Thursday, April 16, 2009

სიზარმაცე და მისი კატეგორიები

სიზარმაცე (ლათინურად: makhatino temperamento) იყვეს დიდი უბედურებაი ერისა ჩვენისა ზედა. გარნა კაც ფრიად ნიჭიერ და შემძლე, მიწყივ ზარმაცი, ვერსა რა მიაღწიოს ცხოვრებასა ამასა შინა და მუნ დარჩის ბომჟი ესე ანუ სხუა ერისა ვასალი. ზარმაცობანი, როგორცა თამაშობანი, ფრიად მოდებულ არს გვამსა და გონებასა ზედა ერისა ჩუენისა. უკეთუ საბაბს იშოვნიდეს, ყოველი იწყებდეს თამაშშსა ამასა და არცა ელოდებოდის პარტნიორსა თამაშიშასა, რამეთუ ეზარვიდეს ესე. სიზარმაცე განიყოფის მრავალს კატეგორიებათა. ესრეთ არს: 1. სიზარმაცე საწოლიდან ადგომისაი - ყუელაზედ გავრცელებულ სახეი სიზარმაცისაი, რომელ აქუს ბეურსა ჩვენთაგანსა და გამოიხატების ოდეს მზე იგი ამოვიდოდეს, კაცი ესე აგრძელებდეს ძილსა მასსა მიწყივ მზის ჩასულამდის ანუ შუბის ტარზე დგომამდის. 2. სიზარმაცე ჩაცმისაი - ნაკლებ გავრცელებულ სიზარმაცეი, თუცა მაინც არს უმეტესად მამრთა შორის. ქალთა შორის მეტად მრავლობს სიზარმაცე გახდისაი. 3. სიზარმაცე სიარულისაი - ესრეთ სიზარმაცე მოიტანა ხანმა თანამედროვემა, ოდეს რკინის ოთხთვალები, რომელ არს ავტომობილი, ჰსურდეს ყავდეს ყველასა და სიარული ფეხითაი ეზარებოდის. გავრცელებულ არს დიდსა ქალაქებსა შინა. 4. სიზარმაცეი ლაპარაკისაი - იწოდების დაგრუზვად, სვეტობად, მაღალ დონეობად თუცა დაბალ დონეობად. იგიცა არის სოფლელობა და გაუნათლებლობა. გამოიხატების ოდეს ისტორიასა ყვებოდე ფრიად სახალისოსა და მსმენელმან შენმან სთუქას ოდენ "ააა.." ანუ სხუა მოკლე ფრაზაი. 5. სიზარმაციე სწავლა-ძიებისაი - მთავარი სიზარმაცეი ერისა ჩუენისა. რამეთუ ძებნაი ახლისა და უცნობისაი, ესე სწავლაი და განათლებაი ფრიად საზარმაცო რამე არს და არა მოსწონდის ბევრსა ყმაწვილობასა ქვეყნისასა ჩუენისა. 6. სიზარმაცე მუშაობისაი - ესრეთ განიყოფის ჭეშმარიტსა სიზარმაცედა მუშაობისათა და გრეხათა. ფრიად ბნელი და მავნე თუისება არს გრეხი ესე, რამეთუ ჯანსაღსა ყმაწვილკაცსა ადგომებს უსაქმურისა მასა ადგილსა, რომელ არს ბირჟა და აჭმიდეს სემჩკასა და ატრიალებდეს ბაბოჩკასა და სხუა არა ზარმაცსა მასაა გადიყუანდეს აზრსა თავისასა. ხოლო ჭეშმარიტი სიზარმაცეი მუშაობისაი განკურნებადი არს ხელფასისა დიდისა განა ანუ ძრიელისა მოტივაცისაითა, რომელ არც ცოლი ანუ შეყუარებული ესე. 7. სიზარმაცეი ცხოვრებისაი - ესრე არს არა გავრცელებულ, ოღონდ ფრიად საშიშ სიზარმაცეი. კაცნი ესე, რომელ არს სნეულნი სიზამაცითა ამითა იწოდენიან "ემო". ემო განიყოფის ორ შტოდ: ემო ჭეშმარიტი და ძალად ემო. ჭეშმარიტ ემოს სურდეთ მოკვლაი თავისაი, ოღონდ სიზარმაცეი ესე სიარულისაი ხელსა უშლიდეს. ძალად ემოს მოწონდეს ჭეშმარიტი ემოს ხატებაი რამეთუ სნეულ იყოს სიზარმაცითა ძიებისათა. 8. სიზარმაცე ჭამისა - ესე არს სიზარმაცეი ქალთა, რომელ არს მოდელი. მოდელსა მასსა ესრე სიზარმაცეი აცლიდის ხორცსა მასსა და ჩნდებოდეს ვითარცა ჩონჩხი. ფრიად გატაცებული ყმაწვილნი სიზარმაცითა ამითა აღარა აჩენდის შვილსა ქვეყანასა ზედა ანუ აჩენდის შვილსა მახინჯსა მასა ანუ აჩენდეს შვილსა და ვერა ზრდიდეს მას. 9. სიზარმაცე ფულისა დაბრუნებისაი - სენი ესე მოდებულ არს გონებასა და ჯიბესა შინა, რამეთუ სიზარმაცე მუშაობისაი სხუა გზასა არა ტოვებდის. ოდეს კაცნი სნეულსა მასსა ამა სიზარმაცითა ფული მისცეს, უნდოდვის უკან დაბრუნებაი და იმან კი ვეღარა მისცეს, ესრეთ იწოდების გადაგდებად. ხოლო თუ კაცმან ფულიანმან მისცეს ფული და თვით დაიტოვოს ნივთი მისისა, ესრეთ იწოდების ბანკად. უკეთუ ფული თვისი პატრონსა მოუნდვის და ვერ მიიღოს, სენითა ამითა დასნებოვნებულ ხშირად დადის ნაცემი ესე. მადლობას გიძღუნიდეთ ყუელასა, ვინაც წაიკითხოს სიტყუის კონა ესე. ხელს ვაწერ: დიჯეითმთავარ - გუარამ.

No comments: