Saturday, January 16, 2010

ადღრენალინ დოდჯე.

ადამიანის ემოციებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესაა გარემო პირობები, მაძღრობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვანი.. მაგრამ ყველა მადგანი მოქმედებს ერთ წერტილზე, რომელსაც განწყობა ქვია. განწყობას კი განაპირობებს სწორედ ადრენალინის დონე სისხლში.

ადღრენალინ - (ადრენალიუს ლათ.) გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. სწორედ ამის გამო ვგრძნობთ დაძაბულობას მუცლის არეში, როდესაც უეცრად შეგვეშინდება, გაგვიხარდება, გავბრაზდებით ან რამე.. ადრენალინის გაზრდის მიზნით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე უამრავ ხერხს მიმართავდა. ზოგი ზედმეტი დოზისაგან იღუპებოდა კიდეც (მაგალითად სექსის დროს, როდესაც ადრენალისინ განსაკუთრებული რაოდენობა გამოიყოფა და შესაბამისად გულის კუნთი სწრაფ მუშობას ვერ უძლებდა)

მინდა გაგაფრთხილოთ: ყურადღებით ადევნეთ თვალი ადრენალინის დონეს. თუ გრძნობთ, რომ თავის მოკვლა გინდებათ, ადრენალინის დონემ საგანგაშოდ დაიწია. თუ გრძნობთ, რომ ღრუბლებში საკუთარი ფრთებით დაფრინავთ, ადრენალინის დონე კრიტიკულად მაღლია ან უკვე გვიანია.

რამდენიმე რჩევა:
1. ნურასოდეს შეაკავებთ ადრენალინის გამოყოფას. ეს იწვევს მის გარდაქმნას ინსულინად, რაც საბოლოო ჯამში ინსულტს და/ან დიაბეტს გამოიწვევს.
2. ნურასოდეს მიიღებთ ზედმეტი ადრენალინის დოზას - ნუ იხტუნავებთ მაღალი შენობებიდან, ნუ ჩაერევით ოცი ოცზე ჩხუბში გამშველებლად, ნუ აკოცებთ გოგოს მისი ქმრის თვალწინ (თუ ეს ქმარი რუსი არაა), ნუ დაუწყებთ კაჩაობას პატრულს და ნუ მიმართავთ ასეთ ზედმეტად ექსტრემალურ ხერხებს.
3. თუმცა რეკომენდირებულია არ იჯდეთ მთელი დღე ერთ ადგილზე და გაფაციცებით არ ადევნოთ თვალი როგორ იკლებს ადრენალინი.
4. ადრენალინის მომატების საუკეთესო ხერხია ცურვა, საწინააღმდეგო სქესთან ფლირტი, გონივრული სიჩქარით მოძრაობა და/ან ბლოგის წერა.
5. მცირე ხნით, მაგრამ მაინც მატებს ადრენალინს შესაბამისი მუსიკა, კომპიუტერული თამაშები (ზოგიერთი სახეობა, მაგალითად შუტერი), საწოლზე ხტუნაობა ან დატენილი პისტოლეტის პირში ჩადება და ჩახმახზე ხელის გამოკვრა.

ზემოთ ხსენებული ფაქტების, მოვლენების და რეკომენდაციების უმეტესობა მოფიქრებულია ჩემს მიერ კრიტიკულად დაბალი ადრენალინის პირობებში (ანუ ახლა) თავის გართობის და ადრენალინის (და უფრო განწყობის) სულ ოდნავ მაინც მოსამატებლად.

ადღრენალინ ლეველ იზ ქრითიქალ! ქილლ იორ სელფ, სეივ ზი ფლანეთ!

No comments: