Wednesday, April 29, 2009

სტომატოლოგია

ბზზზზზზზზზზზზზზზზზზზზუუუუუ.. პირი არ მოკუმოთ.. ბზზზზზზზზზზზზზზზზზზ უუუ... ასე.. გადააფურთხეთ.. შშშშ, შშშშ. ბზზზზზზზზზზზზზზზზზზ... ბლიიიიიინ! ვერ ვიტან სტომატოლოგიას! მაგრამ რას ვიზავთ, ძალიან ცოტა არის ისეთი ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ არ ყოფილა კბილის ექიმთან. მე კი ემალი როგორც იტყვიან სუსტი მაქვს. პლუს ტკბილეული მიყვარს და კარიესსაც მეტი ხომ არ უნდა. გამოექანება და დამეტაკება მაინცდამაინც.. მიხედვა უნდა ყველაფერს, მიხედვა! ხოდა აჰა, ერთი-ორი კბილი რომ ამოვიღე, მერე მივხვდი, რომ ჭამა ისეთი რამეა, კბილების გარეშე რომ არ გამოვა და თუ ჭამა გინდა, კეთილ ინებე და კბილებს მოუარე. ბზზზზზზზზზზზზზზზზ უუუ.. დღეს მქონდა საშუალება კიდევ ერთხელ გამეცნო ეს საზიზღარი ბზუილა ინსტრუმენტი.. პირი არ დახუროთ.. არა ვხურავ, ჯანდაბას, მარა რამდენი ხანი ვიყო ასე? ბზზზზზზზზზზ... ფუ. რა გინდა რომ ქნა, არ მიხედავ და ჯერ ერთი ვერ ჭამ ნომრალურად, ასეთი პერიოდი გავიარე, რომ უკანა კბილები, რომლებსაც საერთოდ ევალებათ ღეჭვა, გასულია გასული.. ხომდა წინა კბილებით კიკნაობა.. არაა, ავიტან.. ბზუუუუუუშშშშუუუუზზზზ... მეორე კიდევ ღიმილი ძმაუ. ქალები და კაი ცხოვრება რომ გინდა, ღიმილის გარეშე არაფერი გამოვა. რა ჯობია რომ გაიღიმებ და ვარსკვლავი დატრიალდება კბილზე. :D გერაიჩესკი პოდვიგ რა! მაგრამ მე სტომატოლოგებზე უფრო ვწუხვარ. აი წარმოიდგინეთ, მოდის დღეში მინიმუმ 5 ქლიბი კლიენტი, რომლებიც კბილებს არ უვლიან ამის დედა ვატირე, კევიც კი არ იციან რა არის, ყარან.. ფუ! და იქექე მაგათ პირის ღრუში.. :( სტომატოლოგებზე დიდი ნებისყოფის და შრომის მოყვარე ხალხი არ არსებობს რა! აი მე, კანტორაში ვზივარ, კლავიატურას ვუკაკუნებ, დავდივარ წინ და უკან, რაღაცეებს ავღწერავ, ვიღაცას დავაკვალიანებ, ვიღაცას გავუღიმებ, ვიღაცა მეჩხუბება - რა არის აქ დამღლელი რომ დაფიქრდე? რა მაქვს საწუწუნო, საათნახევარი მეღო პირი მარტო და მერე წამოვედი ზიზია კიჭებით. ჩემმა სტომატოლოგმა იკითხოს, ჩემს მერე კიდე ვიღაცის კბილებში იყურებოდა, მერე კიდე ვიღაცისა და ასე მთელი თვე.. ალაჰ! დიდი გამძლეობა მისცეთ რა. აი მე.. გავაფრენდი რა! მართლა. იმიტომაც არ ვარ სტომატოლოგი. ეტყობა ეგენი სხვა ჩამოსხმის ხალხია, სხვა ყალიბი და ლითონშემცველობა აქვთ, თორემ.. გაიხარეთ სტომატოლოგებო. კაი სტომატოლოგზე ვამბობ ამას. შენს ტკივის რომ ტავისად მიიღებს, ახლობელივით რომ შემოგევლება თავზე თუ პირზე და მერე რომ კიდევ ღიმილით გამოგიშვებს - თუ კარგად მოიქცევი, შენც ასეთი ღიმილი გექნებაო.

No comments: