Wednesday, April 22, 2009

დემოკრატია

დემოკრატია ყველაზე უცნაური წყობილებაა აქამდე არსებულთაგან. ადრე ადამიანი იდეაშიც და რეალურადაც ერთ წინამძღოლზე იყო დამოკიდებული. ეს წინამძღოლი წაიყვანდა ხალხს ომში, ადრე ხომ სულ ომობდნენ, და წამოიყვანდა გამარჯვებულს ან მოკვდებოდა თვითონაც.. მოკლედ, თემას გადავუხვიე მემგონი, სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა. დემოკრატია და ანარქია ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. ხალხის სახელით ბევრი ისეთი რამე კეთდება, რაზეც ხალხი აზრზეც არაა. ნუ, არცაა საჭირო. ხალხი არაფრის აზრზე არაა, რაც გინდა ის ჩააგონე და იმის ეჯერება. ვისაც უნდა მეკამათოს. სტალინი ამ ომის მერე გახდა საქართველოს მოღალატე მაგალითად. მანამ კი მარტო კომუნისტებს ახსენდებოდათ და მის დაბადების დღეზე.. მოკლედ, ჩვენი ოპოზიცია დედაქალაქში რომ ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა ეგება და რეგიონებში მაინც დავაგიომოთ ხალხიო. აი ეს კი არ გამოუვათ, მით უმეტეს გორში და მით უმეტეს ამ კრიზისში. იმდენს ვერ ხვდებიან დავიჯერო, რომ ახლა სტაბილურობა, სიყვარული და გაგება განსაკუთრებით გვჭირდება? არაა! "მიშა მოვდივართ! 10 წუთში ვიქნებით, პროპკბია ქალაქში.." სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დღეს, აი სულ რამდენიმე საათი იქნება, რაც მოვარდნენ ოპოზიციური პარტიები ცენტრში, დაიწყეს სიგნალები, დროშების ქნევა.. მოკლედ ქაოსი რა.. ქაოსი გვინდა ახლა ჩვენ? ამისთვის ვიდექით იმ წვიმაში? მიტინგები ვჭამო ახლა მეე? ხოდა მოვიდა ძია პატრული და მის დანახვაზე ისევე დაიშალნენ ეს ოპოზიციები, როგორც შეიკრიბნენ. დემოკრატიის ხიბლი იმაშია, რომ ერთი და იგივე საკითხი შეგიძლია როგორი კუთხიდანაც გინდა იქედან აჩვენო. პატრული რომ მოვიდა, ანუ საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. ოპოზიციას რომ კითხო, ალბათ დემოკრატიას არღვევდაო და "არაკანონიერი" რომ გაიცვითა ეს ფრაზა, შემოიღეს "არაკონსტიტუციური" უფრო ჟღერს რა.. ხომ ხვდებით? პოლიტიკა ბინძური საქმეა. აქ თუ კომენტარს დაწერს ვინმე, არც ერთზე არ ვუპასუხებ. რამდენი კაციცაა, იმდენი აზრი არსებობს. ხოდა ესაა სწორედ ქაოსი, რომელიც დემოკრატიისაგან მცირედ თუ განსხვავდება, განსაკუთრებით ჩვენისთანა ქვეყანაში.

No comments: