Friday, March 26, 2010

მე - ავადმყოფი და სტუმარი.

დავიწყოთ იქნედან რომ ჰექსეს ბლოგზე მიწვეული პოსტი დავწერე ნატახტარი ექსტრაზე. იხილეთ აგერ.

და მეორე: მთელი კვირაა მუცელი მტკივა. ტალღებად თან. ანუ გამივლის ასე 15 წუთი, მერე 3 დან 10 წამამდე მაგრად მტკივა, მერე ისევ გამივლის და ასე ვარ. ზუსტად მაინც იყოს ხოლმე, საათს გავასწორებ ქე მაინც. :) დღეს ვიყავი ჩემს ოჯახის ექიმთან, რომელსაც იმდენი პაციენტი ყავდა თავის ოჯახის ექიმთან მისული, რომ ჩემი საცოდავი 1 საათი შესვენება არ ეყოფოდა. ექიმები არ მევასება ზოგადად, მარა როდესაც უკვე მე-7 დღეა მუცელი გტკივა, ვერ იგებ რატომ და პლუს ამას სიცხეც გაქვს მინიმუმ 37 გრადუსი, უკვე რაღაცაა. ისე რა მაგის პასუხია და ჩემი ნორმალური ტემპერატურა გახდეს რამის ეს 37 გრადუსი. :) ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ დავიბრიდე, ესე იგი ამის გამო. და არა თალების ფერის გამო. :)

3 comments:

vasasi said...

moiwamle etkoba ragacit..

Anonymous said...

http://sweet.ge/30/

გურამი said...

:D მივხვდი ბოლო კომენტარის შინაარსს. :) მე ბოდიში. :*