Thursday, March 4, 2010

8 სანტიმეტრი და 2012

დედამიწაო გადაიხარაო და ასე შემდეგ მოვისმინე კურიერში. მოკლედ, მაგადგან ვერ გაიგებ წესივრად ვერაფერს და ახლა მე ამ სიუჟეტზე და ჩემს ცოდნაზე დაყრდნობით აგიხსნით რა ხდება და რაშია საქმე.

მაშ, ასე, შევხედოთ რუკას.
მე სპეციალურად გავადიდე სამხრეთ ამერიკის და აფრიკის კონტინენტების სანაპიროები. როგორც ხედავთ, ესენი კონსტრუქტორივით ჯდებიან ერთმანეთში. თუ ძალიან არ მეშლება, მათ შორის მანძილი უნდა იყოს 10 000 კილომეტრამდე. დედამიწა როგორც ვიცით 4.5 მილიადი წლისაა. დავუშვათ კონტინენტები ჩამოყალიბდნენ 1 მილიადი წლის წინ. ანუ ამ ოხერ კონტინენტებს 1 მილიარდი წელი დაჭირდათ რომ 10 000 კმ გაეარათ. იდეაში წელიწადში ამათ გაუვლიათ 10 000 / 1 000 000 000 = 0,000 01 კილომეტრი, ანუ 01 მეტრი ანუ 10 სმ.. ჰმ.. პრინციპში ბევრი არაა ჰო? ასე რომ დაწყნარდით. ამ 10 სმ-ს მცენარეები და ცხოველები ისე აღადგენენ, როგორც დაგიბარებია.

ჩვეულებრივი სასკოლო გლობუსი. დედამიწის სივრცეში ორიენტაციის მოდელი. დედამიწა ღერძიდან 23 სჩემტა გრადუსითაა გადახრილი. სწორედ ამის გამოა რომ იცვლება წელიწადის დროები. აი, საცოდავ ურანს არ აქვს წელიწადის დროები. იმიტომ არ აქვს რომ საერთოდ გვერძე წევს. იქ მარტო ნახევარი წელი დღეა და ნახევარი წელი ღამე. გაშტრიკინებული რომ იყოს ღერძი, მაშინ მარტო ზამთარი და ზაფხული გვექნებოდა. ხოდა რახან შესანიშნავად ვართ 23 გრადუსით დახრილები, ამიტომ გვაქვს შესანიშნავი წელიწადის დროები.
მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ დედამიძის რადიუსი 6 სჩემთა ათასი კილომეტრია. ნუ, ვთქვათ გრუბად რომ 6200 კილომეტრია.. ხოდა გვაქვს ახლა ამოცანა:
ვისარგებლოთ პითაგორას თეორიით. იმის გამო, რომ 8 სმ ძალიან პატარაა 6 200 000 000 სმ თან შედარებით, ამიტომ ეს 8 სმ იანი ხაზი იქნება სწორი. ? ის გასაგებად ამ ვეებერთელა რიცხვის კვადრატს ვუმატებთ 8 ის კვარდატს, მერე მიღებული რიცხვიდან ვიღებთ ფესვს და თუ ცოცხლები ვართ ჯერ კიდევ, ვხვდებით რომ 8 სმ იანი გადახრა ფეხებს ვერ მოჭამს დედამიწას.

ხო მართლა, იცოდით, რომ ყოველდღიურად დედამიწაზე მტვრის სახით რამდენიმე ტონა მეტეორიტი ცვივა? კი, კი, ეს ასეა. აი ცაზე რომ ვარსკვლავი ჩამოვარდება ხოლმე. ესაა მეტეორიტი. ასანთის ყუთის ზომის ქვა კატასტროფული სიჩქარით შემოვარდება ატმოსფეროში, ცხელდება და იწვება სადღაც კილომეტრების სიმაღლეზე. და ისე ხომ არ გაქრება არა? ხოდა ჩამოდის ფერფლის სახით. აი სწორედ ეს ფერფლია, დედამიწას რომ ასქელებს, ამძიმებს და აიძულებს უფრო ნელა იბრუნოს.

თქვენ ნუ გეშინიათ კაცო. წელიწადში ამ დამატებული მასის გამო მომატებული დრო წამის მემილიონედია. ეს წელიწადში. :) მე გამოვთვალე ბალღობაში და 18 ტრილიონი წლის მერე დედამიწა იტრიალებს ორჯერ ნელა, ვიდრე ახლა. თქვენ იტყვით ვავა დონდეო? 18 კი არა, 1 მილიარდი წელი გაძლოს ამ საცოდავმა კაცობრიობამ თავის ხელში და თვითონ არ მოიკლას თავი, დედამიწა თავის თავს მოუვლის როგორმე.

და მერე ჩვენო? იკითხავს ვიღაც. ჩვენ შემოგევლეთ ოდიდგანვე ვიყავით მაღალი სესმოაქტიურობის ზონაში. ჩრდილოეთიდან ამხელა ევროპის ფილაა. სამხრეთიდან არაბეთის ნახევარკუნძულის ფილა,. როგორ შეიქმნა კავკასიონი თქვენი აზრით? დაეჯახნენს ეს ფილები ამ რაღაც ასეულ ათასობით წლის წინ და ამოიპრუჭნენ. რა ვქნათ ახლა, ტიბეტმა რაღა ქნას, იყო თავისთვის ეს აზიის ფილა. გამოექანა ინდოეთის ფილაქანი და გლიჯა რაც ძალა ქონდა. ჩვენ რა გვიჭირს, კიდევ კარგად ვართ. მე არ მგონია რომ რაღაცა დიდი და საშინელი მოხდება რა. პატარა პატარა მიწისძვრები იქნება ხოლმე, აბა ისე როგორ გინდა? ისე რომ იცოდეთ პატარა პატარა მიწისძვრები ჯობია, განიმუხტება ფილები. აი დიდი ხანი რომ არაა მიწისძვრა, აი მაშინ გვერხევა ჩვენ. მოგროვდება, მოგროვდება და წკაპაან, დააძახებს!

ასე რომ, პაცანიი - ნე მანდრაჟუი პაცანიი! 2012 წელიც მოვა, იმის იქით კიდევ რამდენი წელი მოვა, თქვენ ხომ არ იცით და ყველანი ვიქნებით კარგად და ჯანმრთელად. ნუ, ყველანი ვერა, ზოგი დავბერდებით და გავიტრუპებით. :) ისე იმაზე დაფიქრებულხათ, 1000 წელი რომ მოდიოდა რამდენი იშოვა კათოლიკურმა ეკლესიამ ამაზე? აი მე წაკითხული მაქვს წიგნი "წმინდა ბუნაგი".. მაგას თავი დაანებე, 2000 წელი რომ მოდიოდა? ა? სამყაროს დასასრულიო, არმაგედონიო, დიალოგიო.. მარა მოხდა რამე? აა, მაშინ მეცნიერები არ ამბობდნენ? აჰა! აბა ის ვინ იყო, მეცნიერებს შეეშალათო გამოთვლაო რომ ამბობდა? აა, მაიას ტომი? ამაზე ერთხელ დავწერე მე: დაეზარათ მეტის გაკეთება იმ კალენდრის და ეგაა რა. რაღაზე ეკეთებინათ კალენდარი თავიდან, ამის მერე ისევ თავიდან იწყება ციკლი და..

ნუ, კიდევ ვხედავ აი ზის ერთი და კონტრ-არგუმენტი აქვს: ნოსტრადამუსიო 2013 წელზე ლაპარაკობდაო. ჰოო? მე ვანგა ვიცი, 3015 წელზე რომ ლაპარაკობდა. რომელი მოერევა? ბრუსლი თუ ჩაკ ნორისი? ასე რომ დაანებეთ თავი პანიკას! სტალინი ომის დროს პანიკიორებს ახვრეტინებდა ადგილზე. დიახაც! ამ აგვისტოს ომის დროს წყნარად, გაწონაწორებულად იყო ხალხი ჩემს გარშემო, შემოვარდა ვიღაცა პანიკიორი, ვაიმე დედაო, ვაიმე ეს რა მოგვივიდაო, ვაი დავიღუპეო. ჩაიკმინდე ქალო ხმა. განა ჩაიკმინდა?! ააღელვა ამდენი ხალხი კაცო! სამწუხაროდ მაგას ვერ დახვრიტავდი, სამაგიეროდ შეიძლებოდა გაგეკოჭა და კუთხეში დაგედო შემდგომი განხილვისათვის.


ვსო, წავედი მე. დაგინახავთ ვინმეს დაპანიკებულს და ვაი თქვენი ტყავის ბრალი. 2012 არა ზანგი!

4 comments:

piccolina said...

ლოლ
რა კაი მხიარული პოსტი იყო :)))

nino said...

ra magari iyo :D
shishma gadamiara :D
vicine bevri, yochag :D

SoFilicious said...

It was funny :D

Anonymous said...

საღოლ გურო ნასაში გავგზავნოთ არ გინდა :D