დავიწყოთ პარკურით. პარკურს ვინ ჩივის, ბოტასები ვერ მინახია როგორიც საჭიროა. ეს რა ახალი მოდა შემოვიდა ბოტასი დაბალ ძირზე, ბოტასია თუ კეტი კაცო? ლაშქტობაში მაგით ვერ წახვალ და გულიანად ვერ ირბენ. ფეხებს გატკივებს კაცო. ვაა, თქვენ უნდა მომკათ, თქვენ უნდა მომკლათ? არადა რა კარგი ამინდია გარეთ, გავირბენდი ცოტას.. ველოსიპედი მაინც მყავდეს.. ეე, სულ არ მეწყობა ხელი სპორტში რა!
ესეც სათაურის მიზეზი. ესაა აირსოფტის ნიღაბი. მე, როგორც მოგეხსენებათ, სათალეს ვატარებ. აირსოფტის თამაში კი მხოლოდ დამცავი სათვალით შეიძლება. ამ ოპტიკურზე დამცავს ხომ ვერ გავიკეთებ, არა? ხოდა ან ლინზები უნდა მეყიდა ან ეს. ლინზებით.. ინტელიგენტური ვიდი აღარ მექნება. :) იმას ვამბობდი, რომ აირსოფტის ფორუმზე გაიჩითა ეს ნიღაბი. და დღეს უნდა მეყიდა და რაი მერე? გამყიდველი კრწანისში წავიდა საომად და მაღაზია, სადაც დამიტოვა, დაიკეტა. შემდეგ კვირას ჩამოდიო და მაშინ მომეცი ფულიო და რომ ვიცი, რაღაცა გამოტყვრება იქით კვირასაც
ფლეშმობი. აგერ ყვავამ თქვა, მოდი დავაფლეშმობოთო. ყოველთვის მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგარი სახალისო რამეა. თან ვიდეოკამერაც ჭირდებოდათ და მე კაკრას მაქვს. :) მარა რად გინდა, ჩამოვარდა ის პოლონეთის პრეზიდენტი, ჩვენმა სოლიდარობის ნიშნად გლოვის დღე გამოაცხადა და ესეც არ გამოვიდა. :( პრინციპში შეიძლება კარგიცაა, იქით კვირას თუ იქნება, ბარემ აირსოფტის ნიღაბსაც ავიღებ.
დაბოლოს. მწვადი მინდა, მოვკვდი, აღარ შემიძლია, ხალხი არა ხართ? ხოდა ვამბობდი, დღეს მწვადს ვჭამ თქო და ვინც დავპატიჟე (მე ვიხდი ფულს ბლა) კაცი შვილი არ წამოვიდა. ზოგს რა საქმე გამოჩნდა და ზოგს რა. როგორ შეიძლება მწვადზე დაგპატიჟონ და შენ საქმე გქონდეს. ნუ კაი, ფლავზე და ლობიოზე გამიგია (ლობიოც კაი რამეა), მარა მწვადზე და ხინკალზე რომ გპატიჟებენ, რაც არ უნდა პატარა პირი გქონდეს.. ჰო, შენს გასაგონად ვამბობ! როგორ შეიძლება კაცი, ჩემამდე არ დადის. :)
ბიჯო და, არაა პატარა პირი ახლა მანცდამაინც. :) ჩემი ავტომატი დავშალე და ვიდეოც გადავაღებინე ჩემს ბიძაშვილს (აი, ნერვებზე რომ უკრავს). ხოდა ავქაჩავ და დავდებ. მონტაჟი უნდა ცოტა, თორემ 120 მეგაბაიტია და რა აქაჩავს მაგას..
2 comments:
აუუუუ ჯერ ერთი ვმუშაობდი გურამ და მაგიტომ, მეორეც კიდე მააქვს ეს პატარა პირი და ხინკლის სახლში კიდე უძალიანდიდესი ხინკლებია, ხოდა გაგიფრთხილდი რომ არც ხინკალი შეგჯავრებოდა და არც მე და მაგიტომ თორე მეც კი მერჩია 2 დღის წინანდელი კარტოფილის ჭამას ხინკალი და მწვადი :) :)
mqonia da amitom arafers vaobob cinaswar
Post a Comment