Tuesday, May 26, 2009

დავეწიოთ და გავუსწროთ კატას!

შესავალი: კომუნიზმი. ვისაც წაკითხული აქვს საბჭოთა ლიტერატურა და კერძოდ მისი მარგალიტი "მეცნიერული კომუნიზმი" ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებოდა მისი დიადი იდეებით, ცეცხლოვანი აზრებით და ძმური თანაცხოვრებსაკენ მისწრაფებებით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კომუნიზმი აღარაა (გააფარჩაკეს ეს წყობილება, თორემ იდეას არა უშავდა), სამაგიეროდ დარჩა ფრაზა "დავეწიოთ და გავუსწროთ.." დავეწიოთ და გავუსწროთ ბაზილიოს. ჯერ დაწევაზე ვიჩალიჩოთ. ბაზილიოს აქვს უშესანიშნავი დღიური, რომელიც აღიარა ერმა და ბერმა ანუ ფორუმ.გემ. ხოდა "ფორუმ.გე სკაზალ - ბოჰ სკაზალ" ასე რომ დაიჯერება. რა არის მისი დღიურის ეშხი და მომხიბვლელობა? ეს არის უშუალობა და სარკაზმული იუმორი, მეტი დრამა და ნაკლები კომედია, მეტი პირადული და ნაკლები ზოგადი. ხოდა აჰა, ადამიანებს უყვართ, როდესაც სხვის ცხოვრების დეტალებს ეცნობიან. აბა მაშ რატომ არის რეალითი შოუები? რატომ არის ბანძი რეალითი შოუ "საკანი 5" და რატომ ყავდა მეტი მაყურებელი "ჯეობარს" იმიტომ რომ საკანი პოლიტიკური და ნაკლებად პირადულია. ჯეობარში კი მამენტ საკმაოდ ინტიმური სცენები ეძრობოდა. ნუ ბაზილოსთან რა შუაშია, უბრალოდ მაგალითი მომყავს. დედააზრი: ბაზილიოს რომ დავეწიოთ, უნდა ვწეროთ მისი სტილით. რაც, გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ რთული იქნება. იმიტომ რომ ჯერ ერთი გორში და პლუს ჩემს ცხოვრებაში რა უნდა მოხდეს ისეთი (იხ. პოსტი "Same the day after day") რომ ვინმე გავაკვირვო და მერე კიდევ ნამდვილად ვერ დავწერ იმდენად დრამატული იუმორის სტილით, ნინოს რომ აქვს. გავუსწროთ ბაზილიოს. რამე ისეთი უნდა დაიდოს ამისათვის, რომ ერსა და ბერს, პატარასა და დიდს ერთდროულად აინტერესებდეს. ასეთი რამის მოძებნა ძალიან, ძალიან რთულია. ვინც მეტად ახლოს მდებარე მოვლენას იპოვის ამ მოთხოვნასთან, უფრო მეტად გაუსწრებს. ზოგი ცდილობს მეტი ეროტიკა დადოს. ზოგი მეც სასაცილო სურათებს ანიჭებს უპირატესობას. ზოგი საკუთარ შოუს იგონებს, ან საერთოდ მთელ დღეს იწერს და მერე ვიდიუდ აქცევს. ნუ, არჩევანი იმდენია, რამდენი ადამიანიცაა და ფანტაზია სადამდეც ეყოფათ. ფაქტი ისაა, რომ ბაზილიოსთვის გასწრება ადვილი არ იქნება. დასკვნა: ჭონიშვილო ნინო, იგივე ბაზილიოვ (სახელი მოდის ბურატინოში რომ კატა ბაზილიოა, იქედან. რამდენი არ ვუტრიალე, ფიზიკური მსგავსება ვერ ვნახე მე პირადად), გილოცავ. ეს ალბათ პირველი "მეცნიერული" ნაშრომია შენი ბლოგის შესახებ. წინადადებები და რეკომენდაციები მიიღება ამავე ბლოგის კომენტარებში. შენმა ბლოგმა ღირსეულად მოიპოვა საუკეთესო პირადი დღიურის სტატუსი ქართულ ბლოგ სივრცეში და დარწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ამას.

1 comment:

Toma said...

მეცნიერული კომუინიზმმი ნამდვილად არ გამიგია. აი მეცნიერული ათეიზმი კი გამიგია, და ისიც მსმენია რომ სტუდენტებს ძალიან უჭირდათ ამ საგნის სწავლა