Thursday, April 30, 2009
გაზაფხულდა და შემოკლდა კაბა..
Wednesday, April 29, 2009
სტომატოლოგია
Tuesday, April 28, 2009
გაქართულების ფორუმი
Monday, April 27, 2009
კუნთი კუნთია..
ლუდი ჩვენი არსობისა..

Sunday, April 26, 2009
კედელზე სირბილის ხელოვნება
 ეს თამაშის ზღაპრულ ბუნებას მივაწერე და ჩავთვალე რომ ასეთი რამის კეთება ბუნებაში შეუძლებელია. მით უმეტეს რომ ერთი-ორჯერ მე ვცადე და ისე მშვენივრად ჩამოვარდი ძირს, თქვენი მოწონებული. ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი. მერე თამაშების მწარმოებელმა კომპანია EA მ, რომელიც ცნობილა ქსელური თამაშებით (მაგ. Battelfield) გამოუშვა მისთვის შეუფერებელი თამაში Mirror's Edge - მთლიანად აგებული პურიკურის მოქმედებებზე. აქაც, ისევე როგორც სპარსეთის უფლისწულში, სრულიად შესაძლებელი იყო კედელზე გარბენა.
ეს თამაშის ზღაპრულ ბუნებას მივაწერე და ჩავთვალე რომ ასეთი რამის კეთება ბუნებაში შეუძლებელია. მით უმეტეს რომ ერთი-ორჯერ მე ვცადე და ისე მშვენივრად ჩამოვარდი ძირს, თქვენი მოწონებული. ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი. მერე თამაშების მწარმოებელმა კომპანია EA მ, რომელიც ცნობილა ქსელური თამაშებით (მაგ. Battelfield) გამოუშვა მისთვის შეუფერებელი თამაში Mirror's Edge - მთლიანად აგებული პურიკურის მოქმედებებზე. აქაც, ისევე როგორც სპარსეთის უფლისწულში, სრულიად შესაძლებელი იყო კედელზე გარბენა.Saturday, April 25, 2009
ხმა და სინდისი
შაურმა
 
 

Friday, April 24, 2009
რადიაციის არ ეშინიათ..
 
