Wednesday, August 7, 2013

მეორე ეტაპი - "პანჯაპი"

როგორც ვამბობდი, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის ფარგლებში გადავედი მეორე ეტაპზე - "ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში". შესაბამისად წავედი და ვიყიდე ავტომობილი, რომელსაც სავარაუდო სახელი "ანა"-ს ნაცვლად ქვია "პანჯაპი" - მისი ფერის და სერიის გამო.


სინამდვილეში ესაა Opel Vectra შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: ტიპი: სედანი, გამოშვების წელი: 1999, ფერი: რუხი 8/8, ძრავი: 1.6, საწვავი: ბენზინი/ბუნებრივი აირი (მესამე თაობა, 14 კუბი), ახალი აკუმლატორი, საბურავები, რემენი. ელექტრო შუშები, სარკეები, ფარები. აქვს კონდენციონერი და დისკები. მოყვა სათვალის ჩასადები, ლამაზი ბალიში და რაც მთავარია, კასეტიანი მაგნიტოფონი Scooter-ის ჰიტების კასეტით.



"პანჯაპი" საკმაოდ დამჯერი, რბილად მავალი და სასიამოვნო მანქანაა. პირველივე დამოუკიდებელი გასვლა ქალაქში იმით დამთავრდა, რომ შუქნიშანს გაცილებულმა პატრულის "ოპელი, გადააყენე" გავიგონე. მეც გადავაყენე და საბუთები მოვამზადე. პატრული საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა. ამიტომ დაველოდე სანამ შუქნიშანი ორჯერ შეიცვლიდა წითელს და მწვანეს. პატრული კი არა და არ მოდიოდა. ბლინ, სხვა ოპელი გააჩერა აშკარად. ასე რომ იუმორი და პოზიტიური დასაწყისი კარგი მგზავრობის და "სულ მწვანეზე სიარული"-ს საწინდარია.

 
სახლში მოსულს დამხვდა ტორტი წარწერით "გილოცავ", ხოლო დღეს - ბალონში წნევის მაჩვენებელი, რომელიც 100 ატმოსფეროს აჩვენებს. და ეს მას შემდეგ, რაც თბილისიდან გორში ჩამოვედი, ქალაქში ვიარე და უფლისციხეშიც ავედი. როგორც ჩანს თბილისში უკან ჩასვლაც შესაძლებელია ერთი დატენვით. ასე რომ Today is a good day to live!

No comments: