Wednesday, April 7, 2010

დასვენების დღეები

ამ თვეში შვებულება გამოვიდა. წითელი პარასკვევი, შაბათი, აღდგომა, შავი ორშაბათი და ცხრა აპრილიც წკაპაან იმსაანთში. თან პარასკევია ეს ოხერი და კიდევ სამი დღე უნდა დავისვენო. არადა შრომამ შექმნა ადამიანი. მე რამდენად შემქმნა არ ვიცი, მაგრამ ჩემი "საყვარელი" სამუშაოს გარეშე რაღაცა მაკლია რა. პლუს ოქროსფერდალალებიანს ვერ ვხედავ სხვანაირად. ეს უკანასკნელი მემგონი ფარჩაკია. :)

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძირს დასვენების დღეები, შაბათი-კვირა, შვებულება და დღესასწაულები! გაუმარჯოს ვირულ შრომას, რომელსაც არ გიფასებენ და უფრო მეტს გთხოვენ! ვაშა ამხანაგებო! ვაშააა, ვაშააა, ვაშააა! გაგადინე თხლაშა, რასა ყვირიხარ, ბავშვს ვაძინებ!

ანუ უმუშევრობა საქს! აი ამის თქმა მინდოდა ჩემი პოსტით.

2 comments:

vasasi said...

რა გინდა ახლა, გული ისედაც გასიებული მაქვს, შენ რომ არ დამიმატო.. :D

Nino said...

მაილი შეამოწმე რააა :)))