Thursday, April 30, 2009
გაზაფხულდა და შემოკლდა კაბა..
Wednesday, April 29, 2009
სტომატოლოგია
Tuesday, April 28, 2009
გაქართულების ფორუმი
Monday, April 27, 2009
კუნთი კუნთია..
ლუდი ჩვენი არსობისა..

Sunday, April 26, 2009
კედელზე სირბილის ხელოვნება
ეს თამაშის ზღაპრულ ბუნებას მივაწერე და ჩავთვალე რომ ასეთი რამის კეთება ბუნებაში შეუძლებელია. მით უმეტეს რომ ერთი-ორჯერ მე ვცადე და ისე მშვენივრად ჩამოვარდი ძირს, თქვენი მოწონებული. ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი. მერე თამაშების მწარმოებელმა კომპანია EA მ, რომელიც ცნობილა ქსელური თამაშებით (მაგ. Battelfield) გამოუშვა მისთვის შეუფერებელი თამაში Mirror's Edge - მთლიანად აგებული პურიკურის მოქმედებებზე. აქაც, ისევე როგორც სპარსეთის უფლისწულში, სრულიად შესაძლებელი იყო კედელზე გარბენა.Saturday, April 25, 2009
ხმა და სინდისი
შაურმა
Friday, April 24, 2009
რადიაციის არ ეშინიათ..
კიდევ ეწევი პაპიროსსა?
Thursday, April 23, 2009
სამი ხაშურელი გოგო
Wednesday, April 22, 2009
IKEA Tidy Up Banned Commercials
დემოკრატია
Tuesday, April 21, 2009
დრაფტინგი
ამ სურათზე კი გამოსახულია "გალამაზებული" და "გალაღებული" მოედანი.
ამათი ბღუილით წახალისებული ჩვენი წესიერი მძღოლები, თავის დღეში რომ არ დააბღუილებდნენ ძრავს და საყირის ხმარებას ავარიაში მოყოლა ერჩივნათ, დრაფტინგის მერე გაბურღეს ტვინი ბღუილით და მერე თხა-თხაზე ნაკლებიო და ჩვენებმაც გააჩაღეს რალი... უხარიათ. ბავშვებს უხარიათ. უხარიათ მეთქი კაცო!
Monday, April 20, 2009
Same the day after day
Saturday, April 18, 2009
Have no Fear - I am Here!
Friday, April 17, 2009
ვინც ეძებს - პოულობს!
იკითხავთ, აქედან მე რა ხეირი.. და აი რა: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინაც რომ სტალკერი გადააქართულა. სისულელეა? შეიძლება. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ.. ძლიერ კმაყოფილი.
Thursday, April 16, 2009
სიზარმაცე და მისი კატეგორიები
Wednesday, April 15, 2009
საკაიფო ჰოროსკოპი
არც კირჩხიბს და არც ღიანკალს არ გავხარ
მარსში თითქმის შესული ხარ, შედი ეტლო თუ შედიხარ
შენს ლოდინში ჰოროსკოპი გათავდაააა
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მაგნიტურ ქარს ო რა ძალა ქონია
თავს მოიკლას ერთი ტყუპი ამაღამ
მეორე კი არ დაიდგავს უნაგირს
ეს ზურმუხტი უყვარს ქალწულ მშილდოსანს
მიართვიიით, მიართვიიით!
ამ კვირაში თევზებმა არ დალიოოოთ
სასწორებო მოერიდეთ სიგარეეტს
იმ კვირაში მთვარის დაბნელებაა
სინათლეეე, სინათლეეე
ირმის ნახტომს უსასრულო ხვრელი აქვს,
ვხედავ მარსი ვენერას რომ მიართმევს,
იუპიტერს რგოლი შემოხსნლი აქვს..
მიართმევს, მიიიააართმევს
სადღაც მიქრის დიდი დათვი,
სადღაც მღერის მორიელი,
ყველაფერში დამნაშავე ლომიააა
აენთება ცეცხლი ცაში
აფეთქდება მზე ურანში
მე ვკაიფობ, თქვენ მართალი გგონიათ..
ანჩხლი ლიკა
Tuesday, April 14, 2009
გლობალური გაქართულება
ვნახე რა რუსების ეს მეცადინეობა, ვიფიქრე რომ არ იქნებოდა ურიგო ქართულადაც ყოფილიყო ეს თამაში. მით უმეტეს, AcidLab-ში გაწევრიანებამ კიდევ უფრო ფრთები შეასხა ჩემს ოცნებებს. ავიღე ეს რუსული ტექსტი და როდესაც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვთარგმნი და ვთარგმნი. და აი აქ წარმოიშვა მთავარი პრობლემები.
აუ, იკაიფეთ რა! 17 შრიფტი აბსოლუტურად ერთი და იგივე სახელებით 3 ჯერ გამეორებული 800, 1200 და 1600 წერტილისათვის და ამას პლუს 5 (ხუთი) შრიფტი კონსოლში საწერად. გადაირევა ადამიანი. ჯერ საჭიროა როგორმე ამ DDS (რომელიც დირექტიქსის ფორმატი თუ რაღაც ამგვარი აღმოჩნდა) გახსნა. გავქექე ინტერნეტი და ვნახე, რომ თუ Infan Viewer-ს ფლაგინებს ჩამოუქაჩავ, მუშაობს ლომივით. კარგი, დაქაჩე, გავხსენი, შევინახე ბიტმეფად და ახალი პრობლემა: უკან უნდა გადაიყვანო ეს ბტმეფი. ხოდა კიდევ გავქექე ინტერნეტი და აღმოვაჩინე DDS Converter 2 - არაჩვეულებრივი პროგრამა.
**************
ახლა კი აპოგეა: დიდი გულის ფანცქვალით და დასატესტად მარტო კონსოლის შრიფტი შევცვალე და რომ არ მემაიმუნა ბევრი, მარტო ასო "a" შევცვალე "ა" თი.. მერე ზემოთ ნახსენები პროგრამით გადავადირექტიქსე, მერე შევქმენი საჭირო პაპკები, გადავიტანე ეს ახლად დაბადებული გაქართულების პირმშო, დავქოქე თამაში და ველოდები
დუგ, დუგ.. გული გამალებული ცემს.. ჩაირთო! ანუ თამაშის მთავარი მენიუ გამოვიდა. ანუ სისტემური პრობლემა არ ყოფილა. ახლა ჩავტვირთოთ.. დუგ, დუგ.. იტვირთება გარემო.. ანუ უფრო ზუსტად ასე: itvirTeba garemo.. Seiderebi.. teqsturebi.. sinqronizacia და აი, გულიც ცემა იყინება, თამაში ჩაირთო. სასწაფოდ კონსოლი გამოვიტანე და..
Monday, April 13, 2009
რადიაცია და სტალკერი
ბლოგი ბლოგიაო და..
პირველი პოსტი
- კაია
- მაგარია
- სასიამოვნოა
![]()
