Wednesday, June 10, 2009

წელიწადის დროთა შედარება

აგერ პიკოლინას ბლოგს ვკითხულობდი ( http://iasamani.wordpress.com/2009/06/09/ramdenime-mizezi-ratomac-aris-zafxuli-cudi/#comments )და აღმოვაჩინე, რომ ზაფხულს მინუსებიც აქვს. ამან დამაფიქრა დაგავწყვიტე, მეც დავეწერო წელიწადის დროთა შედარება. გაზაფხული. უარყოფითი თვისებები
  1. გაურკვეველი ამინდები.
  2. შესაბამისად არ იცი რა ჩაიცვა.
  3. შესაბამისად ადვილია გაცივდე.
  4. შესაბამისად არტერიული წნევის დაუმორჩილებელი ზრდა ან კლება
  5. კონტროლიდან გამოსული ჰორმონები
  6. ტყლაპოები, წვიმები, გასაშიშებული მდინარეები.

დადებითი თვისებები

  1. თბება
  2. ორგანიზმი იღვიძებს და ხალისი გემატება
  3. შეგიძლია ყვავილები, ცისარტყელა, მზის ჩასვლები, განაშებული გოგოები დაინახო
  4. მეტი კლიენტი მოდის
  5. შეიძლება ისე იმუშავო, რომ კილოგრამიანი ტანსაცმელი არ გამძიმებდეს.
  6. ჩიტები მოდიან, მწვანე ფერი იმატებს, ჟანგბადი აღდგება.

ზაფხული

უარყოფითი თვისებები

  1. ცხელა
  2. გადანათებულია გარემო და ძლივს ვხედავ
  3. ოფლის სუნი, რომელიც რაც გინდა ქენი, მაინვ გაქვს. :(
  4. იძულებული ვარ ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი, რაც ტანჯვაა ჩემთვის. იშოვე აბა კარგი 46 ზომა კლასიკური ფეხსაცმელი..
  5. გამოდის ახალგაზრდობა გარეთ და უპასუხისმგებლოდ და შემართებით ანაგვიანებს ქალაქს მზესუმზირის ჩენჩოთი, ბოთლებით, სიგარეტით, ქაღალდებით და ხანდახან პრეზერვატივებითაც.
  6. სწრაფი გახურების გამო ძალიან მიჭირს მუშაობა სათანადო გაგრილების გარეშე, რასაც ხშირად მოკლებული ვარ. :(
  7. გოგოებს ხშირად თითქმის არაფერი აცვიათ.

დადებითი თვისებები

  1. გოგოებს ხშირად თითქმის არაფერი აცვიათ.
  2. შეიძლება დილით ადგე, არ შეგცივდეს და ივარჯიშო ადამიანმა პარკში.
  3. შეიძლება ბორჯომის - სამოთხის მიწაზე, ნახვა.
  4. შეიძლება ზღვაზე და/ან სადაც გინდა იქ, წასვლა და რაც გინდა კანონის ფარგალში ან მის მიღმა, კეთება.
  5. 1 ივნისს, ზაფხულის პირველივე დღეს, არის მზის ზეიმი მზიურში.
  6. შეიძლება ულამაზესი ვარსკვლავიანი ცის ყურება სახლის სახურავიდან.
  7. შეიძლება ლუდის დალევა სახლის გარეთ და მასთან დიდი ოდენობით.

შემოდგომა

უარყოფითი თვისებები

  1. ხანდახან გრილა.
  2. იწყება მოსავლის აღება და შესაბამისად - ლოთაობა.
  3. მწვანე ფერი იცვლება საქართველოს ბანკის ფერით. :(
  4. იწყება ტანსაცმლით დამძიმების პროცესი.

დადებითი თვისებები

  1. არის ხავერდის სეზონი ზღვაზე.
  2. შესანიშნავად ჩანს ორიონის თანავარსკვლავადი და ანდრომედას ნისლეული.
  3. შემოდის ძალიან ბევრი ხილი ბაზარზე.
  4. ქორწილები და მსგავსი დღესასწაულები.. ფაქტიურად დადებითი მოვლენაა.

ზამთარი

უარყოფითი თვისებები

  1. ცივააა! გათბობაზე ზრუნვა. ჯანდაბას, სიცივეს უფრო ვიტან ვიდრე სიცხეს, მარა მაინც ცივა.
  2. ძალიან ბევრს იცვამენ გოგოები.
  3. ჭყაპი და მაიმუნური ამინდები მრავლდება.
  4. კლიენტები იკლებს

დადებითი თვისებები

  1. ვაშაა, თოვლიიი! ფაია მიშენ თი, არ, ბი.. ფაია! გუნდაობა და სკულპტურისტობა.
  2. ზამთრის კურორტები და რამე.. შესაბამისად შეიძლება იექსტრემალო ციგურებზე, "ლიჟებ"ზე, ცხენზე და "რულიან" ციგაზე.
  3. უფრო ჩახუტებული სიტუაციები. აბა, ცივა და..
  4. ახალო წელო, შემოდი მალე, არ გაგვიწელო.. :)

აი ასე, მოკლედ ჩამოვწერე რაც გამახსენდა წელიწადის დროებზე. და ყველაფერი უარყოფითის მიუხედავად, ყველა დროს თავის მომხიბლავობა აქვს. :)

3 comments:

ნინი said...

"გოგოებს ხშირად თითქმის არაფერი აცვიათ."-ამ ფრაზის ორივე (დადებით და უარყოფით) პუნქტში შეტანაზე კარგად ვიხალისე :) მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულს და ზაფხულს უმფრო მეტი დადებითი თვისება ქონია, მე მაინც ზამთარი და შემოდგომა მირჩევნია. :)

Anonymous said...

If you suffer from nerve pain that has accumulated.
Terjadinya hiperalgesia dan alodinia pada nyeri ncuropatik juga disebabkan
oleh lesi atau disfungsi primer pada system syaraf.

A soft pillow between the vertebrae provide a certain level of pain.
Realize that stress, [12] repressed anger, guilt and emptiness can still remain tight,.
This disease is a quick diagnoses is received through diffusion.
In your palm facing the ground, which can range from a bar to
your health professional, and depression.

Here is my web page :: Huffman back pain doctor
Here is my blog - Huffman back pain doctor

Anonymous said...

Moreover, carpal tunnel Syndrome is cited as the top hurt that
leaves people many claims thatacupunctureis good for continuing painful sensation ease.


my page - carpal tunnel treatment Annapolis
my webpage :: carpal tunnel treatment Annapolis