Sunday, March 21, 2010

აქტიურები

არის ხალხის ასეთი კატეგორია - აქტიურები. შესაბამისად არიან მეორეებიც - პასიურები. და ყველაზე ცოდოები - მათ შორის მდგომები, რომლებმაც არ იციან როგორები იყვნენ - აქტიურები თუ პასიურები. აქტიურობა ეზარებათ, პასიურობა ეშინიათ. ასეთი ვარ მე. ყოველ შემთხვევაში პარასკევიდან, გუშინდელი დღიდან, მოყოლებული.

პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი მე და კიდევ 17 კაცს ჯგუფში. მე კი ახლა გამომელია აზრები, იდეები, ენერგია და ხალისი. ხუთშაბათს წამოვაყენე სრულიად განსხვავებული იდეა, არასოდეს რომ არ გაკეთებულა მსგავსი პრეზენტაცია: ტელეგადაცემის ფორმატით თავის რეკლამით, ზარებით სტუდიაში, სტუმრით და ჩართვით ქუჩიდან. არ მოეწონათ. და წავიდა ნულისკენ ადრენალინი..

ვერ ვხვდები რას თამაშობს ობიექტი სახელად "Q". შთაბეჭდილება მაქვს რომ ისიც ჩემსავით შუაშია გაჩხერილი და არ იცის რა გააკეთოს. კი, მე უნდა ვიყო წამყვანი და ვცდილობ კიდეც. ვცდილობ ამის მამა პლაკალა, მაგრამ პასუხი არაა. ისეთი პასუხი არაა, შემდეგ ნაბიჯს რომ გადაგადგმევინებს. და რამდენჯერ უნდა გადადგა "პირველი" ნაბიჯი, ა? მე დავიღალე.. ძალიან არა, მარა დავიღალე.

და ყველაზე ცუდი და ჩემთვის მოულოდნელად დამრთგუნავი - (ჩანაწერი ჟურნალისათვის) - მინდვრის ყვავილს, იგივე მწვანეთავლებას და იგივე გოგონას სათვალით - აღარ ვჭირდები. დიახ! უნდა რომ "გადამეჩვიოს, როგორც სიგარეტს". და ვიცი, ის ამას შეძლებს. და ეს ფაქტი მრთგუნავს და მაჩანაგებს! იმიტომ რომ ახლა არავის დედამიწის ზურგზე არ ვჭირდები. აი, მართლა რომ ჭირდები, ასე. და ისე არა, სიტყვით.

გამივლის? კი, ამაში აქტიური ვარ. რა თქმა უნდა გამივლის. მაგრამ ეს იმას გავს, თითი რომ გაიჭრა, შუა გზაზე შეხორცებული ისევ გაიჭრა, მერე ისევ.. რა თქმა უნდა შეხორცდება ისევ, მარა შეიძლება დაჩირქდეს ან გვიან შეხორცდეს. აი ამაშია საქმე.

No comments: