მაიკლ ჯექსონი. ამ სახელი და გვარის გაგონებისას ორაზროვანი გრძნობა გიჩნდება. ოღონდ ეს ახლა. 1985 წელს კი, როდესაც მისი ალბომი "ტრილერი" გამოვიდა, "ჯექსონს ფაივის" ყოფილი ვოკალისტის სახელი მთელმა მსოფლიომ აიტაცა და გაოცებული ადევნებდნენ თვალს მის ერთი შეხედვით არამიწიერ მოძრაობებს. "MoonWalker" - ჯექსონის სავიზიტო ბარათად იქცა და ეს "ანტიგრავიტაციული" მოძრაობა მრავალს აოცებდა და აოცებს.
დღეს გარდაიცვალა პოპის მეფედ აღიარებული მომღერალი, მოცეკვავე და შემოქმედი. გარდაიცვალა სხეული, თორემ მისი შემოქმედება, სიმღერები, პლასტიკა, სული და ისტორია მუდამ იცოცხლებს. მაიკლი იყო პირველი შავკანიანი, ვისი კლიპიც Mtv-ზე გავიდა (სიმღერა "Billie Jean"). მისი მუსიკები სავსეა რიტმებით, მოძრაობები - ექსტრიმით და ორიგინალურობით, ტექსტები - სიყვარულით და სიმარტოვით, ხმა - ძალით.. ისტორია კი სკანდალებით.
ჯექსონს თანდაყოლილი კანის დაავადების გამო 5 ჯერ მოუხდა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, რამაც საბოლოო ჯამში საშინელ შედეგამდე მიგვიყვანა. მან ფაქტიურად დაკარგა სახე, რამაც სიმპატიური ზანგის ბიჭი საფრთხობელად აქცია.
მოდით ნუ ვისაუბრებთ მის სკანდალურ ბოლო წლებზე და პედოფილის მიკერებულ იარლიყზე. დარწმუნებული ვარ ჯექსონს ჩემზე მეტად არ ეყვარებოდა ბავშვები, მაგრამ ცნობილი ადამიანების ცხოვრება მრავალი შავი ჭორითა და უაზრო ბრალდებებითაა სავსე. მოდით შევხედოთ მაიკლ ჯექსონს როგორც ახალი ეპოქის შემქმნელს პოპ მუსიკაში, ქორეოგრაფიაში და კლიპმეიკერობაში. მოდით ვისაუბროთ მასზე როგორც შემოქმედზე, გვახსოვდეს ის როგორც ხელოვანი და კიდევ ერთხელ დავტკბეთ მისი არაჩვეულებრივი პლასტიკით.
ვინ არის ის? ქვემოთ მოყვანილ სიმღერაში საუბარია უიღბლო და მოღლატე სიყვარულზე. ვნახოთ ვიდიუ და დავფიქრდეთ - ვინ არის ის?
რატომღაც Myvideo არ მუშაობს, ასე რომ ვდებ YouTube დან
აქვე Smooth Criminal, ფილმ MoonWalker დან. ყველაზე რიტმული სიმღერა.

4 comments:
მმმ
ძაან შემეცოდა :/
მაივიდეოს ბლოგი არ ასაფორთებს, თუ პირიქით, ის არ ასაფორთებს ბლოგს
მოკლედ, მაივიდეოდან ვერ დადებ
ის არის ლეგენდა :)
ჰგავხარ აწ განსვენებულ მაიკლს ამ სურათში :)
Mr Willetts said:" I know a few. Read full tip on applying energy through particular routes inside the pillow, in seizure medications are recommended during pregnancy due to improper posture. Nerve Pain During PregnancyAny or all expenses of Najib and his colleagues found that it often encounter stress in different phases.
Feel free to surf to my web blog: back pain specialist Deweese
Feel free to visit my web page ... back pain specialist Deweese
Τhe writе-up οffers veгified usеful to mуself.
It’s reallу hеlρful аnd уou reаlly aгe naturally vеry eduсateԁ іn this rеgiοn.
Yоu get exposеd οur eуe for you to vагyіng viеws οn
thіs kind of tοрic wіth іntгiguіng, nоtable anԁ stгong content matегiаl.
mу wеbpаge ... Buy Klonopin
Look at my blog :: buy Klonopin
Post a Comment