წავიდა იგი - ანგელოზთ დარი..
ვერვინ შემიხვევს ღია იარებს!
ბევრს დაუტოვა სულში ავდარი, -
"დედამიწა კი ისევ ტრიალებს"
თათა, დღეს არაფერი განსაკუთრებული დღე არაა. უბრალოდ გამახსენდი და იმაზე დავფიქრდი, რა არის ცხოვრება. აი, შენგან მიღებული ბოლო პმ-ი ფორუმზე 2008 წლის 26 მაისით თარიღდება..
- თათა, სად დაიკარგე?
- :უსერ:
- რა ხდება? მისმინე, რატომღაც სულ ცოტას წერ. რაშია საქმე? ალბათ რამე ცუდი ხდება შენსკენ? :2კისს:
- ხო.. ძალიან ცუდი.. მაგარი გადაღლილი და მკვდარი ვარ გურ..
და ამ დღიდან ცოტა ხნის მერე.. :(
ხო, თათა.. მე ისევ ვინახავ ყველა შენს სურათს. აი ყველას. ერთიც კი არ გამომიტოვია. არ ვიცი.. აი რაღაცა ამემღვრა თვალებში. ალბათ წამწამი ჩამივარდა.. მოვისრისავ და დავწერ ისევ.. :( რატომ თათა, რატომ?
ჰო, თათუ. ჩვენ ვსწავლობთ. მაგრამ ზოგჯერ ძალიან გვიან. თითები რატომ მიკანკალებს არ ვიცი.. შენთვის ალბათ სულ ერთი იყო, ჰო? ჩვენთვის თათა? ჩვენთვის არ იყო სულ ერთი. ჩემთვის არ იყო სულ ერთი. და მერე თემა ფორუმზე.. და არ დავიჯერე. გავბრაზდი კიდეც, ასეთი ბოროტი ხუმრობისათვის საცემებიც არიან თქო.. თურმე რა ხუმრობა. მართლა ავარია.. :( ჯანდაბა..
სოს, თათა, სოს! შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ჩემი ეს პოსტი. შეიძლება უტიფრობად ჩათვალოს, შეიძლება გაბრაზდეს რა ესაქმება ამ სოფლელს მასთანო.. ეჰ.. რა ვუყოთ ამ.. გახსოვს თათა, შეგპირდი ქვებით დავწერ შენს სახელს თქო პლაჟზე?.. დავწერე, იცი? ოღონდ პარაშუტით აღარ გადამიღია. :2კისს: და მერე ომიც.. არ ვიცი, არ ვიცი.. იქნებ.. მაგრამ კარგი როგორ იქნებოდა.. თუმცა.. ჯანდაბა.. შენ ხომ იცი თათა, შენ ხომ იცი..
და აი.. დავრწმუნდი რომ დედამიწა ტრიალებს. და მაგარი ვკიდივართ, თათა. შენ ახლა შენსავით ანგელოზებთან ხარ. დედამიწა კი ტრიალებს. დღემდე ვინახავდი შენს ყველა პმ-ს, მაგრამ მივხვდი - დედამიწა ტრიალებს თათა. ხოდა წავშალე. წავშლე იმიტომ კი არა რომ აღარ.. ანუ, უბრალოდ გავანთავისუფლე ინბოქსი. ახლა რომ კითხულობს ვიღაც და არ იტყვის სულ გაგიჟდა ეს საცოდავიო? :( მე მახსოვხარ, თათუ. და კიდევ ძალიან ბევრს ახსოვხარ. პმ-ის დაცლა არაფერია თაათუ.
4 comments:
ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით.. ის ეკონომიურზე, მე - ჟურნალისტიკაზე..
მახსოვს, პირველად არტ გენზე შევხვდით, ღვინო დავლიეთ, კრეკერები ჰქონდა წამოღებული, ლურჯ პარკში რომ არის შეფუთული, ისინი.. სულ თათო მახსენდება რომ ვუყურებ ხოლმე..
მერე უნივერსიტეტში აღმოვაჩინე და გამიხარდა...
და მერე თემა ფორუმზე...
პ.ს. მე დღედმდე ვინახავ მის პ.მ-ებს.. :)
:( მაგ გოგოზე იმდენი ვინერვიულე იმდენი რომ ასე არასდროს მინერვიულია სხვა ადამიანზე.
მე კი ოცნებად დამრჩა თათუს ლაივში გაცნობა. :user:
:(( ღმერთმა გაანათლოს მისი სული
Post a Comment