Wednesday, July 15, 2009

სახიფათო ბავშვობა

როგორც აღმოჩნდა, დღეს კი არა და ხვალ წავალ ქვაბულეთში. ასე რომ დავჯექი და ვკითხულობდი ჩემს საყვარელ ბლოგებს. მერე ყვავასავით უნდა გავაკეთო მეც ბლოგების მიმოხილვა, ახლა კი ეს ესაა წავიკითხე კიკიტოს ეს პოსტი და გამახსენდა ბავშვობაში გადატანილი საშიში რამეები. კაროჩე, გავიხედოთ და ვარ გძეტა თვეების და ჩვენ სახლს მეორე სართულზე ქონდა აბაზანა და ამ აბაზანის თავზე კიდე მაგიდა იდგა ხოლმე საქეიფო, გარშემო კი ხეივანი და სიმწვანე, სიგრილე და მაგარი ხედიც იყო. ხოდა ალბათ ჩემში ხელოვანის გასაღვიძებლად, ამ მესამე სართულზე ჩამოაბეს ჰამაკი და მარწევდა ხოლმე დედა. ერთხელაც შუა რწევის პროცესში ვარ და გაწყდა ჰამაკი.. ჩემი დაკვირვებით, იმ დროიდან მაქვს მფრინავობისკენ მიდრეკილება. ხოდა მესამე სართულიდან რომ ბავშვი იფრენს და დაეზღნერთება მიწაზე, ძალიან არ უნდა გადარჩეს მემგონი. საბედნიეროდ დედამ შუა ფრენისას დამიჭირა და გადამარჩინა, თორემ სადღა იქნებოდა მერე ბლოგი, სახელად "მაღალი რადიაციის ზონა" :) ახლა გამოვიხედოთ და გოგირდი ჩაგვივარდა ხელში მე და ჯადოს. ხოდა გადავწყვიტეთ მიგვეღო გოგირდმჟავა. მიიღება ასე: წვავ გოგირდს და მიღებულ აირს ხსნი წყალში. ხოდა ასეც მოვიქეცით, მივიღეთ მოყვითალო ფერის სითხე და მისი უტყუარობის გასასინჯად ჯადომ ენა ჩაყო შიგნით. :) კი, მჟავეაო. :) ბედი მისი, რომ გოგირდი ჰაერში დავწვით და არა ჟანგბადში. მეორე შემთხვევაში მართლა მივიღებდით გოგირდმჟავას და ჯადოს ენას მოვიგონებდით აწ და მარადის. :) დასასრულ, მე და ჯადოს დენი გაგვყავდა ლაბორატორია "ურნაში" და ვერ ვიგებდით ფაზა რომელი იყო. ხოდა ჯადომ მოკიდა ხელი ერთ მავთულს და მისდა საბედნიეროდ ნოლი აღმოჩნდა. არა, დენს ჩემთვისაც დაურტყია და ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო გრძნობაა, მარა ხელით ფაზა-ნოლის გასინჯვა არ იყო ახლა წარმატებული იდეა. :) ზემოთა ისტორიები ყველა მართალია, არაფერია გადამეტებული. ერთი იმის შიში მაქვს რომ შეიძლება დაწერილი მქონოდა ადრეც. რას გვიშვება სკლეროზი.. :( პ.ს. გუშინ სოფომ შემომთავაზა წამოდი სადმე გადაკარგულში წავიდეთო. აშკარად არ წაუკითხავს ჩემი ბლოგი და იმპროვიზაციები ანჩხლის შესახებ.

2 comments:

vasasi said...

მაგარი იყო... :D :D :D :D

მფრინავობა მომეწონა ძალიან..


რა გინდა, ბედი გქონია.. :პ

Anonymous said...

Hi there, every time i used to check web site posts here early in the break of day,
because i enjoy to learn more and more.

Also visit my blog :: cellulite treatment cream