Monday, April 19, 2010

გულს გარეთ

ვამუღამებ ახალი აზროვნების სტილს: გულს გარეთ. ეს ნიშნავს, რომ რაც ცუდი აზრები, ფიქრები და იდეები მოგვაქვს, გაგვაქვს ფრჩხილებს.. კი არა და, გულს გარეთ და იქ ვფიქრობთ. აი დღეს შესანიშნავ ხასიათზე გავიღვიძე, ლავ იზ ოლ ერაუნდ ვმღეროდი, მერე აი ლაიქ თუ მუვ ით -ს, მერე.. კაროჩე კაი ხასიათზე ვარ რა. ხოდა მერე მომდის სმს, რომლითა ირკვევა რომ მწვანეთვალებასთან ყველა კონტაქტი გაწყვეტილია. ძალიან გულის დასაწყვეტი ამბავია, შეიძლება თვითონ არ ჯერავს, მარა მე გული დამწყდა.. ანუ დამწყდებოდა, მარა არ მინდოდა ამ კაი ხასიათის გაფუჭება, ამიტომ ეს გულის დაწყდომა გავიტანე გულს გარეთ და თავისით დაწყდა სადაც ჯერ არს.

ამას პლუს ორი კარგი ამბავი: ბეჯი და შლაპა ვიპოვე. :) ასე მეპოვოს მეგობარი გოგო და სხვა კაი რამეებიც. ა, ილია-ჩე ს ცოლი მოყავს. ესეც კაი ამბავია. ასევე ჩემი ნათარგმნი 2 თავი მეტრო 2033 დაიდო ბიბლიოთეკას ბლოგზე. მმ.. კიდე ბაზილიომ თმა გაისწორა და ძალიან გალამაზდა.. წითლად უნდა ამ თმის შეღებვა. ამ შემთხვევაში კი განახვებთ როგორი იქნება.

ეს არის ორიგინალი ჭონა
ეს კი არის ისეთი, როგორიც მას უნდა.

ეს არის ალტერნატივა: წითელი კი არა, ყავისფერი თმა.

და ბოლოს, ქერა თმა.


დარეკეთ ნომერზე 7 და აირჩიეთ თქვენი ფავორიტი ჭონა. :)

1 comment:

vasasi said...

კვირას ვხინკლაობთ?>.

:)