Saturday, March 13, 2010

Have No Fear - I Am Here!

ეე.. აბა ახლა კიდევ კონფლიქტის და დოზანის დრო იყო? ვერ ვიტან რა! აჰა, გარედან აშკარად პანიკის ხმები მოდის. აი რამდენიმე გოგომ გაიარა და აშკარად პანიკაში არიან. აიყვანეთ თავი ხელში. პანიკა გადამდებია და ვინც არ პანიკობს, იმათაც გადასდებთ. ხოდა პანიკიორებზე რასაც ვფიქრობ ქე იცით თქვენც - უნდა იზოლაციაში იყვნენ ყველა როგორც მინიმუმ. იყვენენ და იპანიკონ.

მოკლედ, გორში მშვიდობაა, ნუ გაქვთ შიში - აქ ვარ თიში. უბრალოდ დედაჩემი ღელავს. ნეტავ დანარჩენები როგორ არიან? ქალაქში ეგეთ გამწარებული მოძრაობაა, გონკაობა გეგონება. არადა კაცო, 4 საათზე გამოვედი თბილისიდან, არაფერი შეინიშნებოდა.

თქვენ არ იდარდოთ, ყველაფერი კარგადაა. ფსიქოლოგიური ფაქტორი ხალხო. ჩვენ უარესი ომებიც გაგვიძლია. ეს მთვრალი დათვი რას გვიზავს, ამხელა ბიზანტიაა ჩვენთან.. თუ სადღაა ბიზანტია? კაროჩე რა. მაინც ყველაფერი კარგადაა. აი მე მაგალითად ვიდეოკამერა ვიყიდე. ხოდა თუ რამეა და გადავიღებ.

ორშაბათს სამუშაოზე მინდა წასვლა, ამის დედა კი ავატირე. ამოვიდა ყელში ეს სახლში ჯდომა და დასვენება. თქვენ არ ამოგივიდათ ყელში უსაქმურობა?

აუუ, მაგარი კამერაა ოღონდ. წყალქვეშ იღებს.

ბლინ, არ შეიძლება ასე ხუმრობა რა. აი ხომ მართალი ვარ? მარა ისე მაგარი კაიფი იყო. :) კაიფი ის იყო, რომ ხალხს მარტო უთხარი რომ რუსეთი მოდის, ბუუუ ო  და ვსო, სჯერავს. :) საღოლ "იმედი" ვინც რა უნდა ის თქვას, ეს სიუჟეტი იყო წლის სიუჟეტი. აბა რომელ სიუჟეტს ქონია ასეთი გამოხმაურება? :)

პ.ს. ტანკებზე და მცხეთასთან ომზე, რომელიმემ თუ მიაქცია ყურადღება ამწვანებულ გარემოს და გორის ხედს? :)

2 comments:

დომენიკო said...

გურამ, მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ტელეიმედის სპეცრეპორტაჟს. ეს იყო გამიზნული და პანიკაზე გათვლილი სიუჟეტი. ეს იყო არაპროფესიონალიზმის პიკი, ეს იყო პროფესიული ეთიკის გათელვა.

ამაზე 2 აზრი არ არსებობს.

გურამი said...

მე არ ვამბობ რომ ეს იყო პროფესიონალიზმის პიკი. ეს იყო ერის გაუთვითცნობიერებლობის პიკი. მე იმედს +1 ს ვუწერ. საღოლ. ძლიერი იყო ძალიან.