Friday, March 19, 2010

მონდომება და დაფასება

ეს საინტერესო ამბავი მოყვა თანამშრომელმა შესვენებაზე ხინკლის ჭამისას.
:)
ერთხელ რომლიღაც ფირმას დაევალა სახლების აშენება. ხოდა ფირმამ თუ დამკვეთმა, თანამშრომლების წახალისების მიზნით, საუკეთესოს მათთაგან პრიზად დაუწესა თავისივე აშენებული ბინა. ნუ, წმინდა მენეჯმენტური სვლაა: მუშამ ხომ არ იცის რომელი ბინა შეხვდება, ამიტომ ცდილობს ყველა კარგი გამოუვიდეს. ერთი მუშა კი მართლა მაგრად მუშაობდა. ცოტას ისვენებდა, მეტს მუშაობდა, მთელ მონდომებას აქსოვდა სამუშაოში. ხოდა მორჩა პროექტი, ააშენებს სახლები ამათაც და დადგა დაჯილდოვების დრო.
პროექტის ხელმძღვანელმა გადაავლო თვალი მუშების მონდომებას და ამ ძალიან გამორჩეულ მუშაზე თქვა - ამას არ მისცეთ სახლიო. დირექტორს გაუკვირდა, რატომ კაცო, ეს კაცი ყველაზე მაგრად მუშაობდაო. ხოდა ამიტომ არ მისცეთო. ახლა რომ მაგან სახლი მიიღოს, ასეთი მონდომებით აღარ იმუშავებსო. დაპირდით რომ უკეთეს სახლს მიცემთ და სხვა ადგილას გადაიყვანეთ სამუშაოდო.
მორალი ასეთია: მონდომებას სათანადო დაფასება იშვიათად აქვს. ყოველთვის შეიძლება თქვენი უნარების ბოროტად გამოყენება. ამიტომ არჩევანი გაქვთ: ან იყოთ მასის შემადგენელი, არაფრით გამორჩეული ნაწილი და იცხოვროთ როგორც მასას შეეფერება. ან წახვიდეთ სტერეოტიპების წინააღმდეგ და მთელი ცხოვრება უარყოფითის მერე მოგანიჭონ გენიოსის წოდება.. ისიც გარდაცვალების მერე.. და ისიც თუ გაახსენდათ.
რაღაც ვერ ვარ ხასიათზე. მემგონი ადრენალინი ისევ ნულისკენ მიექანება. მიუხედავად იმისა რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდის და ვგრძნობ, რომ ახლა უკვე ჩემზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები. და მეზარება თუ მშია თუ დეპრესიაა თუ რადიაციული დღეა თუ მაკმაყოფილებს მიღწეული თუ დაზეპირებული კომენტარების შიში მაქვს, აღარ ვიცი.

1 comment:

vasasi said...

kargi raa...
eg ki ara, Nestas dabadebis dRea dRes.. :P