგებ? მთელი ნახევარი საათი ვჯახირობდი სულ პირველი სიჩქარით: წადი 1 მეტრი, გაჩერდი, წადი, გაჩერდი. ხანდახან მგონია, რომ ის 200 წელიც არ გვიშველის. ასეთი მძღოლების შემყურე სხვებიც ხომ მასე იზავენ და ასეთები გაიზრდებიან? ეს პატრულიც დადიოდა დაქლიავებული, რისთვის ვუხდით ფულს ამის დედა ავატირე, დაიარე და ბორდიულზე ვინც დადის დააჯარიმე ნახრენ. ერთს დააჯარიმებ, ათს, ასს და მიხვდება ბოლო ბოლო ხალხი, რომ პატრულის დედა კი აატირა, მარა ნორმალურად მაინც უნდა იაროს.
 
 

Wednesday, November 6, 2013

როგორ იწრთობოდა.. ანუ ითარგმნებოდა თამაში.

პოსტი იწერება AcidLabz ის გამოცდილების გაზიარების ფარგლებში.

თამაშის თარგმნისას სულ პირველი, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ნებისყოფაა. ნებისყოფა თუ გეყოფათ, ყველაფერი გამოვა. თქვენ რა თქმა უნდა ვერასოდეს წარმოიდგენთ, რომ "Marry Farm" - სადაც თითქმის არაფერი ნაწერი გამოდის, დაახლოებით 200 სტრიქონი მაინც იქნება ბანალურად სათარმგნი და შრიფტის პრობლემები ხომ ცალკე თემაა. თუმცა მოდი მივყვეთ თანამიმდევრულად და ჩავთვალოთ, რომ ნებისყოფა გვაქვს უზარმაზარი.


ბევრჯერ გაიგებდით, რომ თამაშისთვის უნივერსალური სათარგმნი საშუალება არ არსებობს. ყველა თამაშს საკუთარი მიდგომა უნდა. თუმცა მე მაქვს ერთი გამოცდილი ხერხი, რომელიც ყოვლთვის მუშაობს - რუსიფიკატორი. მაგალითისთვის Stalker-ის თარგმნის პროცესს მოვიყვან. ორიგინალი თამაში ინგლისურად მქონდა. შემდეგ ვნახე რუსიფიკატორი. რუსიფიკატორში მოცემულია ხოლმე ის ფაილები, რომლებიც უნდა შეიცვალოს, რომ ტექსტები გარუსულდეს. თუმცა აქ ერთი უხერხულობა რჩება კიდე: ინგლისური და რუსული ენა შედის ANSII კოდირებაში (მემგონი ასე ქვია) და სულ არ ჭირდება შრიფტები, ისედაც ყველა კომპშია. ქართული კი უნიკოდში შედის და პირდაპირ ჩანაცვლება რუსული ტექსტის ქართულით არ გამოდის.


გავაგრძელოთ სტალკერზე საუბარი, რამეთუ ეს პროექტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. შრიფტების ორი ვარიანტი არსებობს - 1. სისტემური და 2. დახატული. სისტემური შრიფტები კომპს მოყვება ან თამაში აყენებს თვითონ. თამაშის რომელიღაც ფაილში იქნება მითითება, რომ ეს პროგრამა იყენებს ამა და ამ შრიფტსო. აი მაგალითად Half-Life 2 -ზე რომ ვმუშაობდი, სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. გაგიჩნდებათ შეკითხვა: საიდან გაიგე რომელ ფაილში ეწერა შრიფტებზე ინფორმაციაო. ჰოდა აი სწორედ აქაა საჭირო ნებისყოფა: უნდა გუგლოთ, ინტუიცია გამოიყენოთ, შეამოწმოთ თამაშის ფაილები და შეიძლება გაგიმართლოთ. ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი ჩანაწერი ქონდა ჰალფ ლაიფს ერთ ერთ ტექსტურ ფაილში: Font1 = HalfLife, Font2 = Arial - და აი აქ მივხვდი, რომ მივაგენი. :)


როგორც წესი თამაშში გვხვდება ხოლმე მეორე ვარიანტი, დახატული შრიფტები. არ ვიცი რატომ, ალბათ უფრო ნაკლები სიჩქარე ჭირდება მათ გამოტანას. მოკლედ, DDS ფაილია ან PNG - მასთან ერთად აუცილებლად იქნება მეორე ფაილიც, სადაც მითითებული იქნება თითოეული ასოს კოორდინატი. სტალკერის შემთხვევაში იყო შრიფტების აუარება კომბინაცია ეკრანის კონკრეტული ზომებისათვის. მე გავაკეთე 1024 წერტილზე სამუშაო შრიფტები და სადღაც 1 თვე დამჭირდა ბოლოში გასასვლელად. გადაბმულად რომ მემუშავა, 2 დღეში მოვრჩებოდი, მაგრამ ენთუზიაზმზე სამუშაოდ ეს კარგი დროა. მოკლედ, ამ DDS ფაილს მოყვა მეორე ტექსტური ფაილი, სადაც ეწერა ასოს კოდი ANSII კოდირებაში (მაგალითად Space არის 32 სიმბოლო), მისი საწყისი კოორდინატები (X და Y), ასევე მისი საბოლოო კოორდინატები. ძალიან კარგი პროგრამაა Paint ამ შემთხვევაში. აი ნახეთ, კურსორი რომ დაგყავთ ეკრანზე, დაბლა მარცხენა კუთხეში ეწერება მისი კოორდინატები. იღებთ ამ შრიფტების სურათს (ზედა სურათზე როგორიცაა), აგდებთ ფოტოშოპში, გადაახატავთ ქართულ ასოებს, ინახავთ იგივე პარამეტრებით (სხვათა შორის DDS-ს დაჭირდა გამჭვირვალობის მითითება, რადგან ეს დირექტიქსის ფორმატია), მერე ავსებთ იმ კოორდინატების ფაილს და ეგაა!


შეიძლება მეორე ვარიანტიც, რომელიც საერთოდ არაა რეკომენდირებული, მაგრამ გასართობად წავა: ვიღებთ მარტო შრიფტების სურათს და ვცდილობთ "ჩავტენოთ" ქართული ასოები. ეს ცუდია იმის გამო, რომ მაგალითად ლათინური "l" მეტისმეტად ვიწროა ქართული "ლ"-ს ჩასატევად. ასევე რთულია განიერი "m"-ს ადგილას ვიწრო "მ" ჩაეტიოს. საერთო ჯამში თამაში გაქართულდება, მაგრამ აჩხა-ბაჩხა გამოვა ასოები და მოგეშლება ნერვები კაცს.


შრიფტებს რომ მიხედავ ასე თუ ისე, წინ გაცილებით დიდი სამუშაოა დარჩენილი - ტექსტის თარგმნა. სტალკერს 3000 - 3500 სტრიქონი აქვს სათარგმნი. ეს ბევრი არაა, თუ Half-Life 2 ის 5000-მდე სტრიქონს გავიხსენებთ. ყველაზე ადვილი მეჩვენება Plants vs Zombies თარგმანი - მოკლე ფრაზები იყო და სახალისო. მანდ უფრო პრობლემა მცენარეების სახელებზე იყო. მაგალითად Sun Mushroom - სოკომზისა - კარგად ჟღერს. ისევე როგორც Tall Nut - მაღალი კაკლის ნაცვლად გრძელკაკალა. ანუ თარგმანში მთავარია არა პირდაპირი თარგმანი, არამედ სულის შენარჩუნება. პირდაპირი თარგმანის დროს ძალიან მეცნიერული და მშრალი გამოდის ხოლმე ტექსტები. ჩემს პრაქტიკაში მასეა ყოველთვის. აი Assasin's Creed 2 ს რომ ვთარგმნიდი, ხომ ჩავათავებდი ტექსტს, მერე წავითამაშებდი რომ გამეგო, რამდენად ჯდება კონტექსტში ეს ჩემი თარგმანი. Max Payne 2 ზე არ გავაკეთეთ ასე, ხოდა რა გამოვიდა? მაქსი გამოვიდა ლიფტიდან, ლეიტენანტი მიუბრუნდა და ეუბნება: "შენ ეს შეძელი!" - "You did it!" - არადა სინამდვილეში "ეს შენ ჩაიდინე!" უნდა ყოფილიყო.


ასეთი შეცდომების გასასწორებლად საჭიროა ბეტა ტესტინგი. ფორუმ.გე -ზე თამაშების განყოფილებაში ძალიან ჯიგარი ხალხია, ტესტირებაზე უარს არ ამბობენ ხოლმე. მთავარია კარგი თამაში და კარგი ნათარგმნი იყოს. ხოდა თუ არ გამოვა ეს ამბავი, მაშინ თქვენ თვითონ უნდა დატესტოთ - გადაითამაშეთ და ტექსტებს მიაქციეთ ყურადღება. პრინციპში სულ ესაა, მთელი ფილოსოფია. შეიძლება ერთიანი საინსტალაციო გაკეთდეს, როგორც მე გავაკეთე სტალკერისთვის პაჩის სახით. სხვათა შორის აი ეს ლინკი ნახეთ, ამაზე მხიარული ფერმაა და 2009 წლის აქაჩული კია, მარა ლინკი მაინც მუშაობს. კარგი სამუშაო რამეა, გამოდგება დასაწყისისთვის.

Monday, October 21, 2013

კანონმორჩილი მოქალაქე

ამ ორი წლის წინ დავკარგე პირადობა. ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ წინა კვირას ავიღე პასპორტი. მოკლედ, ახლის ასაღებად რომ მივედი, მითხრეს - სამ ლარს გადაიხდი და აი ამ ბლანკს შეავსებო. ბლანკზე კი ეწერა სათაური: "ადმინისტრაციული სამართალდარღვევა..". აი ძალიან არ მესიამოვნა სიტყვა "სამართალდარღვევა", მარა რას ვიზავდით, გადავიხადე ჯარიმა და ავიღე ახალი პირადობა.


გუშინ კაცო, ჩემთვის ვნერვიულობდი, ძლივს გავაჩერე მანქანა თავისუფლების მოედანთან. წავედი, მოვედი - ჯარიმის ქვითარი კი დამხვდა გარჭობილი. ვიცოდი, რომ ეგ დღე დადგებოდა, მაგრამ ეს "მე მიყვარს თბილისი" რომელ სართმევში ირთმევა, არ მიკითხავს. ენივეი, შევედი ბლანკზე მითითებულ მისამართზე, რომელ არს www.ct-park.ge და რას ვხედავ?! 11 სექტემბერს, როდესაც "ზუმერში" ვიყავი და მარჯანიშვილის მეტროდან ვიდრე კიდობანამდე ფეხით ვიარე (რამეთუ არსად ადგილი არ იყო მეტროსთან გავაჩერე მანქანა), იმ ოხერ სტაიანშიკს სულ ტყუილად მივეცი ის 50 თეთრი. :@ რა პონტში დგანან აბა, სითიპარკიც უნდა გადავიხადო, ა?


საინტერესო ისაა, რომ მარჯანიშვილზე არ დამხვედრია ქვითარი. ასევე მას მერე ორჯერ გავაჩერე ქვაშვეთთან, სკვერთან და ორჯერ რუსთაველის კინოსთან. არც ერთხელ დამხვედრია ქვითარი. ასევე მთაწმინდის პარკთან. ხოდა თქვე კაი ხალხო, ფულს ვიხდი გაჩერებაში, ვთქვათ ავიღე წლიანი და 50 ლარი გადავიხადე, კვირაში 2 ჯერ რომ გავაჩერო და ლარი ვიხადო სტაიანშიკებში, ეგეც შენი თვეში 4 ლარი და წელიწადში 48 ლარი. მე ვაფშე არ მაწყობს, რომ რამე სამართალდარღვევა მქონდეს ცხოვრებაში, მარა თუ სითიპარკს ვიხდი, სტაიანშიკები რა პონტში დგანან, ა?

Sunday, September 22, 2013

თბილისში ავტომობილით მოძრაობის წესები

მოძრაობის წესები იდეაში უნივერსალურია და ყველა უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ არა თბილისში. თბილისს საკუთარი, ენდემური მოძრაობის წესები აქვს, რომელიც შესაძლებელია არსად გვხვდებოდეს მსოფლიოში, ამიტომ უნესკოს ან წითელი წიგნის საკუთრება უნდა გახდეს და მასზე სახელმძღვანელოები დაიწეროს. ახლა გაგაცნობთ ზოგიერთ ბაზურ წესს, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ თბილისში ავტომობილით.


1. ქალი საჭესთან? არაა პრობლემა! - მინდა დავარღვიო საყოველთაოდ მიღებული წესი და გითხრათ, რომ ჯერ მე არ შემხვედრია ქალი საჭესთან, რომელიც ცუდად ატარებდა. ნუ, მაქსიმუმ ერთი შემხვდა, ისიც იმიტომ, რომ "ზებრა"-ზე გადავდიოდი, როდესაც მე მწვანე მენთო და ის ვერ გავითვალისწინე, რომ მასაც მწვანე ენთო და ამხელა ჯიპს მოსახვევში შესასვლელად უფრო მეტი ადგილი ჭირდებოდა. საერთოდ გაცილებით სახიფათოა ორი ან მეტი ქალი საჭესთან. იმიტომ, რომ ვინც ფიზიკურად ზის საჭესთან, ის გონებით იმყოფება დანარჩენ ორ ქალბატონთან ერთად სადმე ბუტიკში, ზღვაზე, კლუბში ან რამე ასეთ ადგილზე. მარტო თუ მოძრაობს, მაშინ ქალი საჭესთან ბევრ კაცს ჯობია ტარებით.


2. სიჩქარის შეზღუდვა მხოლოდ დედიკოს ბიჭებისათვის! - მე რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა "დედიკოს ბიჭია" და ნორმალურად მოძრაობს ხოლმე აღმაშენებლის ხეივანში მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარით. თუმცა დღე არ გავა, რომ არ შემხვდეს ვინმე BMW-ს ან Mersedes-ის პატრონი, ან მთლად უარესი, რამე ნავაროჩენი ჯიპის, რომელსაც სულ ზანგისფერზე კიდია შეზღუდვა და ისეთი სიჩქარით მოგადგება უკან ფარების ნთებით, ტიპა გამატარეო, რომ შიშის ცივი ქარები გივლის - გვერდით ზოლში ვერ გადახვალ, ეს ზოლი სავსეა მანქანებით. არადა გეჯახება..


3. უსაფრთხო დისტანცია - ეს შესაძლებლობაა გასწრებისათვის! - როდესაც შენთვის მისდევ წინა მანქანას ასე, 2-3 მეტრის მოშორებით, რამეთუ სრულიად შესაძლებელია მან მოულოდნელად დაამუხრუჭოს და თქვენი მანქანების ინტეგრაცია მოხდეს, ასეთი მანძილი სხვა მძღოლისათვის არის შესაძლებლობა, რომ გაგისწროს და თქვენს შორის ჩადგეს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც არც გასასწრები ადგილი აქვს და არც არავინ ატარებს.



4. ჩემი გზა - ჩემი წესები - არასოდეს ენდოთ ბრმად ავტომობილს, რომელსაც ციმციმა, ე.წ. პავაროტნიკი აქვს ჩართული. სრულიად შესაძლებელია ის საწინააღმდეგო მხარეს უხვევდეს ან საერთოდ არ ქონდეს მოხვევა განზრახული. ასე რომ დააკვირდით საით წავა სინამდვილეში და ისე იმოქმედეთ. მაგალითად მე კულტურულად დავუთმე გზა ერთ დიდ ჯიპს, რომელიც იდეაში მარცხნივ უხვევდა. ამის გამო აღმართზე სიჩქარე დავკარგე, რაც სულ არ მსიამოვნებს ხოლმე. ჯიპმა კი მშვიდად გააგრძელა იმავე ზოლში მოძრაობა, მოხვევა აზრადაც არ გაუვლია. ასევე მინდა გავიხსენო ერთი ბეემვეს მძღოლი, რომელმაც საოცარი სისწრაფით მოახერხა ჩვენთვის და ორი მანქანისთვის მოსახვევში შესვლა მოესწრო და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სწორედ მოსახვევში გაეჩერებინა და მობილურზე საუბარი დაეწყო.



5. შუქნიშანი იტყუება! - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით საღამოობით, გზაჯვარედინებზე დგება პატრული და ის აწესრიგებს მოძრაობას. არადა შუქნიშანი მშვენივრად მუშაობს. არ ვიცი ვინ მოიგონა, რომ პატრული უფრო მართალია, ვიდრე შუქნიშანი, მაგრამ ფაქტია - წითელი ენთო მშვენივრად, პატრული ხელს გვიქნევდა გამოიარეთო და აჰა, წითელზე გავიარეთ გადასარევად.



6. ქვეითი - ღმერთია! - ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია ქვეითების მოძრაობის მანერა. გორშიც არ დადიან მანცდამაინც განსწავლული ქვეითები, განსაკუთრებით შუა გზაში მოძრაობა რომ უყვართ, მოახლოვებულ მანქანას რომ ვერ სცნობენ და სიგნალზე უარყოფითად რეაგირებენ. მარა გორში მანქანებიც ცოტაა, ქვეითები უფრო ყურადღებიანები არიან და ხალხიც შედარებით ნაკლები დადის. აი თბილისში კი "ზებრა" დან 10 მეტრში შეუძლიათ გადავიდნენ, ან უფრო სწორი იქნება, გადაირბინონ გაქანებული მანქანების წინ. არ დაელოდონ მწვანის ანთებას, რამეთუ ის 5 წამი მათ ცხოვრებას შეცვლის, რომ მოიცადონ. იარონ თავჩახრილებმა ისე, რომ ვერ ხედავენ გარშემო რა ხდება. უარესია, როდესაც ყურსასმენები აქვთ გარჭობილი - საერთოდ ამ ქვეყნისთვის არ არიან. ყურსასმენები და ჩაფიქრებული სიარული არ იქნებოდა საზიანო, ქვეითებმა რომ ნორმალურად იარონ თავის გზაზე, მაგრამ როდესაც წინ გიხტებიან, ვერ გხედავენ, არ ესმით, ნელა დადიან და ხელს გიშლიან საერთო ჯამში, აფერხებენ მოძრაობას და შესაბამისად - ქვეყნის განვითარებას, აი მანდ უკვე ძალიან, ძალიან გეშლება ნერვები და სადაცაა ტარანზე წახვალ - გადააჯვით გზიდან, თქვენი გამოსირებული დედებს შევეცი, პიტალო ყლეებო თქვენა!


 
მოკლედ, ორი რჩევა მაქვს მათთვის, ვინც თბილისში მოხვდა მანქანით და ვერ ხვდება ეს რა ჯოჯოხეთი ტრიალებს - 1. მოიმარაგეთ მოთმინება და 2. შეეცადეთ დაიკიდოთ. გადარჩენის ერთად-ერთი გზა ესაა. სხვა ვარიანტში ან თქვენც მათნაირი უნდა გახდეთ და ერთ დღეს ცუდად დაამთავროთ ან მთელი ცხოვრება ასეთ გარემოში მოძრაობთ და ისედაც ერთ-ერთი მადგანი ხართ - შესაბამისად სულ გკიდიათ ეს ჩემი პოსტი.

Saturday, September 14, 2013

ჩემი მეორე ნახევარი

მას რძისფერი კანი და ცისფერი თვალები აქვს. ხუჭუჭა თმები ხან ქარს ეთამაშება, ხან ჩემს ცხვირს - მისი თმის სურნელი მიყვარს. პაწია და გაბუტული ტუჩები აქვს - როდესაც იღიმება, ეს ტუჩები ყველაზე ლამაზი სანახაობაა ამ სამყაროში. ცოტას ლაპარაკობს. თუ ლაპარაკობს - ეს ყველაზე სასიამოვნო მუსიკაა. პატარა თეთრი თითებით ჩემს თითებს ჩაეჭიდება და ვგრძნობ, როგორ აკლდება წონა ჩემს სხეულს, როგორ ბათილდება ხახუნის ძალა მიწასთან და როგორ იზრდება მაგნიტიზმი ჩვენს სხეულებს შორის..
 
 
 
აქ ეწერა ლამაზი პოსტი იმაზე, თუ როგორ მიყვარს ეს პატარა ანგელოზი, მაგრამ ანანოს არ უყვარს ასე სახალხოდ რომ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს და მისი თხოვნით აღნიშნული პოსტი მოკლდება, სადამდეც ჯერ არს.


Wednesday, September 11, 2013

ნატელეფონარი

ჩემს Samsung Galaxy S Duos-ზე ჩემი პირიდან კარგის გამგონი ადამიანი არ მეგულება იმიტომ, რომ არასოდეს მითქვამს კარგი მასზე და სულ ვაძაგებდი და ვერ ვიტანდი სიმართლე თუ გინდათ. ყიდვის დროიდან დაწყებული სულ ველოდებოდი რომ რამე დაემართებოდა, რათა მიზეზი მქონოდა მომეშორებინა და რამე ნორმალურზე მეფიქრა. ერთხელ დამივარდა, დაიშალა - მარტო უკანა პანელი მოძრობია. მერე დამივარდა, კუთხით დაეცა - მარტო გაიფხაჭნა. მარა მესამე და სამართალიო - ვენაცვალე მაღალსა - მივიყვანე ჩემი და ერთგან, გამოვბრუნდი, ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვიღე, გასაღებს ტელეფონი ამოყვა და ბრაგვანი გაადინა ძირს. ეს მოხდა გუშინწინ, 9 სექტემბერს. გაადინა ბრაგვანი ესე იგი, გაძვრა აკუმლატორი და უკანა პანელი. ჩავდე აკუმლატორი უკან, დავაფარე პანელი, ამოვატრიალე და..


ბლინ, ნუ ნე სმეშნო! როგორც ხედავთ ეკრანის მნიშვნელოვანი დაზიანების მიუხედავად ტელეფონი მუშაობს. მართალია თაჩსქრინობის გამო მისგან ბევრს ვერაფერს გამოიღებ, მარა ირთობა და რეკავს. ასე რომ იძულებული ვარ გავაკეთო და კიდევ უფრო მეტად შემძულდეს. გარანტია წავიკითხე - წერია რომ 50% იანი ფასდაკლებით შევაკეთებთო. წავიღო ზუმერში, ვნახო რა ჯდება შეკეთება. გორში მითხრეს, რომ 60 ლარამდე დაგიჯდებაო. სანამ მანამ კი ისევ ძველი და გამოცდილი Nokia N82 ით ვმოძრაობ.


საგულისხმო ისაა, რომ 9 თებერვალს ვიყიდე და 9 სექტემბერს გატყდა. 5 თვე იმუშავა და მინდა დავწერო ახლა, ისევ ნოკიას რომ დავუბრუნდი რა პლუსებს ვამჩნევ (ყურადღება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს სამსუნგზე კარგს ვამბობ რამეს)

1. პირველი რაც თვალში მეცა, ჩართვის სიჩქარეა. ნოკიას ჩიპი აქვს ჯერ ერთი ძველი წარმოების, ნელი და გადატვირტული. ამის გამო ჩართვიდან 10 წუთი მინიმუმ მომიწია დაცდა, სანამ სრულად დაიქოქებოდა. სამსუნგი კი სავსე ჩიპის მიუხედავად მთლიან რესტარტს 2 წუთში აკეთებს.

2. ფოტოკამერა. ჩემს ნოკიას გამოვუცვალე კორპუსი, რადგან ძველი ძალიან გაუბედურებული იყო ხშირი დავარდნების გამო. ახალ კორპუსში კი ფოტოკამერა არ მუშაობს. მაგას თავი დაანებე, სამსუნგსაც 5 მეგაპიქსელი კამერა აქვს, მარა უფრო ახალი ტექნოლოგიების გამო გაცილებით უკეთეს სურათს იღებს.

3. ქართული შრიფტი. ვიცი, რომ ნოკიაზეც შეიძლება ქართული შრიფტის დაყენება, მაგრამ მერე სხვა შრიფტები ირევა. აი სამსუგზე კი მესიჯის წერაც შეიძლება ქართულად და ფეისბუქსაც მშვენივრად ხსნის. პრინციპში, სწორედ სამსუნგმა მიბიძგა ფეისბუქის აქტიური გამოყენებისაკენ, თორემ ნოკიაზე მარტო ადნაკლასნიკები მუშაობდა.

4. დიდი ეკრანი. ამას ვერ დავუკარგავთ. სამსუნგს მართლაც დიდი ეკრანი აქვს, რა შედარებაა.

5. მესიჯის წერის სისწრაფე გაცილებით მაღალია თუ დაუმუღამებ ორივე ხელით წერას სამსუგზე, ვიდრე ნოკიაზე. სამაგიეროდ ძალიან სასაცილო სანახავი ხარ, როდესაც ორივე ხელით მესიჯს წერ და თან მიდიხარ. წინ რა ხდება წარმოდგენა არ გაქვს. თუმცა მგონია, რომ შეიძლება ისეც დაიწეროს, რომ არ უყურო. გამოცდილებაა საჭირო.

6. უფრო მეტი სამუშაო დრო. ნოკიას ამ მოდელს აკუმლატორი აქვს ცოტა არ იყოს და ცუდი. რის გამოც მალ-მალე ჭირდება დატენვა. სამსუნგს კი აქვს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რაც საშუალებას იძლება დღენახევარი, ორი დღე გაქაჩოს ტელეფონმა. ერთი ვიცი ზუსტად - ნოკია 2 საათი ძლებდა გადაბმული ადნაკლასნიკობისას, სამსუგნი - 4 საათი ძლებს გადაბმული ფეისბუქობისას.

7. დუოსი. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია, ამის გამო ხმა წყდება, იწელება და ზრიალებს, მაგრამ სამსუნგს აქვს ორი სიმის ჩადების საშუალება, რაც თავისთავად პროგრესია.



საბოლოო ჯამში არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, მე მაინც სამსუნგს ავირჩევდი მიუხედავად მისი ნერვებისმომშლელობისა, მესიჯის წერის უაზრობისა, უთამაშობისა, ინტერნეტის დიდი გასავლისა და არც ერთი პროგრამის მოყოლობისა. ალბათ მიჩვევაა, თან ტელეფონის ნომრები სულ ხელით გადმოვწერე და მაგარი მეზარება ახლა უკან გადაწერა. გარანტიაში წერია, რომ 40 დღეში უნდა აღადგინონ. ხოდა აი, წავიღებ და ვნახოთ რას იტყვიან.

UPDATE

ვიყავი ზუმერში, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ხოდა ჯერ ერთი სულ არ მოეწონათ ასეთ დღეში მყოფი ტელეფონის ნახვა. მერე მითხრეს სერვისში, რომ 140 ლარი დაჯდებაო შეკეთებაო. და ბოლოს დამამშვიდეს - შენი გარანტია მაინც დარღვეულია და მიუტანე ისე ხელოსანს, არაა პრობლემაო.

ტოჟე მნე..

 

Tuesday, August 27, 2013

პირველი ათასი..

ტარებას ვამუღამებ კალ'ოჩე. დავდივარ წინ და უკან, ხან უფლისციხეში, ხან ბორჯომში.. ამ შაბათ-კვირას კიდე, მოდი და ბათუმში ჩავალ თქო. იდეაში რა ჯანდაბა მინდოდა ამხელა გზაზე მარტო ორი დღით, ხომ ძალიან კარგად ვიცოდი რა ამინდი იქნებოდა და რა დასვენება გამოვიდოდა, მით უმეტეს საჭესთან ხომ ვერ დალევ.. მარა მაინც, პრაქტიკის და ამტანობის გამომუშავების მიზნით მე, ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს) და საჯარო წავედით ასე უცერემონიოდ დილის 5 საათზე გაღვიძებულები, საჯაროს საერთოდ არ დაუძინია როგორც აღმოჩნდა..


პირველი, რაც მინდა ავღნიშნო, ესაა სურამის ნაზუქები. თქვე კაი ხალხო, ცოტა ტკბილს ვერ გააკეთებთ? რაში მართმევთ 2 ლარს? ჰაი მეე! მერე იყო და ვიღაც გამოამერიკელებულმა ქვემოთ მოყვანილ გაზის ზაპრავკაზე ჯერ ერთ მანქანას დააჯახა გრუზავიკი და სარკე მოტეხა, მერე აბრა იდგა "არ მუშაობს"-ო, აიღო ეს აბრა, გადადგა და იქ დააყენა ეს გრუზავიკი, ბოლოს ვაფშე აპოგეა ის იყო, რომ ამ მართლა პიტალო ამერიკელმა სიგარეტს მოუკიდა ზედ შლანგთან, საიდანაც გაზი იტენება.. ერთი პირობა კი გამაცია როცა დავინახე როგორ აინთო სანთებელა, მარა..


 ბათუმი გაგანია სეზონის დროს არის საშინელება მანქანის ტარების კუთხით. აი წარმოიდგინეთ, ვიწრო ქუჩები, გზის ერთი მხარე აუცილებად სავსეა მანქანებით, არ იცი სად მოძრაობ, ამ ქუჩის მერე სად მოხვდები და რაც ყველაზე მთავარია, ვისაც არ ეზარება, ქუჩაზე გადმოდის. ხოლო ასეთი ხალისიანი კი, სეზონის დროს, დამიჯერეთ საკმარისზე მეტია. პლუს ამას გაუარესებული ამინდი, ისე რომ ახლადგახსნილ საბაგიროზე დაჯდომა ვერ მოვახერხეთ (3 ლარი ღირს და ზემოდან ძალიან კარგი ხედიაო), პლუს ამას სამთავრობო მანქანებისთვის გზის გამკვალავი პატრულები და ჰაი მეე, ისე გამიხარდა ბოლოს და ბოლოს მესამე სიჩქარეში რომ ჩავაგდე, რომ ნუ რა ვიცი..


