Friday, November 6, 2009

ანკეტა

კაროჩე, დოდკა მაგარი ვინმეა. განა მარტო იმიტომ რომ საერთოდ მაგარი ვინმეა, პროსტა მოიფიქრა რომ ვიღაცა რომ დათაგო და რაღაცა დაავალო, ეს სახალისოა და ჰაი და ჰუი. მაგრამ აქვე გაჩნდა გურჯისტანული ხასიათი და ჩემი ვეება იმედისადა მიუხედავად (რაც კიდევ ერთხელ ამართლებს ფრაზას "ნეტარ არს იგი, ვისაც არაფრის იმედი აქვს, რამეთუ არ გაუცრუვდება") გაჩნდნენ ჯერ ბავშვობის ოცნება მანიები, მერე ანკეტო მანიები, სულ ბოლოს ლიტერატურა მანიები.. თუ კაცი ხართ, რა! თემები შემოგელიათ ხომ?

უფრო იმაზე ვარ გულმოკლული, რომ ვწერე ამხელა რაღაცა, დავდე და კაცი შვილმა არ დააკომენტა. ეს იმის გამო რომ გურჯისტანული სიზარმაცე შემოგვაწვა და ბოლომდე არ ჩავიკითხეთ? იმის გამო რომ ჩვენი აზრების გადმოფრქვევა დაგვეზარა? იმის გამო რომ რითმები და ტაქტის გრძნობა დავკარგეთ? თუ იმის გამო რომ თურმე ლექსების დადება ბლოგზე აზრდაკარგულია და ეს მოსაზრება ჩვენც უნდა გავიზიაროთ?

ენივეი, ვასასიმ დამთაგა და ახლა უნდა დავწერო ანკეტა. ანკეტა ლათინური სიტყვაა და ქართულად ტვინის შემჭმელ კითხვებზე პასუხის გაცემას ნიშნავს. აქვე გეტყვით, თაგომანიას შეეშვით, უკვე მარაზმში გადადის.

მიყვარს - ძილი და ჭამა. სამწუხაროდ ვერც ერთს გულიანად ვერ ვახერხებ.

ვოცნებობ - ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავისვენო.. მემგონი ცხოვრების მერე მომიწევს.

ვფიქრობ - რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი რაღაცა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს.

მძულს - უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში.

ვნანობ - რომ თავის დროზე არ მივაქციე ყურადღება სპორტს, რომ თავ-პირი გავუერთიანო ზოგიერთ სუბიექტს.

კმაყოფილი ვარ - რომ მყავს უსაყვარლესი და უტკბილესი ოჯახი, მაქვს სახლი და მაქვს სამუშაო.

მენატრება - ბავშვობა.. :(

მსურს - სახელი დავტოვო კარგი ადამიანის და კარგი პატრიოტის. ან რამე..

მაღიზიანებს - ყველაფერი გარშემო. მაგრამ ვიცი რომ ეს ნორმალურია და რა ვქნა, ვეგუები.

ვგრძნობ - რომ ახლა ამ პოსტის დაწერას ჯობდა წავსულიყავი და მეჭამა და დამეძინა..

მეშინია - ფიზიკურად არაფრის. ამ თამაშების გადამკიდე შიშის გრძნობა თითქმის აღარ მაქვს. სამაგიეროდ მეშინია ჩემი მეორე ნახევრის არასწორად არჩევის. :( ა, სიმაღლის მეშინია კიდე პირველი 15 წამი.

ვიცი - სამწუხაროდ ხშირად მეტი, ვიდრე გარშემომყოფებს აქვთ აღთქმის უნარი. ხოდა ვვარდები სულელურ სიტუაციაში.

არ ვიცი - რა იქნება ხვალ. ხვალ ალბათ წვიიიმააა მოოოვააა. :)

შემიძლია - ბევრი შემიძლია, შემიძლია ხალხოოო! @ რადიო105

არ შემიძლია - ყვირილი და აშკარა აგრესია. მეტისმეტად მშვიდი ვარ.. მაგრამ კურო ვარ ზოდიაქოთი და .. რევიც.. :)

ვმეგობრობ - ძირითადად კომპიტაურთან. მაგრამ დებილი მეგობარია ნამეტანი. მეგობარიც არაა - მონაა. :(

ვაპატიებ - სავალალოდ ბევრ რამეს ბევრ ვინმეს. თუმცა არ დავივიწყებ.

ვტირი - გულის ამაჩუყებელ ხელოვნების ნიმუშებზე და პატრიოტულ გამონათებებზე.

ვიცინი - ყველაზე და ყველაფერზე. ისე მებრალება ეს საცოდავი სამყარო, ისე დავცინი და ვამასხარავებ ამ არალოგიკური და ქაოტურ გარემოს, რომ დანა პირს არ მიხსნის. :(

ვეძებ - მეორე ნახევარს. :)

ღირსი ვარ - იმისა, რაც მაქვს. რამეთუ თუ რამე არ გაქვს, ღირსი ხარ! გაანძრიე ხელი და გექნება.

ვკარგავ - თმებს. მაგრამ მკიდია. გადავიპარსავ თავს და მექნება სექსუალური თავი ნახ!

მშურს - თეთრი შურით იმათი, ვისაც შეუძლია ისე ლაპარაკი, რომ ადამიანს რაღაცა სისულელე დააჯერონ. ყოველთვის ვაფასებდი აფერისტების ტალანტს.

ვემალები - არავის. მოვიდნენ - აქა ვარ.

ვემტერები - არავის. მე მემტერონ თუ კარგია. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.

მაინტერესებს - ტესლა რომ ცოცხალი იყოს.. ან საერთოდ, ვინმე ცნობილი ადამინიანის რამდენიმე წუთით ან საათით დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, როგორი იქნებოდა სამყარო..

არ მაინტერესებს - რუსთავი2. ბლინ, რაც მაგათ ომის დროს იბაზრეს, იმის მერე დავიჯერე რომ ეგ ტელევიზია, უფრო ზუსტად, საინფორმაციო, ვერ არის თავის მატორზე.

მახსოვს - ბევრი რამე. იმდენად ბევრი რამე, რომ ძველები მავიწყდება. :)

მრცხვენია - ასეთი გაუბედავი რომ ვიყავი, როდესაც გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო.

ვუარყოფ - რომ სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანით ძალიან დიდი შეღავათი მიეცემა ჩემს საცოდავ ქვეყანას.

ვავადმყოფობ - ძირითადად სულიერი ავადმყოფობებით. :)

ვმალავ - იმას, რასაც თუ დავწერ, დამალული აღარ იქნება.

ვინახავ - ვასასისა არ იყოს და ყველანაირ ნაგავს.

მწამს - რომ რაღაცა არსებობს და ამ რაღაცას რატომღაც მოვწონვარ.

მიკვირს - რამდენი #$ე დადის. :(

მიხარია - რომ ყველა ჩემიანი ჯანმრთელადაა და არავინ მათხოვრობს.

ვჭორაობ - არა, ცელი! ვერ ვიტან!

ვდარდობ - მემგონი ამაზე დავწერე უკვე. თუ არა? ვდარდობ.. ხანდახან.

ვამაყობ - რომ ვარ ქართველი და ჩემი საკუთარი ანბანი მაქვს და ეს ანბანი ყველას ფეხებზე კიდია, ჩვენი ჩინოსნების ჩათვლით.

ვეფერები - კლავიატურას. მარა მაინც ჭუჭყიანია.

მსიამოვნებს - როცა სხვას ვასიამოვნებ. ამისათვის დიდი სისულელეების გაკეთებაც შემიძლია. :)

მესიზმრება - რომ მივდივარ, გადმოხტება მონსტრი, მე დავაძრობ ავტომატს, მივაბრიდავ, ვაგრძელებ გზას.

ვეხმარები - ვისაც შევძლებ. ფაქტიურად ჰელფ-დესკი ვარ. :)

ვეწევი - ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუ კომპთან ჯდომა ამაში შედის. :)

მწყინს - რომ ადამიანები ასეთი არალოგიკურები არიან.

ვხარჯავ - ეკომონიურად. ყოველთვის შეიძლება გამოხტეს დაუგეგმავი ხარჯი.

ვღალატობ - ვირტუალურად. :)

ვკამათობ - იშვიათად.

