Sunday, May 10, 2009

24 წლის..

ჯანდაბა! თითქმის მეოთხედი საუკუნე მიცოცხლია. 24 წლის გავხდი და თავი ისევ 18 წლის მგონია. ალბათ ის დრო ჯობდა იმიტომ. აფსუს, ნაჭამი ვარ, თორემ ისეთი პოსტი გამოვიდოდა, ჩემზე მეტად დაიგრუზეოდით. მაგრამ ახლა ძალაინ კარგ ხასიათზე ვარ და მინდა რომ ყველა ასე იყოს. (რა მიხარია, 1 წლით დავბერდი, ჭკუა ისევ იმდენი მაქვს :D ) ქრონოლოგია 1 წლის - ბუნდოვანი კადრია. 2 წლის - კაია მეფობაი. პირველი შვილიშვილი და ისიც ბიჭი. იშშ! ნებივრობა მაშინ იყო თუ იყო. საბჭოთა ნებივრობა. გადმოცემით ვიცი, რომ ამ დროს პირველად ვიყავი ესკალატორზე და ჩემი პირველი რეაქცია: "აუუ, მამიიი, ჯადოსნური კიბეებიიი!!!" 3 წლის - სოჩი. როგორ კარგად მახსოვს. საბჭოთა ოჯახი საბჭოთა კურორტზე. აბა მამი ზღვაი? არ მინდა მანდა მეეე! და მერე მამამ მხარზე შემისვა და ასე ჩამიყვანა. ხოდა აღარც ამოვსულვარ ამის მერე საღამომდე. მახსოვს ეშმაკის ბორბალზე როგორ დარჩა მამას პასპორტი კონტროლერს. მახსოვს მზით დამწვარი დედა და მამა, მაწონს რომ უსვავდა ტანზე. მახსოვს მაშინ პირველად ვნახე ცხოველები ზოოპარკში. 4 წლის - მახსოვს ამ დროს ბაღში დავდიოდი. მახსოვს ჩემი პირველი სიყვარული - სომეხი აქსანა, რომელიც იმიტომ მომწონდა რომ რუსული იცოდა. მახსოვს ჩემი ბაღელი ლექსო, რომელიც ყველაზე მაგარი მეგონა - მასწავლებლის შვილი იყო. შესანიშნავად მახსოვს, რომ ყველას ლექსი ვიცოდი ხოლმე ზეიმზე ზეპირად, ჩემი საკუტარი კი არ მქონდა. და მახსოვს, როგორ ვიწყებდი ტირილს დედაჩემის დანახვისას, როდესაც მას ზეიმზე მაყურებლებში დავინახავდი. და ჩემი პირველი მეტსახელი - გორბაჩოვა. ჰალსტუხის გამო. 5 წლის - ჩემი პირველი დამოუკიდებელი პახოდი: საბავშვო ბაღი - ბამბეულის კომბინატი დედასთან. ეს დაახოლებით 1 კილომეტრამდე მანძილია. ამ დროს აღმოვაჩინე რომ დაჯილდოვებული ვარ ნიჭით: ერთხელ გავლილ გზას ვიმახსოვრებ შესანიშნავად. ამის მერე ამინდის მიუხედავად, მივაგნებ. ბაღში მასწავლებელმა მითხრა, დედა მომიყვანეო. ხოდა მეც დავადე თავი და წავედი დედაჩემტან სამუშაოზე. :) 6 წლის - სკოლა. როგორ მენატრება პირველი კლასები. ჩემი დამრიგებელი: დოდო ჭოხონელიძე, შესანიშნავი პედაგოგი. დღევანდელივთ მახსოვს, როგორ მოვხვდი სხვა კლასში თავიდან. გაბეცებული ბავშვები. ეჰ.. 7 წლის - ფისკულტურის დარბაზიდან გამოსული ბავშვების ყვირილი: მოვიგეეთ, მოვიგეეთ! და მეორეების არანაკლებ ხმამაღალი: წავაგეეთ! წავაგეეთ! 8 წლის - შეშის ღუმელები.. 9 წლის - პირველი დათხოვნა. სკოლაში მივედი და 4 კლასელები დაითხოვესო.. 10 წლის - ჩემი სკოლის სიყვარული (ეჰ, ცირა, ცირა) და პირველი და უკანასკნელი ჩხუბი. ჩხუბიც არ იყო ისე.. უფრო გაუგებრობას დავარქმევდი. საერთოდ არ ვარ კონფლიქტური და მაშინ კიდევ უარესი ბუშტი ვიყავი. 11 თუ 12 თუ 13 წლის - უცნაური ცვლილებები გოგოებზე. გაუგებარი მოთხოვნები და რაც ყველაზე უარესია, მკერდის ტკივილები. ჯანდაბა. რას გვიშვება ეს გარდატეხის ასაკი. 14 წლის - ჩემი პირველი გატრუპვა. ისეთი გატრუპვა, რომ მეტი არ შეიძლება. 10 ლიტრი უბანძესი ღვინო დავლიეთ 4 მა კაცმა.. ბავშვა ანუ. და გავიტრუპეეეე! ერთი ჩემნაირი გატრუპულთაგანი ვეფხისტყაოსნის მოყოლას მთხოვდა და მეც სიამოვნებით ვუსურულებდი თხოვნას: იყო არაბეთს როსტევან.. მახსოვს 3 ჯერ ნამღერი ჩანჩქერო (ერთხელ ამათგან, ბანის თანხლებით) და მახსოვს ჩემი სიმწრით მოგროვებული ფულით როგორ წავედით ვითომ ქალთან და როგორ არ იყო სახლში და როგორ ვუმღერეთ ჩანჩქერო 3 ხმაში. 15 წლის - ყოველთვის ვიყავით მე და ჯადო (იოსებ დონგუზაშვილი) გატაცებული ცდებით და ელექტრო ტექნიკით. თუ სწორად მახსოვს, სწორედ 15 წლისამ ვიყიდეთ რაციები ასე ვახორციელებდით კავშირს განსხვავებით წინა მავთულხლართების გაჭიმვისაგან. და კიდევ უბანში ძმაკაცთან მოწყობილი "ზოოპარკი" ეჰ.. ის დრო ჯობდა. 16 წლის - პირადობის მოწმობა. სკოლა-გიმნაზია "სინათლე". სამხედრო კომისარიატი.. საგამოცდო ტესტირებები. ზუსტად რა ჩამოთვლის. 17-18 წლები - "სინათლეში" გატარებული გაკვეთილები. სამხედროს გაკვეთილი - ათეულის მეთაური გურამი ვანიშვილი გამოცხადდა! თავისუფლააად! კუნძისააააა კენ! გორის ციხეზე პირველი (!) ასვლა. შატალო ბორჯომში. 2 თამუნა კლასში და სულ 5 მოსწავლე. და რაც მთავარია, ჩემი პირველი ნაცნობობა აიბიემის სტანდარტის კომპიუტერტან, რომელსაც ქონდა ვინჩესტერი და თაგვი! (კომპს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ის იყო გამომთვლელი მანქანა, ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელეობით. გრაფიკული არე ამ კომპს არ ქონდა) 19 წლის - მისაღები გამოცდები. არასოდეს დამავიწყდება მაშინდელი ღელვა, ღია კარის დღე, როდესაც მე ერთადერთი ვიყავი ინფორმატიკის ჯგუფიდან, ვინც დაესწრო საერთოდ. და პროფესორ გიორგობიანის რჩევა: წადი შვილო ჯავახიშვილშიო. დამეჯერებინა.. პირველი გამოცდა, უზარმაზარი სტრესი. მეორე გამოცდა, 10 ქულიანი რევანში. მესამე გამოცდა - გამომცდელის კმაყოფილი სახე და ცხოვრებაში პირველი ინტერვიუ, რომელიც ტელევიზიას მივეცი (იმედს). მერე დაიწყო სტუდენტის უცნაური ცხოვრება, ქსეროქსები, სირბილი, სწავლის პროცესში გავლილი კილომეტრები (როცა ვსწავლობ, დავდივარ თან და ხმამაღლა ვკითხულობ), პირველი სამეცნიერო კონფერენცია და პირველი იმედგაცრუებები. 20 წლის - ცხოვრებაში შემოიჭრა ჩემი საკუთარი პერსონლური კომპიუტერი. ამას თან დაერთო გაცნობა ინტერნეტთან და დაილ აფის დედის გინება. მერე 8 00 30 30 ზე მოსული 60 ლარამდე დავალიენებები. ამ ფულის საშოვნად ბაზარში გადაყიდად გატანილი ერექტრო ტექნიკა და ტან რომ ვერაფერი გავყიდე. და პირველი ცდა სამუშაოს პოვნისა. 