 
 
სამაგიეროდ რა კარგი და მართლა ჩვენი გამარჯვება და მართლა მაგრია, ესაა აჭარული ხაჭაპური. იიიფ, იფ იფ იიიიფ! კაი მშიერზე რომ შეჭამ და კიდე რომ გინდა და რომ აღარ ჩაგდის, აი ეგ გრძნობა.. :D
 
 
 
 
ასევე ძალიან მომეწონა ბათუმის ახალი სათაო. ბაათუუუმს ქათქათააას.. თან მეც რავარ კორპორატიულ ფერებში ვარ, მე კი არ გავქრი.. :D
 
 
 
თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, ამინდი შეჯდა ვირზე, ბათუმიდან ძლივს გამოვასწარით და დაიწყო წვიმა. კიდევ კარგი ბიძაშვილმა (გიტარაზე რომ უკრავს) სახლი მაქირავებინა, თორემ მე კარავი მქონდა წაღებული და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, იმ წვიმაში ოთახის საშოვნელად მანქანიდან გადმოსვლა სულაც არ იქნებოდა სასიამოვნო საქმიანობა. ასე რომ, რადგან ორივე საკაიფოდ დაღლილები გახლდით და თან "ციცინათელა"-ც არ იმუშავებდა წვიმაში, საღამოს 9 საათზე დავწექით და დავიძინეთ ვიდრე დილის 9 საათამდე. არადა უფრო ადრე ვაპირებდი, იქნებ ზღვაზე დილით გავიდეთ თქო მარა ა, წვიმდა და..
 
 
 
სამაგიეროდ, როდესაც სახლიდან წამოვედით და საწვავის შესავსებად ვეება რიგში დგომამ მოგვიწია, მზემაც ნელა ნელა დაიწყო გამოსვლა.
 

ხოოდა ჩვენც დრო ვიხელთეთ და ჩავხტით წყალში.



როდესაც ვამბობ "ჩავხტით წყალში" - ამასვე ვგულისხმობ.


და წყალს-ზედაც გავერთეთ


და ვიმაიმუნეთ კიდეც


მოკლედ, კარგად დავიღალეთ და ენერგიის აღსადგენად იქვე, კაფე "გირჩა"-ში შევედით, რომელსაც მშვენიერი ხედი აქვს ზღვაზე. მარა რად გინდა, აჭარული ხაჭაპური არ გვაქვსო. ასე რომ გადავინაცვლეთ ქუჩის მხარეს ახლადაშენებულ კაფეში, სადაც დაგვხვდა "Gangam Style"-ს კლუბური ვერსია, ხედი ჩვენს მანქანაზე და აი ეს ძალიან სიმპატიური და ძალიან ცოცხალი მიმტანი გოგონა დაგხვდა (მარტო მის სანახავად ღირს ამ კაფეში შესვლა. სადღაც 360 - 340 ნომრებს შორისაა), რომელსაც სულ ცეკვა-ცეკვით და მშვენიერი კორპორატიული ღიმილით დაქონდა შეკვეთები, მერე მიკროფონი დაიჭირა ხელში და ვითომ მღეროდა.. მოკლედ, პოზიტივს აფრქვევდა..


ამ ზავიძენიას აქვს ჩვეულებრივი აჭარული და "ტიტანიკი" - ორი კვერცხით. მარა ტიტანიკის ჭამას რამდენად შეძლებთ არ ვიცი, ერთი ჩვეულებრივი შევჭამე და ძლივს ვსუნთქავდი. კარაქი იყო კვერცხის აქეთ და იქით და ისეთი მაგარი გემო აქვს, ისეთი, ისეთი.. რომ ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), მითხრა, აბა ამის ჭამა როგორ უნდა მოგბეზრდესო. სამწუხაროდ მეტი ვეღარ ჩავიდა მუცელში, თორემ მართლა არ მომბეზრდებოდა. :)


ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როკის გვირაბამდე არ მისულმა შევამჩნიე, რომ მანქანის სპირომეტრი ძალიან ბევრ ცხრიანს წერდა, ჯერ ერთი დაწერა, მერე ორი.. მერე ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ჩემი კმაყოფილი სახე დააფიქსირა..

 
..მას მერე, რაც "პანჯაპი" მყავს, ეს პირველი გავლილი 1 000 კილომეტრია..
 
 



Wednesday, August 7, 2013

მეორე ეტაპი - "პანჯაპი"

როგორც ვამბობდი, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის ფარგლებში გადავედი მეორე ეტაპზე - "ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში". შესაბამისად წავედი და ვიყიდე ავტომობილი, რომელსაც სავარაუდო სახელი "ანა"-ს ნაცვლად ქვია "პანჯაპი" - მისი ფერის და სერიის გამო.


სინამდვილეში ესაა Opel Vectra შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: ტიპი: სედანი, გამოშვების წელი: 1999, ფერი: რუხი 8/8, ძრავი: 1.6, საწვავი: ბენზინი/ბუნებრივი აირი (მესამე თაობა, 14 კუბი), ახალი აკუმლატორი, საბურავები, რემენი. ელექტრო შუშები, სარკეები, ფარები. აქვს კონდენციონერი და დისკები. მოყვა სათვალის ჩასადები, ლამაზი ბალიში და რაც მთავარია, კასეტიანი მაგნიტოფონი Scooter-ის ჰიტების კასეტით.



"პანჯაპი" საკმაოდ დამჯერი, რბილად მავალი და სასიამოვნო მანქანაა. პირველივე დამოუკიდებელი გასვლა ქალაქში იმით დამთავრდა, რომ შუქნიშანს გაცილებულმა პატრულის "ოპელი, გადააყენე" გავიგონე. მეც გადავაყენე და საბუთები მოვამზადე. პატრული საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა. ამიტომ დაველოდე სანამ შუქნიშანი ორჯერ შეიცვლიდა წითელს და მწვანეს. პატრული კი არა და არ მოდიოდა. ბლინ, სხვა ოპელი გააჩერა აშკარად. ასე რომ იუმორი და პოზიტიური დასაწყისი კარგი მგზავრობის და "სულ მწვანეზე სიარული"-ს საწინდარია.

