Tuesday, October 5, 2010

ვარეზებს გააუქმებენ?

ათასწლეულებისს მანძილზე (კერძოდ, რაც ქართული ინტერნეტი არსებობს) ყოველთვის არსებობდა ორი გიგანტი საიტი: ავოე.გე და დაუნლოად.გე, რომლებს შემდეგ მესამე შედარებით პატარა გიგანტი: ფაილ.გენონე.გე და ბოლოს ოლმუვიეს.გე შეუერთდა. ზემოჩამოთვლილ საიტებს ეწოდებათ ვარეზ საიტები და დასაწყისში ნათქვამი ათასწლეულების მანძილზე უფასოდ სთავაზობდნენ ქართველ მომხმარებელს აუარება, თითქმის ყველა სახის ფაილს. იქნებოდა ეს კინო, პროგრამა თუ რაც გაგიხარდებათ. პირადად მე ყველა ჩემი თამაში რაც გამაჩნია, ტომბ რაიდერის გარდა, სწორედ ვარეზებიდან მაქვს დაქაჩული. დარწმუნებული ვარ საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელი ერთხელ მაინც შესულა რომელიმე ვარეზ საიტზე მაინც.
ვარეზებს აქვთ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ უარყოფითი მხარეებიდან:
1. ვარეზი საშუალებას იძლევა შენი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი (წიგნი, პროგრამა, ვიდეო) აბსოლუტურად უფასოდ და თითქმის ყველანაირი კონტროლის გარეშე გავრცელდეს. ჩემ პირად მაგალითზე, ასიდლაბმა რომ ვთარგმნეთ მემგონი ლუქსორი, მეორე კვირას გაეძრო სუუულ სხვა ადგილას და ეწერა რომ ეს მათი ნათარგმნია.
2. ვარეზის არსებობა ქვეყანას უშლის საერთაშორისო თანამეგობრობაში გაწევრიანებაში, სადაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე მკაცრი კანონებია. საქართველოში ეს კანონი ათასწლეულების მანძილზე ჰკიდიათ.
3. ვარეზზე შეიძლება აიქაჩოს და შესაბამისად ჩამოიქაჩოს შეუმოწმებელი პროდუქცია, რომელიც თავის თავში შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, რომელ არს ვირუსი ან მსგავსი ჭირი და დოზანა.
მაააააააააგრამ! ვარეზებს გააჩნიათ დადებითი მხარეებიც:
1. ვარეზი საშუალებას იძლევა შენი, როგორც მომხმარებლის, ფრთების ძალიან გაშლისა. აბა წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ვარეზები, ვინ ჩამოქაჩავდა ვინდოუსის საინსტალაციო დისკს, ვინ ჩაწერდა თავისივე კომპით და ვინ დააყენებდა მერე ვინდოუსს, ანტივირუსს და მსგავს რამეებს სულ რაღც 20 ლარად? იცით რომ ორიგინალი ვინდოუსის დისკი 200 დოლარს უკაკუნებს? რას ვიზავთ, გაჭირვებაა..
2. ვარეზი იმის გამო რომ ლოკალური სისტემაა, ფლობს მაღალ დაქაჩვის სიჩქარეს. ეს უფრო შესამჩნევია როდესაც შენი ინტერნეტის სიჩქარე დაილ-აფისას 5 ჯერ თუ ჯობია. შედარებისათვის დაუნლოად.კომ-იდან ფაილის დაქაჩვა თუ 5 წუთს ითხოვს, ქართული ვარეზიდან იგივე ფაილი 30 წამში ჩამოიქაჩება.
3. ვარეზიდან ჩამოქაჩული პროგრამები როგორც წესი გატეხილია. ანუ არ ჭირდება არც აქტივაცია არც დიდი ხლაფორთი. ან თუ ჭირდება შესაბამისი კრეკიც მოყვება თან. ასე რომ ვარეზი იდეალური რამეა, რომ მსოფლიოში პირველი ადგილი გეჭიროს მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მხრივ.


ხოდა იფიქრა ჩვენმა მთავრობამ და გადაწყვიტა შემოეღო კანონი ვარეზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იხილეთ ვიდეო აგერ. საქმე იმაშია, ჩემო კეთილო ხალხო, რომ ევროპა და რამეო. ხოდა რაღაცეებზე უარის თქმა მოგვიწევს. გეყოფათ უფასო კაიფიო, ახლა თქვენით იჩალიჩეთო. მე პირადად თან მივესალმები და თან არ მომწონს ეს ფაქტი. ახლავე აგიხსით რატომაც.
* მივესალმები იმიტომ, რომ ქართველ პროგრამისტს იმედი მიეცემა, მისი დაწერილი პროგრამა უაზროდ არ გავრცელდება და რაც ყველაზე გულის დასაწვეტია, სხვა არ მიისაკუთრებს და არ დაწერს, რომ ეს ჩემი გაკეთებულიაო. სამამულო ინტელექტუალურ პროდუქციას ისეთი დაცვა ჭირდება, როგორიც თბილისს 2008 წლის 12 აგვისტოს.
* არ მივესალმები იმიტომ, რომ ქართველების ამბავი ყველამ იცის, ფასები დაედება მერე პროგრამებს ისეთი, დედა რომ არ აიყვანს შვილს ხელში. ამის მაგალითი უკვე ახლა გვაქვს მაივიდეოს კინოთეატრის სახით: ზოგიერთი კინოს ყურება იმის ნახევარი ღირს, რაც კინოთეატრში ნახავ დიდ ეკრანზე. არადა წესით ფასები უნდა ედოს მიზერული, იმიტომ რომ უამრავი ხალხი შემოვა და ნახავს. პრინციპში პროგრამის ჩამოქაჩვის დროს უკვე საკუთარი ფასი უნდა ედოს, მაგრამ ისიც არ უნდა იყოს ისეთი გაბერილი, როგორიც ამას წინათ ვნახე 15 ლარი ღირდა რაღაც უცხოურის ანალოგი ქართული პროგრამა. ამ უცხოურს საერთოდ უფასოდ დავქაჩავდი, მარა ქართულს რომ ქონოდა რეალური ფასი, 5-8 ლარი ჯანდაბას, ვიყიდიდი პატრიოტული მოსაზრებით.


თუმცა ყოველთვის რჩება გეგმა ბ - ტორენტები. ამ დროს კომპიუტერები ტორენტ-კლიენტის საშუალებით უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს და მიდის ფაილების გაცვლა-გამოცვლა. ასე მაგალითად ჯექსონის ფილმი "მულვოლკერი" რომელიც 1.5 გიგაბაიტს იწონიდა დავქაჩე 1 კვირაში ტორენტით. იგივე ზომის ფილმი შემეძლო გადმომექაჩა ვარეზიდან 2 საათში. მაგრამ ვარეზი თუ შეიძლება დახურო, ტორენტს ასე მარტივად ვერ გააუქმებ. სამწუხაროდ ტორენტი ძირითადად უცხოეთიდან ქაჩავს, ასე რომ ისევ ის ინტერნეტის სიჩქარი პრობლემას ვეჩეხებით. მოკლედ, აქ დავასრულოთ აზრთა ფრქვევა. დატოვეთ კომენტარები ქვემოთ და/ან წაიკითხეთ/დაწერეთ თქვენი აზრი თბილისის ფორუმის თემაში.

2 comments:

nick_el_son said...

ნუ სუფთა ტექნიკური კუთხით თუ მივუდგებით ავოე და გოლ.ჯი ვარეზები არაა, პორტალებია...
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს აზრი ერთია...

მოკლედ, ჯერ ერთი რომ ვერავინ ვერ დახურავს მაგათ, ანუ ყოველთვის იქნება თუნდა რაიმე უფასო ჰოსტინგზე გაკეთებული ვარეზები (რაპიდშეარის ან მეგააფლოადის ლინკებით), პახოდუ ტორენტს და სხვა პ2პ სისტემებს ვერაფერს უზამენ...

ასე რომ დავიკიდოთ, უახლოვეს 20 წელიწადში ასეთი რამე არ გვემუქრება არავის :D

Anonymous said...

ქართული ვარეზები რომც დაუიხუროს უცხოურებიც საკმარისადაა. თუ არა და ტორენტები და მაგის ჯანი ;)