Tuesday, August 27, 2013

პირველი ათასი..

ტარებას ვამუღამებ კალ'ოჩე. დავდივარ წინ და უკან, ხან უფლისციხეში, ხან ბორჯომში.. ამ შაბათ-კვირას კიდე, მოდი და ბათუმში ჩავალ თქო. იდეაში რა ჯანდაბა მინდოდა ამხელა გზაზე მარტო ორი დღით, ხომ ძალიან კარგად ვიცოდი რა ამინდი იქნებოდა და რა დასვენება გამოვიდოდა, მით უმეტეს საჭესთან ხომ ვერ დალევ.. მარა მაინც, პრაქტიკის და ამტანობის გამომუშავების მიზნით მე, ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს) და საჯარო წავედით ასე უცერემონიოდ დილის 5 საათზე გაღვიძებულები, საჯაროს საერთოდ არ დაუძინია როგორც აღმოჩნდა..


პირველი, რაც მინდა ავღნიშნო, ესაა სურამის ნაზუქები. თქვე კაი ხალხო, ცოტა ტკბილს ვერ გააკეთებთ? რაში მართმევთ 2 ლარს? ჰაი მეე! მერე იყო და ვიღაც გამოამერიკელებულმა ქვემოთ მოყვანილ გაზის ზაპრავკაზე ჯერ ერთ მანქანას დააჯახა გრუზავიკი და სარკე მოტეხა, მერე აბრა იდგა "არ მუშაობს"-ო, აიღო ეს აბრა, გადადგა და იქ დააყენა ეს გრუზავიკი, ბოლოს ვაფშე აპოგეა ის იყო, რომ ამ მართლა პიტალო ამერიკელმა სიგარეტს მოუკიდა ზედ შლანგთან, საიდანაც გაზი იტენება.. ერთი პირობა კი გამაცია როცა დავინახე როგორ აინთო სანთებელა, მარა..


 ბათუმი გაგანია სეზონის დროს არის საშინელება მანქანის ტარების კუთხით. აი წარმოიდგინეთ, ვიწრო ქუჩები, გზის ერთი მხარე აუცილებად სავსეა მანქანებით, არ იცი სად მოძრაობ, ამ ქუჩის მერე სად მოხვდები და რაც ყველაზე მთავარია, ვისაც არ ეზარება, ქუჩაზე გადმოდის. ხოლო ასეთი ხალისიანი კი, სეზონის დროს, დამიჯერეთ საკმარისზე მეტია. პლუს ამას გაუარესებული ამინდი, ისე რომ ახლადგახსნილ საბაგიროზე დაჯდომა ვერ მოვახერხეთ (3 ლარი ღირს და ზემოდან ძალიან კარგი ხედიაო), პლუს ამას სამთავრობო მანქანებისთვის გზის გამკვალავი პატრულები და ჰაი მეე, ისე გამიხარდა ბოლოს და ბოლოს მესამე სიჩქარეში რომ ჩავაგდე, რომ ნუ რა ვიცი..


 
 
სამაგიეროდ რა კარგი და მართლა ჩვენი გამარჯვება და მართლა მაგრია, ესაა აჭარული ხაჭაპური. იიიფ, იფ იფ იიიიფ! კაი მშიერზე რომ შეჭამ და კიდე რომ გინდა და რომ აღარ ჩაგდის, აი ეგ გრძნობა.. :D
 
 
 
 
ასევე ძალიან მომეწონა ბათუმის ახალი სათაო. ბაათუუუმს ქათქათააას.. თან მეც რავარ კორპორატიულ ფერებში ვარ, მე კი არ გავქრი.. :D
 
 
 
თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, ამინდი შეჯდა ვირზე, ბათუმიდან ძლივს გამოვასწარით და დაიწყო წვიმა. კიდევ კარგი ბიძაშვილმა (გიტარაზე რომ უკრავს) სახლი მაქირავებინა, თორემ მე კარავი მქონდა წაღებული და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, იმ წვიმაში ოთახის საშოვნელად მანქანიდან გადმოსვლა სულაც არ იქნებოდა სასიამოვნო საქმიანობა. ასე რომ, რადგან ორივე საკაიფოდ დაღლილები გახლდით და თან "ციცინათელა"-ც არ იმუშავებდა წვიმაში, საღამოს 9 საათზე დავწექით და დავიძინეთ ვიდრე დილის 9 საათამდე. არადა უფრო ადრე ვაპირებდი, იქნებ ზღვაზე დილით გავიდეთ თქო მარა ა, წვიმდა და..
 
 
 
სამაგიეროდ, როდესაც სახლიდან წამოვედით და საწვავის შესავსებად ვეება რიგში დგომამ მოგვიწია, მზემაც ნელა ნელა დაიწყო გამოსვლა.
 

ხოოდა ჩვენც დრო ვიხელთეთ და ჩავხტით წყალში.



როდესაც ვამბობ "ჩავხტით წყალში" - ამასვე ვგულისხმობ.


და წყალს-ზედაც გავერთეთ


და ვიმაიმუნეთ კიდეც


მოკლედ, კარგად დავიღალეთ და ენერგიის აღსადგენად იქვე, კაფე "გირჩა"-ში შევედით, რომელსაც მშვენიერი ხედი აქვს ზღვაზე. მარა რად გინდა, აჭარული ხაჭაპური არ გვაქვსო. ასე რომ გადავინაცვლეთ ქუჩის მხარეს ახლადაშენებულ კაფეში, სადაც დაგვხვდა "Gangam Style"-ს კლუბური ვერსია, ხედი ჩვენს მანქანაზე და აი ეს ძალიან სიმპატიური და ძალიან ცოცხალი მიმტანი გოგონა დაგხვდა (მარტო მის სანახავად ღირს ამ კაფეში შესვლა. სადღაც 360 - 340 ნომრებს შორისაა), რომელსაც სულ ცეკვა-ცეკვით და მშვენიერი კორპორატიული ღიმილით დაქონდა შეკვეთები, მერე მიკროფონი დაიჭირა ხელში და ვითომ მღეროდა.. მოკლედ, პოზიტივს აფრქვევდა..


ამ ზავიძენიას აქვს ჩვეულებრივი აჭარული და "ტიტანიკი" - ორი კვერცხით. მარა ტიტანიკის ჭამას რამდენად შეძლებთ არ ვიცი, ერთი ჩვეულებრივი შევჭამე და ძლივს ვსუნთქავდი. კარაქი იყო კვერცხის აქეთ და იქით და ისეთი მაგარი გემო აქვს, ისეთი, ისეთი.. რომ ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), მითხრა, აბა ამის ჭამა როგორ უნდა მოგბეზრდესო. სამწუხაროდ მეტი ვეღარ ჩავიდა მუცელში, თორემ მართლა არ მომბეზრდებოდა. :)


ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როკის გვირაბამდე არ მისულმა შევამჩნიე, რომ მანქანის სპირომეტრი ძალიან ბევრ ცხრიანს წერდა, ჯერ ერთი დაწერა, მერე ორი.. მერე ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ჩემი კმაყოფილი სახე დააფიქსირა..

 
..მას მერე, რაც "პანჯაპი" მყავს, ეს პირველი გავლილი 1 000 კილომეტრია..
 
 



Wednesday, August 7, 2013

მეორე ეტაპი - "პანჯაპი"

როგორც ვამბობდი, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის ფარგლებში გადავედი მეორე ეტაპზე - "ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში". შესაბამისად წავედი და ვიყიდე ავტომობილი, რომელსაც სავარაუდო სახელი "ანა"-ს ნაცვლად ქვია "პანჯაპი" - მისი ფერის და სერიის გამო.


სინამდვილეში ესაა Opel Vectra შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: ტიპი: სედანი, გამოშვების წელი: 1999, ფერი: რუხი 8/8, ძრავი: 1.6, საწვავი: ბენზინი/ბუნებრივი აირი (მესამე თაობა, 14 კუბი), ახალი აკუმლატორი, საბურავები, რემენი. ელექტრო შუშები, სარკეები, ფარები. აქვს კონდენციონერი და დისკები. მოყვა სათვალის ჩასადები, ლამაზი ბალიში და რაც მთავარია, კასეტიანი მაგნიტოფონი Scooter-ის ჰიტების კასეტით.



"პანჯაპი" საკმაოდ დამჯერი, რბილად მავალი და სასიამოვნო მანქანაა. პირველივე დამოუკიდებელი გასვლა ქალაქში იმით დამთავრდა, რომ შუქნიშანს გაცილებულმა პატრულის "ოპელი, გადააყენე" გავიგონე. მეც გადავაყენე და საბუთები მოვამზადე. პატრული საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა. ამიტომ დაველოდე სანამ შუქნიშანი ორჯერ შეიცვლიდა წითელს და მწვანეს. პატრული კი არა და არ მოდიოდა. ბლინ, სხვა ოპელი გააჩერა აშკარად. ასე რომ იუმორი და პოზიტიური დასაწყისი კარგი მგზავრობის და "სულ მწვანეზე სიარული"-ს საწინდარია.

 
სახლში მოსულს დამხვდა ტორტი წარწერით "გილოცავ", ხოლო დღეს - ბალონში წნევის მაჩვენებელი, რომელიც 100 ატმოსფეროს აჩვენებს. და ეს მას შემდეგ, რაც თბილისიდან გორში ჩამოვედი, ქალაქში ვიარე და უფლისციხეშიც ავედი. როგორც ჩანს თბილისში უკან ჩასვლაც შესაძლებელია ერთი დატენვით. ასე რომ Today is a good day to live!

Thursday, June 27, 2013

რა სარგებლობა მოაქვს თბილისს?

ორი სიტყვით რომ ვთქვათ: არაფერი გადასარევი. თუმცა არასოდეს მომწონდა ფაქტების ორი სიტყვით შეფასება, ასე რომ დავიწყოთ დედა-ქალაქის და ჩემი პუჭურა ქალაქის შედარება.

Sunday, May 26, 2013

მესამე და სამართალი..

ჩანაწერი ჟურნალისათვის..

2013 წლის 26 მაისს, 19 საათსა და 29 წუთზე საქართველოს დროით ჩრდილომეზობლურსახელიანმა გოგომ ფეისბუქიდან წამშალა. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც "ჩემთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს". რას ვგრძნობთ? გულის დაწყვეტას იმის გამო რომ სწორად არ გაიგო ჩემი ნათქვამი დეპრესიასთან დაკავშირებით. ასევე ვგრძნობთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ფაქტიც ისევე გვკიდია, როგორც ყველაფერი სხვა, მათ შორის დღევანდელი დღეც. სასწრაფოდ მჭირდება რამე ბევრი ადრენალინის გამომწვევი, თორემ უკვე ნახევარი წელი იქნება, რაც გრამი ადრენალინი აღარაა ორგამიზმში და ცხოვრებამ ფერთა გამა ძალიან შავისკენ გადაწია.

და ვაფშეტა თუ ადრენალინიც არ იქნება, ესეც გვკიდია.. მაინც ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან. ხომ ვამბობდი რომ One day I will finish badly თქო..


Update: როგორც მოსალოდნელი იყო, ურთიერთობა აღდგა. თუმცა ისეთი კარგი კონექტი აღარაა.. როგორც მოსალოდნელი იყო. :)

Sunday, May 12, 2013

28 წლის

10-ში მქონდა დაბ.დღე.. და იმდენად ზარმაცი ვარ მთელი ეს პერიოდი, რომ პოსტის დასაწერად ვერ მოვიცალე. კაროჩე, ჩემი საქმე უკან უკან მიდის ენთუზიაზმის განხრით. მათემატიკურად რომ შემეძლოს განსაზღვრა, ზუსტად ვიტყოდი როდის მივალ თვითმკლელობის ზღვარზე. ჰოდა სანამ არ მივსულვარ ამ ზღვართან, განვიხილოთ წინა წლის გეგმების შესრულებადობა.
ანუ, ესენია წინა წლის გეგმები:
 
1. მქონდეს სამუშაო - მაქვს. გადამიყვანეს სათაოში და ახლა ვარ აიტი
2. მყავდეს მეგობარი გოგო - ამ მხრივ დარხეული მაქვს, აქტიურობა არ მინდება.
3. მყავდეს მანქანა - ამას ვიყიდი. მჭირდება. მარა ამ მომენტში არ მყავს.
4. არ ავცდე 95 კილოს - პირიქით, ჩამოვცდი 90-ს
5. გადავიღო რაიმე კლიპი - კლიპი.. მმ.. მემგონი რომ არაფერი გადამიღია.
6. ვთარგმნო/გავახმოვანო რამე სასარგებლო - ისე არაა ჩემი მტერი. 3 ფურცელი მეტრო ვთარგმნე მთელი წლის მანძილზე.
7. მოვინახულო სამშობლოს რაც შეიძლება მეტი კუთხე - ბათუმში ვიყავი მივლინებით.
8. ჩავველოსიპედდე ხაშურში და/ან მცხეთაში - დავიწყე მცხეთის მარშუტი, მარა ვერ გავცდი გორს.
9. შეძლებისდაგვარად მივხედო მხედველობას - ლინზები ვიყიდე
10. მივხედო კბილებს - ჩემს კბილებს დედა არ ყავს ჩემი სიზარმაცის გამო.


გეგმები შემდეგი წლისათვის:

1. მქონდეს სამუშაო
2. მყავდეს მანქანა
3. მივხედო კბილებს
4. მივხედო თმას
5. მივხედო თვალებს
6. მივხედო სახლს
7. რამე მაინც შევქმნა, კლიპი, წიგნი.. რამე..
9. შევეცადო თბილისში ბინის ყიდვას
10. არ გავლოთდე

საჩუქრები მაჩუქეს მაიკა და დუხი. იყო მოლოცვები და ლოთაობა საღამოს. კაროჩე, წლები მემატება და კაცობრიობისათვის სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილი მაკლდება. ნე კრუტა, პაცანი, ნე კრუტა..
 

Wednesday, May 1, 2013

Еслы долга мучится..

როგორც ჩემი ფრიად მიზანსწრაფული მაგრამ სრულიად არაპატრიოტი მეგობარი ამბობს ხოლმე "თუ დიდხანს დაიტანჯები, რაღაც გამოგივა" (ესლი დოლგა მუჩიტსა, შტონიბუც პალუჩიტსა). თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ. საუკუნეთა მანძილზე გორიჯვარზე ასასვლელი გზა უაღრესად ცუდ დღეში იყო - გრუნტი, წვიმების შედეგად ჩამორეცხილი, ჩამონგრეული, ჩამოშლილი და ერთხელ და სამუდამოდ გაფუჭებული მარშუტი. ფეხით ასვლა კიდე არა უშავს, მანქანით ასვლა კი გმირობას უდრიდა. განსაკუთრებით ნაწვიმარზე, როდესაც ადგილობრივი თიხიანი მიწა სრიალებს, ბორბლებს ეკრობა და მანევრირებას ვინ ჩივის, გადაადგილებასაც შეუძლებელს ხდის.


2012 წლის  აგვისტოში უფლის შეწევნით და ამერიკის განვითარების ფონდის დონორობით საშვილიშვილო კი არა იმენა ზე საქმის კეთება დაიწყო - გორიჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სიმართლე გითხრათ ეს საქმე მე მინდოდა გამეკეთებინა. ოდესმე.. ბევრი ფული რომ მექნებოდა.. გურამ ვანიშვილის სახელობის გორი-გორიჯვარის გზა. ან რამე ასეთი.. ჟღერს, ა? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - უფლის შეწევნით და ამერიკის დონორობით არ დაელოდნენ ჩემს გამდიდრებას და თვითონ გააკეთეს ეს მართლა კარგი და მართლა მაგარი გზა. აგრემც გაგახარებთ და გაგაძლიერებთ ღმერთი ყველას ვინც აქ მუშაობდა.


ახლა კი წავიდეთ მთავარი საკითხისკენ, რის გამოც პოსტი დავწერე. მოკლედ, ველოსიპედით რომ ვმოძრაობ, გეცოდინებათ ალბათ. ჩემი დის განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მას "გაუტყდება" თუ დამინახავს ზემოაღნიშნულ მხოლოდ პლუსების მქონე ტრანსპორტით, ვაგრძელებ ბაიკერობას. ჩემს ანგარიშზეა კასპამდე და ქარელამდე ჩასვლები (ორჯერ), თითქმის ცხინვალამდე მისვლა და თითქმის ბოშურამდე ჩასვლა. საერთო ჯამში გავლილი მაქვს 600 კილომეტრზე მეტი და ეს ველოსიპედისთვის ცოტა არაა.


ხოდა იმას ვამბობდი, რომ გუშინ მე და საჯარო ვიყავით გორიჯვარზე ასული და ეს გზა ბოლომდე დამთავრებული დამხვდა. დღეს კი გადავწყვიტე რომ It is a Good Day to Downhill, Exlecutor! ამიტომაც ავიღე ჩემი ველიკი, რომელსაც მარჯვენა პედალი აქვს გასასწორებელი და ამ კეთილ საქმეს ხვალ გავაკეთებ და ასე, პედალძლივსმოტრიალე მივადექი გორიჯვრის ასახვევს.

 
 (offTopic: ახლა აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილი 640 წერტილზე იღებდა სურათებს :მად:)
 
 
 პირველივე აღმართზე შევამჩნიე, რომ ეს გზა არ გადის საშუალო და რთული გზების კატეგორიაში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ პირველ რეალურ და მართლა ზერთულ გზას გორის შემოგარენში. გორის გარშემო 10 კილომეტრის რადიუსში არაა არც ერთი აღმართი ასეთი გამოწვევა რომ იყოს. სამანქანო ენაზე ესაა 17% იანი დაქანება. ადამიანურ ენაზე კი ეს ასე ჟღერს: თუ თქვენ ველოსიპედზე მჯდარი თუნდაც ორ მონაკვეთს გაივლით შეუსვენებლად, მაშინ ყველაფერს გაუძლებთ ცხოვრებაში.


ასე რომ ჩამოვქვეითდი და ხელით ავიყვანე ჩემი ბაიკი სადამდეც შევძელი. შესაძლებელია კიდე მეორე ხერხი - მანქანით აიტანო და იქიდან წამოხვიდე. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს გზა ძალიან მიხვეულ-მოხვეულია. არც იფიქროთ სრული სიჩქარით წამოსვლა. ეს უეჭველი თვითმკვლელობაა. უეჭველი! მე გაგაფრთხილეთ! ყველაზე ნაკლებად დაქანებულ უბანზეც კი ორიოდ წამში 37 კილომეტრ/საათი ავკრიფე. ველოსიპედისთვის ეს საშუალოზე ცოტა მეტი სიჩქარეა. თუმცა არის მონაკვეთები, სადაც ერთ წამში კრეფავ 40-45 კილომეტრ/საათს და ეს მართლა, რეალურად საშიშია.


შედარებისთვის: გორში ყველაზე ციცაბო გზიდან - კვერნაკის აღმართიდან ჩამოსვლისას 3 წამი გჭირდება რომ 40 კმ/სთ აკრიფო. რიგით მეორე ყველაზე რთული გზიდან, რომელიც მე-8 სკოლასთან ადის - 3 წამში 30 კმ/სთ კრეფავ. აღმართიდან, საიდანაც ყველაზე დიდი სიჩქარე მაქვს აკრეფილი - 66 კმ/სთ - დამჭირდა 10 წამი და დაახოლებით 400 მეტრი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ეს მარშუტი არის სწორი დაღმართი მინიმალური მოსახვევებით. გორიჯვრის გზაზე კი ყოველ 100 მეტრში მოსახვევია და სიჩქარის შეუნელებლად იქიდან ჩამოსვლას არც ერთი ჭკუაზედმყოფელი არ უნდა ეცადოს. არც ერთი!


ახლა კი პოსტის მიზეზი. მოვდივარ მოკლედ ჩემთვის ორივე მუხრუჭ დაჭერილი და თან იმაზე შეფიქრიანებული, რომ მუდმივად მუხრუჭით სიარული ეფექტს კარგავს.. და აი ამ საეჭვო დაღმართზე გავაჩერე რომ მუხრუჭები გაგრილებულიყო. და ამ ჯიპმაც გააჩერა ჩემს წინ. ჯერ ეს კაცი გადმოვიდა.
- ჰელლო!
- ჰაიუშკი! - ვეუბნები მე.
- დუ იუ სფიქ ინგლიშ?
- ოფ ქოღს აი დუ. :) - მიხარია რომ ინგლისურს ვამარიაჟებ.
- ვეა არ იუ ფრომ? - ამასაც უცხოელი ვგონივარ. ფაქინ შით!
- აი'მ ჯორჯიან! ფრომ გორი - :ამაყ:
ამასობაში ეს ქალიც გადმოვიდა გრძელი შარფით და რაღაც საშინელი ფოტოაპარატით.
- რაო, საიდანააო? - ეკითხება ამ კაცს აგლიკანურად
- ქართველი ვარ მე.. გორელი - ვუმეორებ.
- რა გქვია?
- გურამი.
- იცი, შენ პირველი ველოსიპედისტი ხარ ვინც აქ ვნახეთ. აი ამ კაცმა - კაცზე მითითებს - ააშენა ეს გზა - მე პატივისცემით ვიმსჭვალები - და გვინდა რომ საველოსიპედო ბილიკიც გავაკეთოთ გვერდებზე. - მე დაბნეული ვუყურებ არც თუ ისე განიერ ტროტუარს - რას იტყვი რომ სურათი გადაგიღოთ?
- გადამიღეთ, არაა პრობლემა - ვიჯგიმები მე.
- რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება
- კი ბატონო.
- რას ფიქრობ ამ გზაზე, რამე ხომ არ ჭირდება კიდე?
- ამ გზას? - და მახსენდება აქამდე რა გზაც იყო - ამ გზას არაფერი ჭირდება. აი ეს.. მმ.. - როგორაა ინგლისურად წყლის სადინარები? - აი ეს არხები, სადაც წყალი გადის, ძალიან კარგია. და კიდევ ის მეტალის.. მეტალის რაღაცა, ქვების ჩამოვარდნას რომ აჩერებს. მშვენიერია.
- აბა რა! ახალი ტექნოლოგიები.. რა მიეცით თქვენს ველოსიპედში?
- ოცდახუთი ლარი..
- რამდენი?
- ოცდა.. - ბლინ, რა ოცდა - ორას ორმოცდაათ ლარად.
- ახალი?
- არა, ეს ახალი არ იყო. ახალი 400 ლარიდან იწყება.
- ანუ ორმაგი.. როგორ ფიქრობ, გორელი ახალგაზრდობა ივლის ამ გზით?
- არა მგონია. ეს მე ვარ მარტო იმდენად გიჟი რომ ამ გზაზე ველოსიპედით ამოვედი.
- ხელით ამოიყვანენ და მერე დაეშვებიან ხოლმე..
- ნუ, მეც მასე ამოვედი, მარა მაინც მგონია, რომ სწორ გზაზე.. ბაიკერობა ურჩევნიათ.
- კარგი. ჩვენ ივლისში (ჯულ) ვაპირებთ გზის გახსნას და თუ მეილს მომცემ, მოგწერდი.
- კი ბატონო - მობილურიში ვუწერ იმეილს.
- ბი.. ბიქოქსალი?
- ბიცოცხალი - ორმაგად ცოცხალი.
- კარგი. ფეისბუქზეც დაგიმატებთ მაშინ. სახელი შემახსენე..
- გურამი.. და ისა.. სურათს გადაგიღებთ რომ ბლოგზე დავდო.
- კაი ბატონო. გახსნაზე შენი მეგობრებიც ამოიყვანე და ერთად დაეშვებით.


 როგორც ჩემი ფრიად მიზანსწრაფული, მაგრამ არაპატრიოტი მეგობარი ამბობს ხოლმე "თუ დიდხანს დაიტანჯები, რამე გამოგივა". საუკუნეთა მანძილზე მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა რომ სადღაც მაინც ჩაწერილიყო ჩემი სახელი. ჰო, რაღაცფობია ქვია ამას. ხოდა აჰა, დღეიდან უკვე დოკუმენტურად აღბეჭდილი და ინტერვიუჩამორთმეული ადამიანი ვარ. პირველი ადამიანი, ვინც გორიჯვრის გზაზე ველოსიპედით ავიდა. და ეს არის მართლა კარგი და მართლა მნიშვნელოვანი.

Saturday, April 20, 2013

აეს - ახალი ეკონომიკური სტრატეგია

ეკონომიკა ისეა მიწებებული ყველაფერზე, რომ როდესაც ძალიან ამაღლებულ რამეზე ფიქრობ, ისეთზე როგორიცაა დედაქალაქში და სათაო ოფისში მუშაობა, მაინც ეკონომიკა და რესურსების გადანაწილება ერთვება საქმეში. რამდენიც გინდა აწკაპუნო, თბილისში ცხოვრება საკმაოდ დიდ ფინანსებს საჭიროებს და აქედან გამოსავალი მარტო სამია:
1. ფასების გლობალური შემცირება - რაც მომავალი 10 წლის მანძილზე რთული წარმოსადგენია.
2. შემოსავლების საგრძნობი მატება - რაც ჩემი პირადი და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი-ორი წელი კიდე არ მოხდება
3. რესურსების ეფექტური გადანაწილება - რისი საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს.
ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, როგორც მე მას დავარქვი, გადასვლა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. პირველი მადგანი იყო თითქმის პირში ჩალაგამოვლება, როდესაც მეგონა, რომ თბილისში ბინის უცებ შეძენა შეიძლებოდა. საქმე იმაშია, რომ 13 000 დოლარად, რასაც ჩემი კანტორა მომცემს, სარდაფს თუ იყიდი. ხოლო საოცნებო 20 000 დოლარი, რომლითაც ჩემი გათვლებით ბინა უნდა მეყიდა, არ აღმოჩნდა საკმარისი ნორმალური ბინის საყიდლად.
შესაბამისად ქირით დავიწყე ცხოვრება ჩემს დასთან ერთად 10 კვადრატულ მეტრს ფართობის ბინაში. ეს ფართობი წავა ერთი ადამიანისთვის, მარა ორისთვის ცოტა დისკომფორტს ქმნის. ასე რომ ვეძებდი უფრო დიდი სახლს საბურთალოზე რომ 500 ლარში ჩავტეულიყავი. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფასად სახლს კი ნახავთ, მარა ნორმალურს ვერა. მერე ვიფიქრე, მარტო ჩემთვის მოვძებნი სახლს თქო ისე, რომ მეტრო ახლოს იყოს და 200 ლარამდე გამომივიდეს კომუნალურებიანად თქო. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ სახლს ნახავთ, მარა კომფორტულს ვერა.. და საბოლოოდ მივედი იმ სტრატეგიამდე, რითაც დავიწყე.
ახალი ეკონომიკური სტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაოზე ვიარო გორიდან. რას გვაძლევს ახლა ეს:
1. თვეში მაქსიმუმ 22 სამუშაო დღეა. ტაქსით სიარულში შესაბამისად თვეში მაქსიმუმ დამეხარჯება 220 ლარი. ეს იმ მოგებას იძლევა, რომ მაგალითად შვებულებების და დღესასწაულების დროს ფული დაიზოგება, რაც არ დაიზოგებოდა ქირის დროს. ქირა კი როგორც მოგეხსენებათ უნდა ყოფილიყო 250 ლარი - ჩემ დასთან თანაცხოვრების შემთხვევაში. ან 200 ლარი - ცალკე არაკომფორტულად ყოფნისას.
2. კვება სულაც არ ჯდება იაფი თბილისში. და ჩემი აზრით სწორედ ამიტომ დადის ახალგაზრდობის უმეტესობა დაბალი და გამხდარი. მათ უბრალოდ საშენი მასალა არ აქვთ ორგამიზმისთვის. ჩემი გათვლებით თუკი საერთო თვიურ გასავალს დავიანგარიშებდი, ეს გამოდიოდა 5 ლარი დღეში ანუ 120 ლარამდე თვეში. აეს-ის პირობებში მოხდება ამ თანხის დაზოგვა, წავიღებ რა საჭმელს გორიდან.
3. შევიძინო ავტომობილი გაზზე და მე თვითონ ვიარო თბილისში. მამაჩემის გათვლებით 10 ლარის გაზი საკმარისია რომ ჩავიდე და ჩამოვიდე. ხოლო თუ კიდევ ორ თანამშრომელს მივამატებთ, რომლებიც ასევე ტაქსით დადიან და ისინი მე გადამიხდიან არა 5, არამედ 2 ლარს - გამოდის რომ 4 ლარი აკლდება ამ 10 ლარს და საერთო ჯამში 22 x 4 = 88 ლარს ვიგებ მაქსიმუმ.
4. აეს-ის შედეგად დაზოგილი ფულით და კარგი მუშაობისათვის მომატებული ხელფასით მოვაგროვო თანხა და ვიყიდო სახლი თბილისში. იდეაში თუკი თვეში 400 ლარს გადავდებ, წელიწადში ეს თანხა იქნება 12 x 400 = 4 800 ლარი რაც დაახლოებით 2800 დოლარის ტოლფასია 1,67 კურსის პირობებში.
5. საკმაოდ კარგი ანაზღაურება ქონიათ პროგრამისტებს. ასე რომ დაპროგრამების ენების (როგორიცაა C#, Java, Php, HTML, SQL..) სრულყოფილი ათვისება, რამეთუ აგერ საიტზე ვნახე - 5 000 ლარს იხდიან ერთი ბანძი საიტის გაკეთებაში. ბანძი რა.. გაკეთების სირთულეა ბანძი, როცა სრულყოფილად გესმის როგორ უნდა გააკეთო.
 აეს-ის განხორციელება დაგეგმილი მაქვს 4 ეტაპად.
1. ახლა ორშაბათიდან 1 კვირა ვივლი ტაქსით და შევხედავ რამდენად პრაქტიკული და შესაძლებელია აეს-ის განხირციელება. თუ ეს შეიძლება, გადავდივარ მეორე ეტაპზე.
2. ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში.
3. საკმარისი რესურსების მოგროვება, შოვნა, მოგება, სესხება - ორ ოთახიანი ბინის ყიდვა თბილისში ავტოფარეხით.
4. ცოლის მოყვანა.
ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები. ასე რომ განვიხილოთ ესენიც. აეს-ის გამო
1. კინოში ვეღარ ვივლი ასე თავისუფლად.ასევე თბილისში სადმე სტუმრად წასვლის პონტი კლებულობს
2. ჩემ დას ისე ხშირად ვეღარ ვნახავ.
3. შესაბამისად - თანამშრომლების "საღამოს ხომ არ დაგველია" პონტიც გაიმაზება.
4. სპეციალური დაგეგმვისა და მომზადების გარეშე ვერ წავალ აირსოფტისა და სხვა ასეთ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელსაც ასე ვაპირებდი.
თუმცა ვისაც ქონია შეხება ეკონომიკურ სტრატეგიებთან, ყველამ იცის, რომ დროული ქამრის შემოჭერა გაცილებით მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე რესურსების გეგმაზომიერი ხარჯვა იმედით - იქნებ რამე გამოჩნდეს. მე მჯერა საკუთარი თავის და აეს-ის ეფექტურობის. ენ თარო ადუნ!

Wednesday, April 10, 2013

მხედველობა HD ში

მახსოვს პატარაობაში კარგად ვხედავდი ხოლმე. არ ვიცი გითხარით თუ არა, მაგრამ ერთ დღეს საქმე რომ არა მქონდა რა, ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ქუჩაში მიმავალი მანქანების სერიების ჩაწერა დავიწყე. ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ 30 მეტრამდე მანძილზე საბჭოურ სერიას ვკითხულობდი, რომელც უფრო წვრილია, ვიდრე ახლანდელი ლათინური.

დვაცეტჩიტირი, დვაცეტდვა, გერერე

მეათე კლასამდე ჩემი მხედველობა უკან-უკან მიდიოდა. არ ვიცი, იყო ეს სწრაფად აყრილი ტანის ბრალი თუ გვიანობამდე და გრადამავალ პერიოდში წასული დენისას სანთლის შუქზე ნაკითხი წიგნების ბრალი - ყოველ შემთხვევაში როდესაც მე-10 კლასში როგორც იქნა დაითანხმეს დედაჩემი წავეყვანე ოკულისტთან, აღმოჩნდა რომ მინუს 4 მაქვს ასტიგმატიზმის გარეშე.


რაღაც უაზრო მკურნალობის მერე ექიმმა დამინიშნა -2,5 დიოპტრიის სათვალე. ამის მიუხედავად ამდენი წლის მერე პირველად დავინახე სამყარო HD-ში! თითოეული ფოთოლი ხეზე - ხეები ნაწილებად დაიყო, აღარ იყო მწვანე და ყავისფერი ნადღაბნის ჯამი. ადამიანებმა სახეები შეიძინეს.. კაროჩე მაგარი იყო. მარა მერე ჩემმა დამ დაადო ზემოდან საკერავი მანქანა და.. :(


მოკლედ, თავი რომ გავანებოთ სათვალის ორჯერ გამოცვლას და შემოპარულ ასტიგმატიზმს, 2012 წლის ნოემბერში, გადმოვედი რა თბილისში, წავედი რონიკოში და შევუკვეთე ლინზები. ლინზები დეკემბერში ჩამოვიდა, დაახლოებით 2 კვირაში. 150 ლარი დაჯდა 3 წყვილი და აი, გუშინდლამდე არ მქონდა გაკეთებული.


ვერასოდეს გაიგებთ იმ გრძნობას, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე შავი სათვალის გაკეთება გინდოდა/გჭირდებოდა ადამიანს და ვერ იკეთებდი, ახლა კი გაიკეთე. რამდენიმე წუთით მეგონა რომ ყველაფერი შემეძლო. სათვალე ხელს უშლის მკვეთრი მოძრაობების შესრულებას. ახლა კი შემეძლო მერბინა, ხეზე მეცოცა, წყალში ჩამეყვინთა და მაინც კარგად დამენახა ყველაფერი. შემეძლო წვიმაში მევლო და არაფერი წვეთი არ შეუძლიდა ხელს მხედველობას, არ გახდებოდა გასაწმენდი დაორთქლილი სათვალე, არ მომიწევდა წარამარა მისი სწორება.


და ეს ყველაფერი არაა. საუკუნეთა მანძილზე მინდოდა 3D ფილმის ნახვა და აი, ვნახე და განვიცადე მთელი მისი არსებით კაცობრიობის ეს მიღწევა. სრულიად მოულოდნელად ეკრანიდან ცეცხლის ნაპერწკალი წამოვიდა, წინ ჩემსკენ გამოემართა და ზუსტად თვალწინ დაიწყო ფარფატი. ხელითაც კი შევეხებოდი ასე მეგონა. შემეძლო გამეხედა ეკრანის ერთი კუთხიდან მეორემდე და ზუსტად ისე ამობურცულად და რეალურად დამენახა ობიექტები, როგორც ეს რეალობაში ხდება. ეს იყო მხედველობა Full HD ხარისხში.


და თუმცა ლინზების ჩასასვავად მთელი საათი (მემგონი მეტიც) ვიწვალე, რამდენჯერმე დამივარდა, ვერ დავუმუღამე თვალი არ დამეხუჭა და წარა-მარა ხელებს ვიბანდი, წვალება ამად ღირდა. სამწუხაროდ საღამოს სარკეში რომ ჩავიხედე უცნაურად ჩაწითლებული ჩემი თვალები დავინახე, მაგრამ პერიფერიული მხედველობის აღდგენა, ნორმალური ადამიანივით სიარული ქუჩაში და მომავალი პოტენციალი (აირსოფტი, დაივინგი, პარაშუტით ხტომა) ამად ღირს.

Sunday, March 17, 2013

ზამთრის შვებულება 2013-ის შეჯამება

ორი კვირის შვებულება მეკუთვნის ვითარცა დაწერილ არს ზამთარში. ხოდა აი კაკრაზ დღეს გავიდა ბოლო დღე და მინდა დავწერო შეჯამება.

1. ბანკების ჩამოვლა იპოთეკური კრედიტის პირობების გასაგებად და შეძლებისდაგვარად გამოსატანად - ჩაიშალა. მიზეზი - მეძინა.
2. ველოსიპედით გასვლა და ვარჯიში საღამოობით - ჩაიშალა. მიზეზი - წვიმდა და მეძინა
3. სტომატოლოგთან მისვლა და დაზიანებული კბილების გამოკვლევა - ჩაიშალა. მიზეზი - მეძინა და წვიმდა.
4. ოპერატიული მეხსიერების ყიდვა კომპისთვის და ვინდოუს 7-ის დაყენება - ჩაიშალა. მიზეზი - წვიმდა და დამეზარა
5. გაზაფხულთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები - ჩაიშალა. მიზეზი - დამეზარა.
6. კინოების ყურება - შესრულებულია. მიზეზი - ღამის 3 საათამდე კომპთან ვიჯექი.
7. კარგად ძილი - შესრულებულია. მიზეზი - წინა ღამის 3 საათამდე კომპთან ჯდომა.
8. სამუშაოს მონატრება - შესრულებულია. მიზეზი - 14 დღის აბსოლუტურად უსარგებლოდ გატარება. კაცობრიობისათვის არაფერი შემიმატებია თუ C#-ში დაწერილ კვადრატული განტოლების ამოხსნის პროგრამას არ ჩავთვლით.


აი ამიტომ ვერ ვიტან შვებულებებს. არაფერი სარგებელი მანდედან არაა. ერთად ერთხელ იყო შვებულება სასარგებლო და ისიც 1 კვირა. მეორე კვირას დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება შესრულებულ არ იქნა.

Thursday, March 14, 2013

რათ ვერ ვვითარდებით ეკომიკურად

ჩემს დიპლომში წერია რომ ეკონომისტი ვარ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაღაც ზესასწავლებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რამოდენიმე "ფიშკა" მასწავლეს ეკონომიკაში და ახლა პოპულარული ენით შევეცდები ავხსნა რა გვჭირს ასეთი აუშენებელი, 20 წელზე მეტია რომ ვბუქსაობთ ერთ ადგილზე და ცოტა წინ წავედით მარტო.


ნებისმიერი ქვეყნის ეკომონიკა დამოკიდებულია მის რესურსებზე და ამ რესურსების გამოყენების გზებზე. მარტივად ვთქვათ: გაქვთ 10 000 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ ამ ფულით წახვიდეთ და იმოგზაუროთ, ჭამოთ, სვათ, ქალებში იაროთ ან გახსნათ მაღაზია და ფული აქ ჩადოთ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - რესურსი მიმართოთ ან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ინვესტიციისათვის.

საშუალოსტატისტიკური ქართველი რა თქმა უნდა იფიქრებს, რომ ჭამის გარეშე არაფერი გამოვაო და მართალიც იქნება. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია - ჭამაც არის და ჭამაც. რამდენიმესართულიანი ღრეობა მაგიდები, სრულიად უმიზნო და აუცილებლად დატოვადი და შეუჭმადი კერძები დამატებით ხარჯს ქმნის და რესურსების არაეფექტურად ხარჯვას უწყობს ხელს.  სხვათა შორის ძალიან მომწონს ჯეოსელის რეკლამა (ჯეოსელს ყოველთვის მაგარი რეკლამები აქვს) მეპურეებზე - რესურსების დაზოგვისა და მისი სწორი მიმართვის მშვენიერი მაგალითი ჩანს.




ქართულ ენაზე რას ნიშნავს ახლა ეს: ხელში რა რესურსიც გიჭირავს ადამიანს (შრომა ხელი, ფული, სასარგებლო წიაღისეული) ამ რაღაცეებით შესაძლებელია განვითარების მაქსიმუმის მიღწევა ამ მომენტისათვის (ლურჯი რკალი გრაფიკზე). თუმცა არასაკმარისად ოპტიმალური გადანაწილებიდ დროს ამ რკალის შიგნით დარჩები (წითელი წერტილი). თან ამ მოვლენას ერთი საინტერესო რამე აქვს - რაც უფრო რობოტებისა და მომავლის ტექნიკისთვის შრომობ (თუნდაც ახალი შენობების აგება იყოს), მით უფრო ფართოვდება ეს რკალი და წარმოების მაქსიმუმი პოტენციალი იზრდება. ხოლო რაც უფრო ჭამაზე და ჩაცმაზე და "ნახე, აიფონი მაქვს მარა სალაპარაკო არა" მდგომარეობა იქნება, მით ქვემოთ მიდის განვითარების პოტენციალი და სასურველ მწვანე წერტილს (რომელიც განვითარების შემდეგ დონეს გულისხმობს) ვერასოდეს მიაღწევ. დარჩები რკალის შიგნით აწ და მარადის.

მე რა თქმა უდნა არ ვამბობ რომ ჭამა ვაფშე აიკრძალოს თქო და მთელი რესურსი მომავლისათვის ჩაიდოს. მაგრამ ნება მომეცით მშურდეს და შევნატროდე იაპონელებს, რომლებმაც მიწასთან გასწორებული და დაატომურბომბებული ქვეყნის მიუხედავად შეძლეს და წამყვანი ქვეყანა გახდნენ - პლუს ამას, ტრადიციებიც არ დაუვიწყებიათ.