Thursday, May 7, 2009

ლექსიკონი - ა

დიდი დიდი ხანია მინდა რომ დავწერო ეს ოხერი და ვერა რა, მუზა ვერ მოვიდა. არც ახლაა მოსული, ამიტომ თუ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო, შემდეგ ჯერზე მეტად შევეცდები. ა
  • აა! - გაურკვეველი დანუშნულების წამოძახილი, რომელიც ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს რომ მოსაუბრემ ვერაფერი გაიგო, რომ რამე ეტკინა და რომ ესმის თქვენი.. არაფერიც არ ესმის! შესანიშნავად ესმის.
  • აბა? - კითხვა, რომელიც ნიშნავს სად არისო. ამ კითხვაზე პასუხია "ენდე!"
  • ამერიკა - ადგილი, სადაც საბჭოთა დროს იმას ისროდნენ, ვინც აბრაზებდა (დავხცო, გავისროლო ამერიკაში) ახლა კი თავისით გარბიან მანდეთ.
  • ალამი - საგანი, რომელიც გამოიყენება მიტინგებზე საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელთათვის სწორი ნაწლავის გამოსაწმენდად. (იხ. დროშა)
  • ანჩხლი - საკალელი. :*
  • ალიგატორი - ავრცელებული აზრით, ესაა გოგოების ის კატეოგრია, რომელიც ამა-თუ-იმ სუბიექტს არ მოსდის თვალში. უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვა ამ დროს არის ნიანგი (იხ. ნიანგი) ჟარნოგში "კრაკადილი"
  • არმია - ხალხის დაჯგუფება, ვინც ახორციელებს ჩვენს დაცვას უცხო აგრესორებისაგან. ასევე ხალხი, ვინც იღებს იმდენ კრედიტს, რომ მერე ვეღარ იხდის და/ან სახლში ვერაფერი მიაქვს.
  • არმენა - სომეხი კაცის სახელი
  • არნოლდა - ებრაელი კაცის სახელი
  • არისტოფანა - მხატვარი კაცის სახელი
  • აეროპორტი - შენობა, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების მიღება-გაშვებისათვის. ასევე მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, წვიმა) შესასწავლად.
  • არმანი - ის, ვინც ძორძოა
  • ამინდი - ბუნების მოვლენა, რომელიც გამოიყენება ხასიათის გასაფუჭებლად (თუ ამინდი ცუდია) ან მიტინგების გასამართად (თუ ამინდი კარგია).
  • არმაგედონი - ის, რაც ორჯერ უნდა მოსულიყო წესით დღემდე, (1000 წელს, 2000 წელს), მაგრამ ეტყობა მესამე და სამართალს ელოდება ან ტრანსპორტმა გაასწრო ან გადაიფიქრა საერთოდ წამოსვლა (ვის უნდა არეულ ქვეყანაში ჩამოსვლა პრინციპში)
  • ალინანო - სხვაზე გემრიელი ლიმონათი, 5 თეთრით ძვირი ოღონდ.
  • არაყი - ფორუმელთა სასმელი.
  • ალაჰი - ის ვისაც აკბარს ეუბნებიან
  • აკბარი - ის რასაც ალაჰს ეუბნებიან
  • ატომი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც შეიცავს ყველა ელემენტი და მისი გაშიშვლებით ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებ.
  • ალგოლითმი - წესების ერთობლიობა, რომლელტა მიმდევრობით შესრულებასაც მივყევართ სასურველ შედეგამდე და რაც არ იციან ჩვენმა პოლიტიკოსებმა.
  • ალიტერაცია - აზრზე რომ არავინაა რა არის, ის.
  • ავტობუსი - ადგილი, სადაც იკრიბება ხალხი და ან არის ჩუმად (ეს იდეალური შემთხვევა) ან ლაპარაკობს ტელეფონზე ან მსჯელობს პოლიტიკაზე ან ცარიელია.

გაგრძელება იქნება.

3 comments:

Unknown said...

lool
ოღონდ "ალგოლითმი" არა, "ალგორითმი"
:D

გურამი said...

მომიკვდა თავი.. ინფორმატიკოსიც ხომ ვარ და..

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.