 
სახლში მოსულს დამხვდა ტორტი წარწერით "გილოცავ", ხოლო დღეს - ბალონში წნევის მაჩვენებელი, რომელიც 100 ატმოსფეროს აჩვენებს. და ეს მას შემდეგ, რაც თბილისიდან გორში ჩამოვედი, ქალაქში ვიარე და უფლისციხეშიც ავედი. როგორც ჩანს თბილისში უკან ჩასვლაც შესაძლებელია ერთი დატენვით. ასე რომ Today is a good day to live!

Thursday, June 27, 2013

რა სარგებლობა მოაქვს თბილისს?

ორი სიტყვით რომ ვთქვათ: არაფერი გადასარევი. თუმცა არასოდეს მომწონდა ფაქტების ორი სიტყვით შეფასება, ასე რომ დავიწყოთ დედა-ქალაქის და ჩემი პუჭურა ქალაქის შედარება.

Sunday, May 26, 2013

მესამე და სამართალი..

ჩანაწერი ჟურნალისათვის..

2013 წლის 26 მაისს, 19 საათსა და 29 წუთზე საქართველოს დროით ჩრდილომეზობლურსახელიანმა გოგომ ფეისბუქიდან წამშალა. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც "ჩემთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს". რას ვგრძნობთ? გულის დაწყვეტას იმის გამო რომ სწორად არ გაიგო ჩემი ნათქვამი დეპრესიასთან დაკავშირებით. ასევე ვგრძნობთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ფაქტიც ისევე გვკიდია, როგორც ყველაფერი სხვა, მათ შორის დღევანდელი დღეც. სასწრაფოდ მჭირდება რამე ბევრი ადრენალინის გამომწვევი, თორემ უკვე ნახევარი წელი იქნება, რაც გრამი ადრენალინი აღარაა ორგამიზმში და ცხოვრებამ ფერთა გამა ძალიან შავისკენ გადაწია.

და ვაფშეტა თუ ადრენალინიც არ იქნება, ესეც გვკიდია.. მაინც ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან. ხომ ვამბობდი რომ One day I will finish badly თქო..


Update: როგორც მოსალოდნელი იყო, ურთიერთობა აღდგა. თუმცა ისეთი კარგი კონექტი აღარაა.. როგორც მოსალოდნელი იყო. :)

Sunday, May 12, 2013

28 წლის

10-ში მქონდა დაბ.დღე.. და იმდენად ზარმაცი ვარ მთელი ეს პერიოდი, რომ პოსტის დასაწერად ვერ მოვიცალე. კაროჩე, ჩემი საქმე უკან უკან მიდის ენთუზიაზმის განხრით. მათემატიკურად რომ შემეძლოს განსაზღვრა, ზუსტად ვიტყოდი როდის მივალ თვითმკლელობის ზღვარზე. ჰოდა სანამ არ მივსულვარ ამ ზღვართან, განვიხილოთ წინა წლის გეგმების შესრულებადობა.
ანუ, ესენია წინა წლის გეგმები:
 
1. მქონდეს სამუშაო - მაქვს. გადამიყვანეს სათაოში და ახლა ვარ აიტი
2. მყავდეს მეგობარი გოგო - ამ მხრივ დარხეული მაქვს, აქტიურობა არ მინდება.
3. მყავდეს მანქანა - ამას ვიყიდი. მჭირდება. მარა ამ მომენტში არ მყავს.
4. არ ავცდე 95 კილოს - პირიქით, ჩამოვცდი 90-ს
5. გადავიღო რაიმე კლიპი - კლიპი.. მმ.. მემგონი რომ არაფერი გადამიღია.
6. ვთარგმნო/გავახმოვანო რამე სასარგებლო - ისე არაა ჩემი მტერი. 3 ფურცელი მეტრო ვთარგმნე მთელი წლის მანძილზე.
7. მოვინახულო სამშობლოს რაც შეიძლება მეტი კუთხე - ბათუმში ვიყავი მივლინებით.
8. ჩავველოსიპედდე ხაშურში და/ან მცხეთაში - დავიწყე მცხეთის მარშუტი, მარა ვერ გავცდი გორს.
9. შეძლებისდაგვარად მივხედო მხედველობას - ლინზები ვიყიდე
10. მივხედო კბილებს - ჩემს კბილებს დედა არ ყავს ჩემი სიზარმაცის გამო.


გეგმები შემდეგი წლისათვის:

1. მქონდეს სამუშაო
2. მყავდეს მანქანა
3. მივხედო კბილებს
4. მივხედო თმას
5. მივხედო თვალებს
6. მივხედო სახლს
7. რამე მაინც შევქმნა, კლიპი, წიგნი.. რამე..
9. შევეცადო თბილისში ბინის ყიდვას
10. არ გავლოთდე

საჩუქრები მაჩუქეს მაიკა და დუხი. იყო მოლოცვები და ლოთაობა საღამოს. კაროჩე, წლები მემატება და კაცობრიობისათვის სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილი მაკლდება. ნე კრუტა, პაცანი, ნე კრუტა..