კიდევ ეწევი პაპიროსსა?
Thursday, April 23, 2009
სამი ხაშურელი გოგო
 
Wednesday, April 22, 2009
IKEA Tidy Up Banned Commercials
დემოკრატია
 
Tuesday, April 21, 2009
დრაფტინგი
 ამ სურათზე კი გამოსახულია "გალამაზებული" და "გალაღებული" მოედანი.
 ამ სურათზე კი გამოსახულია "გალამაზებული" და "გალაღებული" მოედანი.  ამათი ბღუილით წახალისებული ჩვენი წესიერი მძღოლები, თავის დღეში რომ არ დააბღუილებდნენ ძრავს და საყირის ხმარებას ავარიაში მოყოლა ერჩივნათ, დრაფტინგის მერე გაბურღეს ტვინი ბღუილით და მერე თხა-თხაზე ნაკლებიო და ჩვენებმაც გააჩაღეს რალი... უხარიათ. ბავშვებს უხარიათ. უხარიათ მეთქი კაცო!
 ამათი ბღუილით წახალისებული ჩვენი წესიერი მძღოლები, თავის დღეში რომ არ დააბღუილებდნენ ძრავს და საყირის ხმარებას ავარიაში მოყოლა ერჩივნათ, დრაფტინგის მერე გაბურღეს ტვინი ბღუილით და მერე თხა-თხაზე ნაკლებიო და ჩვენებმაც გააჩაღეს რალი... უხარიათ. ბავშვებს უხარიათ. უხარიათ მეთქი კაცო!
Monday, April 20, 2009
Same the day after day
Saturday, April 18, 2009
Have no Fear - I am Here!
Friday, April 17, 2009
ვინც ეძებს - პოულობს!
 მაინც გადავასწორე! მაინც მოვერიე! მაინც გადავაქართულე სტალკერის შრიფტი! დაე ზონამ წამიღოს თუ ვცრუობდე! წინ კიდევ მრავალი საათია მუშაობისა, მაგრამ პრინციპი მიგნებულია, ბრუსლი ნაჯობნია და ნათელაშვილი არჩეულია.
მაინც გადავასწორე! მაინც მოვერიე! მაინც გადავაქართულე სტალკერის შრიფტი! დაე ზონამ წამიღოს თუ ვცრუობდე! წინ კიდევ მრავალი საათია მუშაობისა, მაგრამ პრინციპი მიგნებულია, ბრუსლი ნაჯობნია და ნათელაშვილი არჩეულია.  მიხარია მე! უხარიათ ბავშვებს.. უხარიათ მეთქი კაცო! დამანახა, ევროპულად ცეკვა დამანახა, უფრო ევროპულად! მადლობა ფორუმს და განსაკუთრებით ექიმ მჟავას გაწეული დახმარებისათვის. სამუშაო ბევრია, მაგრამ ენთუზიაზმი გაასმაგდა!
მიხარია მე! უხარიათ ბავშვებს.. უხარიათ მეთქი კაცო! დამანახა, ევროპულად ცეკვა დამანახა, უფრო ევროპულად! მადლობა ფორუმს და განსაკუთრებით ექიმ მჟავას გაწეული დახმარებისათვის. სამუშაო ბევრია, მაგრამ ენთუზიაზმი გაასმაგდა! იკითხავთ, აქედან მე რა ხეირი.. და აი რა: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინაც რომ სტალკერი გადააქართულა. სისულელეა? შეიძლება. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ.. ძლიერ კმაყოფილი.
იკითხავთ, აქედან მე რა ხეირი.. და აი რა: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინაც რომ სტალკერი გადააქართულა. სისულელეა? შეიძლება. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ.. ძლიერ კმაყოფილი.
Thursday, April 16, 2009
სიზარმაცე და მისი კატეგორიები
Wednesday, April 15, 2009
საკაიფო ჰოროსკოპი
 არც კირჩხიბს და არც ღიანკალს არ გავხარ
მარსში თითქმის შესული ხარ, შედი ეტლო თუ შედიხარ
შენს ლოდინში ჰოროსკოპი გათავდაააა
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მაგნიტურ ქარს ო რა ძალა ქონია
თავს მოიკლას ერთი ტყუპი ამაღამ
მეორე კი არ დაიდგავს უნაგირს
ეს ზურმუხტი უყვარს ქალწულ მშილდოსანს
მიართვიიით, მიართვიიით!
ამ კვირაში თევზებმა არ დალიოოოთ
სასწორებო მოერიდეთ სიგარეეტს
იმ კვირაში მთვარის დაბნელებაა
სინათლეეე, სინათლეეე
ირმის ნახტომს უსასრულო ხვრელი აქვს,
ვხედავ მარსი ვენერას რომ მიართმევს,
იუპიტერს რგოლი შემოხსნლი აქვს..
მიართმევს, მიიიააართმევს
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მე ვკაიფობ, თქვენ მართალი გგონიათ..
არც კირჩხიბს და არც ღიანკალს არ გავხარ
მარსში თითქმის შესული ხარ, შედი ეტლო თუ შედიხარ
შენს ლოდინში ჰოროსკოპი გათავდაააა
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მაგნიტურ ქარს ო რა ძალა ქონია
თავს მოიკლას ერთი ტყუპი ამაღამ
მეორე კი არ დაიდგავს უნაგირს
ეს ზურმუხტი უყვარს ქალწულ მშილდოსანს
მიართვიიით, მიართვიიით!
ამ კვირაში თევზებმა არ დალიოოოთ
სასწორებო მოერიდეთ სიგარეეტს
იმ კვირაში მთვარის დაბნელებაა
სინათლეეე, სინათლეეე
ირმის ნახტომს უსასრულო ხვრელი აქვს,
ვხედავ მარსი ვენერას რომ მიართმევს,
იუპიტერს რგოლი შემოხსნლი აქვს..
მიართმევს, მიიიააართმევს
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მე ვკაიფობ, თქვენ მართალი გგონიათ..
 
ანჩხლი ლიკა
 
Tuesday, April 14, 2009
გლობალური გაქართულება
 ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: რატომ ვწერ ამ პოსტს. ქვევით თქვენ ნახავთ, რომ ნახსენებია თამაში S.t.a.l.k.e.r. - Shadow of Chernobil (შემდეგ "თამაში"). მოგეხსენებათ, ეს თამაში უკრაინული წარმოებისაა, თუმცა ორიგინალი ვერსია ინგლისურია. ამის გამო დაჯდნენ (ან იქნებ უკვე იყვნენ დამჯდრები) რუსები და ერთ-ერთ ფორუმზე გავიხედოთ და თამაშის ტექსტების რუსიფიკატორს არ ვხედავ? ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთოდ. ხშირად ვერ იგებ ადამიანი ინგლისური ტექსტის ზუსტ შინაარსს და კარგია თუ უფრო მეტად ნაცნობ ენაზე წაიკითხავ ტექსტებს.
ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: რატომ ვწერ ამ პოსტს. ქვევით თქვენ ნახავთ, რომ ნახსენებია თამაში S.t.a.l.k.e.r. - Shadow of Chernobil (შემდეგ "თამაში"). მოგეხსენებათ, ეს თამაში უკრაინული წარმოებისაა, თუმცა ორიგინალი ვერსია ინგლისურია. ამის გამო დაჯდნენ (ან იქნებ უკვე იყვნენ დამჯდრები) რუსები და ერთ-ერთ ფორუმზე გავიხედოთ და თამაშის ტექსტების რუსიფიკატორს არ ვხედავ? ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთოდ. ხშირად ვერ იგებ ადამიანი ინგლისური ტექსტის ზუსტ შინაარსს და კარგია თუ უფრო მეტად ნაცნობ ენაზე წაიკითხავ ტექსტებს. ვნახე რა რუსების ეს მეცადინეობა, ვიფიქრე რომ არ იქნებოდა ურიგო ქართულადაც ყოფილიყო ეს თამაში. მით უმეტეს, AcidLab-ში გაწევრიანებამ კიდევ უფრო ფრთები შეასხა ჩემს ოცნებებს. ავიღე ეს რუსული ტექსტი და როდესაც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვთარგმნი და ვთარგმნი. და აი აქ წარმოიშვა მთავარი პრობლემები.
ვნახე რა რუსების ეს მეცადინეობა, ვიფიქრე რომ არ იქნებოდა ურიგო ქართულადაც ყოფილიყო ეს თამაში. მით უმეტეს, AcidLab-ში გაწევრიანებამ კიდევ უფრო ფრთები შეასხა ჩემს ოცნებებს. ავიღე ეს რუსული ტექსტი და როდესაც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვთარგმნი და ვთარგმნი. და აი აქ წარმოიშვა მთავარი პრობლემები. არ დავნებდი. დავიწყე HTML ის სტანდარტებით მისი რედაქტირება. ჩავწერე რომ შრიფტის კოდირება არის უნიკოდი ფაილის დასაწყისშივე.. არ უშველა. ჩავწერე ტექსტის წინ, რომ Font face="acadnusx" არ უშველა.. მერე ვიფიქრე, ჯერ ვთარგმნი თქო ინგლისური ასოებით და მერე ვიფიქრებ მის გადაქართულებაზე თქო.. ვთარგმნე, ვთარგმნე და აი, 2 თვის მერე (მოგეხსენებათ, თავისუფალი დრო და თარგმნის ხალისი მუდამ არ გაქვს ადამიანს და თანაც ენთუზიაზმზე ვმუშაობ) უცებ მომივიდა აზრი, რომ შემესწავლა XML, რა იცი და რა საინტერესოობას მივაგნო თქო. აი აქ კი ჩამიფლავდა იმედები: XML აღმოჩნდა მხოლოდ მონაცემების შესანახი კონტეინერი და არაფერი ვიზუალობის მაგას არ სცხია თურმე.
არ დავნებდი. დავიწყე HTML ის სტანდარტებით მისი რედაქტირება. ჩავწერე რომ შრიფტის კოდირება არის უნიკოდი ფაილის დასაწყისშივე.. არ უშველა. ჩავწერე ტექსტის წინ, რომ Font face="acadnusx" არ უშველა.. მერე ვიფიქრე, ჯერ ვთარგმნი თქო ინგლისური ასოებით და მერე ვიფიქრებ მის გადაქართულებაზე თქო.. ვთარგმნე, ვთარგმნე და აი, 2 თვის მერე (მოგეხსენებათ, თავისუფალი დრო და თარგმნის ხალისი მუდამ არ გაქვს ადამიანს და თანაც ენთუზიაზმზე ვმუშაობ) უცებ მომივიდა აზრი, რომ შემესწავლა XML, რა იცი და რა საინტერესოობას მივაგნო თქო. აი აქ კი ჩამიფლავდა იმედები: XML აღმოჩნდა მხოლოდ მონაცემების შესანახი კონტეინერი და არაფერი ვიზუალობის მაგას არ სცხია თურმე. ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ თამაში შრიფტებს უნდა იღებდეს ორი ადგილიდან: წინდოუსის პაპკიდან (აქ პატარა რისკია, შეიძლება ვინოუსს არ ქონდეს რამე შრიფტი) ან საკუთარი მონაცემთა ბაზიდან. საბედნიეროდ ვითრიე შესანიშნავი პროგრამა: S.T.A.L.K.E.R. Database Extractor რომლითაც საშუალება გვაქვს გავხსნათ სტალკერის ბაზები და ვნახოთ მათი შიგთავსი. ასევე დავადგინე, რომ თუ თამაშის ძირითად საქაღალდეში გააკეთებს კაცი gamedata პაპკას, აქ შეიძლება ჩაიდოს ამ ბაზებიდან ამოღებული და შეცვლილი ფაილები და არაა პრობლემა, თამაში მუშაობს (ასე მაგალითად შეიძლება მეტი ტვირთი ატარებინო მთავარ გმირს, შეცვალო იარაღების ტექსტურები და გაახმოვანო თვითონ). ხოდა დავიწყე შრიფტების ძებნა. ძალიან დიდი ხნის (როგორც მომეჩვენა, არადა 2 დღე ვეძებე მარტო) შემდეგ მივაგენი რასაც არ ველოდი: სტალკერი იყენებს გრაფიკულ შრიფტებს. ანუ არის სურათი ფორმატით DDS და აქ არის დახატული 3x4+5= 17 შრიფტი.
ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ თამაში შრიფტებს უნდა იღებდეს ორი ადგილიდან: წინდოუსის პაპკიდან (აქ პატარა რისკია, შეიძლება ვინოუსს არ ქონდეს რამე შრიფტი) ან საკუთარი მონაცემთა ბაზიდან. საბედნიეროდ ვითრიე შესანიშნავი პროგრამა: S.T.A.L.K.E.R. Database Extractor რომლითაც საშუალება გვაქვს გავხსნათ სტალკერის ბაზები და ვნახოთ მათი შიგთავსი. ასევე დავადგინე, რომ თუ თამაშის ძირითად საქაღალდეში გააკეთებს კაცი gamedata პაპკას, აქ შეიძლება ჩაიდოს ამ ბაზებიდან ამოღებული და შეცვლილი ფაილები და არაა პრობლემა, თამაში მუშაობს (ასე მაგალითად შეიძლება მეტი ტვირთი ატარებინო მთავარ გმირს, შეცვალო იარაღების ტექსტურები და გაახმოვანო თვითონ). ხოდა დავიწყე შრიფტების ძებნა. ძალიან დიდი ხნის (როგორც მომეჩვენა, არადა 2 დღე ვეძებე მარტო) შემდეგ მივაგენი რასაც არ ველოდი: სტალკერი იყენებს გრაფიკულ შრიფტებს. ანუ არის სურათი ფორმატით DDS და აქ არის დახატული 3x4+5= 17 შრიფტი.
