Wednesday, March 10, 2010

პ-ტყაოსანი

იმ დიდი 3 თუ 4 წლის წინ, როდესაც მე ჩემს ამჟამინდელს სამუშაოზე მიმიღეს და ჯერ კიდევ სტაჟორი ვიყავი, მქონდა ხოლმე ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო, როდესაც რაიმე სასარგებლოს გაკეთება მინდებოდა ხოლმე. თუ ვერ გაიგეთ რა ვთქვი, არაა პრობლემა, მეც ვერ გავიგე რა დავწერე. მთავარი ისაა, რომ ახლა წარმოგიდგენთ იმ შორეული 3 თუ 4 წლის წინანდელ ნაშრომს, რომელიც მივუძღვენი ჩემს სამსახურს და მასში მომუშავე ზოგიერთ პერსონას. ასევე კონკურენტებსა და ზოგად პრობლემებს.

გენადი, წავიდა ფონოგრამა!

რომელმან შექმნა ეს ბანკი ძალითა ღვთისნიერითა
ფილიპს უხმობენ სახელად, პოტია მუნ სახელითა
განჰყარა უცხო ბანკები თავისი ხმითა თლილითა
ჯობს პროკრედიტში საქმობა, გქბ-ს-ცა სიკვდილითა
(გქბ - გაერთიანებული ქართული ბანკი, ახლანდელი ვთბ)


იყო გორშია დათოი, მმართველ ღვთისაგან სვიანი
მაღალი, უხვი, მდაბალი, მუშაკ მრავალი, ხმიანი
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, გამგებიანი
თვით რომ ექსპერტი უბადლო, კვლა მოუბარი წყლიანი


ექპერტ არ ყავდა მმართველსა, მარტოდენ მარტო ასული,
თინათინ ქვია სახელად, მზესარო, ტანად ასული
რომელ ბანკიდან მოვიდნენ ბრძენნი წავიდნენ ბრაცუნით
მაგრა მმართველსა მობეზრდა ასე ერთითა წარსული


მუნ მოიწვია მმართველმა დარბაზად ადი-კადია
უთხრა თუ: "ახალ ექსპერტთა გარნა მოწვევა მწადია"
მათ განიხარეს, დაუკრეს კვერი, თავი და ტაშია
ჰკადრეს: "ექსპერტი ერთია, ძუ იყოს თუნდა ხვადია"


ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა და მოიქექდა ტვინსა
ხელში ლაგატკა ეჭირა, ტარი მისი გავდა შვინდსა
იმის განასროლი ტყვია ორას მეტრში ჰკლავდა ვირსა
ერთმანეთს-ცა გადახედეს: "ამის აყვანა კი ღირსა"


მოიყვანეს და აქ დასვეს, არა გახადეს ყბოვანი
კომპიუტერი დაუდგეს, ტანი აქვდეს მას მრგვლოვანი
ასწავლიდნენ და გაწვრთნიდნენ, გამოიყვანეს ბრძნოვანი
ჯობს GeoBank-სა ნაზრახსა PCB სახელოვანი
(GeoBank - საქართველოს ბანკი. იგივე BOG)


რა უარეა ექპერტსა ბანკშიგან შიდა მეწველსა
შემკრთალსა, შეშინებულსა, შვებულებისა მხეწველსა
ცუდი ექსპერტი რითა ჯობს დიაცსა, ქსლისა მეჭველსა
სჯობს კლიენტისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა!

ადგა-ცა ზეზე ექსპერტი დილითა გაიღვიძია
მუნ მიეახლა კოსტუმსა, შარვალი მისი ტკიცია
გარნა ჩაიცვა ტუფლები არ უნდა მეტი ფიცია
ზოგჯერ მარშუტკა ჯობია, ზოგჯერ ფეხები მტკიცია


როცა გავა ანალიზზე გამოიკვლევს საქმეს, ფულსა
ანუ ჯდების და მოუსმენს, მიუყურადებდეს ყურსა
ზოგჯერ სესხის მიცემა სჯობს, ზოგჯერ უფულობა “რულსა”
"პრასროჩნიკსა" "პრასროჩკობა" ურჩევნია სულსა, გულსა
("პრასროჩნიკი" - კლიენტი, რომელიც ვადაგადაცილებაშია)


როცა საქმეს მოიტანენ არ გავუშვებ ორივ ყურში
თუ კრედ-ადმინს შეეაჯე, არ გახდება ბაიყუში
არა უნდა ბევრი ხვეწნა, მუნ აუგდო უნდა კუში
მძულს უგულო შევედრება, პირფერობა, მტლაშა-მტლუში


ხრა-ცა-ვსა ექპერტ პაპკასა, თითქოს ექნების ორია
არადა მომარაგება დადის გორი და ონია
ასეთი საქმე საქები დიდი და დიდი გონია
"სჯობს უფროსობას უჩვენო საქმენი საგმირონია"




ზოგია კაცი პატარა, ზოგი გიგანტი მგონია
ზოგნი ომობენ ერთურთში ვით ღმერთი სეთი - ჰორია
კლიენტთან ომი საგმირო ხუმრობა ნუკი გგონია
სტაჟორი კლიენტს იშოვნის, თავი ექსპერტი ჰგონია


ერთსა დღესა აიყარნა, კლიენტების ჰქონდათ შოვნა
საქართველოს ბანკს შეუდგნენ, არ დასჭირდათ ბევრი თხოვნა
მაგრა იმათ დაიბღვირეს, გუნებაში სურდათ თოვნა
სჯობს კლიენტი ბევრი გყავდეს ცოტა კლიენტების ყოვნას


იქედან ხალხი წავიდა, სურდათ ჰქონოდათ გმირობა
გამართეს მუნ აქციები, ალაგას მოხდა გზირობა
სხუა ბანკები შურვითა ისხდნენ, მიმართეს მზირობა
გარნა კლიენტნი მოაკლდეს, შეექმნათ დაღრეჯილობა


ვინ იხილა მოზიდვები, გულში სხივი ჩაგიდგესა
მეტისმეტის მშვენებითა თვალი ცოტა დროსა სძლებსა
მათ მშვენებას ვერ გამოთქვამს ბრძენი კაცი ვერ აღწერსა
ხამს ჩვენფერი მოზიდვები არა ერთს ბანკს არ ჰყავდესა
(იმ დროს გვყავდა ასეთი კადრი "მოზიდვები")


ჩვენი დაცვა კოტიკაი დადის, აქეთ-იქით დგესა
ძლიერ უყვარს ტოტოს სკამი, ტოტო ადგეს, კოტე ჯდესა
საცა კომპიუტერს ნახავს, წამსვე გვერძე მიუჯდესა
ყველა თამაშს თამაშობდეს ერთდროულად... უკვირდესა.


ციგანის ბავშვი მოვიდა, ფულისა იყო წრეული
ხამს ილიამ სთქვა: "არიქა სესხი მიეცით ეული"
მაგრა წინ დადგა კოტიკა, მიდამო შექმნა სრეული
კლიენტმა ექსპერტს შეხედა, სთქვა: "საქმეა მისეული"


მაცნე მოვიდა დაღლილი, ჩართო კონდენციონერი
ასრე რიგად განახარა დახუთული ესე ერი
ვინ გამორთო, წამს იკითხა, ჩვენი კონდენციონერი?
გეობანკიდან იქნებოდა ვინმე ჩვენი დიდი მტერი
(ის ზაფხული განსაკუთრებით ცხელი გამოდგა :( )


ასრეთ გასრულდა ამბავი, ვითარ სიზმარი ღამისა
ვისაცა გესიამოვნათ, მადლობა მითქვამს ამისა
ვის გულში რამე ეწყინა ცივი დალიოს წყალისა
ან იაღოვა იქნება, ან შვილი მუსულმანისა


დიდი მადლობა პატრულსა, აუთლუქსა და თაგვსაო
ახლა შესვენებაზე გავალ, საჭმელსა შევჭამ სახლსაო
ასერეთ დიდსა პოემასა აღარ დავწერ ახალსაო
ეს რა შარი ყოფილა კაცო... მათქმევინებენ "ბლად"-საო.
(რას აკეთებს, კიდევ წერს? ჰმ.. შესვენებაზე არ გავიდა?)

გორი © 2006