21 წლის - ჩემს მყუდრო ცხოვრებაში ატომური ბომბივით იყო მისი გამოჩენა.. თამუნა.. მისმა თმამ, სახემ, თვალებმა, ტანმა ჩემი არსება შეარყია, მაქცია რომანტიკოსად, გამომგონებლად, დარდიანად და სულელად. არასოდეს, არასოდეს აღარ გავეკიდები ქალს და ავტობუსს! არასოდეს! ჰო, ამ დროს მუშაობა დავიწყე "გამარჯვებაში" ინტერნეტკაფეში. მაგრამ ჩემი რბილი ხასიათის გამო 1 კვირა გავძელი მარტო. ამ დროს პირველად შევხდი ისეთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნდა სინდისი და ყველაფერს მარტო თავის საზომით ზომავდა. ამავე წელს ვიწყებ მუშაობას იგივე "გამარჯვებაში" ფოტოატელიეში. 22 წლის - ბოლო კურსი. უკვე მოსაბეზრებელი სტუდენტობა. აბსოლუტურად გაცრუებული იმედები. და ერთადერთი ნასწავლი პრაქტიკული (მადლობა მაია თეთრუაშვილს): თუ რამე გინდა კი არ უნდა დაჯდე და ვაი ეს მქონდეს და ნეტა ის მქონდეს, ჩემოდანი დამეცეს მილონით სავსეო. გაანძრიე ხელი და გექნებაო. წითელ დიპლომზე დამთავრებული სასწავლებელი და 1 კვირაც არ იყო გასული, როდესაც სამუშაოდ ამიყვანეს "პროკრედიტ ბანკში" (წმინდა თარიღი: 2 მაისი). დავასკვენი, რომ 20 ლარიანი ქალი ბანძობაა. :) 23 წლის - პირველად ამ დროს ვნახე ქალი, რომელიც აქტიურობდა და პირველმა შემომთავაზა კოცნა. ამ დროს ვიყავი პირველად ორდღიან ექსკურსიაზე კახეთში. ამ დროს დავანებე როგორღაც საბოლოოდ (საბოლოოა კია?) თავი თამუნაზე ფიქრს. პირველად ვნახე: თბილისის ზღვა, ყველა მეტრო სადგური, ვაკის პარკი, ზოოპარკი და ნიკალა (მადლობა სოფოს) ამ დროს ვიყავი პირველად ჩასული ქუთაისში მარტო იმიტომ, რომ ერთი გოგო მენახა და შეძლებისდაგვარად მესარგებლა სიტუაციით. ამ დროს ვატყობ თავს, რომ ეგოისტი და ძალიან ფეხებზე მკიდია ვხდები. პირველად ვიყავი ქობულეთში ოჯახთან ერთად. ამ დროს იყო ომი, სადაც გამოირკვა ვინ ვინ არის და პირველად ვნახე შეიარაღებული შეშინებულები და შეუიარაღებელი გმირები. ვნახე სიტუაციით მოსარგებლე მელები და ვნახე როგორ სვავდნენ სამშობლოს სადღეგრძელოს სუფრაზე და მერე როგორ აწერდნენ ადამიანს ომის საბაბით ღვინოს. ვიყიდე ახალი კომპი. და აჰა, 24 წლის.. ვინა ვარ მე.. რა მისია მაკისრია ცხოვრებაში. მეოთხედი საუკუნე გავიდა თითქმის და ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიპოვია. ვინა ვარ მე?

3 comments:

Anonymous said...

beberoooooo :) gilocav, diiidi bichi gaizarde :) bazz..

Unknown said...

ar vici vin xar magram kargad ki cer gilocav :)

Barton Memorial said...

თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას, რომ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას 500,000 დოლარად თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი ფილიპ მაქსველი, ვარ ნევროლოგი BARTON MEMORIAL HOSPITAL-ში და MAX SUPER SPECIALTY HOSPITAL-ის შვილობილი კომპანია, ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი და შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე.


Whatsapp: +1(850) 3137832
ელექტრონული ფოსტა: memorialbarton@gmail.com


Საუკეთესო სურვილებით.
საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი.
ექიმი ფილიპ მ. MSC.HDPAD