აუ, იკაიფეთ რა! 17 შრიფტი აბსოლუტურად ერთი და იგივე სახელებით 3 ჯერ გამეორებული 800, 1200 და 1600 წერტილისათვის და ამას პლუს 5 (ხუთი) შრიფტი კონსოლში საწერად. გადაირევა ადამიანი. ჯერ საჭიროა როგორმე ამ DDS (რომელიც დირექტიქსის ფორმატი თუ რაღაც ამგვარი აღმოჩნდა) გახსნა. გავქექე ინტერნეტი და ვნახე, რომ თუ Infan Viewer-ს ფლაგინებს ჩამოუქაჩავ, მუშაობს ლომივით. კარგი, დაქაჩე, გავხსენი, შევინახე ბიტმეფად და ახალი პრობლემა: უკან უნდა გადაიყვანო ეს ბტმეფი. ხოდა კიდევ გავქექე ინტერნეტი და აღმოვაჩინე DDS Converter 2 - არაჩვეულებრივი პროგრამა.
**************
ახლა კი აპოგეა: დიდი გულის ფანცქვალით და დასატესტად მარტო კონსოლის შრიფტი შევცვალე და რომ არ მემაიმუნა ბევრი, მარტო ასო "a" შევცვალე "ა" თი.. მერე ზემოთ ნახსენები პროგრამით გადავადირექტიქსე, მერე შევქმენი საჭირო პაპკები, გადავიტანე ეს ახლად დაბადებული გაქართულების პირმშო, დავქოქე თამაში და ველოდები
დუგ, დუგ.. გული გამალებული ცემს.. ჩაირთო! ანუ თამაშის მთავარი მენიუ გამოვიდა. ანუ სისტემური პრობლემა არ ყოფილა. ახლა ჩავტვირთოთ.. დუგ, დუგ.. იტვირთება გარემო.. ანუ უფრო ზუსტად ასე: itvirTeba garemo.. Seiderebi.. teqsturebi.. sinqronizacia და აი, გულიც ცემა იყინება, თამაში ჩაირთო. სასწაფოდ კონსოლი გამოვიტანე და..
 ჯანდაბაააააააააააა! მთელი ტექსტი ატიტიყნილია ცელქი ბავშვის მიერ დალაშქრული ტორტივით! ამის დედა ვატირე, ასე ახლოს ვიყავი, ასე ახლოს ხომ? ააააააააა! რა ჯანდაბააა! რა ჭირი და დოზანაა, რა ეშმაკი ეტაკა ესეთი, რა ზანგი უნდა!!!!!!! ამას ვუჩვენებ მე სეირს! არ მოვეშვები სანამ ქართულად არ დაწერს. ვინ ვგონივარ მაგას მე? ვინ ვგონივარ, მე გეკითხებით? მაგიტომ კი არ მითარგმნია 200 კილობაიტი ტექსტი, რომ ახლა ამან არ აჩვენოს! არ გავჩედები! "დაე ზონამ წამიყვანოს, თუ ვტყუივარ" - ფრაზა თამაშის შესავალი ვიდეოდან.
ჯანდაბაააააააააააა! მთელი ტექსტი ატიტიყნილია ცელქი ბავშვის მიერ დალაშქრული ტორტივით! ამის დედა ვატირე, ასე ახლოს ვიყავი, ასე ახლოს ხომ? ააააააააა! რა ჯანდაბააა! რა ჭირი და დოზანაა, რა ეშმაკი ეტაკა ესეთი, რა ზანგი უნდა!!!!!!! ამას ვუჩვენებ მე სეირს! არ მოვეშვები სანამ ქართულად არ დაწერს. ვინ ვგონივარ მაგას მე? ვინ ვგონივარ, მე გეკითხებით? მაგიტომ კი არ მითარგმნია 200 კილობაიტი ტექსტი, რომ ახლა ამან არ აჩვენოს! არ გავჩედები! "დაე ზონამ წამიყვანოს, თუ ვტყუივარ" - ფრაზა თამაშის შესავალი ვიდეოდან.Monday, April 13, 2009
რადიაცია და სტალკერი
 
 
 
ბლოგი ბლოგიაო და..
პირველი პოსტი
- კაია
- მაგარია
- სასიამოვნოა

 
 
 

 
 
 
