Sunday, July 11, 2010

ორშაბათს დაბ.დღეა - ოპერაცია "მეხთამტეხელი"

სეთი რამე წელიწადში ერთხელ ხდება. ხოლო ჩემ შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ. გაცნობის დღიდანვე ვემზადებოდი ამ დღისათვის. დავალაგე გეგმები, გამოვყავი თანხა, ავამუშავე ფანტაზია, ვაწყობდი ურთიერთობებს. და უეცრად.. არა, უეცრად არა, ზუსტად 2 კვირით ადრე აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. 5 თვის მუშაობას თავიდან კი ქონდა რაღაც პატარა შედეგი, მაგრამ 2 კვირის წინ თქვა რომ ვერ ხვდება. და მე გადავწყვიტე რომ უკვე აზრი აღარ აქვს. აზრი არა აქვს კი არა, აზრი აღარა აქვს.
ნუ მაინც, მინდოდა რომ მეჩუქნა ოქროს საყურე ლალის თვლებით, იმიტომ რომ მისი თვალების ფერზე მიდიოდა. ან ზურმუხტისთვლიანი მედალიონი, მწვანე ფერი უყვარს. ასევე გეგმაში იყო სპეციალურად მისთვის ჩასვლა ზღვისპირეთში და იქიდან სუვენირის წამოღება, იქნება ეს ნიჟარების სამაჯური თუ რამე სხვა. მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე აზრი აღარ აქვს, მაინც ვერ მიხვდება ვერაფერს, იმიტომ რომ ასე თქვა და უკვე არა პირველად. და როდესაც ვუხსნი, ყოველთვის ან თავს არიდებს ან მართლა ვერ იგებს. ასე რომ რელოად.

თუმცა მილოცვა სხვა ხერხებითაც შეიძლება, მიუხედავად იმისა მიხვდება თუ არა. აი მაგალითად, წამოვიღე ბურთი, რომელზეც დავაწერდი და დავახატავდი მილოცვას, მერე ორშაბათს სისხამ დილით (ასე, 5 საათზე) ავირბენდი მასთან, დავამაგრებდი კიბის მოაჯირზე და წამოვიდოდი. რომანტიკა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბურთზე გასაკეთებელი ჯოხის წამოსაღებად წასვლა დამეზარა, შესაბამისად ბურთს ვერაფრით მივამაგრებ მოაჯირზე. ასე რომ ეს "მეხთამტეხელი" ოპერაცია (მეხთამტეხელი იმიტომ, რომ იქ მთელი მეზობლობა ცხოვრობს და ასევე მისი ოჯახიც ხომ ნახავდა და თუ თვითონ ვერ ხვდება, ისინი მაინც მიხვდებოდნენ), რომელსაც 5 თვე ვამზადებდი და ბოლომდე იმედი მქონდა, ჩაიშალა. ვსო.

No comments: