პომიდორი ქოთანში, ნაწილი 01 – ჩითილების თესვა
-
მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ადამიანებს სულ უფრო მეტად უწევთ სახლში
ჯდომა. თუმცა, სახლში რომ გასართობი ბევრია, ამაზე უმეტესობას საკმაოდ
ბუნდოვანი წ...
Tuesday, June 23, 2009
უიღბლო გრძნობა
დღეს შენ თხოვდები.. და ამ დღის უკან
ჩემი გრძნობების ჯარი დამდგარა.
შენ იღიმები, შენს გვერდით კაციც..
და ეს კაცი კი მე არ ვარ, არა!
კიდეც ვიცეკვებ, კიდეც ვიმღერებ
სანამ ჩემს ხმაში სხივი დამპალა,
სანამ გავმხდარვარ ამ შენს ქორწილში
ცოცხალი გვამი ან ნეშომპალა.
დაგლოცავ იმით, სადაც ოდესღაც
შენზე ოცნებით მიძგერდა გული..
მერე ნერვების ბოლო დაძაბვით
ვიცეკვებ შენთან მკვდარი და კრული.
არ დაინახავს შენ ჩემს თვალებში
ჩამქრალ ცეცხლსა და წაგებულ ბრძოლას.
შენი გულისთვის კენტი საათით
კვლავ გააგრძელებს ზაფხული ქროლას.
კიდეც დავთვრები, კვლავ მეყვარები,
ცეკვით ფეხსაცმელს გავატიალებ.
გამოვიტირებ უიღბლო გრძნობას..
"დედამიწა კი ისევ ტრიალებს"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
good, very good...
goetes leqsi gamaxsenda :))
ჰეჰ
ბოლო მომეწონა
Post a Comment