ვუხეშობ - უფრო იშვიათად

ვუსმენ - ყველაფერს. იმის გამო რომ მხედველობა არ მაქვს გადასარევი, სმენა მაქვს უკეთესი. მაგრამ არა ლაპარაკის დიაპაზონში. ადამინის ლაპარაკს ვერ ვისმენ კარგად. :პ

ვყოყმანობ - დი. აწი უფრო სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს და უფრო გულმოდგინედ ვიკიდებ როცა საჭიროა.

ვკითხულობ - ბლოგებს და მიკვირს.

ვამზადებ - საჭმელებს. ვფიქრობ არც თუ ურიგოდ. სამწუხაროდ ვერ ვამზადებ საკმარისი რაოდენობით. :(

ვუყურებ - მზეს და ცას და მიხარია, რომ ასეთი ლამაზია.

ვკლავ - ცხოველურ ინსტინქტებს. მაგრამ დაბეჯითებით მოიწევენ უფრო და უფრო მეტი.

ვცხოვრობ - ყველაზე უსაფრთხო ადგილზე ქალაქში.

ვცემ - ბოლთას. თორემ ისე ცხოვრებაში არ მიჩხუბია. :)

ვყვირი - არასოდეს. ანუ აგრესიით ყვირილით. თორემ თუ ვინმესთვის ხმის მიწვდენა მინდა - იცოცხლე. :)

ვმღერი - არა, მარა ვღიღინებ ყველაფერს. სასიმღერო ხმა არ მაქვს.

ვასრულებ - როგორც იქნა ამ ანკეტის წერას.

ვმკურნალობ - კბილებს. ეჰ.. რას ვიზავთ..

ვერიდები - კონფლიქტებს. უკეთეს ფიზიკურ ფორმაში რომ ვიყო, არ მოვერიდებოდი.

ვთამაშობ - ყველა ჟანრის თამაშებს გარდა გონკებისა. :)

ვიტყუები - რომ კარგად ვარ.

ვეთაყვანები - ბუნებას და მწვანე ფერს.

ვგიჟდები - სუფთა ჰაერზე მიწაზე მწვანე ბალახზე წამოწოლაზე და მთელი სხეულით ენერგიის შერუტვაზე. სამწუხაროდ ეს იშვიათი პრეცედენტია.

ვაგროვებ - დისკებს. ადრე ვაგროვებდი დაცლილ სიგარეტის კოლოფებს. 30 ის მოგროვების მერე დედამ მოხვია და გადაყარა. :( ჰო, ვაგროვებ ფულს კიდევ ანაბარზე. დააგროვეთ ჩვენთან ერთად. პროკრედიტბანკი. :)

ვეჭვიანობ - ჩუმად. მაგრამ ვეჭვიანობ.

"ვკაიფობ" - პაცნების ლაპარაკზე და ვითომ კაი ბიჭობაზე. :)

ვიზიდავ - კოღოებს! მომკლეს, აღარ შემიძლია, დაწყდით ერთ დღეს!

ვალამაზებ - დესკტოპს და ჩემს სამუშაო ადგილს. :)

ახლა კი მე მივთაგავ

გზაზე რომ ერთი კაცი მიდიოდა - ყველა ბლოგში ზის და აქაც იყოს.

საინტერესო ბლოგი ქართულ მწერლობაზე - ზოგჯერ სასარგებლო ბლოგსაც ნახავს კაცი

იდეინი ბლოგი - ჩემი აწ უკვე ფავორიტი ბლოგი.

პ.ს. ეს თაგომანია იმიტომ მოიგონა დოდკამ, რომ უცნობი ბლოგები გამოჩენილიყო და ერთმანეთთან კავშირი მომხდარიყო.

2 comments:

vasasi said...

კარგი, ამის შემდეგ აგარ დაგთაგავ.. :მო:

Unknown said...

გამარჯობა!ეხლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი და აღმოჩენასთან ერთად ამ ანკეტის შევსებაც მომიწევს(საინტერესო ბლოგი ქართულ მწერლობაზე ანუ ჩემი ლიტერატურული სამყარო).საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და სასიამოვნო.დიდი მადლობა ამ ბლოგის ავტორს!ეს ,,დათაგვის''ტექნიკური მხარე ვერდავერ გავარკვიე!ანუ როგორ უნდა,,დავთაგო''.