Sunday, October 31, 2010

გამო.. კჰმ. სულელი ქვეითები

ავტომობილი ჩვენი ცხოვრების (ჩემისაც კი) საჭირო და ხანდახან უცვლელი ატრიბუტი გახდა. 5 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მობილური ტელეფონი საერთოდ რამეში დამჭირდებოდა. ასევე ვერ წარმოვიდგენდი 15 წლის წინ რომ კომპიუტერი საერთოდ რამე სარგებელს იძლეოდა. ხოლო 20 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ წიგნებისაგან სარგებელი მოდიოდა. ხალხო, მძღოლებო და.. არა, მარტო მძღოლებო. გეხვეწებით მითხარით, რამე სარგებლობა მოაქვს ქვეითს? არა, იქნება მე ვერ ვხვდები და დრო მჭირდება ამ მეცნიერებას რომ ჩავწვდე?

რაზე ვამბობ, გეტყვით ახლა. მოკლედ, პირველი შემთხვევა ხომ არაა, უკვე მეასედ ვხვდები და მეათასედ, რომ მიდის ვიღაც (ან ვიღაცეები) გამოყ.. ანუ, სულელი ქვეითები შუა გზაზე ამის დედა ვატირე! (გორია მაინც და მოწონს ხალხს შუა გზაზე სიარული). უკან მოსდევს მანქანა. მაშ ასე: შესაძლო გაგრძელებები:
1. ქვეითი ხვდება რომ ავტომობილი ეწევა და გზას უნთავისუფლებს. -მალადეც, კაი ადამიანია.
2. მანქანა უსიგნალებს ქვეითებს და
                                            2ა. ქვეითი უკან იყურება და გადადის გზიდან. - კარგია, მარა პირველს ვერ ჯობია.
                                           2ბ. ქვეითი უკან იყურება, მარა არ გადადის გზიდან. ამ შემთხვევაში
                                                           2ბ.ა. ავტომობილი კიდევ ერთხელ უსიგნალებს, გვერდიდან უვლის და უცენზურობებს არ იშურვებს. ქვეითი გაოცებულია, როგორ თუ მას დაუსიგნალეს და შეაწუხეს. - შენი გამოყ.. სულელი დედა ვატირე, გადააჯ.. გადადი რა გზიდან და იარე ტროტუარზე სირ... შტერი ხარ ვიღაცა ხარ რა!
                                                           2.ბ.ბ. ავტომობილი ასე მიყვება უკან, სანამ გზა არ გათავისუფლდება ან ქვეითი თავის ხოდით არ მიხვდება, რომ უნდა გადავიდეს. მძღოლის ფიქრები იხილეთი 2.ბ.ა. პუნქტში.
3. მძღოლი არ ასიგნალებს, პირდაპირ ტარანზე მიდის, გადაუვლის ქვეითს და აგრძელებს გზას - ძალიან ხშირად გუნებაში მოსული სცენარი.
კანონი.. იცი რა, როდესაც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესები, აუცილებლად უნდა იყოს ქვეითთა მოძრაობის წესებიც. კი, გასაგებია რომ ქვეითი ანგელოზია და ღმერთი პატრულის მერე ეგაა მართალი სულ, მარა თავზე დაჯდომაც არ ვარგა კაცო! თბილისში კიდე არის რაღაც მორიდება და შუქნიშანს მაინც სცემენ პატივს (წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რეალური საფრთხის ქვეშ ჩაიგდებენ), მარა გორშიი.. ეე.. რაის შუქნიშანი. შუქნიშანი მოიგონეს გამოცდილი მძროლებისათვის. ახალბედებს და ქვეითებს რა ზანგზე კიდიათ შუქნიშანი ან წესები. არა, მერე ბოლოს კი ამბობენ ხოლმე დანანებით, ნწ-ნწ, რა კარგი ბიჭი (გოგო) იყო, რა არის, სულ ამ ავარიებში როგორ კვდება ხალხიო. კაროჩე რა.. წავედი მე.

1 comment:

Anonymous said...

არ თქვა ეგ თბილისში შუქნიშანს სცემენ პატივსო... ეგ ზოგან მანქანების ინტენსიური მოძრაობის დროს უწევთ შუქნიშანზე გაჩერება და დალოდება... ისე კიდე დადიან ცხვრებივით...
ჩემი ჩერეზ ძმაკაცია და ეგეთებს მისდევს ხოლმე მანქანით, მანამ სანამ ტროტურზე არ აასწრებენ –))
მთელი ვაჟა–ფშაველას გაყოლებაზე, სადაც აუდგებათ იქ გადადიან (ვაჟაზე ვცხოვრობ და სხვაგან ისე არ ვიცი, თუმცა სხვაგანაც ეგრე იქნება)... განსაკუთრებით დელისის მეტროსთან... არადა მიწისქვეშა გადასასვლელია ხო?! გადადი რა...
მარა არ ეშინიათ. ჯარიმა 5 ლარია, ისიც ათასში ერთხელ ვინმეს რო გამოუწერონ. აი 50 ლარზე უნდა აწიონ ჯარიმა და მერეც გადავიდნენ ხოლმე გზაზე სასეირნოდ...